მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის მსახიობი, რომელმაც პუტინის "ფავორიტ“ ქალს ქართველი საქმრო წაართვა - "ჭორია, რომ კაბაევასთან რომანისას, დავითს ბინასა და პოლიციის განყოფილებაში ვაკითხავდი"
ვინ არის მსახიობი, რომელმაც პუტინის "ფავორიტ“ ქალს ქართველი საქმრო წაართვა - "ჭორია, რომ კაბაევასთან რომანისას, დავითს ბინასა და პოლიციის განყოფილებაში ვაკითხავდი"

რუ­სუ­ლი მე­დია ხში­რად წერს მსა­ხი­ობ ანა გორშკო­ვა­ზე და მო­იხ­სე­ნი­ებს ქა­ლად, რო­მელ­მაც პუ­ტი­ნის ფა­ვო­რიტ ალი­ნა კა­ბა­ე­ვას ქარ­თვე­ლი საქმრო, შალ­ვა მუ­სე­ლი­ა­ნი წა­არ­თვა.

გორშკო­ვას ბე­ბია პე­და­გო­გი იყო მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით, ხოლო ბა­ბუა სსრკ-ში კე-გე-ბეს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი იყო, ამი­ტო­მაც მა­მამ ბედი სპეც­სამ­სა­ხუ­რებს და­უ­კავ­ში­რა. მო­მა­ვალ მსა­ხი­ობს დედა დი­ა­სახ­ლი­სი ჰყავ­და. თუმ­ცა გო­გო­ნა 5 წლის იყო, რო­დე­საც მშობ­ლე­ბი და­შორ­დნენ. ქალ­მა მთე­ლი ენერ­გია ჩადო ბავ­შვის აღ­ზრდა­ში: დე­დის ძა­ლის­ხმე­ვით, ანა შე­ვი­და სპე­ცი­ა­ლურ სკო­ლა­ში, სა­დაც უცხო ენებს სწავ­ლობ­და.

თუმ­ცა მისი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კა­რი­ე­რა არ შედ­გა და სა­მო­დე­ლო ბიზ­ნეს­ში აღ­მოჩ­ნდა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გა­და­წყვი­ტა, რომ სო­ცი­ო­ლო­გი­ურ ფა­კულ­ტეტ­ზე ეცა­და ბედი, თუმ­ცა სწავ­ლა მი­ა­ტო­ვა და დიპ­ლო­მის გა­რე­შე დარ­ჩა. სა­მა­გი­ე­როდ გა­აგ­რძე­ლა სა­მო­დე­ლო ბიზ­ნეს­ში მუ­შა­ო­ბა და კოს­მე­ტი­კუ­რი ბრენ­დის სა­ხე­დაც კი იქცა, პა­რა­ლე­ლუ­რად კი კურ­სებს გა­დი­ო­და კომ­პა­ნია Amedia-ს სამ­სა­ხი­ო­ბო სკო­ლა­ში. სწო­რედ ასე მოხ­ვდა ცნო­ბილ სე­რი­ალ­ში "საბ­რა­ლო ნას­ტია,“ სა­დაც ერთ-ერთ მთა­ვარ როლ­ზე და­ამ­ტკი­ცეს.

სე­რი­ალს ძა­ლი­ან დიდი წარ­მა­ტე­ბა და ახა­ლი რო­ლე­ბი მოჰ­ყვა. იღებ­დნენ ფილ­მებ­სა და სე­რი­ა­ლებ­ში... ის ერთხელ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მენ მი­ხე­ილ ბორშჩოვ­ზე, თუმ­ცა ამ ქორ­წი­ნე­ბამ 2 წელს გას­ტა­ნა და წყვი­ლი ისე და­ი­შა­ლა, სა­ერ­თო შვი­ლი არ შეს­ძე­ნი­ათ. ანა 2006 წელს მომ­ხდა­რი ამ­ბის გამო, არა­სო­დეს სა­უბ­რობს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე...

სკან­და­ლი 2006 წელს ატყდა, რო­დე­საც ანამ შალ­ვა მუ­სე­ლი­ან­თან ერ­თად და­ი­წყო სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გი­ლებ­ში გა­მო­ჩე­ნა. რუ­სუ­ლი მე­დია წერ­და, რომ ქარ­თვე­ლი და­ვით მუ­სე­ლი­ა­ნის ტემ­პე­რა­მენ­ტმა გორშკო­ვას სი­ლა­მა­ზეს ვერ გა­უძ­ლო და კა­ბა­ე­ვას და­შორ­და... მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ვი­თი ალი­ნას­თან ისევ დაბ­რუნ­და, მაგ­რამ მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ვე­ღარ შედგა.

გორშკო­ვა მე­დი­ას­თან ამ­ბობ­და, რომ ის და მუ­სე­ლი­ა­ნი უბ­რა­ლოდ, მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ და ყვი­თე­ლი პრე­სის სტა­ტი­ებ­მა, რომ­ლებ­შიც მას ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ კა­ბა­ე­ვას საქმროს "გა­ტა­ცე­ბა­ში", ძა­ლი­ან ცუდი როლი ითა­მა­შა მის ცხოვ­რე­ბა­ში. ანას ბე­ბია და ბა­ბუა ძა­ლი­ან გა­ნა­წყენ­დნენ მომ­ხდა­რით და შვი­ლიშ­ვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და­ე­ძა­ბათ.

"და­ვითს მე რომ შევ­ხვდი, იმ დრო­ის­თვის ის და ალი­ნა უკვე და­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. ჭო­რია, რომ კა­ბა­ე­ვას­თან რო­მა­ნი­სას, და­ვითს ბი­ნა­სა და პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ვა­კი­თხავ­დი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ტყუ­ი­ლია! ჯერ ერთი, არ ვი­ცო­დი სად მუ­შა­ობ­და და­ვი­თი. გარ­და ამი­სა, მას, რო­გორც თა­ვი­სუ­ფალ ადა­მი­ანს, აქვს სა­კუ­თა­რი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა. მას ბევ­რი მე­გო­ბა­რი და ნაც­ნო­ბი ჰყავს, ჩემ­თან არა­ფერ შუ­ა­შია", - ამ­ბობ­და მსა­ხი­ო­ბი...

ალი­ნა კა­ბა­ე­ვა 15 წლით უფ­როს პო­ლი­ცი­ის ქარ­თველ კა­პი­ტანს 1998 წელს შეხ­ვდა, იმ­ჟა­მად და­ვი­თი მოს­კო­ვის ერთ-ერთ ოლ­ქში პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ობ­და და და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო. მათი ურ­თი­ერ­თო­ბა მალე დიდ სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და, მაგ­რამ ცნო­ბი­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე ამ რო­მანს სა­გულ­და­გუ­ლოდ მა­ლავ­და.

და­ვით მუ­სე­ლი­ა­ნი ქარ­თვე­ლია, და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და ქუ­თა­ის­ში მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახ­ში (ხუთი ძმა და და). მას მე­დი­ა­ში უფრო შალ­ვა მუ­სე­ლი­ა­ნის სა­ხე­ლით იც­ნო­ბენ. გა­ნათ­ლე­ბა მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში მი­ი­ღო და სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰოო
4

მხოლოდ 2 რუსი ქალი? ძალიან ცოტაა 

დავით
3

რაც კაია კაია, ორი იყოს ვინაა წინააღმდეგი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ვინ არის მსახიობი, რომელმაც პუტინის "ფავორიტ“ ქალს ქართველი საქმრო წაართვა - "ჭორია, რომ კაბაევასთან რომანისას, დავითს ბინასა და პოლიციის განყოფილებაში ვაკითხავდი"

ვინ არის მსახიობი, რომელმაც პუტინის "ფავორიტ“ ქალს ქართველი საქმრო წაართვა - "ჭორია, რომ კაბაევასთან რომანისას, დავითს ბინასა და პოლიციის განყოფილებაში ვაკითხავდი"

რუსული მედია ხშირად წერს მსახიობ ანა გორშკოვაზე და მოიხსენიებს ქალად, რომელმაც პუტინის ფავორიტ ალინა კაბაევას ქართველი საქმრო, შალვა მუსელიანი წაართვა.

გორშკოვას ბებია პედაგოგი იყო მრავალწლიანი გამოცდილებით, ხოლო ბაბუა სსრკ-ში კე-გე-ბეს მთავარი სამმართველოს უფროსი იყო, ამიტომაც მამამ ბედი სპეცსამსახურებს დაუკავშირა. მომავალ მსახიობს დედა დიასახლისი ჰყავდა. თუმცა გოგონა 5 წლის იყო, როდესაც მშობლები დაშორდნენ. ქალმა მთელი ენერგია ჩადო ბავშვის აღზრდაში: დედის ძალისხმევით, ანა შევიდა სპეციალურ სკოლაში, სადაც უცხო ენებს სწავლობდა.

თუმცა მისი დიპლომატიური კარიერა არ შედგა და სამოდელო ბიზნესში აღმოჩნდა, მოგვიანებით კი გადაწყვიტა, რომ სოციოლოგიურ ფაკულტეტზე ეცადა ბედი, თუმცა სწავლა მიატოვა და დიპლომის გარეშე დარჩა. სამაგიეროდ გააგრძელა სამოდელო ბიზნესში მუშაობა და კოსმეტიკური ბრენდის სახედაც კი იქცა, პარალელურად კი კურსებს გადიოდა კომპანია Amedia-ს სამსახიობო სკოლაში. სწორედ ასე მოხვდა ცნობილ სერიალში "საბრალო ნასტია,“ სადაც ერთ-ერთ მთავარ როლზე დაამტკიცეს.

სერიალს ძალიან დიდი წარმატება და ახალი როლები მოჰყვა. იღებდნენ ფილმებსა და სერიალებში... ის ერთხელ იყო დაქორწინებული ბიზნესმენ მიხეილ ბორშჩოვზე, თუმცა ამ ქორწინებამ 2 წელს გასტანა და წყვილი ისე დაიშალა, საერთო შვილი არ შესძენიათ. ანა 2006 წელს მომხდარი ამბის გამო, არასოდეს საუბრობს პირად ცხოვრებაზე...

სკანდალი 2006 წელს ატყდა, როდესაც ანამ შალვა მუსელიანთან ერთად დაიწყო საზოგადოებრივ ადგილებში გამოჩენა. რუსული მედია წერდა, რომ ქართველი დავით მუსელიანის ტემპერამენტმა გორშკოვას სილამაზეს ვერ გაუძლო და კაბაევას დაშორდა... მოგვიანებით დავითი ალინასთან ისევ დაბრუნდა, მაგრამ მათი ურთიერთობა ვეღარ შედგა.

გორშკოვა მედიასთან ამბობდა, რომ ის და მუსელიანი უბრალოდ, მეგობრები იყვნენ და ყვითელი პრესის სტატიებმა, რომლებშიც მას ადანაშაულებდნენ კაბაევას საქმროს "გატაცებაში", ძალიან ცუდი როლი ითამაშა მის ცხოვრებაში. ანას ბებია და ბაბუა ძალიან განაწყენდნენ მომხდარით და შვილიშვილთან ურთიერთობა დაეძაბათ.

"დავითს მე რომ შევხვდი, იმ დროისთვის ის და ალინა უკვე დაშორებულები იყვნენ. ჭორია, რომ კაბაევასთან რომანისას, დავითს ბინასა და პოლიციის განყოფილებაში ვაკითხავდი, ეს ყველაფერი ტყუილია! ჯერ ერთი, არ ვიცოდი სად მუშაობდა დავითი. გარდა ამისა, მას, როგორც თავისუფალ ადამიანს, აქვს საკუთარი პირადი ცხოვრება. მას ბევრი მეგობარი და ნაცნობი ჰყავს, ჩემთან არაფერ შუაშია", - ამბობდა მსახიობი...

ალინა კაბაევა 15 წლით უფროს პოლიციის ქართველ კაპიტანს 1998 წელს შეხვდა, იმჟამად დავითი მოსკოვის ერთ-ერთ ოლქში პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილედ მუშაობდა და დაოჯახებული იყო. მათი ურთიერთობა მალე დიდ სიყვარულში გადაიზარდა, მაგრამ ცნობილი ტანმოვარჯიშე ამ რომანს საგულდაგულოდ მალავდა.

დავით მუსელიანი ქართველია, დაიბადა და გაიზარდა ქუთაისში მრავალშვილიან ოჯახში (ხუთი ძმა და და). მას მედიაში უფრო შალვა მუსელიანის სახელით იცნობენ. განათლება მშობლიურ ქალაქში მიიღო და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.

იხილეთ ასევე: