ავტორი:

"ტვ პირველი“ ამ თანხას ვერ გადაიხდის, რადგან ანგარიშებს ადევს ინკასო“ - რას წერს ნოდარ მელაძე სასამართლოს მიერ კალაძის სასარგებლოდ გამოტანილ განაჩენზე?

"ტვ პირველი“ ამ თანხას ვერ გადაიხდის, რადგან ანგარიშებს ადევს ინკასო“ - რას წერს ნოდარ მელაძე სასამართლოს მიერ კალაძის სასარგებლოდ გამოტანილ განაჩენზე?

"ტვ პირველი“ ამ თანხას ვერ გადაიხდის, რადგან ანგარიშებს ადევს ინკასო“, - ამის შესახებ ტელეკოპანიის მთავარმა პროდისერი ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში წერს. პოსტი დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ეხება, რომლის მიხედვითაც სასამართლომ კახა კალაძის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და "ტვ პირველის“ ჟურნალისტს მაია მამულაშვილს 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

სარჩელის საფუძველი გახდა ის, რომ თბილისის მერის წარმომადგენელის თქმით, 2022 წლის 5 ივნისს ტელეწამყვანმა წყაროს მითითების გარეშე, მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ კალაძემ ტენდერებიდან 60 მილიონი მიიღო.

ნოდარ მელაძე:

"იმის გამო რომ, კახი კალაძეს მაია მამულაშვილის დასმული კითხვა არ მოეწონა, სასამართლომ "ტვ პირველს" და მაია მამულაშვილს დააკისრა 15 ათასი ლარის გადახდა. "ტვ პირველი“ ამ თანხას ვერ გადაიხდის, რადგან ანგარიშებს ადევს ინკასო. შესაბმისად შემდეგ ნაბიჯი იქნება კალაძე აღსრულებას მიმართავს, რომ ტელევიზიიდან კამერები წაიღოს, ან მაია მამულაშვილის სახლიდან, ამ თანხის ოდენობის ნივთები, სამეული, მაცივარი და ან ტელევიზორი.

ველოდებით აღსრულების სამსახური, მერის მიმართვის საფუძველზე როგორ შემოდის ტელევიზიაში, ნივთების წასაღებად.

p.s. კახა კალაძე, ჩემს კომპიუტერს ვერ წაიღებთ, ტელევიზიის არაა ჩემია და სადაც ვმუშაობ ყველგან თან დამაქვს".

საქმე რამდენიმე თვის წინ მომხარ ფაქტს ეხებოდა, თბილისის მერის წარმომადგენელის თქმით, 2022 წლის 5 ივნისს ტელეწამყვანმა წყაროს მითითების გარეშე, მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ კალაძემ ტენდერებიდან 60 მილიონი მიიღო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, "TV პირველსა" და ნინო (მაია) მამულაშვილს სოლიდარულად დაეკისროთ მორალური ზიანის სახით 15 ათასი ლარის ანაზღაურება; სასამართლო საქმეზე ბაჟის სახით გადახდილი 3000 ლარიდან 450 ლარის ანაზღაურება, 2550 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში; გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში.

კახა კალაძე სასამართლოს სთხოვდა, რომ მოპასუხე მხარეებისთვის მორალური ზიანის 100 ათასი ლარის გადახდა დაეკისრებინა და ასევე გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დაევალებინა.