მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილის მეგობრები, შინ და გარეთ ცდილობენ, აარიდონ მას ის სამართლიანი სასჯელი, რომელიც ქართულმა მართლმსაჯულებამ გამოუტანა" - შალვა პაპუაშვილი
"სააკაშვილის მეგობრები, შინ და გარეთ ცდილობენ, აარიდონ მას ის სამართლიანი სასჯელი, რომელიც ქართულმა მართლმსაჯულებამ გამოუტანა" - შალვა პაპუაშვილი

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­გობ­რე­ბი ცდი­ლო­ბენ, ყვე­ლა­ნა­ი­რად აა­რი­დონ მას იმ სა­მარ­თლი­ა­ნი სას­ჯე­ლი, რო­მე­ლიც ქარ­თულ­მა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბამ გა­მო­ი­ტა­ნა. მან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დის, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას მხრი­დან ლო­ბის­ტუ­რი კომ­პა­ნი­ის და­ქი­რა­ვე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ცდი­ლო­ბენ, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა "პი­ა­რის“ სა­კი­თხი გა­ხა­დონ.

"სამ­წუ­ხა­როდ, დიდი ხა­ნია სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ცდი­ლო­ბენ, რომ ეს სა­კი­თხი სა­მარ­თლებ­რივ ფარ­გლებს გა­რეთ გა­ი­ტა­ნონ და "პი­ა­რის“ სა­კი­თხი გა­ხა­დონ, ეს ფაქ­ტიც ამა­ზე მე­ტყვე­ლებს. ამ ლო­ბის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გებს ნა­ხავთ მალე, ალ­ბათ, სხვა­დას­ხვა სა­ხის გან­ცხა­დე­ბებ­ში გა­მოჩ­ნდე­ბა. რა­საც ჩვენ ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვხე­დავთ, არის ის, რომ მისი მე­გობ­რე­ბი, შინ და გა­რეთ ცდი­ლო­ბენ, ყვე­ლა­ნა­ი­რად აა­რი­დონ მას ის სა­მარ­თლი­ა­ნი სას­ჯე­ლი, რო­მე­ლიც ქარ­თულ­მა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბამ გა­მო­უ­ტა­ნა, მათ შო­რის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით, რო­მე­ლიც "გირ­გვლი­ა­ნის საქ­მეს“ შე­ე­ხე­ბო­და. ზო­გა­დად, ვიდ­რე სა­ა­კაშ­ვი­ლი უკა­ნო­ნოდ შე­მო­ვი­დო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, მა­ნამ­დე მფარ­ვე­ლო­ბას ვხე­დავ­დით. ახლა, მას შემ­დეგ, რაც ის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში არის, მის მი­მართ არის გარ­კვე­უ­ლი მფარ­ვე­ლო­ბა, რომ რა­მე­ნა­ი­რად და­იხ­სნან იმ კა­ნო­ნი­ე­რი სას­ჯე­ლის­გან, რო­მე­ლიც მის წი­ნა­აღ­მდეგ არის გა­მო­ტა­ნი­ლი“,-გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ცენ­ტრ "ემ­პა­თი­ას“ მიერ გა­სა­ჯა­რო­ე­ბულ დას­კვნას, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას და მის ხელ­მძღვა­ნელს არ ენ­დო­ბა.

"რაც შე­ხე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნებს, მე არ ვარ ამ დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ამი­ტომ ვე­რა­ფერს ვი­ტყვი. ამას შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი შე­ხე­და­ვენ. "ემ­პა­თი­ას­თან“ და­კავ­ში­რე­ბით არა­ერ­თხელ მით­ქვამს, მათ შო­რის მის ხელ­მძღვა­ნელ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვიდ­რე პო­ლი­ტი­კა­ში მო­ვი­დო­დი, მახ­სოვს, "ემ­პა­თია“ და მის ხელ­მძღვა­ნე­ლი "ბა­ჩა­ლე­იშ­ვი­ლის საქ­მე­ზე“, "შა­ქა­რიშ­ვი­ლის საქ­მე­ზე“, მთელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახ­სოვს, რამ­ხე­ლა სი­ყალ­ბე იყო მათი მხრი­დან. ოჯა­ხებს არ ინ­დობ­დნენ ისე­თი სა­ხის გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებ­დნენ, ვი­თომ სა­ექ­სპერ­ტო დას­კვნებს, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რი ტყუ­ი­ლი იყო. და­დას­ტურ­და კი­დეც, რომ ეს ტყუ­ი­ლი იყო. დას­კვნის ში­ნა­არს ვერ შე­ვა­ფა­სებ, ამის­თვის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არ­სე­ბო­ბენ, თუმ­ცა, პი­რა­დად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს არა­ნა­ი­რი ნდო­ბა ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და მისი ხელ­მძღვა­ნე­ლის მი­მართ არ მაქვს, რად­გან ვნა­ხეთ მათი სი­ყალ­ბე ბა­ჩა­ლე­იშ­ვი­ლი­სა და შა­ქა­რიშ­ვი­ლის საქ­მე­ზე“,-გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ცენ­ტრ "ემ­პა­თი­ას“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენტს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს და­ახ­ლო­ე­ბით, 10 დი­აგ­ნო­ზი აქვს, რაც შე­უ­თავ­სე­ბელს ხდის მის პა­ტიმ­რო­ბას.

რო­გორც ცენ­ტრ "ემ­პა­თი­ას“ დას­კვნა­შია ნათ­ქვა­მი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს აღე­ნიშ­ნე­ბა და­უდ­გე­ნე­ლი ეტი­ო­ლო­გი­ის ცხე­ლე­ბა, ანო­რექ­სია, წო­ნა­ში სწრა­ფი კლე­ბა, კუნ­თე­ბის, სახ­სრე­ბის ძვლე­ბის ტკი­ვი­ლი, სხე­ულ­ზე ექ­სკო­რი­ა­ცი­ე­ბი - ნა­კაწ­რე­ბი - ფხა­ნის კვა­ლი, კუნ­თე­ბის გან­ლე­ვა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, წარ­მო­ად­გენ­დეს და­უდ­გე­ნე­ლი ინ­ფექ­ცი­უ­რი პრო­ცე­სის ან/და შე­საძ­ლო ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­დე­გებ­საც.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით
2

არ იცით რას აკეთებთ.

არც ის როგორ უნდა გააკეთოთ.

მძიმე პასუხისმგებლობის დრო დადგება და ყველა ვერ გაასწრებთ.

 

დალი
2

უყვარს ბიჭს პორტუგალია თურმე და იქ სელფაობა. კაი გემოვნება აქვს, სარატოვი აღარ მოეწონება საცხოვრებლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"სააკაშვილის მეგობრები, შინ და გარეთ ცდილობენ, აარიდონ მას ის სამართლიანი სასჯელი, რომელიც ქართულმა მართლმსაჯულებამ გამოუტანა" - შალვა პაპუაშვილი

"სააკაშვილის მეგობრები, შინ და გარეთ ცდილობენ, აარიდონ მას ის სამართლიანი სასჯელი, რომელიც ქართულმა მართლმსაჯულებამ გამოუტანა" - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეგობრები ცდილობენ, ყველანაირად აარიდონ მას იმ სამართლიანი სასჯელი, რომელიც ქართულმა მართლმსაჯულებამ გამოიტანა. მან მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას მხრიდან ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია შეაფასა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის მხარდამჭერები ცდილობენ, ჯანმრთელობის მდგომარეობა "პიარის“ საკითხი გახადონ.

"სამწუხაროდ, დიდი ხანია სააკაშვილის მხარდამჭერები ცდილობენ, რომ ეს საკითხი სამართლებრივ ფარგლებს გარეთ გაიტანონ და "პიარის“ საკითხი გახადონ, ეს ფაქტიც ამაზე მეტყველებს. ამ ლობისტური საქმიანობის შედეგებს ნახავთ მალე, ალბათ, სხვადასხვა სახის განცხადებებში გამოჩნდება. რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში სააკაშვილთან დაკავშირებით ვხედავთ, არის ის, რომ მისი მეგობრები, შინ და გარეთ ცდილობენ, ყველანაირად აარიდონ მას ის სამართლიანი სასჯელი, რომელიც ქართულმა მართლმსაჯულებამ გამოუტანა, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, რომელიც "გირგვლიანის საქმეს“ შეეხებოდა. ზოგადად, ვიდრე სააკაშვილი უკანონოდ შემოვიდოდა საქართველოში, მანამდე მფარველობას ვხედავდით. ახლა, მას შემდეგ, რაც ის მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში არის, მის მიმართ არის გარკვეული მფარველობა, რომ რამენაირად დაიხსნან იმ კანონიერი სასჯელისგან, რომელიც მის წინააღმდეგ არის გამოტანილი“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ცენტრ "ემპათიას“ მიერ გასაჯაროებულ დასკვნას, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ამ ორგანიზაციას და მის ხელმძღვანელს არ ენდობა.

"რაც შეხება სამედიცინო დასკვნებს, მე არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი. ამას შესაბამისი სპეციალისტები შეხედავენ. "ემპათიასთან“ დაკავშირებით არაერთხელ მითქვამს, მათ შორის მის ხელმძღვანელთან დაკავშირებით, ვიდრე პოლიტიკაში მოვიდოდი, მახსოვს, "ემპათია“ და მის ხელმძღვანელი "ბაჩალეიშვილის საქმეზე“, "შაქარიშვილის საქმეზე“, მთელ საზოგადოებას ახსოვს, რამხელა სიყალბე იყო მათი მხრიდან. ოჯახებს არ ინდობდნენ ისეთი სახის განცხადებებს აკეთებდნენ, ვითომ საექსპერტო დასკვნებს, რაც აბსოლუტური ტყუილი იყო. დადასტურდა კიდეც, რომ ეს ტყუილი იყო. დასკვნის შინაარს ვერ შევაფასებ, ამისთვის სპეციალისტები არსებობენ, თუმცა, პირადად, საქართველოს მოქალაქეს არანაირი ნდობა ამ ორგანიზაციისა და მისი ხელმძღვანელის მიმართ არ მაქვს, რადგან ვნახეთ მათი სიყალბე ბაჩალეიშვილისა და შაქარიშვილის საქმეზე“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ცენტრ "ემპათიას“ ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით, 10 დიაგნოზი აქვს, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას.

როგორც ცენტრ "ემპათიას“ დასკვნაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, სხეულზე ექსკორიაციები - ნაკაწრები - ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა, წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც.