გუშინ, გვიან ღამით გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ერთი მებრძოლი ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია დაიღუპა. ის 27-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთთან ომს შეეწირა.
მთელი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი წერს მოგონებებს, რომელივ მის ფიზიკურ სიძლიერეს, ჩადენილ სიკეთეებს და პატრიოპტიზმს შეეხება. სოციალურ ქსელში ვრცელება 2014 წლის პროექტ "ნიჭიერის" ჩანაწერი, რომელშიც 17 წლის ჯაბას გამოსვლაა აღბეჭდილი.
კონკურსანტი უმძიმეს ქვის ლოდებს სპეციალურ კიბეზე ალაგებს, რითაც ჟირუის შექებას იმსახურებს და შემდეგ ტურში გადადის.
"17 წლის რას აკეთებ და 27 წლის რას გააკეთებ, წარმომიდგენია...“ - ეუბნება ჯაბას ჟიურის ერთ-ერთი წევრი...
ეეეეჰ.... გული დამეფლითა.... სასუფეველი მის ლამაზ სულს😢
ჯაბა ჩვენი ქვეყნის და მიწის მტერთან ბრძოლაში დაიღუპა და ის გმირია.
მარადიული დიდება გმირებს!!!!