კონფლიქტები

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი შვილის თაობას არ მოუკლავს ნიკა კვარაცხელია, მისი მკვლელობა ალბათ, ძალიან შორეული საბჭოეთის ქვეყნიდან მოდის, ალბათ რუსეთში დაიგეგმა" - იზა ომაძე
"ჩემი შვილის თაობას არ მოუკლავს ნიკა კვარაცხელია, მისი მკვლელობა ალბათ, ძალიან შორეული საბჭოეთის ქვეყნიდან მოდის, ალბათ რუსეთში დაიგეგმა" - იზა ომაძე

ძა­ლი­ან მი­ჭირს, მაგ­რამ ჩემს მო­ნატ­რე­ბას ამით ვებ­რძვი, რომ ჩემი შვი­ლის დახ­ვრე­ტის კად­რებს ვნა­ხუ­ლობ. დამ­ხვრე­ტი იყო ჭე­ლი­ძე, დედა, რო­მელ­მაც ჭე­ლი­ძე გა­ზარ­და, დედა არ არის და ეს ოჯა­ხი სა­ერ­თოდ ოჯა­ხი არ არის, - ამის შე­სა­ხებ ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას დე­დამ, იზა ომა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

ის არ გა­მო­რი­ცხავს, რომ მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა შე­საძ­ლოა, რუ­სეთ­ში და­ი­გეგ­მა. ამას­თან, ომა­ძე აცხა­დებს, რომ ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი აკო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე დამ­კვე­თებ­სა და მფარ­ვე­ლებს და­ა­სა­ხე­ლე­ბენ.

"წინა სხდო­მა­ზე მკვლელ­მა კა­ვი­ლა­ძემ იმ­დე­ნად გა­ა­შიშ­ვლა "მე­ფეც" და იმ­დე­ნად გა­ა­შიშ­ვლა თა­ვი­სი თა­ვიც, ხე­ლის გულ­ზე დადო ყვე­ლა­ფე­რი. ვი­ღა­ცას მო­უ­წო­და, ვინც პარ­ლა­მენ­ტში მუ­შა­ობს, ასე­ვე, ახალ­გაზ­რდას მო­უ­წო­და, ვი­საც ქვე­ყა­ნა და­ტო­ვე­ბუ­ლი აქვს და სა­დღა­ცაა, თუ არ მიშ­ვე­ლით და აქე­დან არ და­მიხ­სნით, ყვე­ლას სა­თი­თა­ოდ და­გა­დებთ ხელ­სო. მე არ ვიცი ვინ არის სა­ზღვარ­გა­რეთ, ვინ მუ­შა­ობს პარ­ლა­მენ­ტში, ვი­კი­თხოთ. ძა­ლი­ან ბევ­რი მწერ­და, რა­ტომ მივ­მარ­თე მხო­ლოდ კა­ვი­ლა­ძის დე­დას. რაც შე­ე­ხე­ბა ჭე­ლი­ძის ოჯახს და მის დე­დას, სა­ერ­თოდ დე­დად არ ვთვლი, ამ ოჯახს ადა­მი­ა­ნე­ბად არ ვთვლი. ყო­ველ­დღე, პრო­ცე­სის წინ და ზო­გა­და­დაც, ძა­ლი­ან მი­ჭირს, მაგ­რამ ჩემ მო­ნატ­რე­ბას ამით ვებ­რძვი, რომ ჩემი შვი­ლის დახ­ვრე­ტის კად­რებს ვნა­ხუ­ლობ. დამ­ხვრე­ტი იყო ჭე­ლი­ძე, დედა, რო­მელ­მაც ჭე­ლი­ძე გა­ზარ­და, დედა არ არის და ეს ოჯა­ხი სა­ერ­თოდ ოჯა­ხი არ არის. აუ­ცი­ლებ­ლად დავ­დებ მათი ოჯა­ხის მო­ძღვრის სამ­ძი­მარს და თხოვ­ნას, რო­მე­ლიც მთხოვ­და, უფ­ლე­ბა მი­მე­ცა, სვა­ნუ­რი წე­სით გა­ე­სა­მარ­თლე­ბი­ნათ აკო ჭე­ლი­ძე. არ ვი­თხოვ სვა­ნუ­რი წე­სით გა­სა­მარ­თლე­ბას, მაგ­რამ მა­ინ­ტე­რე­სებს, რა­ტომ არ აღი­ა­რე­ბენ, აკო ჭე­ლი­ძე აბ­სო­ლუ­ტუ­რად გაყ­ვა­ნი­ლი ჰყავთ თა­მა­ში­დან, შე­იძ­ლე­ბა რა­მის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვე­შაც არის,რად­გან კა­ვი­ლა­ძე და­სა­ცა­ვი ჰყავთ, კა­ვი­ლა­ძემ ყვე­ლა­ფე­რი იცის“, - გა­ნა­ცხა­და ომა­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ის არა­ვის და­ა­სა­ხე­ლებს არ აპი­რებს.

"თქვენ იცით კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი, რო­მელ­მა მშობ­ლებ­მაც და­ა­სა­ხე­ლეს გვა­რე­ბი და იცით ის მშობ­ლე­ბი დღეს სად არი­ან, ერთი ერთ საფ­ლავ­ში წევს, მე­ო­რე - მე­ო­რე საფ­ლავ­ში. ამი­ტომ, სხვი­სი შვი­ლე­ბი რომ გა­და­ვარ­ჩი­ნო, მე არ და­ვა­სა­ხე­ლებ, სა­ხე­ლებს და გვა­რებს და­ა­სა­ხე­ლებს გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე. ჩემი შვი­ლის თა­ო­ბას არ მო­უკ­ლავს ნიკა კვა­რა­ცხე­ლია, ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა ალ­ბათ, ძა­ლი­ან შო­რე­უ­ლი საბ­ჭო­ე­თის ქვეყ­ნი­დან მო­დის, ალ­ბათ, იქ და­ი­გეგ­მა, ალ­ბათ რუ­სე­თი­დან. ვფიქ­რობ, კა­ვი­ლა­ძის ოჯა­ხიც და კა­ვი­ლა­ძეც ძა­ლი­ან ფა­სე­უ­ლია, ამი­ტომ მან ყვე­ლა­ფე­რი იცის, გა­ა­სა­ჯა­რო­ონ მისი აყ­ვა­ნის, და­კი­თხვის კად­რე­ბი. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი პი­რად სა­უბ­რებ­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად შეძ­რუ­ლე­ბი ჰყვე­ბოდ­ნენ, თუ რა მძი­მე იყო მკვლე­ლის და­ჭე­რა და იმის მოს­მე­ნა, თუ რო­გორ მოკ­ლეს ნიკო კვა­რა­ცხე­ლია დაკ­ვე­თით.

აკო ჭე­ლი­ძე­მაც და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე­მაც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ა­სა­ხე­ლონ, ამის მო­ლო­დი­ნი მაქვს, აუ­ცი­ლებ­ლად ისი­ნი და­ა­სა­ხე­ლე­ბენ. გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე სა­ცო­და­ვი, შე­უმ­დგა­რი ახალ­გაზ­რდა, "ნუ­თე­ლა­ზე“ და კა­კა­ო­ზე გაზ­რდი­ლი ახალ­გაზ­რდა ვერ გა­უძ­ლებს ცი­ხე­ში სა­მუ­და­მოდ ჯდო­მას. მე არ ვიცი, ვის და­ა­სა­ხე­ლებს, მე არა­ნა­ი­რი ინ­ტე­რე­სი არ მაქვს, კა­კუ­ლი­ე­ბი და­ა­სა­ხე­ლოს, მფარ­ვე­ლე­ბი, ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო დგას ჩვენ გვერ­დით, რად­გან შე­უძ­ლე­ბე­ლია მფარ­ვე­ლე­ბი და­ა­სა­ხე­ლონ, ამი­ტომ ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლია მფარ­ვე­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბათ კა­კუ­ლი­ებს, მათ ჩვე­ნე­ბას გა­დავ­ხე­დე, ისი­ნი დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას ინარ­ჩუ­ნე­ბენ, რაც ჩე­მამ­დე მო­სუ­ლია, იქ არა­ფე­რი ამო­მი­კი­თხავს. თა­ვი­დან, როცა ეს ფაქ­ტი მოხ­და და ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას ეს­რო­ლეს, მა­შინ­ვე, 10 წუთ­ში, ვერ­სია გაჩ­ნდა, ეს იყო "და­დე­ბუ­ლი“ და წი­ნას­წარ და­წე­რი­ლი, რომ ასე უნდა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო, ამ კუ­თხით უნ­დათ ამის წაყ­ვა­ნა. თა­ვი­დან­ვე, 10 წუთ­ში ვი­ღა­ცამ დადო ვერ­სია, რომ ეს ამ­ბა­ვი შე­იძ­ლე­ბა კა­კუ­ლი­ებ­მა გა­ა­კე­თეს, ამის არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ გვქონ­და, საქ­მე ალ­ბათ, სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მიჰ­ყავთ. მე, რო­გორც დე­დას და ჩვენ, მშობ­ლებს არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ გვქონ­და კა­კუ­ლი­ებ­ზე, ჩემ შვილს არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქონ­და მათ­თან.

როცა კა­ვი­ლა­ძე აიყ­ვა­ნეს, მთე­ლი წყნე­თის პო­ლი­ცია იყო შეძ­რუ­ლი, კა­ვი­ლა­ძემ პირ­და­პირ ხელი და­ა­დო მათ, ეს არის უტყუ­ა­რი ინ­ფორ­მა­ცია. მე ამან მომ­ცა სა­ფუძ­ვე­ლი, მაგ­რამ იქ შეკ­რე­ბილ მე­ზობ­ლებს ერ­თმა პო­ლი­ცი­ელ­მა გა­ნუ­ცხა­და, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო. ნიკო კვა­რა­ცხე­ლია მოკ­ლეს იმის გამო, რომ ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა იყო, მისი პრო­ექ­ტი იყო გრან­დი­ო­ზუ­ლი პრო­ექ­ტი, ვფიქ­რობ, ასე­თი ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდე­ბი ქვე­ყა­ნა­ში არ სჭირ­დე­ბათ“, - გა­ნა­ცხა­და ომა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარინა
2

როგორი მწარეა დედასთვის.

დეა
1

არ გაიხაროს ნიკოს მკვლელებმა და არც გაიხარებენ განა რა დაუშავა ამ ანგელოზმა ბიჭმა ისეთი რომ მიწისთცის გაიმეტეს არ არის სწორად გათვლილი ვინ მიწაში წევს და ვინ მიწას ღალავს 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ჩემი შვილის თაობას არ მოუკლავს ნიკა კვარაცხელია, მისი მკვლელობა ალბათ, ძალიან შორეული საბჭოეთის ქვეყნიდან მოდის, ალბათ რუსეთში დაიგეგმა" - იზა ომაძე

"ჩემი შვილის თაობას არ მოუკლავს ნიკა კვარაცხელია, მისი მკვლელობა ალბათ, ძალიან შორეული საბჭოეთის ქვეყნიდან მოდის, ალბათ რუსეთში დაიგეგმა" - იზა ომაძე

ძალიან მიჭირს, მაგრამ ჩემს მონატრებას ამით ვებრძვი, რომ ჩემი შვილის დახვრეტის კადრებს ვნახულობ. დამხვრეტი იყო ჭელიძე, დედა, რომელმაც ჭელიძე გაზარდა, დედა არ არის და ეს ოჯახი საერთოდ ოჯახი არ არის, - ამის შესახებ ნიკა კვარაცხელიას დედამ, იზა ომაძემ განაცხადა.

ის არ გამორიცხავს, რომ მისი შვილის მკვლელობა შესაძლოა, რუსეთში დაიგეგმა. ამასთან, ომაძე აცხადებს, რომ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დამკვეთებსა და მფარველებს დაასახელებენ.

"წინა სხდომაზე მკვლელმა კავილაძემ იმდენად გააშიშვლა "მეფეც" და იმდენად გააშიშვლა თავისი თავიც, ხელის გულზე დადო ყველაფერი. ვიღაცას მოუწოდა, ვინც პარლამენტში მუშაობს, ასევე, ახალგაზრდას მოუწოდა, ვისაც ქვეყანა დატოვებული აქვს და სადღაცაა, თუ არ მიშველით და აქედან არ დამიხსნით, ყველას სათითაოდ დაგადებთ ხელსო. მე არ ვიცი ვინ არის საზღვარგარეთ, ვინ მუშაობს პარლამენტში, ვიკითხოთ. ძალიან ბევრი მწერდა, რატომ მივმართე მხოლოდ კავილაძის დედას. რაც შეეხება ჭელიძის ოჯახს და მის დედას, საერთოდ დედად არ ვთვლი, ამ ოჯახს ადამიანებად არ ვთვლი. ყოველდღე, პროცესის წინ და ზოგადადაც, ძალიან მიჭირს, მაგრამ ჩემ მონატრებას ამით ვებრძვი, რომ ჩემი შვილის დახვრეტის კადრებს ვნახულობ. დამხვრეტი იყო ჭელიძე, დედა, რომელმაც ჭელიძე გაზარდა, დედა არ არის და ეს ოჯახი საერთოდ ოჯახი არ არის. აუცილებლად დავდებ მათი ოჯახის მოძღვრის სამძიმარს და თხოვნას, რომელიც მთხოვდა, უფლება მიმეცა, სვანური წესით გაესამართლებინათ აკო ჭელიძე. არ ვითხოვ სვანური წესით გასამართლებას, მაგრამ მაინტერესებს, რატომ არ აღიარებენ, აკო ჭელიძე აბსოლუტურად გაყვანილი ჰყავთ თამაშიდან, შეიძლება რამის ზემოქმედების ქვეშაც არის,რადგან კავილაძე დასაცავი ჰყავთ, კავილაძემ ყველაფერი იცის“, - განაცხადა ომაძემ.

მისივე განმარტებით, ის არავის დაასახელებს არ აპირებს.

"თქვენ იცით კონკრეტული სახელები და გვარები, რომელმა მშობლებმაც დაასახელეს გვარები და იცით ის მშობლები დღეს სად არიან, ერთი ერთ საფლავში წევს, მეორე - მეორე საფლავში. ამიტომ, სხვისი შვილები რომ გადავარჩინო, მე არ დავასახელებ, სახელებს და გვარებს დაასახელებს გიორგი კავილაძე. ჩემი შვილის თაობას არ მოუკლავს ნიკა კვარაცხელია, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა ალბათ, ძალიან შორეული საბჭოეთის ქვეყნიდან მოდის, ალბათ, იქ დაიგეგმა, ალბათ რუსეთიდან. ვფიქრობ, კავილაძის ოჯახიც და კავილაძეც ძალიან ფასეულია, ამიტომ მან ყველაფერი იცის, გაასაჯაროონ მისი აყვანის, დაკითხვის კადრები. პოლიციელები პირად საუბრებში აბსოლუტურად შეძრულები ჰყვებოდნენ, თუ რა მძიმე იყო მკვლელის დაჭერა და იმის მოსმენა, თუ როგორ მოკლეს ნიკო კვარაცხელია დაკვეთით.

აკო ჭელიძემაც და გიორგი კავილაძემაც აუცილებლად უნდა დაასახელონ, ამის მოლოდინი მაქვს, აუცილებლად ისინი დაასახელებენ. გიორგი კავილაძე საცოდავი, შეუმდგარი ახალგაზრდა, "ნუთელაზე“ და კაკაოზე გაზრდილი ახალგაზრდა ვერ გაუძლებს ციხეში სამუდამოდ ჯდომას. მე არ ვიცი, ვის დაასახელებს, მე არანაირი ინტერესი არ მაქვს, კაკულიები დაასახელოს, მფარველები, ვფიქრობ, ძალიან სერიოზული ადამიანები არიან. მთელი საქართველო დგას ჩვენ გვერდით, რადგან შეუძლებელია მფარველები დაასახელონ, ამიტომ ვფიქრობ, ძალიან სერიოზულია მფარველი.

რაც შეეხებათ კაკულიებს, მათ ჩვენებას გადავხედე, ისინი დუმილის უფლებას ინარჩუნებენ, რაც ჩემამდე მოსულია, იქ არაფერი ამომიკითხავს. თავიდან, როცა ეს ფაქტი მოხდა და ნიკო კვარაცხელიას ესროლეს, მაშინვე, 10 წუთში, ვერსია გაჩნდა, ეს იყო "დადებული“ და წინასწარ დაწერილი, რომ ასე უნდა გავრცელებულიყო, ამ კუთხით უნდათ ამის წაყვანა. თავიდანვე, 10 წუთში ვიღაცამ დადო ვერსია, რომ ეს ამბავი შეიძლება კაკულიებმა გააკეთეს, ამის არანაირი საფუძველი არ გვქონდა, საქმე ალბათ, სხვა მიმართულებით მიჰყავთ. მე, როგორც დედას და ჩვენ, მშობლებს არანაირი საფუძველი არ გვქონდა კაკულიებზე, ჩემ შვილს არანაირი შეხება არ ჰქონდა მათთან.

როცა კავილაძე აიყვანეს, მთელი წყნეთის პოლიცია იყო შეძრული, კავილაძემ პირდაპირ ხელი დაადო მათ, ეს არის უტყუარი ინფორმაცია. მე ამან მომცა საფუძველი, მაგრამ იქ შეკრებილ მეზობლებს ერთმა პოლიციელმა განუცხადა, რომ ეს ინფორმაცია გავრცელებულიყო. ნიკო კვარაცხელია მოკლეს იმის გამო, რომ ძალიან წარმატებული ახალგაზრდა იყო, მისი პროექტი იყო გრანდიოზული პროექტი, ვფიქრობ, ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდები ქვეყანაში არ სჭირდებათ“, - განაცხადა ომაძემ.