პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირანში 27 წლის ბიჭი მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მარცხი მანქანის საყვირით აღნიშნა - როგორ გამოეხმაურა მომხდარს ირანის ნაკრების ფეხბურთელი
ირანში 27 წლის ბიჭი მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მარცხი მანქანის საყვირით აღნიშნა - როგორ გამოეხმაურა მომხდარს ირანის ნაკრების ფეხბურთელი

ბრი­ტა­ნუ­ლი "გარ­დი­ა­ნის"ინ­ფორ­მა­ცი­ით, ირან­ში უშიშ­რო­ე­ბის ძა­ლებ­მა, რომ­ლებ­საც ოფი­ცი­ა­ლუ­რად "რე­ვო­ლუ­ცი­ის გუ­შა­გებს" უწო­დე­ბენ, 27 წლის მა­მა­კა­ცი მეჰ­რან სა­მა­კი მოკ­ლეს, რო­მე­ლიც ირა­ნის ნაკ­რე­ბის მარ­ცხს (ამ ქვეყ­ნის ნაკ­რე­ბი 30 ნო­ემ­ბერს აშშ-ის ნაკ­რებ­თან ან­გა­რი­შით 0:1 და­მარ­ცხდა) ზე­ი­მობ­და.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, Iran Human Rights (IHR)-ის ცნო­ბით, შემ­თხვე­ვა კას­პი­ის ზღვის­პი­რა ქა­ლაქ ბან­დარ-ან­ზალ­ში მოხ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მეჰ­რან სა­მეკს მას მერე ეს­რო­ლეს, რაც მან­ქა­ნის საყ­ვი­რით ერთი მხრივ ან­ტი­სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო აქ­ცი­ებს და­უ­ჭი­რა მხა­რი, მე­ო­რე მხრივ კი ირა­ნის სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის მარ­ცხი აღ­ნიშ­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, ირა­ნის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რებ­მა, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის პირ­ვე­ლი ტუ­რის მატ­ჩი­სას ინ­გლი­სის წი­ნა­აღ­მდეგ, სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ჰიმ­ნი არ შე­ას­რუ­ლეს. ამით მათ სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­უ­ცხა­დეს საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლებს, რომ­ლე­ბიც ირან­ში, სექ­ტემ­ბერ­ში, ე.წ. მო­რა­ლის პო­ლი­ცი­ის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი 22 წლის ქურ­თი ქა­ლის, მაჰ­სა ამი­ნის და­ღუპ­ვის შემ­დეგ და­ი­წყო.

ინ­გლის­თან მატ­ჩამ­დე გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, ირა­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის კა­პი­ტან­მა ეხ­სან ხაჯ­სა­ფიმ სა­ჯა­როდ მხა­რი და­უ­ჭი­რა ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო აქ­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს, რო­მელ­თა ჩახ­შო­ბა­საც ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკვე ორი თვეა ცდი­ლობს.

"მათ უნდა იცოდ­ნენ, რომ მათ­თან ვართ, მხარს ვუ­ჭერთ და თა­ნა­ვუგ­რძნობთ მათ. უნდა ვა­ღი­ა­როთ, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი არას­წო­რია და ჩვე­ნი ხალ­ხი უკ­მა­ყო­ფი­ლოა. ჩვენ აქ ვართ, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვი­ყოთ მათი ხმა ან პა­ტი­ვი არ უნდა ვცეთ მათ. ყვე­ლა­ფე­რი, რაც გაგ­ვაჩ­ნია, მათ­გა­ნაა", - გა­ნა­ცხა­და კა­პი­ტან­მა.

ირა­ნელ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა პა­რას­კევს, უელ­სის წი­ნა­აღ­მდეგ თა­მა­შის დროს ჰიმ­ნი შე­ას­რუ­ლეს, შე­ე­ცად­ნენ ემ­ღე­რათ აშშ-თან თა­მა­შის წი­ნაც, თუმ­ცა ეს აშ­კა­რად არ იყო იმე­დით და ენ­თუ­ზი­აზ­მით ნამ­ღე­რი.

მეჰ­რამ სა­მა­კის ტრა­გე­დი­ას ირა­ნის ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლი საიდ ეზა­ტო­ლა­ჰი ემო­ცი­უ­რი პოს­ტით გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

26 წლის მო­თა­მა­შემ, რო­მე­ლიც აშშ-სთან მატჩში ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო, "ინ­სტაგ­რამ­ზე" ბავ­შვო­ბის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც მოკ­ლულ მეჰ­რან­თან ერ­თა­დაა გა­და­ღე­ბუ­ლი. რო­გორც ირ­კვე­ვა, ისი­ნი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ - ფეხ­ბურ­თე­ლიც ბან­დარ-ან­ზა­ლი­და­ნაა.. "შენი და­კარ­გვის სა­ში­ნელ­მა ამ­ბავ­მა, ჩემს გულს ცე­ცხლი წა­უ­კი­და", - და­წე­რა ფეხ­ბურ­თელ­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ვახ
16

რა სისულელესაც გინდა იმას მოიგონებ და დაწერ პასუხის მომთხოვნი მაინც არავინაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ირანში 27 წლის ბიჭი მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მარცხი მანქანის საყვირით აღნიშნა - როგორ გამოეხმაურა მომხდარს ირანის ნაკრების ფეხბურთელი

ირანში 27 წლის ბიჭი მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მარცხი მანქანის საყვირით აღნიშნა - როგორ გამოეხმაურა მომხდარს ირანის ნაკრების ფეხბურთელი

ბრიტანული "გარდიანის" ინფორმაციით, ირანში უშიშროების ძალებმა, რომლებსაც ოფიციალურად "რევოლუციის გუშაგებს" უწოდებენ, 27 წლის მამაკაცი მეჰრან სამაკი მოკლეს, რომელიც ირანის ნაკრების მარცხს (ამ ქვეყნის ნაკრები 30 ნოემბერს აშშ-ის ნაკრებთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა) ზეიმობდა.

უფლებადამცველი ორგანიზაციის, Iran Human Rights (IHR)-ის ცნობით, შემთხვევა კასპიის ზღვისპირა ქალაქ ბანდარ-ანზალში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მეჰრან სამეკს მას მერე ესროლეს, რაც მანქანის საყვირით ერთი მხრივ ანტისახელისუფლებო აქციებს დაუჭირა მხარი, მეორე მხრივ კი ირანის საფეხბურთო ნაკრების მარცხი აღნიშნა.

შეგახსენებთ, ირანის ეროვნული ნაკრების წევრებმა, მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩისას ინგლისის წინააღმდეგ, საკუთარი ქვეყნის ჰიმნი არ შეასრულეს. ამით მათ სოლიდარობა გამოუცხადეს საპროტესტო გამოსვლებს, რომლებიც ირანში, სექტემბერში, ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის ქურთი ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო.

ინგლისთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, ირანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა ეხსან ხაჯსაფიმ საჯაროდ მხარი დაუჭირა ანტისამთავრობო აქციების მონაწილეებს, რომელთა ჩახშობასაც ირანის ხელისუფლება უკვე ორი თვეა ცდილობს.

"მათ უნდა იცოდნენ, რომ მათთან ვართ, მხარს ვუჭერთ და თანავუგრძნობთ მათ. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული პირობები არასწორია და ჩვენი ხალხი უკმაყოფილოა. ჩვენ აქ ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ მათი ხმა ან პატივი არ უნდა ვცეთ მათ. ყველაფერი, რაც გაგვაჩნია, მათგანაა", - განაცხადა კაპიტანმა.

ირანელმა ფეხბურთელებმა პარასკევს, უელსის წინააღმდეგ თამაშის დროს ჰიმნი შეასრულეს, შეეცადნენ ემღერათ აშშ-თან თამაშის წინაც, თუმცა ეს აშკარად არ იყო იმედით და ენთუზიაზმით ნამღერი.

მეჰრამ სამაკის ტრაგედიას ირანის ნაკრების ფეხბურთელი საიდ ეზატოლაჰი ემოციური პოსტით გამოეხმაურა.

26 წლის მოთამაშემ, რომელიც აშშ-სთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო, "ინსტაგრამზე" ბავშვობის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც მოკლულ მეჰრანთან ერთადაა გადაღებული. როგორც ირკვევა, ისინი მეგობრები იყვნენ - ფეხბურთელიც ბანდარ-ანზალიდანაა.. "შენი დაკარგვის საშინელმა ამბავმა, ჩემს გულს ცეცხლი წაუკიდა", - დაწერა ფეხბურთელმა.

იხილეთ ასევე: