ავტორი:

"დედას გეფიცებით, ვკანკალებ..." - ბიჭმა, რომელიც საზოგადოებამ ერთი წლის წინ კეთილი საქმით გაიცნო, კვლავ დიდი თანხა იპოვა და პატრონს დაუბრუნა

"დედას გეფიცებით, ვკანკალებ..." - ბიჭმა, რომელიც საზოგადოებამ ერთი წლის წინ კეთილი საქმით გაიცნო, კვლავ დიდი თანხა იპოვა და პატრონს დაუბრუნა

თორნიკე ნინიკაშვილი საზოგადოებამ ერთი გახმაურებული შემთხვევის გამო გაიცნო. ბიჭი კურიერად მუშაობდა, როდესაც ქუჩაში დიდი ოდენობის თანხა იპოვა და პატრონის მოძებნა სოციალურ ქსელში გადაწყვიტა.

თორნიკემ თანხის მეპატრონე მალევე იპოვა და თანხა დაუბრუნა. როგორც მაშინ ამბობდა, ერთი ჩვეულებრივი ზესტაფონელი ბიჭია და მოიქცა ისე, როგორც ყველა ადამიანი უნდა მოქცეულიყო.

"ჩვეულებრივი სამუშაო დღე მქონდა. ერთ-ერთ მომხმარებელთან შეკვეთას ვტოვებდი და როგორც კი "სითი მოლთან" მივედი და მოტოციკლი გავაჩერე, დავინახე, ძირს სქელი და დიდი საფულე ეგდო. ავიღე, გავხსენი... შიგ ბლომად თანხა იდო. დათვლის სურვილიც არ გამჩენია. პირადობის მოწმობა ამოვიღე და დავურეკე ახლობელს, რომელიც შსს-ში მუშაობს. მითხრა, პოლიციაში რომ მიიტანო, პროცედურებია გასავლელი, ხელწერილს დაგაწერინებენო...

დროის დაკარგვა არ მინდოდა - ჩვენს სამუშაოში საათობრივად გვიხდიან და ამიტომ გადავწყვიტე "ფეისბუკზე" ამეტვირთა პოსტი და ფოტოც დავურთე. მერე მუშაობა გავაგრძელე. ზუსტად სამი შეკვეთის შემდეგ შევდივარ "ფეისბუკზე" და ვხედავ, რომ ჩემი პოსტი უკვე 16 000-ჯერ არის გაზიარებული, ძალიან ბევრი კომენტარიც აქვს, თან - ყველა დადებითი... მფლობელს ნიკოლოზი ერქვა. სხვათა შორის, რამდენიმე ფეიკნიკოლოზიც გამოჩნდა, რომლებიც საფულის მითვისებას ცდილობდნენ" - ჰყვებოდა ის.

იგივე შემთხვევა განმეორდა გუშინაც. როგორც თავად თორნიკე ნინიკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, მან ქუჩაში საფულე იპოვა და ძებნის შემდეგ, პატრონსაც დაუბრუნა. ირკვევა, რომ მან საფულე იპოვა, სადაც მართვის მოწმობის მიხედვით მისი ვინაობა დაადგინა.

"დედას გეფიცებით ვკანკალებ, დედოფლის წყაროში მცხოვრები ადამიანი უნდა ვიპოვო. რამდენიმე 100 ლარიანი და 20 ლარიანი დევს საფულეში" - ამბობდა ბიჭი ვიდეოში, რომელიც იქამდეა გადაღებული, სანამ თანხის პატრონს იპოვიდა.

როგორც გაირკვა, მას შემდეგ, რაც თორნიკე ნინიკაშვილმა საფულე, თანხით და საბუთებით, პატრონს დაუბრუნა, საჩუქრად 100 ლარი მიიღო.

ნახეთ ვიდეო