ავტორი:

ჩინეთი დედამიწის ორბიტაზე "ციურ სასახლეს“ აწყობს - მართლაც ისტორიული მისია თუ საპროტესტო აქციებიდან ყურადღების გადატანის მცდელობა?

ჩინეთი დედამიწის ორბიტაზე "ციურ სასახლეს“ აწყობს - მართლაც ისტორიული მისია თუ საპროტესტო აქციებიდან ყურადღების გადატანის მცდელობა?

ჩინეთის ისტორიული მისიის დასასრულებლად სამი ჩინელი ასტრონავტი დღეს ჩავიდა კოსმოსურ სადგურზე. ეს არის დედამიწის ორბიტაზე მდებარე სადგური, სადაც ჩინელი ასტრონავტები როტაციით ენაცვლებიან ერთმანეთს. ისინი აქ რამდენიმეთვიანი მისიით სახლობენ. ეს მსოფლიოში მეორე კოსმოსური ბანაკია, რომელიც დედამიწის ორბიტაზეა (პირველი ნასას ეკუთვნის).

კოსმოსური ხომალდი Shenzhou-15, ანუ "ღვთაებრივი ხომალდი“, სამი მგზავრით, სამშაბათს გაფრინდა კოსმოსში. ეკიპაჟი ორბიტაზე 11 მისიიდან ბოლო მისიას შეასრულებს. როგორც აქამდე 3 მისიაზე წასულ ეკიპაჟებს, მასაც "ციური სასახლის“ აწყობა ევალება. პირველი გუნდი აქ 2021 წლის აპრილში გაემგზავრა.

ჩინეთის კოსმოსური სადგური

Shenzhou-15-ის გუნდს, რომელიც სადგურზე დაახლოებით 6 საათში ჩაფრინდა, Shenzhou-14-ის სამი ასტრონავტი დახვდა, რომლებიც მათ თბილად მიეგებნენ. Shenzhou-14-ის ეკიპაჟი აქ ივნისის დასაწყისში ჩავიდა და ისინი დედამიწაზე 1 კვირაში დაბრუნდებიან, მას შემდეგ, რაც მშვიდობიანად გადაულოცავენ კოსმოსურ საადგურს Shenzhou-15-ის ასტრონავტებს. ჩინეთის კოსმოსური პროგრამა ამით კიდევ ერთ რეკორდს დაამყარებს: რაც სადგურის იმ შესაძლებლობაში მდგომარეობს, რომ იქ დროებით, 6 ასტრონავტის დასახლებაა შესაძლებელი.

Shenzhou-15-ის მისიას 57 წლის ფეი ჯუნლონგი უძღვება, რომელიც კოსმოსში ბოლოს 17 წლის წინ იყო და ჩინეთის ისტორიაში მეორე ეკიპაჟიან კოსმოსურ ფრენას მეთაურობდა. მის გუნდშია ასევე 56 წლის დენგ ცინგმინგი, რომელიც ასტრონავტობისთვის წვრთნას 24 წლის განმავლობაში გადიოდა, მაგრამ ჯერ კიდევ არ ყოფილა კოსმოსში. მათ ყოფილი საჰაერო პილოტი, 46 წლის ჯანგ ლუ შეუერთდა და ეს მისთვისაც პირველი კოსმოსური ფრენა იყო.

ასტრონავტები კოსმოსურ ბანაკში 6 თვის განმავლობაში იცხოვრებენ და იმუშავებენ. რეზიდენტი ასტრონავტები აქ 1 000-ზე მეტ სამეცნიერო ექსპერიმენტს ჩაატარებენ, რათა გაარკვიონ, როგორ ადაპტირებენ მცენარეები კოსმოსში და რა ემართებათ სითხეებს მიკროგრავიტაციაში.

მიუხედავად იმისა, რომ "ნასასთან" შედარებით ჩინეთის ტექნოლოგიები და გამოცდილება კოსმოსში ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, ჩინეთის კოსმოსური პროგრამა მე-20 საუკუნის შუა ხანების შემდეგ სწრაფად განვითარდა.

Shenzhou-15-ის მისიამ ჩინელ ხალხს შანსი მისცა, რომ მკაცრი კოვიდპოლიტიკის გამო წამოწყებული საპროტესტო აქციების ფონზე წარმატება აღნიშნოს. სოციალურ ქსელებში ქვეყნის გახარებული მოსახლეობა წერს "გაუმარჯოს სამშობლოს!"

წყარო: reuters

მოამზადა: ანა სიბოშვილმა