მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეატრი“ - "წისქვილი ჯგუფის“ ახალი მულტიფუნქციური სივრცე ოფიციალურად გაიხსნა
"თეატრი“ - "წისქვილი ჯგუფის“ ახალი მულტიფუნქციური სივრცე ოფიციალურად გაიხსნა

25 ნო­ემ­ბერს „წის­ქვი­ლი ჯგუ­ფის“ ახა­ლი მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი სივ­რცე – „თე­ატ­რი“ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­იხ­სნა. The Show – ასე ჰქვია პირ­ველ წარ­მოდ­გე­ნას, რო­მელ­საც სივ­რცემ უმას­პინ­ძლა. დად­გმა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლებ­მა და სა­ბა­ლე­ტო დას­მა, აფხა­ზე­თის სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­ურ­მა ან­სამ­ბლმა, „აფხა­ზეთ­მა“ და ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს სხვა გა­მორ­ჩე­ულ­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა. წარ­მოდ­გე­ნის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი ზაალ ჩი­ქო­ბა­ვა, მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი, ბრენდ შეფი კი ალექს ნა­თა­ძეა.

The Show-ს 400-მდე მოწ­ვე­უ­ლი სტუ­მა­რი და­ეს­წრო. წარ­მოდ­გე­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად მათ გა­უ­მას­პინ­ძლდნენ ვახ­შმი­თაც, რომ­ლის­თვი­საც კერ­ძე­ბი „თე­ატ­რის“ ბრენდ შე­ფის, ალექს ნა­თა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თვის შე­იქ­მნა. დე­კემ­ბრი­დან ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვაც და­ი­წყე­ბა და მას­ზე დას­წრე­ბას ნე­ბის­მი­ე­რი მსურ­ვე­ლი შეძ­ლებს. ბი­ლეთ­ში ავ­ტო­მა­ტუ­რად შე­დის წარ­მოდ­გე­ნის­თვის შექ­მნი­ლი მე­ნიუ.

„თე­ატ­რი“ მოწ­ვე­ვის პრინ­ციპ­ზე იმუ­შა­ვებს. შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუ­ფებს შე­ეძ­ლე­ბათ სივ­რცე თე­ატ­რა­ლუ­რი დად­გმე­ბის­თვის, სა­ო­პე­რო თუ სა­ბა­ლე­ტო წარ­მოდ­გე­ნე­ბის­თვის, შო­უ­ე­ბის­თვის, კონ­ცერ­ტე­ბის­თვის, გა­მო­ფე­ნე­ბის­თვის და სხვა კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნონ. აქ, ასე­ვე, შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ი­მარ­თოს კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სა­ღა­მო­ე­ბი, და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლე­ბი, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, ისე­თი და­ხუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა ქორ­წი­ლი, და­ბა­დე­ბის დღე და სხვა. ვახ­შამ­ზე კი „თე­ატ­რის“ სამ­ზა­რე­უ­ლო იზ­რუ­ნებს და მე­ნი­უს ღო­ნის­ძი­ე­ბის თე­მა­ტი­კის მი­ხედ­ვით შექ­მნის.

ახა­ლი მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი სივ­რცე – „თე­ატ­რი“ ბე­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, სა­რეს­ტორ­ნო კომ­პლექს „წის­ქვი­ლის“ გვერ­დით მდე­ბა­რე­ობს. ის უკვე ღიაა სტუმ­რე­ბი­სა და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის.

NS

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანი
0

ფაცაცია , სოლოღაშვილი სამარადჟამოთ ყველაფრის წამყვანები არიან?

დამშიებული ქვეყანა
0

აბა გვანახეთ,როგორ ცხოვრობს და ერთობა ქართული (ელიტა)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"თეატრი“ - "წისქვილი ჯგუფის“ ახალი მულტიფუნქციური სივრცე ოფიციალურად გაიხსნა

"თეატრი“ - "წისქვილი ჯგუფის“ ახალი მულტიფუნქციური სივრცე ოფიციალურად გაიხსნა

25 ნოემბერს „წისქვილი ჯგუფის“ ახალი მულტიფუნქციური სივრცე – „თეატრი“ ოფიციალურად გაიხსნა. The Show – ასე ჰქვია პირველ წარმოდგენას, რომელსაც სივრცემ უმასპინძლა. დადგმაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საოპერო მომღერლებმა და საბალეტო დასმა, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა, „აფხაზეთმა“ და ხელოვნების სფეროს სხვა გამორჩეულმა წარმომადგენლებმა. წარმოდგენის სამხატვრო ხელმძღვანელი ზაალ ჩიქობავა, მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი, ბრენდ შეფი კი ალექს ნათაძეა.

The Show-ს 400-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრო. წარმოდგენის პარალელურად მათ გაუმასპინძლდნენ ვახშმითაც, რომლისთვისაც კერძები „თეატრის“ ბრენდ შეფის, ალექს ნათაძის ხელმძღვანელობით სპეციალურად ამ დღისთვის შეიქმნა. დეკემბრიდან ბილეთების გაყიდვაც დაიწყება და მასზე დასწრებას ნებისმიერი მსურველი შეძლებს. ბილეთში ავტომატურად შედის წარმოდგენისთვის შექმნილი მენიუ.

„თეატრი“ მოწვევის პრინციპზე იმუშავებს. შემოქმედებით ჯგუფებს შეეძლებათ სივრცე თეატრალური დადგმებისთვის, საოპერო თუ საბალეტო წარმოდგენებისთვის, შოუებისთვის, კონცერტებისთვის, გამოფენებისთვის და სხვა კულტურული ღონისძიებებისთვის გამოიყენონ. აქ, ასევე, შესაძლებელია გაიმართოს კორპორაციული საღამოები, დაჯილდოების ცერემონიალები, პრეზენტაციები, ისეთი დახურული ღონისძიებები, როგორებიცაა ქორწილი, დაბადების დღე და სხვა. ვახშამზე კი „თეატრის“ სამზარეულო იზრუნებს და მენიუს ღონისძიების თემატიკის მიხედვით შექმნის.

ახალი მულტიფუნქციური სივრცე – „თეატრი“ ბელიაშვილის ქუჩაზე, სარესტორნო კომპლექს „წისქვილის“ გვერდით მდებარეობს. ის უკვე ღიაა სტუმრებისა და დაინტერესებული პირებისთვის.

NS