სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ხვდება ბაზარზე ბავშვის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი სათამაშოები და რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?
რატომ ხვდება ბაზარზე ბავშვის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი სათამაშოები და რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?

სა­თა­მა­შო­ე­ბის ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში წლე­ბია, გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე მე­დია პე­რი­ო­დუ­ლად ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას და კა­ნონ­მდებ­ლო­ბაც გამ­კაცრ­და, ბა­ზარ­ზე მა­ინც ხვდე­ბა ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ცია, რომ­ლის ხა­რის­ხის შე­სა­ხებ მომ­ხმა­რე­ბელს ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ინ­ფორ­მა­ცია არ მი­ე­წო­დე­ბა.

კონ­ტრო­ლის რა მე­ქა­ნიზ­მი აქვს სა­ხელ­მწი­ფოს სა­თა­მა­შო­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­მოწ­მებ­ლად, რამ­დე­ნად ეფექ­ტი­ა­ნია ის და არი­ან თუ არა მშობ­ლე­ბი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი სა­ში­ში პრო­დუქ­ცი­ის შე­სა­ხებ?

ევ­რო­პას­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში, 2020 წლის 20 იან­ვარს დამ­ტკიც­და მთავ­რო­ბის N47 დად­გე­ნი­ლე­ბა სა­თა­მა­შო­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის დამ­ტკი­ცე­ბის თა­ო­ბა­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მად, სა­თა­მა­შო­ე­ბი უნდა შე­მოწ­მდეს რო­გორც დო­კუ­მენ­ტუ­რად, ისე ვი­ზუ­ა­ლუ­რად და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად. რეგ­ლა­მენ­ტში ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და და სა­ბო­ლოო სა­ხით 2021 წლის ივ­ლის­ში ამოქ­მედ­და.

რეგ­ლა­მენ­ტის თა­ნახ­მად, სა­თა­მა­შო­ე­ბის ბაზ­რის მა­რე­გუ­ლი­რებ­ლის ფუნ­ქცი­ას ბა­ზარ­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ა­გენ­ტო ას­რუ­ლებს. ამას­თან, პრო­დუქ­ცი­ის ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის პრო­ცეს­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი აკის­რია შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურს, რო­მე­ლიც სა­ბა­ჟო­ზე აკონ­ტრო­ლებს დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას, ეჭ­ვი­სა და რის­კე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი ზე­დამ­ხედ­ველ ორ­გა­ნოს­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ით და­მა­ტე­ბით ღო­ნის­ძი­ე­ბებს ატა­რებს. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი სა­ეჭ­ვო სა­თა­მა­შო­ე­ბის ნი­მუ­შე­ბი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად მოწ­მდე­ბა.

კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გამ­კაც­რე­ბის შემ­დეგ მომ­ხმა­რებ­ლებს კი­დევ უფრო დიდი ბერ­კე­ტი მი­ე­ცათ, მა­ღა­ზი­ებ­ში მო­ი­თხო­ვონ პრო­დუქ­ტის ავ­თენ­ტუ­რო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია. ამას­თან, ისი­ნი სა­თა­მა­შო­ზე და­ტა­ნი­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი­თაც ამო­იც­ნო­ბენ, ხა­რის­ხი­ან პრო­დუქტთან აქვთ საქ­მე თუ გა­ყალ­ბე­ბულ­თან.

იცავს თუ არა ბიზ­ნეს სექ­ტო­რი რე­გუ­ლა­ცი­ას?

რა შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვა კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბას, რო­გორ აკონ­ტრო­ლე­ბენ ხა­რისხს ქსე­ლუ­რი მა­ღა­ზი­ე­ბი და რა უკუ­კავ­ში­რი აქვთ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­გან, ამის შე­სა­ხებ „პე­პე­ლა­სა“ და “XS სა­თა­მა­შო­ე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლებს ვე­სა­უბ­რეთ.

რო­გორც „პე­პე­ლა­ში“ გან­მარ­ტა­ვენ, მი­უ­ხე­და­ვად კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბი­სა, ბა­ზარ­ზე მა­ინც ხვდე­ბა დიდი რა­ო­დე­ნო­ბით უხა­რის­ხო და მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ცია, რო­მე­ლიც კონ­ტროლს არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

„პე­პე­ლა­ში“ წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრო­დუქ­ცია აკ­მა­ყო­ფი­ლებს ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებს. ყვე­ლა მათ­განს მოჰ­ყვე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სერ­თი­ფი­კა­ტი, რაც გუ­ლის­ხმობს იმას, რომ თი­თო­ე­ულ პრო­დუქტს გავ­ლი­ლი აქვს ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი შე­მოწ­მე­ბა და ტესტრე­პორ­ტი. ჩვენ მომ­ხმა­რე­ბელს მუდ­მივ რე­ჟიმ­ში ვაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­დუქ­ცი­ის ხა­რის­ხი­სა და წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ. მშო­ბე­ლი პრი­ო­რი­ტე­ტად სა­თა­მა­შოს უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და პრო­დუქ­ტის უვ­ნებ­ლო­ბას აყე­ნებს, თუმ­ცა ბა­ზა­რი ძი­რი­თა­დად, გა­ჯე­რე­ბუ­ლია ისე­თი სა­თა­მა­შო­ე­ბით, რო­მელ­საც ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლი გავ­ლი­ლი არ აქვს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თავი უნდა შე­ვი­კა­ვოთ პრო­დუქ­ცი­ის ისეთ ად­გი­ლებ­ში შე­ძე­ნის­გან, სა­დაც ვერც ავ­თენ­ტუ­რო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ სერ­ტი­ფი­კა­ტებს გვთა­ვა­ზო­ბენ და პრო­დუქტზე და­ტა­ნილ ანო­ტა­ცი­ა­შიც არას­რუ­ლი და არა­ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცი­აა მი­თი­თე­ბუ­ლი. ასე­თი ად­გი­ლე­ბი კი საკ­მა­ოდ მრავ­ლა­დაა“, - გან­მარ­ტავს „პე­პე­ლას“ მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი გუსა დე­და­ნაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, „პე­პე­ლას“ ჯერ კი­დევ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბამ­დე ჰქონ­და ამოქ­მე­დე­ბუ­ლი მკაც­რი კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც პრო­დუქ­ცი­ის მხო­ლოდ ოფი­ცი­ა­ლუ­რი მწარ­მო­ებ­ლის­გან შე­ძე­ნას გუ­ლის­ხმობ­და.

„მი­უ­ხე­და­ვად ყალბ­სა და ორი­გი­ნალს შო­რის არ­სე­ბუ­ლი გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი­სა, მშო­ბელს რიგ შემ­თხვე­ვა­ში, მათი ერ­თმა­ნე­თის­გან გარ­ჩე­ვა უჭირს. მა­გა­ლი­თის­თვის, ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსაფრ­თხოა ისე­თი მწარ­მო­ებ­ლე­ბის პრო­დუქ­ცია, რო­გო­რი­ცაა „ჰასბ­რო“, „კლე­მენ­ტო­ნი“, „“, „ჰოთ ვილ­სი“ და „ლეგო“, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­მო­დის ჩვენ­თან. მა­ღა­ლი მო­თხოვ­ნის გამო, ხში­რად სწო­რედ მათი გა­ყალ­ბე­ბუ­ლი ვერ­სი­ე­ბი ხვდე­ბა ბა­ზარ­ზე“, - გან­მარ­ტა კომ­პა­ნი­ის მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

გა­ყალ­ბე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი უმე­ტე­სად ისეთ ქი­მი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებს შე­ი­ცავს რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა ბავ­შვებ­ში ბევ­რი პრობ­ლე­მის გა­მომ­წვე­ვი აღ­მოჩ­ნდეს.

„მძი­მე მე­ტა­ლე­ბით და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი შე­იძ­ლე­ბა ლა­მაზ თა­რო­ებ­ზე შე­მო­წყო­ბი­ლიც კი დახ­ვდეთ. რე­ა­ლუ­რად, თქვენ გაქვთ უფ­ლე­ბა, მო­ი­თხო­ვოთ ყვე­ლა ის ინ­ფორ­მა­ცია, რაც სა­თა­მა­შოს უვ­ნებ­ლო­ბა­ში და­გარ­წმუ­ნებთ, ეჭ­ვის შემ­თხვე­ვა­ში კი ბა­ზარ­ზე რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მი­მარ­თეთ,“ - აღ­ნიშ­ნა გუსა დე­და­ნაშ­ვილ­მა.

რო­გორ უნდა შე­არ­ჩი­ონ მშობ­ლებ­მა უსაფრ­თხო სა­თა­მა­შო?

“XS სა­თა­მა­შო­ებ­ში“ გან­მარ­ტა­ვენ, რომ არ­სე­ბობს ორი­გი­ნა­ლი და გა­ყალ­ბე­ბუ­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბის გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ვი­ზუ­ა­ლუ­რი დაკ­ვირ­ვე­ბით მარ­ტი­ვად მი­სახ­ვედ­რია:

  • აუ­ცი­ლე­ბე­ლია, და­ვაკ­ვირ­დეთ შე­ფუთ­ვას, მას­ზე და­ტა­ნილ წარ­წე­რა­სა და ლო­გოს. გა­ყალ­ბე­ბულ პრო­დუქტზე მა­გა­ლი­თად, ლოგო შე­იძ­ლე­ბა სა­ეჭ­ვოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს;

  • პრო­დუქ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და­ტა­ნი­ლი უნდა იყოს ქარ­თულ ენა­ზეც;
  • ყვე­ლა ორი­გი­ნა­ლი სა­თა­მა­შო არის მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ით და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და ხა­რის­ხი შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლი­თაც ჩანს;

  • სა­ეჭ­ვოა რბი­ლი ან მყა­რი პლასტმა­სის უჩ­ვე­უ­ლო სუნი, რო­მე­ლიც მის უხა­რის­ხო­ბა­ში და­გარ­წმუ­ნებთ

ფო­ტო­ზე მარ­ცხნივ ორი­გი­ნა­ლი, მარ­ჯვნივ - მისი ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვერ­სია.

“XS სა­თა­მა­შო­ე­ბის“ მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლის ბექა ბე­რი­ა­ნი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ვა­წყდე­ბით პრო­დუქტზე ნიშ­ნებს, რო­მე­ლიც სა­თა­მა­შოს უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია, მაგ­რამ ასე­თი ნი­შა­ნი შე­იძ­ლე­ბა გა­ყალ­ბე­ბულ სა­თა­მა­შო­ზეც შეგ­ხვდეთ. ასეთ პრო­დუქტს არა­ნა­ი­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვა არ აქვს გავ­ლი­ლი და სხვა ყალ­ბი სა­თა­მა­შო­ე­ბის მსგავ­სად ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია.

სა­თა­მა­შო­ე­ბის ქსე­ლურ მა­ღა­ზი­ებ­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მომ­ხმა­რე­ბელს რო­გორც „პე­პე­ლას“, ისე „XS სა­თა­მა­შო­ე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პი­რად შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში უგ­ზავ­ნი­ან პრო­დუქ­ცი­ის ავ­თენ­ტუ­რო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენ­ტებს. მათი წარ­დგე­ნა ასე­ვე, მა­ღა­ზი­ებ­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლია. ამას­თან, ყვე­ლა ახა­ლი პრო­დუქ­ტი, რაც მათ ქსელ­ში შე­დის, თა­რო­ზე მოხ­ვედ­რამ­დე ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ შე­მოწ­მე­ბას გა­დის.

„მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მომ­ხმა­რე­ბელ­თა დიდ ნა­წილს ჯერ კი­დევ არ აქვს დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, რო­გორ გა­ნას­ხვა­ოს ორი­გი­ნა­ლი და ყალ­ბი სა­თა­მა­შო ერ­თმა­ნე­თის­გან, ბოლო პე­რი­ოდ­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა ტენ­დენ­ცია, რომ სულ უფრო მეტი მყიდ­ვე­ლი გვთხოვს უსაფრ­თხო­ე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას, რაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. ვფიქ­რობ, რომ თუ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის აღ­სრუ­ლე­ბაც უკეთ მოხ­დე­ბა და მომ­ხმა­რე­ბე­ლი კი­დევ უფრო მე­ტად იქ­ნე­ბა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მებ­ზე, უკეთ გა­ვუფრ­თხილ­დე­ბით ჩვე­ნი შვი­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას“, - აღ­ნიშ­ნეს „XS სა­თა­მა­შო­ებ­ში“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

რატომ ხვდება ბაზარზე ბავშვის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი სათამაშოები და რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?

რატომ ხვდება ბაზარზე ბავშვის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი სათამაშოები და რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?

სათამაშოების ხარისხის კონტროლი საქართველოში წლებია, გამოწვევად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საკითხზე მედია პერიოდულად ამახვილებს ყურადღებას და კანონმდებლობაც გამკაცრდა, ბაზარზე მაინც ხვდება ბავშვის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი პროდუქცია, რომლის ხარისხის შესახებ მომხმარებელს ხშირ შემთხვევაში, ინფორმაცია არ მიეწოდება.

კონტროლის რა მექანიზმი აქვს სახელმწიფოს სათამაშოების უსაფრთხოების შესამოწმებლად, რამდენად ეფექტიანია ის და არიან თუ არა მშობლები ინფორმირებულები საშიში პროდუქციის შესახებ?

ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, 2020 წლის 20 იანვარს დამტკიცდა მთავრობის N47 დადგენილება სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე, რომლის თანახმად, სათამაშოები უნდა შემოწმდეს როგორც დოკუმენტურად, ისე ვიზუალურად და ლაბორატორიულად. რეგლამენტში ცვლილებები განხორციელდა და საბოლოო სახით 2021 წლის ივლისში ამოქმედდა.

რეგლამენტის თანახმად, სათამაშოების ბაზრის მარეგულირებლის ფუნქციას ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ასრულებს. ამასთან, პროდუქციის ხარისხის კონტროლის პროცესში მნიშვნელოვანი როლი აკისრია შემოსავლების სამსახურს, რომელიც საბაჟოზე აკონტროლებს დოკუმენტაციას, ეჭვისა და რისკების არსებობის შემთხვევაში კი ზედამხედველ ორგანოსთან კოორდინაციით დამატებით ღონისძიებებს ატარებს. საჭიროების შემთხვევაში კი საეჭვო სათამაშოების ნიმუშები ლაბორატორიულად მოწმდება.

კანონმდებლობის გამკაცრების შემდეგ მომხმარებლებს კიდევ უფრო დიდი ბერკეტი მიეცათ, მაღაზიებში მოითხოვონ პროდუქტის ავთენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამასთან, ისინი სათამაშოზე დატანილი მონაცემებითაც ამოიცნობენ, ხარისხიან პროდუქტთან აქვთ საქმე თუ გაყალბებულთან.

იცავს თუ არა ბიზნეს სექტორი რეგულაციას?

რა შედეგები მოჰყვა კანონის გამკაცრებას, როგორ აკონტროლებენ ხარისხს ქსელური მაღაზიები და რა უკუკავშირი აქვთ მომხმარებლებისგან, ამის შესახებ „პეპელასა“ და “XS სათამაშოების“ წარმომადგენლებს ვესაუბრეთ.

როგორც „პეპელაში“ განმარტავენ, მიუხედავად კანონის ამოქმედებისა, ბაზარზე მაინც ხვდება დიდი რაოდენობით უხარისხო და მავნე ნივთიერებების შემცველი პროდუქცია, რომელიც კონტროლს არ ექვემდებარება.

„პეპელაში“ წარმოდგენილი პროდუქცია აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. ყველა მათგანს მოჰყვება შესაბამისი სერთიფიკატი, რაც გულისხმობს იმას, რომ თითოეულ პროდუქტს გავლილი აქვს ლაბორატორიული შემოწმება და ტესტრეპორტი. ჩვენ მომხმარებელს მუდმივ რეჟიმში ვაწვდით ინფორმაციას პროდუქციის ხარისხისა და წარმომავლობის შესახებ. მშობელი პრიორიტეტად სათამაშოს უსაფრთხოებასა და პროდუქტის უვნებლობას აყენებს, თუმცა ბაზარი ძირითადად, გაჯერებულია ისეთი სათამაშოებით, რომელსაც ხარისხის კონტროლი გავლილი არ აქვს. აქედან გამომდინარე, თავი უნდა შევიკავოთ პროდუქციის ისეთ ადგილებში შეძენისგან, სადაც ვერც ავთენტურობის დამადასტურებელ სერტიფიკატებს გვთავაზობენ და პროდუქტზე დატანილ ანოტაციაშიც არასრული და არაზუსტი ინფორმაციაა მითითებული. ასეთი ადგილები კი საკმაოდ მრავლადაა“, - განმარტავს „პეპელას“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გუსა დედანაშვილი.

მისივე თქმით, „პეპელას“ ჯერ კიდევ რეგულაციების გამკაცრებამდე ჰქონდა ამოქმედებული მკაცრი კონტროლის მექანიზმი, რომელიც პროდუქციის მხოლოდ ოფიციალური მწარმოებლისგან შეძენას გულისხმობდა.

„მიუხედავად ყალბსა და ორიგინალს შორის არსებული განმასხვავებელი ნიშნებისა, მშობელს რიგ შემთხვევაში, მათი ერთმანეთისგან გარჩევა უჭირს. მაგალითისთვის, ბავშვის ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა ისეთი მწარმოებლების პროდუქცია, როგორიცაა „ჰასბრო“, „კლემენტონი“, „“, „ჰოთ ვილსი“ და „ლეგო“, რომელიც ოფიციალურად შემოდის ჩვენთან. მაღალი მოთხოვნის გამო, ხშირად სწორედ მათი გაყალბებული ვერსიები ხვდება ბაზარზე“, - განმარტა კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

გაყალბებული პროდუქტები უმეტესად ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს რომლებიც შესაძლოა ბავშვებში ბევრი პრობლემის გამომწვევი აღმოჩნდეს.

„მძიმე მეტალებით დაბინძურებული პროდუქტი შეიძლება ლამაზ თაროებზე შემოწყობილიც კი დახვდეთ. რეალურად, თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ ყველა ის ინფორმაცია, რაც სათამაშოს უვნებლობაში დაგარწმუნებთ, ეჭვის შემთხვევაში კი ბაზარზე რეგულირების სააგენტოს მიმართეთ,“ - აღნიშნა გუსა დედანაშვილმა.

როგორ უნდა შეარჩიონ მშობლებმა უსაფრთხო სათამაშო?

“XS სათამაშოებში“ განმარტავენ, რომ არსებობს ორიგინალი და გაყალბებული სათამაშოების განმასხვავებელი ნიშნები, რომლებიც ვიზუალური დაკვირვებით მარტივად მისახვედრია:

  • აუცილებელია, დავაკვირდეთ შეფუთვას, მასზე დატანილ წარწერასა და ლოგოს. გაყალბებულ პროდუქტზე მაგალითად, ლოგო შეიძლება საეჭვოდ გამოიყურებოდეს;

  • პროდუქტის შესახებ ინფორმაცია დატანილი უნდა იყოს ქართულ ენაზეც;
  • ყველა ორიგინალი სათამაშო არის მაღალი ტექნოლოგიით დამუშავებული და ხარისხი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს;

  • საეჭვოა რბილი ან მყარი პლასტმასის უჩვეულო სუნი, რომელიც მის უხარისხობაში დაგარწმუნებთ

ფოტოზე მარცხნივ ორიგინალი, მარჯვნივ - მისი ფალსიფიცირებული ვერსია.

“XS სათამაშოების“ მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენლის ბექა ბერიანიძის ინფორმაციით, ხშირ შემთხვევაში ვაწყდებით პროდუქტზე ნიშნებს, რომელიც სათამაშოს უსაფრთხოების მანიშნებელია, მაგრამ ასეთი ნიშანი შეიძლება გაყალბებულ სათამაშოზეც შეგხვდეთ. ასეთ პროდუქტს არანაირი ლაბორატორიული კვლევა არ აქვს გავლილი და სხვა ყალბი სათამაშოების მსგავსად ფალსიფიცირებულია.

სათამაშოების ქსელურ მაღაზიებში განმარტავენ, რომ დაინტერესებულ მომხმარებელს როგორც „პეპელას“, ისე „XS სათამაშოების“ წარმომადგენლები პირად შეტყობინებაში უგზავნიან პროდუქციის ავთენტურობის დამადასტურებელ დოკუმენტებს. მათი წარდგენა ასევე, მაღაზიებშიც შესაძლებელია. ამასთან, ყველა ახალი პროდუქტი, რაც მათ ქსელში შედის, თაროზე მოხვედრამდე ლაბორატორიულ შემოწმებას გადის.

„მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელთა დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს დეტალური ინფორმაცია, როგორ განასხვაოს ორიგინალი და ყალბი სათამაშო ერთმანეთისგან, ბოლო პერიოდში შეინიშნება ტენდენცია, რომ სულ უფრო მეტი მყიდველი გვთხოვს უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რაც მისასალმებელია. ვფიქრობ, რომ თუ კანონმდებლობის აღსრულებაც უკეთ მოხდება და მომხმარებელი კიდევ უფრო მეტად იქნება ინფორმირებული კონტროლის მექანიზმებზე, უკეთ გავუფრთხილდებით ჩვენი შვილების ჯანმრთელობას“, - აღნიშნეს „XS სათამაშოებში“.