ბოლო თვეებია რაც იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. მიზეზი ის ხშირი ბრიფინგები გახლავთ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გართულებას მოჰყვება ხოლმე.
გავიცნოთ მინისტრის ოჯახი - საჯარო მოხელე ცოლი და სამი ვაჟი, რომელთაგანაც უფროსი უკვე სრულწლოვანია და ამჟამად სამხედრო სამსახურს გადის...
დაიბადა 1982 წლის 12 დეკემბერს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა გერმანიაში გააგრძელა. მისი კარიერა 2011 წლიდან იწყება, ხოლო მინისტრის პოსტი 2021 წლის 1 აპრილს ჩაიბარა.
ჰყავს მეუღლე ნინო შავგულიძე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მრჩეველია და სამი ვაჟი, ლუკა, ილია და გეგა, რომელიც 2020 წელს დაიბადა...
ქონებრივი დეკლარაცია
უნდა აღინიშნოს, რომ მინისტრს ქონებრივ დეკლარაციაში არც უძრავი და არც მოძრავი ქონება არ უფიქსირდება.
2022 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ რატი ბრეგაძეს თიბისი ბანკის სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 2529,59 ლარი. ნინო შავგულიძეს კი 3923,37 ლარი.
ნინო შავგულიძე საქართველოს პარლამენტში თავმჯდომარის მრჩევლად მუშაობს, გასულ კალენდარულ წელს სახელფასო სარგოს სახით 33 444,3 ლარი მიიღო.
უფროსი შვილი ლუკა ბრეგაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეა, სადაც სამი თვის მანძილზე სახელფასო სარგოს სახით 439,63 ლარი მიიღო.
რატი ბრეგაძემ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პოსტზე, 2021 წლის 1 აპრილიდან 31 დეკემბრის ჩათვლის ხელფასის სახით 45 225 ლარი მიიღო.
რატი ბრეგაძე ასევე შპს კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორია... მინისტრის სახელზეა იპოთეკური სესხი 65 000 დოლარის ოდენობით, რომელიც 2015 წელს, 15 წლის ვადით აიღო.
ოჯახი
პირველი შვილი ბრეგაძე-შავგულიძის წყვილს 2002 წელს შეეძინა. მესამე შვილი კი 2020 წელს.
"დაიბადა გეგა ბრეგაძე. ღმერთის წყალობით გავხდი მესამე ვაჟკაცის მამა. მადლობა ნინის, მადლიერი ვარ საყვარელი მეგობრების თანადგომისათვის...“ - წერდა მაშინ მინისტრი...
ოჯახთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში რატი ბრეგაძის კიდევ ერთი სტატუსი იძებნება, როდესაც უფროს ვაჟზე წერს...
"მადლობა სამსახურისთვის... ეს სურათი დაახლოებით ერთი წლის წინ არის გადაღებული, როდესაც ლუკამ სამხედრო ფიცი დადო. დღეს ამ კაცმა სამხედრო სავალდებულო სამსახური პირნათლად დაასრულა. დიდი ბედნიერებაა, როდესაც შვილს ეძლევა შესაძლებლობა ჩვენი გმირი სამხედროებისგან გაითავისოს, რას ნიშნავს ქვეყნისთვის სამსახური. მე ვიგრძენი რაოდენ დიდი და დადებითი გავლენა იქონია ამ ახალგაზრდა ადამიანის განვითარებაზე ჯარში გატარებულმა დრომ და ყველას ვუსურვებდი იგივეს. წარმატებები ყველა სამხედროს. ყველაფერი საუკეთესო ჯარს... "
საჯარო მოხელე მეუღლე
ნინო შავგულიძე პარლამენტში მუშაობს და ამჟამად შალვა პაპუაშვილის მრჩეველია. ის ხშირად ახლავს თავჯდომარეს შეხვედრებზე და კარგი სამსახურისთვის მისგან სიგელიც აქვს მიღებული. ერთი წლის წინ, ქალი სოციალურ ქსელში რატი ბრეგაძეზე გაკეთებულ სიუჟეტს გამოეხმაურა, სადაც ჟურნალისტი ხაზს უსვამდა, რომ მინისტრის ოჯახის ორი წევრი - მეუღლე და დედა, პარლამენტის თანამშრომლები არიან.
ნინო წერს:
- მსურს, გამოვეხმაურო ერთ-ერთ ტელეეთერში გასულ სიუჟეტს, საჯარო სამსახურში ჩემს მუშაობასთან დაკავშირებით. დასრულებული მაქვს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და ვფლობ ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომს წარჩინებით.
ჯერ კიდევ უნივერსიტეტის დასრულებამდე გავიარე პრაქტიკები სხვადასხვა უწყებებში. მათ შორის, გახლდით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის სტაჟიორი, სადაც საარჩევნო მოხელის გამოცდის ჩაბარებისა და სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ, გავხდი ამავე დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების იურისტი.
ორწლიანი მუშაობის შემდეგ, მივიღე მონაწილეობა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, სამდივნოს იურისტის პოზიციაზე, სადაც ასევე ჩავაბარე საკრებულოს მოხელის გამოცდა და გავიარე კონკურსის ყველა შესაბამისი ეტაპი, რის შედეგადაც დავინიშნე აღნიშნულ პოზიციაზე.
ეთერში გასულ სიუჟეტში ფაქტობრივ შეცდომას ჰქონდა ადგილი. კერძოდ, საქართველოს პარლამენტში მუშაობას შევუდექი არა 2020 წელს, არამედ 2017 წლის 1 ოქტომბერს და ვიკავებდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მთავარი სპეციალისტის პოზიციას.
რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, დღეის მდგომარეობით, გახლავართ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში.
ვარ ამაყი, რომ ვმუშაობ საჯარო სამსახურში და ვემსახურები ჩემს ქვეყანას, რისი სრული უფლებაც კანონმდებლობით მაქვს მონიჭებული. პ.ს. რაც შეეხება რატის დედას, ქალბატონ მანანას, საქართველოს პარლამენტში მუშაობს 2004 წლიდან. დასკვნების გამოტანა კი, თქვენთვის მომინდია...
ეს ახალგაზრდა იურისტი იგივე ნაცქოცმოქკავშირული კასტის წიაღიდანაა, საიდანაც ბრძანდებიან მისი წინამორბედები სააკაშვილიანად ! წულუკიანი წმინდა საბჭოთა ელიტის წიაღიდან წარმოშობილი კომკავშირელია , პრაკურორშაა , მამამისი საბჭოთა სისტემის საყრდენი რეპრესიული ინსტრუმენტის ერთერთი საკვანძო პირი გახლდათ ბერძენიშვილების მამასთან ერთად , ამდენად შვილიც სისტემური რეჟიმის ერთერთი მსახურია , ისევე როგორც ნათელაშვილი, ეს ახალგაზრდა გამონაკლისად წესიერი ყმაწვილი კი მისი წინამორბედების , მათ შორის მიშას და წულუკიანის ფრთის ქვეშ დაფრთიანებული კეთილსინდისიერი მოსამსახურეა და უსახური ცრულეგისტური სამართლის სისტემის შეცვლა მას არ ძალუძს, სამართლის სისტემა და სასამართლოს სისტემა სხვადასხვა რამეებია , პირველი პოლიტიკური კატეგორიაა-სახელმწიფოს, როგორც ინსტიტუტის სტატუსს, ფუნქციასა და როლს განსაზღვრავს, მეორე კი სამართლის დადგენის ადგილია მხოლოდ , სამართალი კი რეჟიმის გამმაგრებელი კანონებით დგინდება, კანონის ბუნებას კი სწორედ სამართლის სისტემა განსაზღვრავს , ჩვენთან ასი წელია მოქმედებს მთავარი სტალინური პრინციპი , გაცვეთილი როგორც ყველა კომუნისტური იდეოლოგიური პროდუქტი - "სახელმწიფო ყოველთვის მართალია " - ცრუა ეს ლოზუნგი, ის სამარეში ჩაჰყვა იოსიფ ვისარიონოვიჩს , მისი კრედო გახლდათ , რომ ადამიანი ჭანჭიკია და აღარ არის ჭანჭიკი, აღარც პრობლემაა , სამაგიეროდ ჭანჭიკის ლიკვიდატორი სახელმწიფო მოხელე , აწ გაოლიგარქებული , ადგილზე და შავთეთრად ძარცვავს ამ გაცვეთილ ლოზუნგს ამოფარებული საქმითაც და უსაქმურობითაც !
რატის არ აქვს ჯერ 10 სახლი? ეტყობა ჩაგრავენ პარტიაში