მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსამართლე, რომელმაც სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა - სკანდალური საქმეები, რომელთა ვერდიქტიც არევაძემ გამოიტანა: ღარიბაშვილის სიმამრიდან ექსპრეზიდენტამდე
მოსამართლე, რომელმაც სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა - სკანდალური საქმეები, რომელთა ვერდიქტიც არევაძემ გამოიტანა: ღარიბაშვილის სიმამრიდან ექსპრეზიდენტამდე

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სას­ჯე­ლის­გან არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და არც გა­და­უ­ვა­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი არე­ვა­ძემ მი­ი­ღო.

მან სა­ა­კაშ­ვილს ერთხელ უკვე გა­მო­უ­ტა­ნა გა­ნა­ჩე­ნი - არე­ვა­ძემ 2018 წელს, სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნი­ხი­ლა ექ­სპრე­ზი­დენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრუ­ლი საქ­მე და 179 პა­ტიმ­რის შე­წყა­ლე­ბის გამო, რო­მელ­თა შო­რის სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი იყ­ვნენ, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენტს სამი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა...

რო­გორც ად­ვო­კა­ტი მა­მუ­კა ნო­ზა­ძე ამ­ბობს, გი­ორ­გი არე­ვა­ძე ე.წ. სა­სა­მარ­თლო კლა­ნის წევ­რი და ის მო­სა­მარ­თლეა, რო­მელ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხში­რად ან­დობს პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ საქ­მე­ებს.

  • ცნო­ბი­სათ­ვის:

მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი არე­ვა­ძეს გა­მო­ტა­ნი­ლი აქვს გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი ხა­ზა­რა­ძე-ჯა­ფა­რი­ძე-წე­რეთ­ლის საქ­მე­ზე. ამას­თა­ნა­ვე იგი ნიკა გვა­რა­მი­ას საქ­მის მო­სა­მარ­თლეც იყო, თუმ­ცა დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის და­ყე­ნე­ბის შემ­დეგ, მან ამ საქ­მე­ზე თვი­თა­ცი­ლე­ბა მის­ცა.

მა­მუ­კა ნო­ზა­ძე:

"გი­ორ­გი არე­ვა­ძე სა­სა­მარ­თლო კლა­ნის წევ­რია. თავ­და­პირ­ვე­ლად ის მო­სა­მარ­თლის თა­ნა­შემ­წე იყო, შემ­დეგ გა­ხა­დეს მო­სა­მარ­თლე და ახლა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შემ­სრუ­ლე­ბე­ლია. ამ საქ­მეს ის რო­გორ გა­ნი­ხი­ლავს, როცა თა­ვის დრო­ზე მან გა­მო­ი­ტა­ნა სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი. კა­ნო­ნით ეს მას არ ეკ­რძა­ლე­ბა, მაგ­რამ რაღა მა­ინც და მა­ინც მას­თან მო­ახ­ვედ­რეს ეს საქ­მე? მით უმე­ტეს, ამ კონ­კრე­ტულ საქ­მე­ში, მე­დი­ცი­ნა­ში კომ­პე­ტენ­ცია მეტი უნდა გქონ­დეს, ვიდ­რე სს სპე­ცი­ა­ლის­ტო­ბაა. არ­სე­ბობს სა­მე­დი­ცი­ნო სა­მარ­თა­ლიც, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­მარ­თა­ლურ­თი­ერ­თო­ბებ­ში არი­ან მო­სა­მარ­თლე­ე­ბი და ად­ვო­კა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ კუ­თხით გა­დი­ან სპე­ცი­ა­ლურ კურ­სებს, უნდა ერ­კვე­ო­დე ნორ­მებ­ში, ტერ­მი­ნებ­ში და ა.შ. არე­ვა­ძეს არა­ნა­ი­რი კურ­სი არ აქვს გავ­ლი­ლი ამ კუ­თხით...

არე­ვა­ძე წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დრო­საც და დღე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მსა­ხუ­რია. ის ალაგ-ალაგ კი აყე­ნებს გა­მა­მარ­თლე­ბელ გა­ნა­ჩენს, მაგ­რამ ეს ზღვა­ში წვე­თია, ესეც სტა­ტის­ტი­კის­თვის სჭირ­დე­ბათ“.

  • ვინ არის გი­ორ­გი არე­ვა­ძე

გი­ორ­გი არე­ვა­ძე და­ი­ბა­და 1980 წლის 5 ივ­ნისს გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ონ­ში.

1997 წელს და­ამ­თავ­რა გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჩუმ­ლა­ყის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა.

მან 2002 წელს და­ამ­თავ­რა ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სო­ხუ­მის ფი­ლი­ა­ლის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი. 2003-2005 წლებ­ში მუ­შა­ობ­და რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში სპე­ცი­ა­ლის­ტის და შემ­დგომ სხდო­მის მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე. 2005-2007 წლებ­ში მუ­შა­ობ­და თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა კო­ლე­გი­ის მო­სა­მარ­თლის თა­ნა­შემ­წედ. 2007-2008 წლებ­ში მუ­შა­ობ­და თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის თა­ნა­შემ­წედ. 2008 წლი­დან არის თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე. 2012 წელს (ივ­ნი­სი­დან ნო­ემ­ბრამ­დე) მო­სა­მარ­თლის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას ახორ­ცი­ე­ლებ­და სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში. 2013 წლის დე­კემ­ბრი­დან არის თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა სა­გა­მო­ძი­ე­ბო, წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მი­სა და არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის კო­ლე­გი­ის მო­სა­მარ­თლე.

  • საქ­მე­ე­ბი, რო­მელ­შიც მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი არე­ვა­ძე მო­ნა­წი­ლე­ობ­და

ა.წ. 10 იან­ვარს ნიკა გვა­რა­მი­ას საქ­მის მო­სა­მარ­თლემ გი­ორ­გი არე­ვა­ძემ, ნიკა გვა­რა­მი­ას, კახა და­მე­ნი­ას და ზუ­რაბ იაშ­ვი­ლის საქ­მე­ებ­ზე თვი­თა­ცი­ლე­ბა გა­მო­ა­ცხა­და. თვი­თა­ცი­ლე­ბამ­დე, არე­ვა­ძემ ნიკა გვა­რა­მი­ას 500- ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა შე­უ­ფარ­და სა­სა­მარ­თლოს გა­რეთ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის­თვის, რო­მელ­შიც ის მო­სა­მარ­თლეს “არა­ა­დეკ­ვა­ტურს” უწო­დებს.

2011 წლის გა­ზა­ფხულ­ზე ყო­ფილ პარ­ლა­მენ­ტარს, ხუ­ლიგ­ნო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ სან­დრო ბრე­გა­ძეს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ, გი­ორ­გი არე­ვა­ძემ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

2010 წლის აგ­ვის­ტო­ში მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი არე­ვა­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, "ელიტ-ელექტრო­ნიქ­სის“ ყო­ფილ მმარ­თველ­სა და დამ­ფუძ­ნებლს ან­ზორ ქო­ქო­ლა­ძეს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით ორ­თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ან­ზორ ქო­ქო­ლა­ძე გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ფუ­ლა­დი თან­ხის თაღ­ლი­თუ­რად მით­ვი­სე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

2010 წლის მა­ის­ში ტე­ლე­კომ­პა­ნია "ავ­კა­სი­ის“ ინ­ცი­დენ­ტის დროს და­კა­ვე­ბულ 7 პირს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი არე­ვა­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. დაც­ვის მხა­რე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის თავ­დე­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე შუ­ამ­დგომ­ლობ­და, რაც მო­სა­მარ­თლემ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა.

2012 წლის აპ­რილ­ში, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის წევრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სი­მამრს თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვილს თა­ვი­სუფ­ლე­ბის 3 წლი­თა და 6 თვით აღ­კვე­თა შე­ე­ფარ­და.

რო­გორც მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი არე­ვა­ძემ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნი­სას გა­ნა­ცხა­და, თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვილს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის I და II ნა­წი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ფარ­და, რაც გა­ნა­ჩენ­თა სა­ბო­ლოო შეკ­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე თა­ვი­სუფ­ლე­ბის 3 წლი­თა და 6 თვით აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს (შე­გახ­სე­ნებთ, რომ თა­მა­ზაშ­ვი­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბის­თვის და­ა­პა­ტიმ­რეს, თუმ­ცა მას ია­რა­ღის ტა­რე­ბა-შე­ნახ­ვის უფ­ლე­ბა გა­აჩ­ნდა).

2009 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში მკლავ­ჭიდ­ში ევ­რო­პის ორგზის ჩემ­პი­ონს ზაურ ცხა­და­ძეს გი­ორ­გი არე­ვა­ძემ აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად წი­ნას­წა­რი ორ­თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. მო­სა­მარ­თლემ, და­აკ­მა­ყო­ფი­ლა თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და არ გა­ი­ზი­ა­რა დაც­ვის მხა­რის მო­თხოვ­ნა გი­რა­ოს 30 ათა­სი ლა­რის შე­ფარ­დე­ბის თა­ო­ბა­ზე.

2009 წლის მა­ის­ში, მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი არე­ვა­ძემ მუხ­რო­ვა­ნის ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით ძებ­ნილ კობა ოთა­ნა­ძის ძმას, ნუგ­ზარ ოთა­ნა­ძეს აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად წი­ნას­წა­რი ორ­თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და, რი­თაც პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­თხოვ­ნა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

2011 წლის 25 მა­ისს ყინ­წვი­სის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექსთან 23-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი და­ა­კა­ვეს. მათ ბრა­ლი სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა­ში ედე­ბო­დათ. 2013 წლის 13 იან­ვარს პო­ლიტ­პა­ტიმ­რებ­მა ციხე ამ­ნის­ტი­ის შე­დე­გად და­ტო­ვეს. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი ე.წ. ყინ­წვი­სის საქ­მის "შემ­კერ­თა“ შო­რის გი­ორ­გი არე­ვა­ძეს ასა­ხე­ლებ­დნენ.

  • ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია

ჩვენ გა­დავ­ხე­დეთ მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი არე­ვა­ძის დეკ­ლა­რა­ცი­ა­საც, რო­მე­ლიც მას 2021 წლის 26 იან­ვარს აქვს შევ­სე­ბუ­ლი.

გი­ორ­გი არე­ვა­ძეს ჰყავს მე­უღ­ლე და ორი ვაჟი. მის სა­ხელ­ზეა დე­მეტ­რე თავ­და­დე­ბუ­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე 96კვმ. ფარ­თის ბინა, რო­მე­ლიც მან 2013 წელს 55 ათას დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა. მას­ზეა გა­ფორ­მე­ბუ­ლი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა „"TOYOTA RAV4“ (2010 წლის), რო­მე­ლიც მო­სა­მარ­თლეს 2017 წელს 8 000 აშშ დო­ლა­რად შე­უ­ძე­ნია. გი­ორ­გი არე­ვა­ძე ძი­რი­თა­დად „თი-ბი-სი“ ბან­კის მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლობს და ან­გა­რიშ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 18 ათა­სი ლარი ერი­ცხე­ბა, ასე­ვე, მე­უღ­ლის - მე­დეა ოსი­აშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში“ 59,98 ათა­სი ლა­რია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ნაღ­დი ფუ­ლა­დი თან­ხა კი 12000 ლარს, 3500 დო­ლარ­სა და 800 ევ­როს შე­ად­გენს, რო­მელ­თა წყა­რო­საც ხელ­ფა­სი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი წარ­მო­ად­გენს. 2020 წელს მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი არე­ვა­ძეს შე­მო­სავ­ლის სა­ხით 62 489,46 ლარი აქვს მი­ღე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

მოსამართლე, რომელმაც სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა - სკანდალური საქმეები, რომელთა ვერდიქტიც არევაძემ გამოიტანა: ღარიბაშვილის სიმამრიდან ექსპრეზიდენტამდე

მოსამართლე, რომელმაც სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა - სკანდალური საქმეები, რომელთა ვერდიქტიც არევაძემ გამოიტანა: ღარიბაშვილის სიმამრიდან ექსპრეზიდენტამდე

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა და არც გადაუვადა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.

მან სააკაშვილს ერთხელ უკვე გამოუტანა განაჩენი - არევაძემ 2018 წელს, საქალაქო სასამართლოში განიხილა ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრული საქმე და 179 პატიმრის შეწყალების გამო, რომელთა შორის სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდადებული პირები იყვნენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა...

როგორც ადვოკატი მამუკა ნოზაძე ამბობს, გიორგი არევაძე ე.წ. სასამართლო კლანის წევრი და ის მოსამართლეა, რომელსაც ხელისუფლება ხშირად ანდობს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს.

  • ცნობისათვის:

მოსამართლე გიორგი არევაძეს გამოტანილი აქვს გამამტყუნებელი განაჩენი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე. ამასთანავე იგი ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეც იყო, თუმცა დაცვის მხარის შუამდგომლობის დაყენების შემდეგ, მან ამ საქმეზე თვითაცილება მისცა.

მამუკა ნოზაძე:

"გიორგი არევაძე სასამართლო კლანის წევრია. თავდაპირველად ის მოსამართლის თანაშემწე იყო, შემდეგ გახადეს მოსამართლე და ახლა ჩვეულებრივი შემსრულებელია. ამ საქმეს ის როგორ განიხილავს, როცა თავის დროზე მან გამოიტანა სააკაშვილის გამამტყუნებელი განაჩენი. კანონით ეს მას არ ეკრძალება, მაგრამ რაღა მაინც და მაინც მასთან მოახვედრეს ეს საქმე? მით უმეტეს, ამ კონკრეტულ საქმეში, მედიცინაში კომპეტენცია მეტი უნდა გქონდეს, ვიდრე სს სპეციალისტობაა. არსებობს სამედიცინო სამართალიც, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართალურთიერთობებში არიან მოსამართლეები და ადვოკატები, რომლებიც ამ კუთხით გადიან სპეციალურ კურსებს, უნდა ერკვეოდე ნორმებში, ტერმინებში და ა.შ. არევაძეს არანაირი კურსი არ აქვს გავლილი ამ კუთხით...

არევაძე წინა ხელისუფლების დროსაც და დღესაც ხელისუფლების მსახურია. ის ალაგ-ალაგ კი აყენებს გამამართლებელ განაჩენს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია, ესეც სტატისტიკისთვის სჭირდებათ“.

  • ვინ არის გიორგი არევაძე

გიორგი არევაძე დაიბადა 1980 წლის 5 ივნისს გურჯაანის რაიონში.

1997 წელს დაამთავრა გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყის საშუალო სკოლა.

მან 2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი. 2003-2005 წლებში მუშაობდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში სპეციალისტის და შემდგომ სხდომის მდივნის თანამდებობებზე. 2005-2007 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწედ. 2007-2008 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწედ. 2008 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2012 წელს (ივნისიდან ნოემბრამდე) მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში. 2013 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.

  • საქმეები, რომელშიც მოსამართლე გიორგი არევაძე მონაწილეობდა

ა.წ. 10 იანვარს ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლემ გიორგი არევაძემ, ნიკა გვარამიას, კახა დამენიას და ზურაბ იაშვილის საქმეებზე თვითაცილება გამოაცხადა. თვითაცილებამდე, არევაძემ ნიკა გვარამიას 500- ლარიანი ჯარიმა შეუფარდა სასამართლოს გარეთ გაკეთებული განცხადებისთვის, რომელშიც ის მოსამართლეს “არაადეკვატურს” უწოდებს.

2011 წლის გაზაფხულზე ყოფილ პარლამენტარს, ხულიგნობაში ბრალდებულ სანდრო ბრეგაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

2010 წლის აგვისტოში მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, "ელიტ-ელექტრონიქსის“ ყოფილ მმართველსა და დამფუძნებლს ანზორ ქოქოლაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ანზორ ქოქოლაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად მითვისების ბრალდებით დააკავეს.

2010 წლის მაისში ტელეკომპანია "ავკასიის“ ინციდენტის დროს დაკავებულ 7 პირს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე დაკავებულების თავდებით გათავისუფლებაზე შუამდგომლობდა, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

2012 წლის აპრილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფის წევრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრს თამაზ თამაზაშვილს თავისუფლების 3 წლითა და 6 თვით აღკვეთა შეეფარდა.

როგორც მოსამართლე გიორგი არევაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენის გამოტანისას განაცხადა, თამაზ თამაზაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის I და II ნაწილის საფუძველზე შეფარდა, რაც განაჩენთა საბოლოო შეკრების საფუძველზე თავისუფლების 3 წლითა და 6 თვით აღკვეთას ითვალისწინებს (შეგახსენებთ, რომ თამაზაშვილი იარაღის უკანონო ტარებისთვის დააპატიმრეს, თუმცა მას იარაღის ტარება-შენახვის უფლება გააჩნდა).

2009 წლის ოქტომბერში მკლავჭიდში ევროპის ორგზის ჩემპიონს ზაურ ცხადაძეს გიორგი არევაძემ აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ, დააკმაყოფილა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის შუამდგომლობა პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით და არ გაიზიარა დაცვის მხარის მოთხოვნა გირაოს 30 ათასი ლარის შეფარდების თაობაზე.

2009 წლის მაისში, მოსამართლე გიორგი არევაძემ მუხროვანის ინციდენტთან დაკავშირებით ძებნილ კობა ოთანაძის ძმას, ნუგზარ ოთანაძეს აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, რითაც პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

2011 წლის 25 მაისს ყინწვისის სამონასტრო კომპლექსთან 23-კაციანი ჯგუფი დააკავეს. მათ ბრალი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ედებოდათ. 2013 წლის 13 იანვარს პოლიტპატიმრებმა ციხე ამნისტიის შედეგად დატოვეს. გათავისუფლებული პოლიტპატიმრები ე.წ. ყინწვისის საქმის "შემკერთა“ შორის გიორგი არევაძეს ასახელებდნენ.

  • ქონებრივი დეკლარაცია

ჩვენ გადავხედეთ მოსამართლე გიორგი არევაძის დეკლარაციასაც, რომელიც მას 2021 წლის 26 იანვარს აქვს შევსებული.

გიორგი არევაძეს ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი. მის სახელზეა დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მდებარე 96კვმ. ფართის ბინა, რომელიც მან 2013 წელს 55 ათას დოლარად შეიძინა. მასზეა გაფორმებული მსუბუქი ავტომანქანა „"TOYOTA RAV4“ (2010 წლის), რომელიც მოსამართლეს 2017 წელს 8 000 აშშ დოლარად შეუძენია. გიორგი არევაძე ძირითადად „თი-ბი-სი“ ბანკის მომსახურებით სარგებლობს და ანგარიშზე დაახლოებით 18 ათასი ლარი ერიცხება, ასევე, მეუღლის - მედეა ოსიაშვილის სახელზე "საქართველოს ბანკში“ 59,98 ათასი ლარია დაფიქსირებული, მის ხელთ არსებული ნაღდი ფულადი თანხა კი 12000 ლარს, 3500 დოლარსა და 800 ევროს შეადგენს, რომელთა წყაროსაც ხელფასიდან მიღებული შემოსავალი წარმოადგენს. 2020 წელს მოსამართლე გიორგი არევაძეს შემოსავლის სახით 62 489,46 ლარი აქვს მიღებული.