ავტორი:

"ჩვენ გვჭირდება მეტი, ვიდრე უბრალოდ გამარჯვება - ჩვენ გვჭირდება სამართლიანობა" - ოლენა ზელენსკა

"ჩვენ გვჭირდება მეტი, ვიდრე უბრალოდ გამარჯვება - ჩვენ გვჭირდება სამართლიანობა" - ოლენა ზელენსკა

გათავისუფლებულ ქალაქებსა და თემებში, რუსული არმიის უკან დახევის შემდეგ, გვხვდება ოკუპანტების მიერ მოწყობილი წამების კამერები. დადასტურებულია მათ მიერ ჩადენილი ათასობით დანაშაული, მათ შორის სექსუალური ძალადობის დანაშაული, - ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე პატარა გოგონა, რომელიც გააუპატიურეს რუსმა ოკუპანტებმა, ოთხი წლისაა, ყველაზე უფროსი მსხვერპლი კი - 85 წლის.

უკრაინის პირველმა ლედიმ ბრიტანეთის პარლამენტსა და მთავრობას მოუწოდა, უხელმძღვანელონ გლობალურ ძალისხმევას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შესაქმნელად. კერძოდ, ხელი შეუწყოს უკრაინის მიერ მომზადებული გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მიღებას სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ.

"ჩვენ გვჭირდება მეტი, ვიდრე უბრალოდ გამარჯვება - ჩვენ გვჭირდება სამართლიანობა. გთხოვთ, გახდეთ სამართლიანობის მსოფლიო ლიდერი არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც! იმიტომ, რომ სამართლიანობა გვჭირდება არა მხოლოდ ჩვენ და ყველა ჩვენს მსხვერპლს, ეს საჭიროა იმისათვის, რომ მსოფლიომ განაგრძოს ცხოვრება ჰუმანიზმის ღირებულებების მიხედვით. სამართლიანობაა საჭირო, რომ მთელი მსოფლიო გადარჩეს“, - აღნიშნა ოლენა ზელენსკამ.