საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იწვევს თუ არა ბევრი მარილის მოხმარება გულის დაავადებას? - ყველაფერი, რაც გულის უკმარისობაზე უნდა იცოდეთ
იწვევს თუ არა ბევრი მარილის მოხმარება გულის დაავადებას? - ყველაფერი, რაც გულის უკმარისობაზე უნდა იცოდეთ

სა­ქარ­თვე­ლო­ში გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 70 ათას ადა­მი­ანს, 100 000 მო­სახ­ლე­ზე 150 მათ­განს აქვს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ევ­რო­პა­ში მოზ­რდი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 1-2% გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბით და­ა­ვა­დე­ბუ­ლია, თუმ­ცა ეს მო­ნა­ცე­მე­ბი მხო­ლოდ დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბულ ნა­წილს გუ­ლის­ხმობს. არა­დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტთა რე­ა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა უფრო მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა. გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად იზ­რდე­ბა, 55 წლამ­დე ასა­კის ადა­მი­ან­თა 1% და 70 წელ­ზე მეტი ასა­კის თით­ქმის 10% არის გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი.

„ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი რა­მაზ ბა­თა­ვა­ნი გან­მარ­ტავს, რომ გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს წარ­მო­ად­გენს: ნაკ­ლე­ბად მოძ­რა­ვი ცხოვ­რე­ბის წესი, სიმ­სუქ­ნე, თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა, ალ­კოჰო­ლის ჭარ­ბად მი­ღე­ბა, კარ­დი­ო­ტოქ­სი­უ­რი პრე­პა­რა­ტე­ბის მი­ღე­ბა, არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, კო­რო­ნა­რუ­ლი არ­ტე­რი­ე­ბის და­ა­ვა­დე­ბა. და­ა­ვა­დე­ბა­ზე უფრო დე­ტა­ლუ­რად თა­ვად რა­მაზ ბა­თა­ვა­ნი გვე­სა­უბ­რე­ბა.

რას ნიშ­ნავს გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა?

გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა არ არის ცალ­კე აღე­ბუ­ლი პა­თო­ლო­გი­უ­რი დი­აგ­ნო­ზი, არა­მედ ის წარ­მო­ად­გენს სინ­დრომს, რო­მელ­საც გა­აჩ­ნია მრა­ვა­ლი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი. გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა არის ისე­თი პა­თო­ლო­გია, რო­დე­საც სტრუქ­ტუ­რუ­ლი ან/და ფუნ­ქცი­უ­რი დარ­ღვე­ვე­ბის გამო, გული დატ­ვირ­თვის ან/და მოს­ვე­ნე­ბის დროს სა­თა­ნა­დოდ ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს ორ­გა­ნიზ­მის მო­მა­რა­გე­ბას სის­ხლის სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბით. მას ახა­სი­ა­თებს: ქო­ში­ნი, ტერ­ფე­ბის შე­შუ­პე­ბა და დაღ­ლი­ლო­ბა. გუ­ლის სტრუქ­ტუ­რულ და ფუნ­ქცი­ურ პა­თო­ლო­გი­ას კი ახ­ლავს სხვა ნიშ­ნე­ბი: სა­უღ­ლე ვე­ნუ­რი წნე­ვა იმა­ტებს, ფილ­ტვებ­ში მო­ის­მი­ნე­ბა სვე­ლი ხი­ხი­ნი. ამ დროს ასე­ვე იზ­რდე­ბა გულ­ში­და წნე­ვა.

რა იწ­ვევს გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბას? მარ­თა­ლია, თუ არა რომ ბევ­რი მა­რი­ლის მოხ­მა­რე­ბა და­ა­ვა­დე­ბის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლია?

გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბას ბევ­რი მი­ზე­ზი აქვს. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც თვი­თონ გუ­ლის სტრუქ­ტუ­რუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა, ასე­ვე სხვა სის­ტე­მე­ბის პა­თო­ლო­გი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მე­ო­რა­დად გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბას იწ­ვე­ვენ. გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის მი­ზე­ზე­ბია: გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა ანუ გუ­ლის მკვე­ბა­ვი გვირ­გვი­ნო­ვა­ნი არ­ტე­რი­ე­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბა, არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია (მა­ღა­ლი წნე­ვა), გუ­ლის სარ­ქვლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა, არით­მი­ე­ბი, კარ­დი­ო­მი­ო­პა­თი­ე­ბი (ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის ან კარ­დი­ო­ტოქ­სი­უ­რი პრე­პა­რა­ტე­ბით ან ტოქ­სი­ნე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი), ინ­ფექ­ცი­ე­ბი.

ბევ­რი მა­რი­ლის მოხ­მა­რე­ბა და­ა­ვა­დე­ბის გამ­წვა­ვე­ბას უწყობს ხელს. დღე­ში 5 გრამ­ზე მეტი მა­რი­ლის მი­ღე­ბა არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი.

რო­გორ ვი­თარ­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბა? სწრა­ფად ხდე­ბა მისი პროგ­რე­სი­რე­ბა თუ ნელ-ნელა ვი­თარ­დე­ბა?

გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის თვალ­საზ­რი­სით არის რო­გორც ქრო­ნი­კუ­ლი, ასე­ვე მწვა­ვე. ქრო­ნი­კუ­ლი გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის დროს და­ა­ვა­დე­ბის ნიშ­ნე­ბი თან­და­თა­ნო­ბით გა­მოვ­ლინ­დე­ბა, ხოლო მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა ერ­თბა­შად იწყე­ბა და პა­ცი­ენტს გა­და­უ­დე­ბელ დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

რა სიმპტო­მე­ბით ვლინ­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბა?

გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის ნიშ­ნე­ბია: სა­ერ­თო სი­სუს­ტე, ად­ვი­ლად დაღ­ლა, ქო­ში­ნი მცი­რე ფი­ზი­კურ დატ­ვირ­თვა­ზე, ქვე­მო კი­დუ­რე­ბის შე­შუ­პე­ბა, მშრა­ლი ხვე­ლა, გუ­ლის­ცე­მის გახ­ში­რე­ბა.

რო­დის უნდა მი­მარ­თოს პა­ცი­ენ­ტმა ექიმს?

თუ პა­ცი­ენტს და­ე­წყო ად­ვი­ლად დაღ­ლა, გუ­ლის­ცე­მის გახ­ში­რე­ბა, ქო­ში­ნი, რაც მის ყო­ველ­დღი­უ­რი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბას ზღუ­დავს, მან აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თოს ექიმს. გარ­და ამი­სა ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა ჰო­რი­ზონ­ტა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ხოლო წა­მოჯ­დო­მი­სას მისი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა მი­უ­თი­თებს გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე. ამ სიმპტო­მე­ბის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე ექიმ­თან ვი­ზი­ტი და დრო­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

რო­გორ ხდე­ბა და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა? რა მო­ნა­ცე­მე­ბი ფას­დე­ბა დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის დროს?

გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა ხდე­ბა და­ა­ვა­დე­ბის ანამ­ნე­ზის, ფი­ზი­კუ­რი გა­სინ­ჯვის, ელექტრო­კარ­დი­ოგ­რა­ფი­ის, ექო­კარ­დი­ოგ­რა­ფი­ი­სა და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ანა­ლი­ზე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით. ექო­კარ­დი­ოგ­რა­ფი­ით ხდე­ბა გუ­ლის კუნ­თის კუმ­შვა­დი ფუნ­ქცი­ის, გუ­ლის პარ­კუ­ჭე­ბის მო­ცუ­ლო­ბი­სა და სარ­ქვლე­ბის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბის ან პი­რი­ქით შე­ვიწ­რო­ე­ბის დად­გე­ნა. გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა­ში ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ანა­ლი­ზე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, მათ შო­რის, გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის მარ­კე­რე­ბის გან­სა­ზღვრა. გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად ზო­გი­ერთ პა­ცი­ენ­ტთან სა­ჭი­რო ხდე­ბა და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

რო­გო­რია გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის მკურ­ნა­ლო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბი, რომ­ლებ­საც „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სი“ პა­ცი­ენ­ტებს სთა­ვა­ზობს?

გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ „ნიუ ჰოს­პი­ტალსს“ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მე­დი­ცი­ნო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა აქვს. მკურ­ნა­ლო­ბა ხდე­ბა მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბა ტარ­დე­ბა მა­ღალ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის მიერ. სამ­კურ­ნა­ლოდ ძი­რი­თა­დად მო­წო­დე­ბუ­ლია მე­დი­კა­მენ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, გარ­და ამი­სა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ე. წ. გუ­ლის დამ­ხმა­რე მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, რო­დე­საც საქ­მე გვაქვს გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის გა­მომ­წვევ სარ­ქვლო­ვან ან სის­ხლძარ­ღვო­ვან და­ზი­ა­ნე­ბას­თან, მი­მარ­თა­ვენ ქი­რურ­გი­ულ ან/და ინ­ტერ­ვენ­ცი­ულ ჩა­რე­ვას.

რა გარ­თუ­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს და­ა­ვა­დე­ბას, თუ მას დრო­უ­ლად არ ვუმ­კურ­ნა­ლებთ?

ზოგ­ჯერ გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის სიმპტო­მებს პა­ცი­ენ­ტე­ბი მი­ა­წე­რენ ასა­კის მა­ტე­ბას და ექიმ­თან დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­დი­ან. დრო­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის არ­ჩა­ტა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს ფილ­ტვე­ბის შე­შუ­პე­ბა, სი­თხის ჩად­გო­მა პლევ­რის ღრუ­ში, თირკმლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბა, ას­ცი­ტი, ქვე­მო კი­დუ­რე­ბის შე­შუ­პე­ბა, სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის მოშ­ლის შე­დე­გად ჩნდე­ბა ტრო­ფი­კუ­ლი წყლუ­ლე­ბი, რა­საც შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს მათი ინ­ფი­ცი­რე­ბა. გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის დამ­ძი­მე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად პა­ცი­ენ­ტე­ბის სი­ცო­ცხლის ხა­რის­ხი მკვეთ­რად უა­რეს­დე­ბა, იზღუ­დე­ბა მათი ყო­ველ­დღი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბა, ეწყე­ბათ დეპ­რე­სია. შორს წა­სუ­ლი გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის დროს შე­იძ­ლე­ბა და­ის­ვას გუ­ლის გა­და­ნერგვის სა­კი­თხი.

მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ ცხოვ­რე­ბას პა­ცი­ენ­ტე­ბი ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლე­ბენ თუ კონ­კრე­ტუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვა უწევთ ხან­გრძლი­ვად, მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე?

პირ­ველ რიგ­ში, უნდა და­იც­ვან ჯან­მრთე­ლი ცხოვ­რე­ბის წესი, მო­ე­რი­დონ თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბას და ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბას, ექი­მის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი დრო­უ­ლად და რე­გუ­ლა­რუ­ლად უნდა მი­ი­ღონ. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად აი­ცი­ლონ თა­ვი­დან სტრე­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი და ის მი­ზე­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­წვა­ვე­ბენ გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბას. პე­რი­ო­დუ­ლად მკურ­ნალ ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით უნდა მოხ­დეს და­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის დო­ზის კო­რექ­ცია.

ზო­გა­დად, და­ა­ვა­დე­ბის საპ­რე­ვენ­ცი­ოდ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია პა­ცი­ენ­ტებ­მა და­იც­ვან ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი, რაც გუ­ლის­ხმობს სწორ კვე­ბას, რე­გუ­ლა­რულ და ზო­მი­ერ ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბას, სხე­უ­ლის წო­ნის კონ­ტროლს.

R

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დოლიძე
1

კარდიოტოქსიკური პრეპარატები რომელია დაწერეთ

 

Maiam
2

Ძაან მაგარი ექიმი. Დიდ პატივს ვცემ

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

იწვევს თუ არა ბევრი მარილის მოხმარება გულის დაავადებას? - ყველაფერი, რაც გულის უკმარისობაზე უნდა იცოდეთ

იწვევს თუ არა ბევრი მარილის მოხმარება გულის დაავადებას? - ყველაფერი, რაც გულის უკმარისობაზე უნდა იცოდეთ

საქართველოში გულის უკმარისობა დაახლოებით 70 ათას ადამიანს, 100 000 მოსახლეზე 150 მათგანს აქვს. ოფიციალური მონაცემებით, ევროპაში მოზრდილი მოსახლეობის 1-2% გულის უკმარისობით დაავადებულია, თუმცა ეს მონაცემები მხოლოდ დიაგნოსტირებულ ნაწილს გულისხმობს. არადიაგნოსტირებული შემთხვევების გათვალისწინებით გულის უკმარისობის მქონე პაციენტთა რეალური რაოდენობა უფრო მაღალი იქნება. გულის უკმარისობის შემთხვევები ასაკის მატებასთან ერთად იზრდება, 55 წლამდე ასაკის ადამიანთა 1% და 70 წელზე მეტი ასაკის თითქმის 10% არის გულის უკმარისობით დაავადებული.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი რამაზ ბათავანი განმარტავს, რომ გულის უკმარისობის განვითარების რისკს წარმოადგენს: ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, სიმსუქნე, თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბად მიღება, კარდიოტოქსიური პრეპარატების მიღება, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, კორონარული არტერიების დაავადება. დაავადებაზე უფრო დეტალურად თავად რამაზ ბათავანი გვესაუბრება.

რას ნიშნავს გულის უკმარისობა?

გულის უკმარისობა არ არის ცალკე აღებული პათოლოგიური დიაგნოზი, არამედ ის წარმოადგენს სინდრომს, რომელსაც გააჩნია მრავალი გამომწვევი მიზეზი. გულის უკმარისობა არის ისეთი პათოლოგია, როდესაც სტრუქტურული ან/და ფუნქციური დარღვევების გამო, გული დატვირთვის ან/და მოსვენების დროს სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ორგანიზმის მომარაგებას სისხლის საჭირო რაოდენობით. მას ახასიათებს: ქოშინი, ტერფების შეშუპება და დაღლილობა. გულის სტრუქტურულ და ფუნქციურ პათოლოგიას კი ახლავს სხვა ნიშნები: საუღლე ვენური წნევა იმატებს, ფილტვებში მოისმინება სველი ხიხინი. ამ დროს ასევე იზრდება გულშიდა წნევა.

რა იწვევს გულის უკმარისობას? მართალია, თუ არა რომ ბევრი მარილის მოხმარება დაავადების მაპროვოცირებელია?

გულის უკმარისობას ბევრი მიზეზი აქვს. ეს შეიძლება იყოს როგორც თვითონ გულის სტრუქტურული დაზიანება, ასევე სხვა სისტემების პათოლოგიები, რომლებიც მეორადად გულის უკმარისობას იწვევენ. გულის უკმარისობის მიზეზებია: გულის იშემიური დაავადება ანუ გულის მკვებავი გვირგვინოვანი არტერიების შევიწროება, არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი წნევა), გულის სარქვლების დაზიანება, არითმიები, კარდიომიოპათიები (ვირუსული ინფექციების ან კარდიოტოქსიური პრეპარატებით ან ტოქსინებით გამოწვეული), ინფექციები.

ბევრი მარილის მოხმარება დაავადების გამწვავებას უწყობს ხელს. დღეში 5 გრამზე მეტი მარილის მიღება არ არის რეკომენდებული.

როგორ ვითარდება დაავადება? სწრაფად ხდება მისი პროგრესირება თუ ნელ-ნელა ვითარდება?

გულის უკმარისობა მიმდინარეობის თვალსაზრისით არის როგორც ქრონიკული, ასევე მწვავე. ქრონიკული გულის უკმარისობის დროს დაავადების ნიშნები თანდათანობით გამოვლინდება, ხოლო მწვავე უკმარისობა ერთბაშად იწყება და პაციენტს გადაუდებელ დახმარება სჭირდება.

რა სიმპტომებით ვლინდება დაავადება?

გულის უკმარისობის ნიშნებია: საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, ქოშინი მცირე ფიზიკურ დატვირთვაზე, ქვემო კიდურების შეშუპება, მშრალი ხველა, გულისცემის გახშირება.

როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს?

თუ პაციენტს დაეწყო ადვილად დაღლა, გულისცემის გახშირება, ქოშინი, რაც მის ყოველდღიური ფიზიკური აქტივობას ზღუდავს, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. გარდა ამისა ჰაერის უკმარისობის გაუარესება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ხოლო წამოჯდომისას მისი გაუმჯობესება მიუთითებს გულის უკმარისობის არსებობაზე. ამ სიმპტომების გამოჩენისთანავე ექიმთან ვიზიტი და დროული მკურნალობის დაწყება აუცილებელია.

როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება? რა მონაცემები ფასდება დიაგნოსტირების დროს?

გულის უკმარისობის დიაგნოსტირება ხდება დაავადების ანამნეზის, ფიზიკური გასინჯვის, ელექტროკარდიოგრაფიის, ექოკარდიოგრაფიისა და ლაბორატორიული ანალიზების მონაცემებით. ექოკარდიოგრაფიით ხდება გულის კუნთის კუმშვადი ფუნქციის, გულის პარკუჭების მოცულობისა და სარქვლების ნაკლოვანების ან პირიქით შევიწროების დადგენა. გულის უკმარისობის დიაგნოსტიკაში ასევე მნიშვნელოვანია ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, მათ შორის, გულის უკმარისობის მარკერების განსაზღვრა. გულის უკმარისობის მიზეზის დასადგენად ზოგიერთ პაციენტთან საჭირო ხდება დამატებითი კვლევების ჩატარება.

როგორია გულის უკმარისობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, რომლებსაც „ნიუ ჰოსპიტალსი“ პაციენტებს სთავაზობს?

გულის უკმარისობის მქონე პაციენტების სამკურნალოდ „ნიუ ჰოსპიტალსს“ თანამედროვე სამედიცინო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა აქვს. მკურნალობა ხდება მსოფლიოში აღიარებული სამედიცინო გამოცდილებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, დიაგნოსტირება და მკურნალობა ტარდება მაღალ პროფესიონალი სამედიცინო პერსონალის მიერ. სამკურნალოდ ძირითადად მოწოდებულია მედიკამენტური საშუალებები, გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენება ე. წ. გულის დამხმარე მოწყობილობები, როდესაც საქმე გვაქვს გულის უკმარისობის გამომწვევ სარქვლოვან ან სისხლძარღვოვან დაზიანებასთან, მიმართავენ ქირურგიულ ან/და ინტერვენციულ ჩარევას.

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს დაავადებას, თუ მას დროულად არ ვუმკურნალებთ?

ზოგჯერ გულის უკმარისობის სიმპტომებს პაციენტები მიაწერენ ასაკის მატებას და ექიმთან დაგვიანებით მიდიან. დროული მკურნალობის არჩატარების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ფილტვების შეშუპება, სითხის ჩადგომა პლევრის ღრუში, თირკმლების უკმარისობა, ასციტი, ქვემო კიდურების შეშუპება, სისხლის მიმოქცევის მოშლის შედეგად ჩნდება ტროფიკული წყლულები, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათი ინფიცირება. გულის უკმარისობის დამძიმების პარალელურად პაციენტების სიცოცხლის ხარისხი მკვეთრად უარესდება, იზღუდება მათი ყოველდღიური აქტივობა, ეწყებათ დეპრესია. შორს წასული გულის უკმარისობის დროს შეიძლება დაისვას გულის გადანერგვის საკითხი.

მკურნალობის შემდეგ ცხოვრებას პაციენტები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ თუ კონკრეტული რეკომენდაციების დაცვა უწევთ ხანგრძლივად, მთელი ცხოვრების მანძილზე?

პირველ რიგში, უნდა დაიცვან ჯანმრთელი ცხოვრების წესი, მოერიდონ თამბაქოს მოხმარებას და ალკოჰოლის მიღებას, ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები დროულად და რეგულარულად უნდა მიიღონ. შეძლებისდაგვარად აიცილონ თავიდან სტრესული მდგომარეობები და ის მიზეზები, რომლებიც ამწვავებენ გულის უკმარისობას. პერიოდულად მკურნალ ექიმთან კონსულტაციის საშუალებით უნდა მოხდეს დანიშნული მედიკამენტების დოზის კორექცია.

ზოგადად, დაავადების საპრევენციოდ რეკომენდებულია პაციენტებმა დაიცვან ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც გულისხმობს სწორ კვებას, რეგულარულ და ზომიერ ფიზიკური აქტივობას, სხეულის წონის კონტროლს.

R