პოლიტიკა
მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"400 დღეა აცხადებენ, რომ ყოველდღიურად რეგრესირებს პატიმარი, ეს წარმოუდგენელია - გვთხოვენ სააკაშვილის გათავისუფლებას, იმისთვის, რომ ქვეყანა არიონ" - კობახიძე
"400 დღეა აცხადებენ, რომ ყოველდღიურად რეგრესირებს პატიმარი, ეს წარმოუდგენელია - გვთხოვენ სააკაშვილის გათავისუფლებას, იმისთვის, რომ ქვეყანა არიონ" - კობახიძე

400 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად რეგ­რე­სი­რებს პა­ტი­მა­რი, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი - ჩვენ გვთხო­ვენ პო­ლი­ტი­კუ­რად ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას, სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა არი­ონ, ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ჩვენ ვერ მი­ვი­ღებთ, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

ის "ემ­პა­თი­ის“ მიერ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კვლე­ვა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლია.

"ორ­გა­ნი­ზა­ცია "ემ­პა­თია“ არის "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რა­საც მისი ხელ­მძღვა­ნე­ლი არას­დროს მა­ლავ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სან­დო­ო­ბა არის ნუ­ლის ტოლი. მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლია ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია. მე­ო­რე, რაც შე­ე­ხე­ბა დი­აგ­ნოზს, აქ მარ­ტი­ვად უნდა ით­ქვას, რა კონ­კრე­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა ასე­თი, რო­მე­ლიც უნდა იწ­ვევ­დეს პა­ტიმ­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რაც სხვა პა­ტიმ­რებს არ აქვთ. თვი­თონ ჩა­მო­ნათ­ვალს რაც შე­ე­ხე­ბა, ასე­თი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ნე­ბის­მი­ერ პა­ტი­მარს თუ არა­პა­ტი­მარს. გარ­კვე­უ­ლი ტი­პის გა­დახ­რე­ბი, სა­მე­დი­ცი­ნო ჩვე­ნე­ბე­ბი, პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლას აღე­ნიშ­ნე­ბა. ამი­ტომ, ასე­თი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი თა­ვის­თა­ვად არა­ფერს ნიშ­ნავს. კონ­კრე­ტუ­ლად უნდა მი­უ­თი­თონ, რა არის ისე­თი და­ა­ვა­დე­ბა, პრობ­ლე­მა, პა­თო­ლო­გია, რაც გა­ნა­პი­რო­ბებს პა­ტიმ­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას და რაც არ აქვს სხვა პა­ტი­მარს. ამას ვერ ამ­ბო­ბენ, ამის მა­გივ­რად არის რა­ღაც მშრა­ლი სა­უბ­რე­ბი და პიარ კამ­პა­ნია, ლო­ბის­ტუ­რი კამ­პა­ნი­ე­ბი, რაც არის მი­უ­ღე­ბე­ლი. ქვე­ყა­ნას ვერ ავა­რე­ვი­ნებთ ვე­რა­ვის. ჩვენ გვთხო­ვენ პო­ლი­ტი­კუ­რად ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას, სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა არი­ონ და, რა თქმა უნდა, ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ჩვენ ვერ მი­ვი­ღებთ.

მთა­ვა­რია დი­აგ­ნო­ზი - რე­ა­ლუ­რად რო­გო­რია პა­ტიმ­რის მდგო­მა­რე­ო­ბა. ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ემორ­ჩი­ლე­ბა თუ არა პა­ტი­მა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბებს, მი­თი­თე­ბებს, რჩე­ვებს, რომ­ლებ­საც მას აძ­ლე­ვენ მკურ­ნა­ლი ექი­მე­ბი და ა.შ. 400 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად რეგ­რე­სი­რებს პა­ტი­მა­რი, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი. მი­ზა­ნი არის ემ­პა­თი­ი­სა და თა­ნაგ­რძნო­ბის გა­ჩე­ნა, მი­უ­ხე­და­ვად უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლე­ბი­სა, რო­მე­ლიც აქვს ამ ადა­მი­ანს ჩა­დე­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით პა­ტიმ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ცენ­ტრ "ემ­პა­თი­ას“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენტს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს და­ახ­ლო­ე­ბით, 10 დი­აგ­ნო­ზი აქვს, რაც შე­უ­თავ­სე­ბელს ხდის მის პა­ტიმ­რო­ბას.

რო­გორც ცენ­ტრ "ემ­პა­თი­ას“ დას­კვნა­შია ნათ­ქვა­მი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს აღე­ნიშ­ნე­ბა და­უდ­გე­ნე­ლი ეტი­ო­ლო­გი­ის ცხე­ლე­ბა, ანო­რექ­სია, წო­ნა­ში სწრა­ფი კლე­ბა, კუნ­თე­ბის, სახ­სრე­ბის ძვლე­ბის ტკი­ვი­ლი, სხე­ულ­ზე ექ­სკო­რი­ა­ცი­ე­ბი - ნა­კაწ­რე­ბი - ფხა­ნის კვა­ლი, კუნ­თე­ბის გან­ლე­ვა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, წარ­მო­ად­გენ­დეს და­უდ­გე­ნე­ლი ინ­ფექ­ცი­უ­რი პრო­ცე­სის ან/და შე­საძ­ლო ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­დე­გებ­საც.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არ მინდა დასახელება
0

მიშა, რომ ცუდადაა არ მეეჭვბა, მაგრამ ასევ ცუადად იყო ყველა მის პეროდში სულ ტყუილად დაერლი პატიმრები, რომელთაც არავინ არაფრად არ აგდებდა. მე პირადად მინდა მისი ამ ქვეყნიდან მოშორება, მაგარმ აღიაროს დანაშაული და საპროცესოთი გავიდეს, არ გინდათ და ზნაჩიტ გნეზდოა.....

პ........
2

რამდენს იღებ შენს თავზე ვინ მოგცა ოლიგარქობა ან ვინ მოგანიჭა ამდენი უფლება.სხვას ეუბნები ფულზე არიან დაინტერესებულიო.შენ რა გამოძრაობს.დედაც ჩარიე სიბინძურეში.გული შეგტკივა.გააქვს საერთოდ შენ და შენაირ ჩიტებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"400 დღეა აცხადებენ, რომ ყოველდღიურად რეგრესირებს პატიმარი, ეს წარმოუდგენელია - გვთხოვენ სააკაშვილის გათავისუფლებას, იმისთვის, რომ ქვეყანა არიონ" - კობახიძე

"400 დღეა აცხადებენ, რომ ყოველდღიურად რეგრესირებს პატიმარი, ეს წარმოუდგენელია - გვთხოვენ სააკაშვილის გათავისუფლებას, იმისთვის, რომ ქვეყანა არიონ" - კობახიძე

400 დღის განმავლობაში აცხადებენ, რომ ყოველდღიურად რეგრესირებს პატიმარი, წარმოუდგენელია ეს ყველაფერი - ჩვენ გვთხოვენ პოლიტიკურად ამ გადაწყვეტილების მიღებას, სააკაშვილის გათავისუფლებას, იმისთვის, რომ ქვეყანა არიონ, ასეთ გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ მივიღებთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ის "ემპათიის“ მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ კვლევასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ორგანიზაცია "ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული და შესაბამისად მიკერძოებულია.

"ორგანიზაცია "ემპათია“ არის "ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული, რასაც მისი ხელმძღვანელი არასდროს მალავდა. აქედან გამომდინარე, სანდოობა არის ნულის ტოლი. მიკერძოებულია ჩვეულებრივად ეს ორგანიზაცია. მეორე, რაც შეეხება დიაგნოზს, აქ მარტივად უნდა ითქვას, რა კონკრეტული დაავადებაა ასეთი, რომელიც უნდა იწვევდეს პატიმრის გათავისუფლებას, რაც სხვა პატიმრებს არ აქვთ. თვითონ ჩამონათვალს რაც შეეხება, ასეთი ჩამონათვალი შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ პატიმარს თუ არაპატიმარს. გარკვეული ტიპის გადახრები, სამედიცინო ჩვენებები, პრაქტიკულად ყველას აღენიშნება. ამიტომ, ასეთი ჩამონათვალი თავისთავად არაფერს ნიშნავს. კონკრეტულად უნდა მიუთითონ, რა არის ისეთი დაავადება, პრობლემა, პათოლოგია, რაც განაპირობებს პატიმრის გათავისუფლებას და რაც არ აქვს სხვა პატიმარს. ამას ვერ ამბობენ, ამის მაგივრად არის რაღაც მშრალი საუბრები და პიარ კამპანია, ლობისტური კამპანიები, რაც არის მიუღებელი. ქვეყანას ვერ ავარევინებთ ვერავის. ჩვენ გვთხოვენ პოლიტიკურად ამ გადაწყვეტილების მიღებას, სააკაშვილის გათავისუფლებას, იმისთვის, რომ ქვეყანა არიონ და, რა თქმა უნდა, ასეთ გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ მივიღებთ.

მთავარია დიაგნოზი - რეალურად როგორია პატიმრის მდგომარეობა. ასევე, მნიშვნელოვანია ემორჩილება თუ არა პატიმარი დანიშნულებებს, მითითებებს, რჩევებს, რომლებსაც მას აძლევენ მკურნალი ექიმები და ა.შ. 400 დღის განმავლობაში აცხადებენ, რომ ყოველდღიურად რეგრესირებს პატიმარი, წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. მიზანი არის ემპათიისა და თანაგრძნობის გაჩენა, მიუხედავად უმძიმესი დანაშაულებისა, რომელიც აქვს ამ ადამიანს ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით პატიმრების წინააღმდეგ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ცენტრ "ემპათიას“ ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით, 10 დიაგნოზი აქვს, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას.

როგორც ცენტრ "ემპათიას“ დასკვნაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, სხეულზე ექსკორიაციები - ნაკაწრები - ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა, წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც.