მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მასშტაბური შემოწმება მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინულ ეკლესიებში - "მიზანი "რუსული სამყაროს" მხარდამჭერების გამოვლენაა"
მასშტაბური შემოწმება მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინულ ეკლესიებში - "მიზანი "რუსული სამყაროს" მხარდამჭერების გამოვლენაა"

უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მოს­კო­ვის სა­პატ­რი­არ­ქოს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ობი­ექ­ტებ­ში კონ­ტრდაზ­ვერ­ვით ღო­ნის­ძი­ე­ბებს ახორ­ცი­ე­ლებს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის პრეს­სამ­სა­ხურ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა ჟი­ტო­მი­რის, რივ­ნი­სა და ზა­კარ­პა­ტი­ის ოლ­ქებ­ში.

უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ზო­მე­ბი ტარ­დე­ბა „რე­ლი­გი­უ­რი თე­მე­ბის რუ­სუ­ლი სამ­ყა­როს უჯრე­დად გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად და მო­სახ­ლე­ო­ბის პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი­სა და ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბი­სა­გან და­სა­ცა­ვად“.

უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი, ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ცია და ეროვ­ნუ­ლი გვარ­დია ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ტე­რი­ტო­რი­ი­სა და შე­ნო­ბე­ბის შე­მოწ­მე­ბას. ისი­ნი ეძე­ბენ პი­რებს, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბებ­ში უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის სა­ზი­ა­ნოდ და ასე­ვე ნივ­თებს, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაც აკ­რძა­ლუ­ლია.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბით, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის ეროვ­ნულ­მა საბ­ჭომ მთავ­რო­ბას და­ა­ვა­ლა, უმაღ­ლეს რა­და­ში და­სამ­ტკი­ცებ­ლად შე­ი­ტა­ნოს კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რომ­ლი­თაც უკ­რა­ი­ნა­ში აიკ­რძა­ლე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში მდე­ბა­რე გავ­ლე­ნის ცენ­ტრებ­თან აფი­ლი­რე­ბუ­ლი რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
??
12

სიგიჟე! სინაგოგებში რა ხდება ზელე? იქ არ არიან პრორუსი ურიები?

ელგუჯა
6

სახელმწიფოს უსაფრთხოება, პრიორიტეტია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მასშტაბური შემოწმება მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინულ ეკლესიებში - "მიზანი "რუსული სამყაროს" მხარდამჭერების გამოვლენაა"

მასშტაბური შემოწმება მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინულ ეკლესიებში - "მიზანი "რუსული სამყაროს" მხარდამჭერების გამოვლენაა"

უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ობიექტებში კონტრდაზვერვით ღონისძიებებს ახორციელებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებები ხორციელდება ჟიტომირის, რივნისა და ზაკარპატიის ოლქებში.

უწყებაში აცხადებენ, რომ ზომები ტარდება „რელიგიური თემების რუსული სამყაროს უჯრედად გამოყენების თავიდან ასაცილებლად და მოსახლეობის პროვოკაციებისა და ტერორისტული აქტებისაგან დასაცავად“.

უკრაინის უშიშროების სამსახური, ეროვნული პოლიცია და ეროვნული გვარდია ახორციელებენ ტერიტორიისა და შენობების შემოწმებას. ისინი ეძებენ პირებს, რომლებიც შესაძლოა ჩართულები იყვნენ უკანონო ქმედებებში უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის საზიანოდ და ასევე ნივთებს, რომლის გამოყენებაც აკრძალულია.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნულმა საბჭომ მთავრობას დაავალა, უმაღლეს რადაში დასამტკიცებლად შეიტანოს კანონპროექტი, რომლითაც უკრაინაში აიკრძალება რუსეთის ფედერაციაში მდებარე გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა.