პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლომო, როგორ ხარ?... ვიდრე ცოცხალი ვარ, სხვა დროში, სხვანაირად შენთვის დაბადების დღის მოლოცვა გამიჭირდება" - რას წერს ტარიელ ხარხელაური თამაზ მეჭიაურზე, რომელსაც 65 წელი შეუსრულდებოდა
"ლომო, როგორ ხარ?... ვიდრე ცოცხალი ვარ, სხვა დროში, სხვანაირად შენთვის დაბადების დღის მოლოცვა გამიჭირდება" - რას წერს ტარიელ ხარხელაური თამაზ მეჭიაურზე, რომელსაც 65 წელი შეუსრულდებოდა

პო­ლი­ტი­კოს თა­მაზ მე­ჭი­ა­ურს დღეს 65 წელი შუს­რულ­დე­ბო­და. ის 15 თე­ბერ­ვალს კო­რო­ნა­ვირუ­სის გარ­თუ­ლე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

მისი ახლო მე­გო­ბა­რი, დიდი ქარ­თვე­ლი პო­ე­ტი ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლუ­რი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გარ­დაც­ვლილ მე­გო­ბარს ემო­ცი­ურ პოსტს უძღვნის.

"ჩემო თა­მაზ! ჩემო მე­გო­ბა­რო!ვიდ­რე ცო­ცხა­ლი ვარ, სხვა დრო­ში და სხვა­ნა­ი­რად შენ­თვის და­ბა­დე­ბის დღის მო­ლოც­ვა გა­მი­ჭირ­დე­ბა... უხ­დე­ბო­დი სო­ფელს მაგ­რამ სო­ფელ­მა ვერ მო­გიხ­დი­ნა....უხ­დე­ბო­დი სა­მე­გობ­როს, უხ­დე­ბო­დი შენს ქვე­ყა­ნას, ყვე­ლა­ზე დიდ­სა და ყვე­ლა­ზე წმი­დას. რო­გორც კარგ ყმას შეჰ­ფე­რის, გყავ­და მტე­რი, მაგ­რამ შენი უზარ­მა­ზა­რი კა­ცო­ბით არა­ვის მტრო­ბა არ შე­გეძ­ლო...და­დი­ო­დი წუ­თი­სო­ფელ­ში, ამ ბინ­დის­ფერ წუ­თი­სო­ფელ­ში, სიყ­ვა­რუ­ლი და სით­ბო და­გ­ქონ­და. გყავ­და და გყავს დიდი სა­მე­გობ­რო დიდი კა­ცე­ბის, ამ დიდი კა­ცე­ბის სა­მე­გობ­რო­შიც დიდი ხარ და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. ახ­ლაც ვერ გავ­რკვე­ულ­ვარ, რა ძალა გქონ­და, რა მადლს ას­ხი­ვებ­დი, რომ შენ ირ­გვლივ მყოფთ შე­ნით ამ­ხნე­ვებ­დი, შე­ნით ამ­ზი­ა­ნებ­დი... ან კი რა გა­საკ­ვი­რია, შენს ნა­ბიჯ­საც და შენს ღი­მილ­საც სხვა შნო და სხვა ლა­ზა­თი ჰქონ­და, სხვა­ნა­ი­რად გვავ­სებ­და, სხვა­ნა­ი­რად გვე­ი­მე­დე­ბო­დი... ვწერ ამ სტრი­ქო­ნებს, გულ­ში ჩა­გუ­ბე­ბულ ცრემლს გა­რეთ გა­მო­ტა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას არ ვაძ­ლევ,. რად­გან არ მინ­და შენი და­ბა­დე­ბის დღის­თვის ცრემ­ლი მის­ვე­ლებ­დეს სტრი­ქო­ნებს, ასე­თი სტრი­ქო­ნე­ბი შენ­ნა­ი­რი კა­ცე­ბის სულს სი­ლა­ღეს და­აკ­ლე­ბენ, თუმ­ცა, დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი თვა­ლის­თვის სი­ლა­ღე შენი გა­რეგ­ნუ­ლი ხა­სი­ა­თი იყო, თო­რემ გულ­ში შენი სამ­შობ­ლოს ტკი­ვი­ლი, გა­უ­გო­ნა­რი ღა­ლა­ტის ტკი­ვი­ლი მუდ­მი­ვად სახ­ლობ­და...მე­ტის გაგ­რძე­ლე­ბას ვე­ღარ შევ­ძლებ... უბ­რა­ლოდ, რო­გორც გვჩ­ვე­ვია - ლომო, რო­გორ ხარ?...ჩვე­ნი უღა­ლა­ტო სა­მე­გობ­როს სა­ხე­ლით გი­ლო­ცავ­და­ბა­დე­ბის დღეს ..." - წერს პო­ე­ტი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წუა
1

65 არა, 68 წელი შეუსრულდა!

რეალისტი
0

უდიდეს პატივს ვცემ ბატონ ტარიელს, დიდხანს სიცოცხლე მას. მეჭიაური ძალიან დამენანა, სასუფეველი მის სულს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"ლომო, როგორ ხარ?... ვიდრე ცოცხალი ვარ, სხვა დროში, სხვანაირად შენთვის დაბადების დღის მოლოცვა გამიჭირდება" - რას წერს ტარიელ ხარხელაური თამაზ მეჭიაურზე, რომელსაც 65 წელი შეუსრულდებოდა

"ლომო, როგორ ხარ?... ვიდრე ცოცხალი ვარ, სხვა დროში, სხვანაირად შენთვის დაბადების დღის მოლოცვა გამიჭირდება" - რას წერს ტარიელ ხარხელაური თამაზ მეჭიაურზე, რომელსაც 65 წელი შეუსრულდებოდა

პოლიტიკოს თამაზ მეჭიაურს დღეს 65 წელი შუსრულდებოდა. ის 15 თებერვალს კორონავირუსის გართულების შედეგად გარდაიცვალა.

მისი ახლო მეგობარი, დიდი ქართველი პოეტი ტარიელ ხარხელური, სოციალურ ქსელში გარდაცვლილ მეგობარს ემოციურ პოსტს უძღვნის.

"ჩემო თამაზ! ჩემო მეგობარო!ვიდრე ცოცხალი ვარ, სხვა დროში და სხვანაირად შენთვის დაბადების დღის მოლოცვა გამიჭირდება... უხდებოდი სოფელს მაგრამ სოფელმა ვერ მოგიხდინა....უხდებოდი სამეგობროს, უხდებოდი შენს ქვეყანას, ყველაზე დიდსა და ყველაზე წმიდას. როგორც კარგ ყმას შეჰფერის, გყავდა მტერი, მაგრამ შენი უზარმაზარი კაცობით არავის მტრობა არ შეგეძლო...დადიოდი წუთისოფელში, ამ ბინდისფერ წუთისოფელში, სიყვარული და სითბო დაგქონდა. გყავდა და გყავს დიდი სამეგობრო დიდი კაცების, ამ დიდი კაცების სამეგობროშიც დიდი ხარ და განსხვავებული. ახლაც ვერ გავრკვეულვარ, რა ძალა გქონდა, რა მადლს ასხივებდი, რომ შენ ირგვლივ მყოფთ შენით ამხნევებდი, შენით ამზიანებდი... ან კი რა გასაკვირია, შენს ნაბიჯსაც და შენს ღიმილსაც სხვა შნო და სხვა ლაზათი ჰქონდა, სხვანაირად გვავსებდა, სხვანაირად გვეიმედებოდი... ვწერ ამ სტრიქონებს, გულში ჩაგუბებულ ცრემლს გარეთ გამოტანის საშუალებას არ ვაძლევ,. რადგან არ მინდა შენი დაბადების დღისთვის ცრემლი მისველებდეს სტრიქონებს, ასეთი სტრიქონები შენნაირი კაცების სულს სილაღეს დააკლებენ, თუმცა, დაკვირვებული თვალისთვის სილაღე შენი გარეგნული ხასიათი იყო, თორემ გულში შენი სამშობლოს ტკივილი, გაუგონარი ღალატის ტკივილი მუდმივად სახლობდა...მეტის გაგრძელებას ვეღარ შევძლებ... უბრალოდ, როგორც გვჩვევია - ლომო, როგორ ხარ?...ჩვენი უღალატო სამეგობროს სახელით გილოცავდაბადების დღეს ..." - წერს პოეტი.