პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტოინდუსტრიაში ინოვაციური აპლიკაციისთვის CARTUNE-მა Startup Drive-ის 100 000-ლარიანი გრანტი მოიპოვა
ავტოინდუსტრიაში ინოვაციური აპლიკაციისთვის CARTUNE-მა Startup Drive-ის 100 000-ლარიანი გრანტი მოიპოვა

სულ მალე სა­ქარ­თვე­ლო­ში გაჩ­ნდე­ბა ინო­ვა­ცი­უ­რი აპ­ლი­კა­ცია CARTUNE, რო­მე­ლიც ავ­ტო­მომ­ხმა­რებ­ლებ­სა და ავ­ტო­ხე­ლოს­ნებს ერ­თმა­ნეთ­თან და­ა­კავ­ში­რებს. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის, თომა ფირ­ცხე­ლა­ნი­სა და მი­ხე­ილ თე­ნი­ეშ­ვი­ლის, ერთი წლის წი­ნათ გა­ჩე­ნი­ლი სტარ­ტაპ იდეა, იმა­ზე მალე იქ­ცე­ვა რე­ა­ლო­ბად, ვიდ­რე მათ წარ­მო­ედ­გი­ნათ. სწო­რედ CARTUNE გახ­და „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი­სა“ და Future Laboratory-ს სა­აქ­სე­ლე­რა­ციო პროგ­რა­მა Startup Drive-ის მთა­ვა­რი საპ­რი­ზო ად­გი­ლი­სა და 100 000-ლა­რი­ა­ნი და­ფი­ნან­სე­ბის მფლო­ბე­ლი. ამ გა­მარ­ჯვე­ბით ახლა უკვე შვი­დი სტუ­დენ­ტის­გან შემ­დგა­რი გუნ­დის­თვის ძა­ლი­ან შო­რე­უ­ლი და სა­ოც­ნე­ბო ბიზ­ნე­სის და­სა­წყი­სი ხვა­ლინ­დე­ლი დღის გეგ­მად იქცა.

თომა ფირ­ცხე­ლა­ნი, სტარ­ტაპ CARTUNE-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი: „დღეს ყვე­ლა მცი­რე ბიზ­ნესს სტარ­ტაპს ეძა­ხი­ან, თუმ­ცა ეს ასე არ არის. მგო­ნია, რომ, სა­ნამ სა­კუ­თარ სტარ­ტაპს არ შექ­მნი, ვერ მიხ­ვდე­ბი, ზუს­ტად რა­ზეა სა­უ­ბა­რი. შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც კი Startup Drive-ის კონ­კურ­სის შე­სა­ხებ გა­ვი­გე, გა­დავ­წყვი­ტე, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო. ასე გაჩ­ნდა და და­მუ­შავ­და CARTUNE-ის იდეა. მაგ­რამ მხო­ლოდ იდეა არა­ფერს ნიშ­ნავს, მთა­ვა­რია, რო­გორ ემ­სა­ხუ­რე­ბი მას. მად­ლი­ე­რე­ბი ვართ, რომ „თე­გე­ტამ“ და­ი­ნა­ხა ჩვე­ნი მონ­დო­მე­ბა, გა­წე­უ­ლი შრო­მა და თავ­და­დე­ბა. ეს გა­მარ­ჯვე­ბა დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა და ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ ღირ­სე­უ­ლად ვიტ­ვირ­თოთ ის“.

თუმ­ცა, შრო­მი­სა და თავ­და­დე­ბის გარ­და, მთა­ვა­რი, რის გა­მოც ჟი­უ­რიმ CARTUNE გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად და­ა­სა­ხე­ლა, ინო­ვა­ცი­უ­რი იდეა და პერ­სპექ­ტი­ვაა. სტარ­ტა­პის მი­ზა­ნი ავ­ტო­ინ­დუსტრი­ა­ში Airbnb-ის ში­ნა­არ­სის აპ­ლი­კა­ცი­ის შექ­მნაა, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბას გა­უ­ად­ვი­ლებს რო­გორც ავ­ტო­მო­ბი­ლის მფლო­ბე­ლებს, ისე ავ­ტო­ხე­ლოს­ნებს. ეს იქ­ნე­ბა ერ­თგვა­რი პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რე­ბელს ძი­ე­ბის სწრაფ და მარ­ტივ პრო­ცესს შეს­თა­ვა­ზებს. აპ­ლი­კა­ცი­ით შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლის ხე­ლოს­ნე­ბის შე­და­რე­ბა ფა­სის, ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის, თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლი­სა და სან­დო­ო­ბის მი­ხედ­ვით. სან­დო­ო­ბას კი მომ­ხმა­რებ­ლის მიერ და­წე­რი­ლი რე­ი­ტინ­გი გან­სა­ზღვრავს.

თომა ფირ­ცხე­ლა­ნი, სტარ­ტაპ CARTUNE-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი: „მსოფ­ლი­ო­ში CARTUNE-ის ანა­ლო­გი, რის მი­ხედ­ვი­თაც შეგ­ვიძ­ლია პერ­სპექ­ტი­ვა­ზე ვიმ­სჯე­ლოთ, უკვე არ­სე­ბობს. bookmygarage.com ბრი­ტა­ნუ­ლი სტარ­ტა­პია, რო­მე­ლიც 6 მი­ლი­ო­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­სა და 20,000 ავ­ტო­სა­ხე­ლოს­ნოს ემ­სა­ხუ­რე­ბა, რაც, თა­ვის მხრივ, ბრი­ტა­ნუ­ლი ავ­ტო­სერ­ვი­სე­ბის ბაზ­რის 20%-ს გუ­ლის­ხმობს. ჩვენ ვაკ­ვირ­დე­ბით მათ გან­ვი­თა­რე­ბას, ბევ­რს ვსწავ­ლობთ მათ­გან და ვცდი­ლობთ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას არა­ნაკ­ლებ ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­დუქ­ტი შევ­თა­ვა­ზოთ.

მო­გე­ბუ­ლი 100 000 ლარი კი გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, მე­ტად გან­ვა­ვი­თა­როთ პრო­დუქ­ტი, რათა ზუს­ტად და­ვი­ნა­ხოთ მომ­ხმა­რებ­ლის ის პრობ­ლე­მა, რომ­ლის გა­დაჭ­რა­საც ვცდი­ლობთ. 6 თვის ვა­და­ში უკვე გვექ­ნე­ბა მომ­ხმა­რებ­ლის ინ­ტე­რე­სებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი პლატ­ფორ­მა, სა­დაც 200-ზე მეტი ავ­ტო­სა­ხე­ლოს­ნო იქ­ნე­ბა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და რო­მე­ლიც მძღო­ლე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას გა­ცი­ლე­ბით გა­ა­მარ­ტი­ვებს. 6 თვის შემ­დეგ კი უკვე მზად ვიქ­ნე­ბით, და­ვი­წყოთ გლო­ბა­ლუ­რი ბაზ­რის ათ­ვი­სე­ბა“.

Startup Drive-ის ფარ­გლებ­ში, ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ის მქო­ნე გუნ­დებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღოთ სამ­თვი­ან სა­აქ­სე­ლე­რა­ციო პროგ­რა­მა­ში. რო­გორც თომა ამ­ბობს, სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­მა, დაგ­რო­ვილ გა­მოც­დი­ლე­ბას­თან ერ­თად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­ტაქ­ტე­ბი შეს­ძი­ნა, რომ­ლებ­საც დღემ­დე იყე­ნე­ბენ სტარ­ტა­პის სწო­რად გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.

დიდ გა­მარ­ჯვე­ბას­თან ერ­თად, CARTUNE-ის გუნ­დის მიზ­ნე­ბიც უფრო დიდი და ამ­ბი­ცი­უ­რი გახ­და. სჯე­რათ, რომ მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებ­საც გას­ცდე­ბი­ან და რე­გი­ონ­ში მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებს შეს­თა­ვა­ზე­ბენ ინო­ვა­ცი­ურ პლატ­ფორ­მას.

თომა ფირ­ცხე­ლა­ნი, სტარ­ტაპ CARTUNE-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი: „ეს გა­მარ­ჯვე­ბა ჩვენ­თვის არის ინ­დი­კა­ტო­რი, რო­მე­ლიც გვაჩ­ვე­ნებს, რომ გან­ვი­თა­რე­ბის სწორ გზა­ზე ვდგა­ვართ. ახლა ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია, თუმ­ცა ყო­ველ­თვის ასე არ იყო. როცა იდე­ა­ზე და მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე ფიქ­რს იწყებ, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, გზას მთლი­ა­ნად ხე­დავ­დე. მე­ტიც, ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია, გზა ნათ­ლად ჩან­დეს. მაგ­რამ ყო­ველ­თვის შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­იდ­გი­ნო, რა ხდე­ბა ერთი ნა­ბი­ჯით წინ. ნუ იდ­გე­ბით ერთ ად­გილ­ზე, გა­დად­გით ეს ნა­ბი­ჯი, მერე კი­დევ ერთი და გზაც აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოჩ­ნდე­ბა“.

Startap Drive „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი­სა“ და Future Laboratory-ს მხარ­და­ჭე­რით გა­სულ წელს და­ი­წყო და მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი 150-ზე მეტ­მა სტარ­ტაპ­მა გა­მოთ­ქვა. აქ­სე­ლე­რა­ცი­ის ეტა­პებ­ზე 20-ამდე სტარ­ტა­პი შე­ირ­ჩა. მათ სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ, ბიზ­ნე­სი­დე­ა­ზე დარ­გობ­რი­ვი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით ემუ­შა­ვათ. ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე გა­და­სუ­ლი 7 მო­ნა­წი­ლი­დან კი გა­მარ­ჯვე­ბა 3-მა სტარ­ტაპ­მა მო­ი­პო­ვა და, ჯამ­ში, 200 000-ლა­რი­ა­ნი და­ფი­ნან­სე­ბა მი­ი­ღო.

აქ­სე­ლე­რა­ცი­ის პროგ­რა­მა ავ­ტო­ინ­დუსტრი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­მუ­შა­ვე სტარ­ტა­პე­ბის­თვის პირ­ვე­ლად გან­ხორ­ცი­ელ­და.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ავტოინდუსტრიაში ინოვაციური აპლიკაციისთვის CARTUNE-მა Startup Drive-ის 100 000-ლარიანი გრანტი მოიპოვა

ავტოინდუსტრიაში ინოვაციური აპლიკაციისთვის CARTUNE-მა Startup Drive-ის 100 000-ლარიანი გრანტი მოიპოვა

სულ მალე საქართველოში გაჩნდება ინოვაციური აპლიკაცია CARTUNE, რომელიც ავტომომხმარებლებსა და ავტოხელოსნებს ერთმანეთთან დააკავშირებს. როგორც აღმოჩნდა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების, თომა ფირცხელანისა და მიხეილ თენიეშვილის, ერთი წლის წინათ გაჩენილი სტარტაპ იდეა, იმაზე მალე იქცევა რეალობად, ვიდრე მათ წარმოედგინათ. სწორედ CARTUNE გახდა „თეგეტა ჰოლდინგისა“ და Future Laboratory-ს სააქსელერაციო პროგრამა Startup Drive-ის მთავარი საპრიზო ადგილისა და 100 000-ლარიანი დაფინანსების მფლობელი. ამ გამარჯვებით ახლა უკვე შვიდი სტუდენტისგან შემდგარი გუნდისთვის ძალიან შორეული და საოცნებო ბიზნესის დასაწყისი ხვალინდელი დღის გეგმად იქცა.

თომა ფირცხელანი, სტარტაპ CARTUNE-ის თანადამფუძნებელი: „დღეს ყველა მცირე ბიზნესს სტარტაპს ეძახიან, თუმცა ეს ასე არ არის. მგონია, რომ, სანამ საკუთარ სტარტაპს არ შექმნი, ვერ მიხვდები, ზუსტად რაზეა საუბარი. შესაბამისად, როგორც კი Startup Drive-ის კონკურსის შესახებ გავიგე, გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო. ასე გაჩნდა და დამუშავდა CARTUNE-ის იდეა. მაგრამ მხოლოდ იდეა არაფერს ნიშნავს, მთავარია, როგორ ემსახურები მას. მადლიერები ვართ, რომ „თეგეტამ“ დაინახა ჩვენი მონდომება, გაწეული შრომა და თავდადება. ეს გამარჯვება დიდი პასუხისმგებლობაა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ღირსეულად ვიტვირთოთ ის“.

თუმცა, შრომისა და თავდადების გარდა, მთავარი, რის გამოც ჟიურიმ CARTUNE გამარჯვებულად დაასახელა, ინოვაციური იდეა და პერსპექტივაა. სტარტაპის მიზანი ავტოინდუსტრიაში Airbnb-ის შინაარსის აპლიკაციის შექმნაა, რომელიც ცხოვრებას გაუადვილებს როგორც ავტომობილის მფლობელებს, ისე ავტოხელოსნებს. ეს იქნება ერთგვარი პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს ძიების სწრაფ და მარტივ პროცესს შესთავაზებს. აპლიკაციით შესაძლებელი იქნება ავტომობილის ხელოსნების შედარება ფასის, ადგილმდებარეობის, თავისუფალი ადგილისა და სანდოობის მიხედვით. სანდოობას კი მომხმარებლის მიერ დაწერილი რეიტინგი განსაზღვრავს.

თომა ფირცხელანი, სტარტაპ CARTUNE-ის თანადამფუძნებელი: „მსოფლიოში CARTUNE-ის ანალოგი, რის მიხედვითაც შეგვიძლია პერსპექტივაზე ვიმსჯელოთ, უკვე არსებობს. bookmygarage.com ბრიტანული სტარტაპია, რომელიც 6 მილიონი ავტომობილის მძღოლსა და 20,000 ავტოსახელოსნოს ემსახურება, რაც, თავის მხრივ, ბრიტანული ავტოსერვისების ბაზრის 20%-ს გულისხმობს. ჩვენ ვაკვირდებით მათ განვითარებას, ბევრს ვსწავლობთ მათგან და ვცდილობთ, საქართველოს მოსახლეობას არანაკლებ ინოვაციური პროდუქტი შევთავაზოთ.

მოგებული 100 000 ლარი კი გვაძლევს საშუალებას, მეტად განვავითაროთ პროდუქტი, რათა ზუსტად დავინახოთ მომხმარებლის ის პრობლემა, რომლის გადაჭრასაც ვცდილობთ. 6 თვის ვადაში უკვე გვექნება მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული პლატფორმა, სადაც 200-ზე მეტი ავტოსახელოსნო იქნება რეგისტრირებული და რომელიც მძღოლების ყოველდღიურობას გაცილებით გაამარტივებს. 6 თვის შემდეგ კი უკვე მზად ვიქნებით, დავიწყოთ გლობალური ბაზრის ათვისება“.

Startup Drive-ის ფარგლებში, ინოვაციური იდეის მქონე გუნდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ სამთვიან სააქსელერაციო პროგრამაში. როგორც თომა ამბობს, სწორედ ამ პერიოდმა, დაგროვილ გამოცდილებასთან ერთად, მნიშვნელოვანი კონტაქტები შესძინა, რომლებსაც დღემდე იყენებენ სტარტაპის სწორად განვითარებისთვის.

დიდ გამარჯვებასთან ერთად, CARTUNE-ის გუნდის მიზნებიც უფრო დიდი და ამბიციური გახდა. სჯერათ, რომ მომავალში საქართველოს ფარგლებსაც გასცდებიან და რეგიონში მეზობელ ქვეყნებს შესთავაზებენ ინოვაციურ პლატფორმას.

თომა ფირცხელანი, სტარტაპ CARTUNE-ის თანადამფუძნებელი: „ეს გამარჯვება ჩვენთვის არის ინდიკატორი, რომელიც გვაჩვენებს, რომ განვითარების სწორ გზაზე ვდგავართ. ახლა ყველაფერი ნათელია, თუმცა ყოველთვის ასე არ იყო. როცა იდეაზე და მის განხორციელებაზე ფიქრს იწყებ, არ არის აუცილებელი, გზას მთლიანად ხედავდე. მეტიც, ცხოვრებაში ძალიან იშვიათია, გზა ნათლად ჩანდეს. მაგრამ ყოველთვის შეიძლება წარმოიდგინო, რა ხდება ერთი ნაბიჯით წინ. ნუ იდგებით ერთ ადგილზე, გადადგით ეს ნაბიჯი, მერე კიდევ ერთი და გზაც აუცილებლად გამოჩნდება“.

Startap Drive „თეგეტა ჰოლდინგისა“ და Future Laboratory-ს მხარდაჭერით გასულ წელს დაიწყო და მონაწილეობის სურვილი 150-ზე მეტმა სტარტაპმა გამოთქვა. აქსელერაციის ეტაპებზე 20-ამდე სტარტაპი შეირჩა. მათ საშუალება ჰქონდათ, ბიზნესიდეაზე დარგობრივი სპეციალისტების დახმარებით ემუშავათ. ფინალურ ეტაპზე გადასული 7 მონაწილიდან კი გამარჯვება 3-მა სტარტაპმა მოიპოვა და, ჯამში, 200 000-ლარიანი დაფინანსება მიიღო.

აქსელერაციის პროგრამა ავტოინდუსტრიის მიმართულებით მომუშავე სტარტაპებისთვის პირველად განხორციელდა.

NS