ავტორი:

ფეიბოქსი SMS ქვითარს ამატებს

ფეიბოქსი SMS ქვითარს ამატებს

სწრაფი გადახდის აპარატების პირველი ქართული ბრენდის - ”ფეიბოქსის” საშუალებით, ანგარიშზე ჩარიცხვა და სხვადასხვა გადასახადების გადახდა 15 წლის წინ გახდა შესაძლებელი. მას შემდეგ, გადახდის ტერმინალები მოსახლეობის ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. 2007 წლიდან "ფეიბოქსი" ლექსიკაში იმდენად დამკვიდრდა, რომ მას ავტომატურად ვუკავშირებთ ხოლმე ნებისმიერი აპარატიდან თანხის ჩარიცხვას. PayBox-ის პირველი პროდუქტი მობილურის ბალანსის შევსება იყო, ხოლო დღეს 1000 - მდე სხვადასხვა სერვისს აერთიანებს.

"ფეიბოქსის" რებრენდინგი სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და დღეს უკვე მკაფიოდ ასახავს ბრენდის მისწრაფებას - ტექნოლოგიურობას, სიმარტივეს, დაცულობას, მოქნილობას და მუდმივ განვითარებას. მუდმივი განვითარების გზაზე სიმარტივესა და მოქნილობას გადამწყვეტი როლი უჭირავს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცხოვრების რიტმი ამდენად აჩქარებულია და მსოფლიო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. კომპანიამ ფეხი აუწყო ტენდეციებს და მრავალფეროვან სერვისებსა და ტექნოლოგიურ სიახლეებს კიდევ ერთი, SMS ქვითარი დაამატა.

  • SMS ქვითრის უპირატესობა მოქნილობაა - გადახდის შემდგომ შეგიძლიათ ქვითარი საკუთარ მობილურში ჩამოტვირთოთ, ამ გზით თავიდან აირიდებთ მისი დაკარგვის და დაზიანების საშიშროებას;
  • SMS ქვითარი უფრო მეტ ინფორმაციას შეიცავს, ვიდრე დაბეჭდილი ქვითარი.მისი სტატუსის განახლება კი 6 თვის განმავლობაში ხდება;
  • SMS ქვითრის გამოყენებით მცირდება გარემოს დაბინძურების მაჩვენებელი;
  • SMS ქვითარზე გადასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეკოლოგიაზე ზრუნვაა, რადგან ერთი ტონა ფურცლის დამზადებას 24 ხე სჭირდება. ფურცლის მოხმარების გაზრდა კი პირდაპირ კავშირშია ეკოლოგიურ საშიშროებებთან.

ერთის მხრივ ტექნოლოგიური სიახლე, ხოლო, მეორეს მხრივ გარემოზე ზრუნვა არისგზავნილი საზოგადოებისთვის, რომ თითოეულ ადამიანს შეგვიძლია ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და ვიზრუნოთ გარემოზე, რომელშიც ვცხოვრობთ.

SMS ქვითარი ეტაპობრივად ემატება "ფეიბოქსის" სწრაფი ჩარიცხვის ყველა აპარატს დასულ მალე, სიახლე 100%-ით იქნება ხელმისაწვდომი.

,,ფეიბოქსი მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურად 10,000 - მდე სწრაფი გადახდის ტერმინალით 350,000 მდე მომხმარებელს ემსახურება. მაღალი ხელმისაწვდომობა, რაც გულისხმობს ჩასარიცხი აპარატების ბრენდებს შორის, ტერმინალების ყველაზე დიდ რაოდენობას და ლოკაციების სიმრავლეს, ნამდვილად აძლევს ბრენდს იმის საშუალებას, რომ SMS ქვითრის პრაქტიკაში დამკვიდრებით, საზოგადოების ქცევის ცვლილებას შეუწყოს ხელი და აამაღლოს ცნობიერება პროდუქტის სარგებლიანობის შესახებ.

ამასთან ერთად, დღეიდან - 30 ნოემბრიდან, მომხმარებლებს საშუალება აქვთ ჩაერთონ "ფეიბოქსის" TikTok გამოწვევაში, გადაიღონ საინტერესო ვიდეოები SMS ქვითრის საჭიროებისა და სარგებლიანობის შესახებ და გახდნენ უახლესი Iphone 14 Pro-ს ან Iphone14-ის მფლობელები.

გამოიწერეთ PayBox:

TikTok: Payboxterminals

Instagram: Payboxterminals

Facebook: Paybox . ფეიბოქსი

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/s_RTbjF-9ek" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

R