პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვამაყობ, რომ ვარ ირანის ნაკრების, ამ ბიჭების მწვრთნელი... მათ ესმოდათ რისთვის თამაშობდნენ, ესმოდათ საკუთარი მისია" - აშშ-ირანის მატჩის პოლიტიკური კონტექსტი და პირველი მერვედფინალისტები
"ვამაყობ, რომ ვარ ირანის ნაკრების, ამ ბიჭების მწვრთნელი... მათ ესმოდათ რისთვის თამაშობდნენ, ესმოდათ საკუთარი მისია" - აშშ-ირანის მატჩის პოლიტიკური კონტექსტი და პირველი მერვედფინალისტები

გუ­შინ, მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე A და B ჯგუ­ფებ­ში ბოლო ტუ­რის მატ­ჩე­ბი გა­ი­მარ­თა და პლეი - ოფში გა­სუ­ლი გუნ­დე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, პირ­ვე­ლი მერ­ვე­დფი­ნა­ლუ­რი წყვი­ლე­ბი გახ­და ცნო­ბი­ლი. A ჯგუ­ფი­დან ნი­დერ­ლან­დე­ბი და სე­ნე­გა­ლი აგ­რძე­ლე­ბენ ას­პა­რე­ზო­ბას. ნი­დერ­ლან­დებ­მა მას­პინ­ძელ კა­ტარს 2:0 სძლია და ჯგუ­ფი­დან პირ­ვე­ლი ად­გი­ლით გა­ვი­და. პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში, მას­პინ­ძელ­მა გუნ­დმა ჯგუ­ფუ­რი ეტა­პი 0 ქუ­ლით და­ას­რუ­ლა. სე­ნე­გალ­მა კი ეკ­ვა­დორს, რო­მელ­საც ჯგუ­ფი­დან გა­სას­ვლე­ლად ფრეც ჰყოფ­ნი­და, ან­გა­რი­შით 2:1 მო­უ­გო, ჯგუფ­ში მე­ო­რე ად­გილ­ზე და პლეი-ოფში ის­ტო­რი­ა­ში მე­ო­რედ გა­ვი­და. პირ­ვე­ლად ეს 2002 წელს მო­ა­ხერ­ხა.

B ჯგუ­ფი­დან კი მერ­ვე­დფი­ნალ­ში ინ­გლი­სი და აშშ იას­პა­რე­ზე­ბენ. ინ­გლის­მა უელ­სი 3:0 და­ა­მარ­ცხა და ჯგუ­ფი­დან პირ­ვე­ლი ად­გი­ლით გა­ვი­და.

აშშ-მა კი ირანს 1:0 სძლია და ჯგუფ­ში მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

მერ­ვე­დფი­ნალ­ში ნი­დერ­ლან­დე­ბი აშშ-ს, ინ­გლი­სი კი სე­ნე­გალს შეხ­ვდე­ბა. მატ­ჩე­ბი 3 და 4 დე­კემ­ბერს ჩა­ტარ­დე­ბა.

აშშ-ირა­ნის მატ­ჩის მი­მართ უდი­დე­სი იყო ინ­ტე­რე­სი, უპირ­ვე­ლე­სად პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტის გამო. ეს იყო უმ­ძი­მე­სი ტურ­ნი­რი ირა­ნის ნაკ­რე­ბის­თვის, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო ირან­ში მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბით. მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი კარ­ლოს კე­ი­რუ­ში ცდი­ლობ­და გაქ­ცე­ო­და პო­ლი­ტი­კა­ზე დას­მულ შე­კი­თხვებს, რათა რო­გორ­მე შე­ემ­ცი­რე­ბი­ნა ფეხ­ბურ­თე­ლებ­ზე ზე­წო­ლა, თუმ­ცა ამ ყვე­ლა­ფერ­მა გავ­ლე­ნა მა­ინც მო­ახ­დი­ნა და ირა­ნი სამ მატჩში ორი წა­გე­ბით ჯგუფ­ში ჩარ­ჩა.

რაც შე­ე­ხე­ბა ირა­ნი-აშშ-ს და­პი­რის­პი­რე­ბას, რო­დე­საც ორი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­თაც, რბი­ლად რომ ვთქვათ, და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა 1979 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი აქვთ, ერ­თმა­ნეთს ხვდე­ბა მუნ­დი­ალ­ზე, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად ტარ­დე­ბა არა­ბულ ქვე­ყა­ნა­ში, ბუ­ნებ­რი­ვია ისე­დაც და­ძა­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და... ამას და­ე­მა­ტა ისიც, რომ ირანს და­სავ­ლე­თი ახალ სან­ქცი­ებს უწე­სებს რუ­სე­თის სამ­ხედ­რო მხარ­და­ჭე­რის გამო, თე­ი­რა­ნი კი სას­ტი­კად უს­წორ­დე­ბა ქა­ლე­ბის აგო­რე­ბულ საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღას. ამ­ბო­ბენ, სპორ­ტი და პო­ლი­ტი­კა უნდა გა­ი­მიჯ­ნო­სო, მაგ­რამ ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო ირა­ნის ნაკ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში...

ან კი რო­გორ უნდა გახ­ვი­დე მო­ე­დან­ზე და წარ­მა­ტე­ბით ითა­მა­შო, რო­დე­საც მატ­ჩამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ირა­ნის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლებს ოჯა­ხის წევ­რე­ბის პა­ტიმ­რო­ბი­თა და წა­მე­ბით და­ე­მუქრნენ, თუ ისი­ნი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, აშშ-თან მატ­ჩის წინ "არა­სა­თა­ნა­დოდ მო­იქ­ცე­ოდ­ნენ", - ეს ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-მ თა­მა­შე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ში ჩარ­თულ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ავ­რცე­ლა. წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას შემ­დეგ, რაც 21 ნო­ემ­ბერს, ირა­ნელ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა უარი თქვეს ეროვ­ნუ­ლი ჰიმ­ნის შეს­რუ­ლე­ბა­ზე ინ­გლი­სის წი­ნა­აღ­მდეგ მატ­ჩის წინ, ისი­ნი ირა­ნის რე­ვო­ლუ­ცი­ის გუ­შაგ­თა კორ­პუ­სის წევ­რებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე და­ი­ბა­რეს და უთხრეს, რომ მათ ოჯა­ხებს "ძა­ლა­დო­ბა და წა­მე­ბა“ ემუქ­რე­ბათ, თუ ეროვ­ნულ ჰიმნს არ შე­ას­რუ­ლე­ბენ, ან თე­ი­რა­ნის რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ რა­ი­მე პო­ლი­ტი­კურ პრო­ტესტს შე­უ­ერ­თდე­ბი­ან.

შე­გახ­სე­ნებთ, ირა­ნის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რებ­მა, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის პირ­ვე­ლი ტუ­რის მატ­ჩი­სას ინ­გლი­სის წი­ნა­აღ­მდეგ, სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ჰიმ­ნი არ შე­ას­რუ­ლეს. ამით მათ სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­უ­ცხა­დეს საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლებს, რომ­ლე­ბიც ირან­ში, სექ­ტემ­ბერ­ში, ე.წ. მო­რა­ლის პო­ლი­ცი­ის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი 22 წლის ქურ­თი ქა­ლის, მაჰ­სა ამი­ნის და­ღუპ­ვის შემ­დეგ და­ი­წყო.

მატ­ჩამ­დე გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, ირა­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის კა­პი­ტან­მა ეხ­სან ხაჯ­სა­ფიმ სა­ჯა­როდ მხა­რი და­უ­ჭი­რა ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო აქ­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს, რო­მელ­თა ჩახ­შო­ბა­საც ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკვე ორი თვეა ცდი­ლობს.

"მათ უნდა იცოდ­ნენ, რომ მათ­თან ვართ, მხარს ვუ­ჭერთ და თა­ნა­ვუგ­რძნობთ მათ. უნდა ვა­ღი­ა­როთ, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი არას­წო­რია და ჩვე­ნი ხალ­ხი უკ­მა­ყო­ფი­ლოა. ჩვენ აქ ვართ, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვი­ყოთ მათი ხმა ან პა­ტი­ვი არ უნდა ვცეთ მათ. ყვე­ლა­ფე­რი, რაც გაგ­ვაჩ­ნია, მათ­გა­ნაა", - გა­ნა­ცხა­და კა­პი­ტან­მა.

ირა­ნელ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა პა­რას­კევს, უელ­სის წი­ნა­აღ­მდეგ თა­მა­შის დროს ჰიმ­ნი შე­ას­რუ­ლეს, შე­ე­ცად­ნენ ემ­ღე­რათ აშშ-თან თა­მა­შის წი­ნაც, თუმ­ცა ეს აშ­კა­რად არ იყო იმე­დით და ენ­თუ­ზი­აზ­მით ნამ­ღე­რი.

"ფეხ­ბურ­თი ყო­ველ­თვის სჯის გუნდს, რო­მელ­საც ვერ იტანს. გუნ­დმა, რო­მელ­მაც, პირ­ველ ტა­იმ­ში გა­ი­ტა­ნა, გა­ი­მარ­ჯვა", - თქვა ირა­ნელ­თა პორ­ტუ­გა­ლი­ელ­მა მწვრთნელ­მა კარ­ლოს კე­ი­რუშ­მა თა­მა­შის შემ­დეგ.

"ჩვენ შევ­ქმე­ნით მო­მენ­ტე­ბი, მაგ­რამ გო­ლის გა­სა­ტა­ნად ვერ გა­მო­ვი­ყე­ნეთ, ამი­ტო­მაც და­ვი­სა­ჯეთ. ფრე იქ­ნე­ბო­და სწო­რი შე­დე­გი, მაგ­რამ ფეხ­ბურთში სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა არ არ­სე­ბობს.. ვა­მა­ყობ, რომ ვარ ირა­ნის ნაკ­რე­ბის, ამ ბი­ჭე­ბის მწვრთნე­ლი..." - გა­ნა­ცხა­და მწვრთნელ­მა.

მან ისა­უბ­რა მუ­ქა­რის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზეც.

"ჩვენც გა­ვი­გეთ მუ­ქა­რის რამ­დე­ნი­მე ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ, რაც მი­ი­ღეს მო­თა­მა­შე­ებ­მა, მაგ­რამ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ საქ­მი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის წყა­ლო­ბით მათ ნელ-ნელა მა­ინც შეძ­ლეს, რომ გა­ე­ღი­მათ... მათ ეს­მო­დათ რის­თვის თა­მა­შობ­დნენ, ეს­მო­დათ სა­კუ­თა­რი მი­სია..."

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
11

შემდეგი მსოფლიოს ჩემპიონატი მექსიკაში, აშშ-ში და კანადაშია. აშშ კიდევ უფრო უკეთესი გუნდი იქნება. ასევე აფრიკის და აზიის გუნდებიც გაძლიერდებიან. შემდეგ კი, შეიძლება სამეულის ფავორიტებიც გახდნენ. ევროპა და სამხრეთ ამერიკა უნდა შეეგუონ ამას!!!

Status quo
2

ბურთს ვერ იტანს რა ქართულია?

ავტორი:

"ვამაყობ, რომ ვარ ირანის ნაკრების, ამ ბიჭების მწვრთნელი... მათ ესმოდათ რისთვის თამაშობდნენ, ესმოდათ საკუთარი მისია" - აშშ-ირანის მატჩის პოლიტიკური კონტექსტი და პირველი მერვედფინალისტები

"ვამაყობ, რომ ვარ ირანის ნაკრების, ამ ბიჭების მწვრთნელი... მათ ესმოდათ რისთვის თამაშობდნენ, ესმოდათ საკუთარი მისია" - აშშ-ირანის მატჩის პოლიტიკური კონტექსტი და პირველი მერვედფინალისტები

გუშინ, მსოფლიოს ჩემპიონატზე A და B ჯგუფებში ბოლო ტურის მატჩები გაიმართა და პლეი - ოფში გასული გუნდები, შესაბამისად, პირველი მერვედფინალური წყვილები გახდა ცნობილი. A ჯგუფიდან ნიდერლანდები და სენეგალი აგრძელებენ ასპარეზობას. ნიდერლანდებმა მასპინძელ კატარს 2:0 სძლია და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა. პირველად ისტორიაში, მასპინძელმა გუნდმა ჯგუფური ეტაპი 0 ქულით დაასრულა. სენეგალმა კი ეკვადორს, რომელსაც ჯგუფიდან გასასვლელად ფრეც ჰყოფნიდა, ანგარიშით 2:1 მოუგო, ჯგუფში მეორე ადგილზე და პლეი-ოფში ისტორიაში მეორედ გავიდა. პირველად ეს 2002 წელს მოახერხა.

B ჯგუფიდან კი მერვედფინალში ინგლისი და აშშ იასპარეზებენ. ინგლისმა უელსი 3:0 დაამარცხა და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა.

აშშ-მა კი ირანს 1:0 სძლია და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

მერვედფინალში ნიდერლანდები აშშ-ს, ინგლისი კი სენეგალს შეხვდება. მატჩები 3 და 4 დეკემბერს ჩატარდება.

აშშ-ირანის მატჩის მიმართ უდიდესი იყო ინტერესი, უპირველესად პოლიტიკური კონტექსტის გამო. ეს იყო უმძიმესი ტურნირი ირანის ნაკრებისთვის, რაც გამოწვეული იყო ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებით. მთავარი მწვრთნელი კარლოს კეირუში ცდილობდა გაქცეოდა პოლიტიკაზე დასმულ შეკითხვებს, რათა როგორმე შეემცირებინა ფეხბურთელებზე ზეწოლა, თუმცა ამ ყველაფერმა გავლენა მაინც მოახდინა და ირანი სამ მატჩში ორი წაგებით ჯგუფში ჩარჩა.

რაც შეეხება ირანი-აშშ-ს დაპირისპირებას, როდესაც ორი ქვეყანა, რომელთაც, რბილად რომ ვთქვათ, დაძაბული ურთიერთობა 1979 წლიდან მოყოლებული აქვთ, ერთმანეთს ხვდება მუნდიალზე, რომელიც პირველად ტარდება არაბულ ქვეყანაში, ბუნებრივია ისედაც დაძაბული იქნებოდა... ამას დაემატა ისიც, რომ ირანს დასავლეთი ახალ სანქციებს უწესებს რუსეთის სამხედრო მხარდაჭერის გამო, თეირანი კი სასტიკად უსწორდება ქალების აგორებულ საპროტესტო ტალღას. ამბობენ, სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოსო, მაგრამ ეს წარმოუდგენელი იყო ირანის ნაკრების შემთხვევაში...

ან კი როგორ უნდა გახვიდე მოედანზე და წარმატებით ითამაშო, როდესაც მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანის მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს ოჯახის წევრების პატიმრობითა და წამებით დაემუქრნენ, თუ ისინი მსოფლიო ჩემპიონატზე, აშშ-თან მატჩის წინ "არასათანადოდ მოიქცეოდნენ", - ეს ინფორმაციას BBC-მ თამაშების უსაფრთხოებაში ჩართულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. წყაროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც 21 ნოემბერს, ირანელმა ფეხბურთელებმა უარი თქვეს ეროვნული ჰიმნის შესრულებაზე ინგლისის წინააღმდეგ მატჩის წინ, ისინი ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრებთან შეხვედრაზე დაიბარეს და უთხრეს, რომ მათ ოჯახებს "ძალადობა და წამება“ ემუქრებათ, თუ ეროვნულ ჰიმნს არ შეასრულებენ, ან თეირანის რეჟიმის წინააღმდეგ რაიმე პოლიტიკურ პროტესტს შეუერთდებიან.

შეგახსენებთ, ირანის ეროვნული ნაკრების წევრებმა, მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩისას ინგლისის წინააღმდეგ, საკუთარი ქვეყნის ჰიმნი არ შეასრულეს. ამით მათ სოლიდარობა გამოუცხადეს საპროტესტო გამოსვლებს, რომლებიც ირანში, სექტემბერში, ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის ქურთი ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო.

მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, ირანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა ეხსან ხაჯსაფიმ საჯაროდ მხარი დაუჭირა ანტისამთავრობო აქციების მონაწილეებს, რომელთა ჩახშობასაც ირანის ხელისუფლება უკვე ორი თვეა ცდილობს.

"მათ უნდა იცოდნენ, რომ მათთან ვართ, მხარს ვუჭერთ და თანავუგრძნობთ მათ. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული პირობები არასწორია და ჩვენი ხალხი უკმაყოფილოა. ჩვენ აქ ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ მათი ხმა ან პატივი არ უნდა ვცეთ მათ. ყველაფერი, რაც გაგვაჩნია, მათგანაა", - განაცხადა კაპიტანმა.

ირანელმა ფეხბურთელებმა პარასკევს, უელსის წინააღმდეგ თამაშის დროს ჰიმნი შეასრულეს, შეეცადნენ ემღერათ აშშ-თან თამაშის წინაც, თუმცა ეს აშკარად არ იყო იმედით და ენთუზიაზმით ნამღერი.

"ფეხბურთი ყოველთვის სჯის გუნდს, რომელსაც ვერ იტანს. გუნდმა, რომელმაც, პირველ ტაიმში გაიტანა, გაიმარჯვა", - თქვა ირანელთა პორტუგალიელმა მწვრთნელმა კარლოს კეირუშმა თამაშის შემდეგ.

"ჩვენ შევქმენით მომენტები, მაგრამ გოლის გასატანად ვერ გამოვიყენეთ, ამიტომაც დავისაჯეთ. ფრე იქნებოდა სწორი შედეგი, მაგრამ ფეხბურთში სამართლიანობა არ არსებობს.. ვამაყობ, რომ ვარ ირანის ნაკრების, ამ ბიჭების მწვრთნელი..." - განაცხადა მწვრთნელმა.

მან ისაუბრა მუქარის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზეც.

"ჩვენც გავიგეთ მუქარის რამდენიმე ისტორიის შესახებ, რაც მიიღეს მოთამაშეებმა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ საქმისადმი დამოკიდებულების წყალობით მათ ნელ-ნელა მაინც შეძლეს, რომ გაეღიმათ... მათ ესმოდათ რისთვის თამაშობდნენ, ესმოდათ საკუთარი მისია..."

იხილეთ ასევე: