მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დილით რომ ვიღვიძებ, შეგრძნება მაქვს, ჩემი მეგობარი ან ადვოკატი, რაღაც ცუდს მეტყვის" - მიხეილ სააკაშვილის ძმა
"დილით რომ ვიღვიძებ, შეგრძნება მაქვს, ჩემი მეგობარი ან ადვოკატი, რაღაც ცუდს მეტყვის" - მიხეილ სააკაშვილის ძმა

მდგო­მა­რე­ო­ბა არის საკ­მა­ოდ რთუ­ლი, ერ­თა­დერ­თი ხსნა არის სას­ჯე­ლის გა­და­ვა­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ძმამ, გი­ორ­გი სა­ა­კაშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" გა­ნა­ცხა­და.

გი­ორ­გი სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით ათი დღის წინ ნახა, თუმ­ცა აქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია.

სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს შე­თა­ვა­ზე­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი უცხო­უ­რი კლი­ნი­კი­დან ექი­მის ჩა­მოყ­ვა­ნის შე­სა­ხებ, საკ­მა­რი­სი არ არის.

"გა­ვიხ­სე­ნოთ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის ბრი­ფინ­გი, არ არის პრობ­ლე­მა, ჩა­მო­ვიყ­ვა­ნოთ ექი­მე­ბი, ად­გილ­ზეც მოხ­დეს მისი მკურ­ნა­ლო­ბა...მა­შინ, რა­ტომ და­დი­ან თვი­თონ სა­ზღვარ­გა­რეთ, თუ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ, ე.ი. იქ უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბია, იქ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის კომ­პლექ­სუ­რი შე­ფა­სე­ბა მოხ­დე­ბა. [უცხო­ე­ლი ექი­მის ჩა­მოყ­ვა­ნა] არ იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი, ვი­ნა­ი­დან, მა­შინ მთლი­ა­ნად უნდა გა­მო­იც­ვა­ლოს კლი­ნი­კა, უცებ რომ დას­ჭირ­დეთ და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბი, აპა­რა­ტუ­რა, დრო­ში გა­წე­ლი­ლი პრო­ცე­სია. ყო­ველ­დღი­უ­რი მიდ­გო­მას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რად­გან ყო­ვე­ლი დღე შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­დამ­წყვე­ტი. ვხე­დავთ, რომ დღი­თი­დღე მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძიმ­დე­ბა. უკვე დი­ლით რომ ვიღ­ვი­ძებ, შეგ­რძნე­ბა მაქვს, ჩემი მე­გო­ბა­რი ან ად­ვო­კა­ტი, რა­ღაც ცუდს [მე­ტყვის] დღეს მა­რი­ამ ჯიშ­კა­რი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ თუ ასე გაგ­რძელ­დე­ბა, ნამ­დვი­ლად ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გით დას­რულ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

გი­ორ­გი სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, დღეს "ემ­პა­თი­ას“ ხელ­მძღვა­ნელ­მა მა­რი­ამ ჯიშ­კა­რი­ან­მა უკ­რა­ი­ნის ელ­ჩის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­აც­ნო, რომ „ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა და გვეც­ლე­ბა ხე­ლი­დან“.

"როცა კლი­ნი­კა „ვი­ვა­მედ­ში“ მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­დაყ­ვა­ნა მოდა, თა­ვი­სი ფე­ხით შე­ვი­და, დღეს გა­და­ად­გი­ლე­ბის უნა­რი არ გა­აჩ­ნია, იმ­დე­ნად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ძი­რი­თა­დად წევს, ან ზის, როცა მისი ნახ­ვა მიხ­დე­ბა, რაც ძა­ლი­ან რთუ­ლი სა­ყუ­რე­ბე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი სა­ა­კაშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა, რომ „სირ­ცხვი­ლია, რა დო­ნემ­დე მი­ვე­დით ქვე­ყა­ნა, რომ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ვკლავთ“.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ძმა იმე­დოვ­ნებს, რომ სა­სა­მარ­თლო გო­ნივ­რულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს.

"ძა­ლი­ან რთუ­ლი მო­სას­მე­ნია, უკვე 79 კი­ლოგ­რა­მამ­დე არის და­სუ­ლი, 118 კი­ლოგ­რა­მი იყო, რომ ჩა­მო­ვი­და. ამას ხომ აქვს მი­ზე­ზე­ბი, ეს არ არის ის, რომ მმარ­თვე­ლი პარ­ტია ამ­ბობს, ოთხ კე­დელ­ში არ შე­უძ­ლია ყოფ­ნაო, ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი ნამ­დვი­ლად. ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რომ სა­სა­მარ­თლო­ში შუ­ამ­დგომ­ლო­ბა მოხ­დეს და მი­ი­ღონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მე მა­ინც მჯე­რა სა­სა­მარ­თლოს მხრი­დან გო­ნივ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის ვი­ნა­ი­დან, სა­უ­ბა­რია პირ­ველ რიგ­ში სა­ქარ­თვე­ლოს შვილ­ზე, ამავდრო­უ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან ფი­გუ­რა­ზე, რო­მელ­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შე­ას­რუ­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მშე­ნებ­ლო­ბა­ში“, - აცხა­დებს ის.

რაც შე­ე­ხე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კი­თხზე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბის მხრი­დან გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს, რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლის ძმა აცხა­დებს, მათ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ნა­ხონ, დარ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

"ად­გილ­ზე რომ ნა­ხონ მი­შას მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ არ უნა­ხი­ათ, შე­იძ­ლე­ბა, კად­რებს უყუ­რე­ბენ, თუნ­დაც რომ შე­ვიდ­ნენ და ნა­ხონ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, დარ­წმუნ­დე­ბი­ან, რა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია“, - დას­ძი­ნა მან.

გარ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­სა ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ძმამ ისა­უბ­რა სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის სა­კი­თხზე და უპა­სუ­ხა კი­თხვას, ხომ არ იყო შეც­დო­მა მისი ჩა­მოს­ვლა.

გი­ორ­გი სა­ა­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ "ყვე­ლა­ფერს ის­ტო­რია გან­სჯის".

"ეს უკვე წარ­სუ­ლია. ჩა­მო­ვი­და, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ჩვენ ვხე­დავთ, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, რა­საც ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დით, რომ ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში და­დი­ო­და თი­თო­ე­ულ ქა­ლაქ­ში, დღე და ღამე მუ­შა­ობ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლიო რუ­კა­ზე უფრო შთამ­ბეჭ­და­ვად წარ­მო­ჩე­ნი­ლი, დღეს იმ­ყო­ფე­ბა კლი­ნი­კა „ვი­ვა­მედ­ში“ და რაზე ვსა­უბ­რობთ, გა­დარ­ჩე­ბა, თუ არ გა­დარ­ჩე­ბა. ჩვენ ვართ ყვე­ლა თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, რომ ამას ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ვუ­ყუ­რებთ“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ძმამ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nn
4

დაუბრუნოს შენმა იდიოტმა ძმამ გვირგვლიანსა და ვაზაგაშვილს შვილები და მერე მოითხოვეთ მისი განთავისუფლება. პირველი პრეზიდენტი არ არის ვისაც დანაშაულისთვის ასამართლებენ. სარკოზი მიშაზე ნაკლები პრეზიდენტი არ იყო რომ გაასამართლეს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

თამთა
2

გუშინ ვუსმინე და შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს ტიპი მძიმედ აზროვნებს. ძლივს მოაბა თავი, რომ ნაციონალების კლიშეები კიდევ ერთხელ გაეჟღერებინა. არც რაიმე ემოცია ეტყობოდა სახეზე. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მხოლოდ მოვალეობა მოიხადა. 

ავტორი:

"დილით რომ ვიღვიძებ, შეგრძნება მაქვს, ჩემი მეგობარი ან ადვოკატი, რაღაც ცუდს მეტყვის" - მიხეილ სააკაშვილის ძმა

"დილით რომ ვიღვიძებ, შეგრძნება მაქვს, ჩემი მეგობარი ან ადვოკატი, რაღაც ცუდს მეტყვის" - მიხეილ სააკაშვილის ძმა

მდგომარეობა არის საკმაოდ რთული, ერთადერთი ხსნა არის სასჯელის გადავადება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

გიორგი სააკაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი დაახლოებით ათი დღის წინ ნახა, თუმცა აქვს ინფორმაცია, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესებულია.

სააკაშვილის თქმით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზება, ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ექიმის ჩამოყვანის შესახებ, საკმარისი არ არის.

"გავიხსენოთ იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი, არ არის პრობლემა, ჩამოვიყვანოთ ექიმები, ადგილზეც მოხდეს მისი მკურნალობა...მაშინ, რატომ დადიან თვითონ საზღვარგარეთ, თუ სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, ე.ი. იქ უკეთესი პირობებია, იქ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კომპლექსური შეფასება მოხდება. [უცხოელი ექიმის ჩამოყვანა] არ იქნება საკმარისი, ვინაიდან, მაშინ მთლიანად უნდა გამოიცვალოს კლინიკა, უცებ რომ დასჭირდეთ დამატებითი კვლევები, აპარატურა, დროში გაწელილი პროცესია. ყოველდღიური მიდგომას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ყოველი დღე შეიძლება იყოს გადამწყვეტი. ვხედავთ, რომ დღითიდღე მისი მდგომარეობა მძიმდება. უკვე დილით რომ ვიღვიძებ, შეგრძნება მაქვს, ჩემი მეგობარი ან ადვოკატი, რაღაც ცუდს [მეტყვის] დღეს მარიამ ჯიშკარიანმა აღნიშნა, რომ თუ ასე გაგრძელდება, ნამდვილად ფატალური შედეგით დასრულდება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

გიორგი სააკაშვილის თქმით, დღეს "ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გააცნო, რომ „ადამიანი იღუპება და გვეცლება ხელიდან“.

"როცა კლინიკა „ვივამედში“ მიშა სააკაშვილის გადაყვანა მოდა, თავისი ფეხით შევიდა, დღეს გადაადგილების უნარი არ გააჩნია, იმდენად მძიმე მდგომარეობაშია. ძირითადად წევს, ან ზის, როცა მისი ნახვა მიხდება, რაც ძალიან რთული საყურებელია“, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა და დასძინა, რომ „სირცხვილია, რა დონემდე მივედით ქვეყანა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს 21-ე საუკუნეში ვკლავთ“.

მიხეილ სააკაშვილის ძმა იმედოვნებს, რომ სასამართლო გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"ძალიან რთული მოსასმენია, უკვე 79 კილოგრამამდე არის დასული, 118 კილოგრამი იყო, რომ ჩამოვიდა. ამას ხომ აქვს მიზეზები, ეს არ არის ის, რომ მმართველი პარტია ამბობს, ოთხ კედელში არ შეუძლია ყოფნაო, ვერ დავეთანხმები ნამდვილად. ამ ეტაპზე ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, რომ სასამართლოში შუამდგომლობა მოხდეს და მიიღონ გადაწყვეტილება. მე მაინც მჯერა სასამართლოს მხრიდან გონივრული გადაწყვეტილებების ვინაიდან, საუბარია პირველ რიგში საქართველოს შვილზე, ამავდროულად საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან ფიგურაზე, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს მშენებლობაში“, - აცხადებს ის.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, როგორც სააკაშვილის ძმა აცხადებს, მათ, რომ მიხეილ სააკაშვილი ნახონ, დარწმუნებიან, რომ მძიმე მდგომარეობაშია.

"ადგილზე რომ ნახონ მიშას მდგომარეობა, რომელიც დარწმუნებული ვარ არ უნახიათ, შეიძლება, კადრებს უყურებენ, თუნდაც რომ შევიდნენ და ნახონ რა მდგომარეობაშია, დარწმუნდებიან, რა მძიმე მდგომარეობაშია“, - დასძინა მან.

გარდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა ექსპრეზიდენტის ძმამ ისაუბრა სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის საკითხზე და უპასუხა კითხვას, ხომ არ იყო შეცდომა მისი ჩამოსვლა.

გიორგი სააკაშვილი აცხადებს, რომ "ყველაფერს ისტორია განსჯის".

"ეს უკვე წარსულია. ჩამოვიდა, მიიღო გადაწყვეტილება. ჩვენ ვხედავთ, რა მდგომარეობაშია, რასაც ვერც წარმოვიდგენდით, რომ ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში დადიოდა თითოეულ ქალაქში, დღე და ღამე მუშაობდა, რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე უფრო შთამბეჭდავად წარმოჩენილი, დღეს იმყოფება კლინიკა „ვივამედში“ და რაზე ვსაუბრობთ, გადარჩება, თუ არ გადარჩება. ჩვენ ვართ ყველა თანამონაწილეები, რომ ამას ყოველდღიურ რეჟიმში ვუყურებთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ძმამ.