პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მესის გაფუჭებული პენალტი და შჩენსნის თავგანწირული თამაში: არგენტინამ პოლონეთს მოუგო, თუმცა ჯგუფიდან გასვლა ერთად იზეიმეს - ცნობილია კიდევ 4 მერვედფინალისტი
მესის გაფუჭებული პენალტი და შჩენსნის თავგანწირული თამაში: არგენტინამ პოლონეთს მოუგო, თუმცა ჯგუფიდან გასვლა ერთად იზეიმეს - ცნობილია კიდევ 4 მერვედფინალისტი

30 ნო­ემ­ბერს, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე კი­დევ 2 მერ­ვე­დფი­ნა­ლუ­რი წყვი­ლი გა­მოვ­ლინ­და. D ჯგუფ­ში, მარ­თა­ლია, საფ­რან­გე­თი ტუ­ნის­თან და­მარ­ცხდა, მაგ­რამ პლეი-ოფში მა­ინც პირ­ვე­ლი ად­გი­ლით გა­ვი­და. მწვრთნელ­მა დე­შამ­მა რამ­დე­ნი­მე წამ­ყვან ფეხ­ბურ­თელს მის­ცა დას­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და მხო­ლოდ მე­ო­რე ტა­იმ­ზე შე­უშ­ვა შეც­ვლა­ზე. უპი­რა­ტე­სო­ბას აფ­რი­კე­ლე­ბი ფლობ­დნენ. 58-ე წუთ­ზე "მონ­პე­ლი­ეს“ 31 წლის თავ­დამ­სხმელ­მა ხაზ­რიმ ლა­მა­ზი დრიბ­ლინ­გის შემ­დეგ მან­დან­დას კარი და­ლაშ­ქრა, რის წყა­ლო­ბი­თაც ტუ­ნის­მა ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა, თუმ­ცა ჯგუფ­ში ჩარ­ჩა.

ავ­სტრა­ლი­ი­სა და და­ნი­ის მატჩში, ფა­ვო­რი­ტად სკან­დი­ნა­ვი­ე­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ოდ­ნენ, მაგ­რამ, ისი­ნი ვე­რა­ფერს გახ­დნენ ავ­სტრა­ლი­ე­ლებ­თან, რომ­ლებ­მაც მი­ნი­მა­ლუ­რი ან­გა­რი­შით 1:0 იმარ­ჯვეს, ჯგუ­ფი­დან მე­ო­რე ად­გი­ლით გა­ვიდ­ნენ და 2006 წლის შემ­დეგ პირ­ვე­ლად ითა­მა­შე­ბენ პლეი-ოფში.

გა­ცი­ლე­ბით დრა­მა­ტუ­ლი გა­მოდ­გა C ჯგუ­ფის ბოლო ტური.

არ­გენ­ტი­ნამ სა­უ­დის არა­ბეთ­თან შო­კის­მომ­გვრე­ლი პირ­ვე­ლი მარ­ცხის შემ­დეგ, ნელ-ნელა თა­ვი­სი თა­მა­ში იპო­ვა და ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის ბოლო მატჩში შთამ­ბეჭ­და­ვად გა­ი­მარ­ჯვა პო­ლო­ნეთ­თან, თუმ­ცა ნა­მატ­ჩევს მშვე­ნი­ერ გან­წყო­ბა­ზე იყ­ვნენ პო­ლო­ნე­ლე­ბიც, რომ­ლებ­მაც მარ­ცხის მი­უ­ხე­და­ვად მა­ინც მო­ა­ხერ­ხეს ჯგუ­ფი­დან გას­ვლა. მექ­სი­კამ, რო­მე­ლიც სა­უ­დის არა­ბეთს და­უ­პი­რის­პირ­და, ვერ მო­ა­ხერ­ხა ბურ­თე­ბის იმგვა­რი სხვა­ო­ბით გა­მარ­ჯვე­ბა, რომ პო­ლო­ნე­თის­თვის, რომ­ლის მსგავ­სი ქუ­ლე­ბიც და­აგ­რო­ვა, ეჯობ­ნა. სა­ბო­ლო­ოდ, მექ­სი­კამ სა­უ­დის არა­ბეთს 2:1 სძლია, მაგ­რამ ჯგუფ­ში ჩარ­ჩა და 1990 წლის შემ­დეგ პირ­ვე­ლად ვერ ითა­მა­შებს პლეი-ოფში.

უკვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ლი­ო­ნელ მესი იქცა წინა ტურ­ში, მექ­სი­კას­თან გა­დამ­წყვე­ტი გა­მარ­ჯვე­ბის კა­ტა­ლი­ზა­ტო­რად, რის მე­რეც არ­გენ­ტი­ნა და­უბ­რუნ­და ჩვე­ულ ფორ­მას და აჩ­ვე­ნა, თუ რა­ტომ მი­იჩ­ნე­ვი­ან მა­რა­დო­ნას თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი ჩემ­პი­ო­ნა­ტის ერთ-ერთ ფა­ვო­რი­ტად. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­სიმ თა­ვი­სი­ვე მო­პო­ვე­ბუ­ლი პე­ნალ­ტი გა­ა­ფუ­ჭა, არ­გენ­ტი­ნამ სრუ­ლად და­ჯაბ­ნა პო­ლო­ნე­თი და ან­გა­რი­შით: 2:0 გა­ი­მარ­ჯვა. ორი­ვე გოლი მე­ო­რე ტა­იმ­ში გა­ვი­და, ჯერ იყო და შჩენ­სნის კარი მა­კა­ლის­ტერ­მა და­ლაშ­ქრა, მე­ო­რედ კი თავი ალ­ვა­რეს­მა გა­მო­იჩ­ნა. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღი­ნიშ­ნოს პო­ლო­ნელ­თა მე­კა­რის შე­სა­ნიშ­ნა­ვი თა­მა­ში. რომ არა მისი ეს თავ­გან­წი­რუ­ლი თა­მა­ში, სწო­რედ მან აუღო პე­ნალ­ტი ლეოს, გა­ცი­ლე­ბით დიდი ან­გა­რი­შით წა­ა­გებ­და პო­ლო­ნე­თი და ჩემ­პი­ო­ნატ­საც და­ემ­შვი­დო­ბე­ბო­და.

მერ­ვე­დფი­ნალ­ში არ­გენ­ტი­ნა ავ­სტრა­ლი­ას, პო­ლო­ნე­თი კი საფ­რან­გეთს შეხ­ვდე­ბა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პოლსკა
0

თავიდან ვითომ სენსაციებით დაიწყო ჩემპიონატი მარა მერე ყველაფერი დალაგდა. მაგარი მეკარე ყოლიათ პოლონელებს. 2 პენალტი აიღო

გიორგი
1

1970წლიდან ვადევნებ Თვალს მსოფლიო Ჩემპიონატებს მექსიკას ასეᲗი Ძლიერი ბრᲫოლოსუნარიანი გუნდი არასდროს არ ყოლია პოლონეᲗს კი ასეᲗი სუსტი .ჯგუფიდან კი სუსტი გავიდა.

ავტორი:

მესის გაფუჭებული პენალტი და შჩენსნის თავგანწირული თამაში: არგენტინამ პოლონეთს მოუგო, თუმცა ჯგუფიდან გასვლა ერთად იზეიმეს - ცნობილია კიდევ 4 მერვედფინალისტი

მესის გაფუჭებული პენალტი და შჩენსნის თავგანწირული თამაში: არგენტინამ პოლონეთს მოუგო, თუმცა ჯგუფიდან გასვლა ერთად იზეიმეს - ცნობილია კიდევ 4 მერვედფინალისტი

30 ნოემბერს, მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ 2 მერვედფინალური წყვილი გამოვლინდა. D ჯგუფში, მართალია, საფრანგეთი ტუნისთან დამარცხდა, მაგრამ პლეი-ოფში მაინც პირველი ადგილით გავიდა. მწვრთნელმა დეშამმა რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს მისცა დასვენების საშუალება და მხოლოდ მეორე ტაიმზე შეუშვა შეცვლაზე. უპირატესობას აფრიკელები ფლობდნენ. 58-ე წუთზე "მონპელიეს“ 31 წლის თავდამსხმელმა ხაზრიმ ლამაზი დრიბლინგის შემდეგ მანდანდას კარი დალაშქრა, რის წყალობითაც ტუნისმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ჯგუფში ჩარჩა.

ავსტრალიისა და დანიის მატჩში, ფავორიტად სკანდინავიელები მიიჩნეოდნენ, მაგრამ, ისინი ვერაფერს გახდნენ ავსტრალიელებთან, რომლებმაც მინიმალური ანგარიშით 1:0 იმარჯვეს, ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდნენ და 2006 წლის შემდეგ პირველად ითამაშებენ პლეი-ოფში.

გაცილებით დრამატული გამოდგა C ჯგუფის ბოლო ტური.

არგენტინამ საუდის არაბეთთან შოკისმომგვრელი პირველი მარცხის შემდეგ, ნელ-ნელა თავისი თამაში იპოვა და ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში შთამბეჭდავად გაიმარჯვა პოლონეთთან, თუმცა ნამატჩევს მშვენიერ განწყობაზე იყვნენ პოლონელებიც, რომლებმაც მარცხის მიუხედავად მაინც მოახერხეს ჯგუფიდან გასვლა. მექსიკამ, რომელიც საუდის არაბეთს დაუპირისპირდა, ვერ მოახერხა ბურთების იმგვარი სხვაობით გამარჯვება, რომ პოლონეთისთვის, რომლის მსგავსი ქულებიც დააგროვა, ეჯობნა. საბოლოოდ, მექსიკამ საუდის არაბეთს 2:1 სძლია, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა და 1990 წლის შემდეგ პირველად ვერ ითამაშებს პლეი-ოფში.

უკვე შეიძლება ითქვას, რომ ლიონელ მესი იქცა წინა ტურში, მექსიკასთან გადამწყვეტი გამარჯვების კატალიზატორად, რის მერეც არგენტინა დაუბრუნდა ჩვეულ ფორმას და აჩვენა, თუ რატომ მიიჩნევიან მარადონას თანამემამულეები ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად. მიუხედავად იმისა, რომ მესიმ თავისივე მოპოვებული პენალტი გააფუჭა, არგენტინამ სრულად დაჯაბნა პოლონეთი და ანგარიშით: 2:0 გაიმარჯვა. ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა, ჯერ იყო და შჩენსნის კარი მაკალისტერმა დალაშქრა, მეორედ კი თავი ალვარესმა გამოიჩნა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს პოლონელთა მეკარის შესანიშნავი თამაში. რომ არა მისი ეს თავგანწირული თამაში, სწორედ მან აუღო პენალტი ლეოს, გაცილებით დიდი ანგარიშით წააგებდა პოლონეთი და ჩემპიონატსაც დაემშვიდობებოდა.

მერვედფინალში არგენტინა ავსტრალიას, პოლონეთი კი საფრანგეთს შეხვდება.