პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ომის მოგება უცნაური ბომბებით: რას სთავაზობს "ბოინგი" უკრაინას - "ამ არაორდინარულ შეიარაღებას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს"
ომის მოგება უცნაური ბომბებით: რას სთავაზობს "ბოინგი" უკრაინას - "ამ არაორდინარულ შეიარაღებას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს"

ბოლო ორი დღეა, და­სავ­ლუ­რი მა­ს­მე­დია გა­დავ­სე­ბუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბით იმის შე­სა­ხებ, თუ რა გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვა საქ­ვეყ­ნოდ ცნო­ბილ­მა "ბო­ინ­გის" კორ­პო­რა­ცი­ამ იმის­თვის, რომ პრე­ზი­დენტ ბა­ი­დენს არ დას­ჭირ­დეს უკ­რა­ი­ნის­თვის 300 კმ-მდე მფრე­ნი ATACMS-ის რა­კე­ტე­ბის გა­და­ცე­მა (და, შე­სა­ბა­მი­სად, კრემ­ლის უკი­დუ­რე­სო­ბამ­დე გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა), მაგ­რამ, ამას­თა­ნა­ვე, უკ­რა­ი­ნის არ­მი­ას გა­მო­უჩ­ნდეს შორი მოქ­მე­დე­ბის ზე­ზუს­ტი საბ­რძო­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა...

უკ­რა­ი­ნის დამ­ცვე­ლებს ჰა­ე­რი­ვით სჭირ­დე­ბათ ორ-სამ ასე­ულ კმ-მდე მფრე­ნი მარ­თვა­დი რა­კე­ტე­ბი, რათა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სიღ­რმე­ებს მის­წვდნენ და ზუს­ტად და­ა­ზი­ა­ნონ რუსი ოკუ­პან­ტე­ბის საშ­ტა­ბო და ლო­ჯის­ტი­კუ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, რაც სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს გა­უ­ჩენს რუ­სე­თის არ­მი­ას უშუ­ა­ლოდ ფრონ­ტის ხა­ზის სხვა­დას­ხვა უბან­ზეც.

მდი­ნა­რე დნეპ­რის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­როს მიმ­დგა­რი უკ­რა­ი­ნის არ­მია 300 კმ-მდე მფრე­ნი ATACMS -ის რა­კე­ტე­ბით (რო­მელ­თა სტარ­ტიც "ჰა­ი­მარ­სის" და­ნად­გა­რე­ბი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბა) ბე­რის­ლა­ვი­დან (ნო­ვა­ია კა­ხოვ­კას­თან) ყი­რი­მის ხი­დამ­დეც მი­ი­წევს და მთლი­ა­ნად და­ფა­რავს ანექ­სი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილს, ხოლო კრა­მა­ტორსკის მი­და­მო­ე­ბი­დან გაშ­ვე­ბი­სას კი - ლუ­განსკი­სა და დო­ნეც­კის ოლ­ქე­ბის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­საც "გა­მო­თო­ფავს"...

მი­უ­ხე­და­ვად არა­ერ­თი თხოვ­ნი­სა (არა მარ­ტო უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, არა­მედ - თა­ვად ამე­რი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნე­ბის მხრი­და­ნაც), პრე­ზი­დენ­ტი ბა­ი­დე­ნი, რო­გორც ჩანს, ბო­ლომ­დე შე­ი­კა­ვებს თავს 300 კმ-მდე მფრე­ნი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბის გა­და­ცე­მის­გან, იმ საფრ­თხის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ უკ­რა­ი­ნის ქა­ლა­ქებ­ზე მო­რი­გი რუ­სუ­ლი და­უნ­დო­ბე­ლი სა­რა­კე­ტო დარ­ტყმე­ბის გამო შუ­რის­სა­ძი­ებ­ლად, უკ­რა­ი­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა სა­ზღვრი­დან 300 კმ-ში მდე­ბა­რე რუ­სუ­ლი ქა­ლა­ქე­ბი - სმო­ლენ­სკი, ბრი­ანსკი, კა­ლუ­გა, ორი­ო­ლი, კურსკი, ლი­პეც­კი, ვო­რო­ნე­ჟი, ბელ­გო­რო­დი ან დო­ნის როს­ტო­ვი არ და­ბომ­ბონ ATACMS-ის ტო­ნა­ნა­ხევ­რი­ა­ნი ზე­ზუს­ტი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბით და კრემ­ლის მხრი­დან პა­სუ­ხის პა­სუ­ხად ტაქ­ტი­კუ­რი ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა არ იქ­ცეს...

და ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში საქ­ვეყ­ნოდ ცნო­ბი­ლი ამე­რი­კუ­ლი ავი­ა­კოს­მო­სუ­რი კონ­ცერ­ნი "ბო­ინ­გი" თეთრ სახ­ლს ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­სა­ვალს სთა­ვა­ზობს, რისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არც მწვადს დაწ­ვავს და არც შამ­ფურს, ანუ უკ­რა­ი­ნე­ლებს, მარ­თა­ლია, გა­უჩ­ნდე­ბათ შორ­სმოქ­მე­დი ზუს­ტი ია­რა­ღი, მაგ­რამ ზე­მო­ჩა­მოთ­ვლილ ბევრ რუ­სულ ქა­ლაქს მა­ინც ვერ მის­წვდე­ბი­ან...

ეს შე­თა­ვა­ზე­ბა წარ­მო­ად­გენს ამე­რი­კუ­ლი "ბო­ინ­გი­სა" და შვე­დუ­რი "სა­ა­ბის" ერ­თობ­ლივ, არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბის სა­ხე­ო­ბას, რომ­ლის ანა­ლო­გე­ბი მსოფ­ლი­ო­ში, მგო­ნი, არც არ­სე­ბობს.

თა­ვად გან­სა­ჯეთ - წარ­მო­იდ­გი­ნეთ სა­ა­ვი­ა­ციო ბომ­ბი, რო­მელ­საც ბომბდამ­შე­ნი თვითმფრი­ნა­ვი კი არ აგ­დებს, არა­მედ..."ჰა­ი­მარ­სის" რა­კე­ტა მი­წი­დან უშ­ვებს და 130 კგ-იანი ეს ბომ­ბი 150 კმ-მდე მიფ­რი­ნავს (პლა­ნი­რებს) და უძ­რავ მი­ზანს ერთი-ორი მეტ­რის სი­ზუს­ტით ხვდე­ბა...

რა­კე­ტი­სა და ბომ­ბის სიმ­ბი­ო­ზის - GLSDB -ის სტარ­ტი „ჰა­ი­მარ­სი­დან"
რა­კე­ტი­სა და ბომ­ბის სიმ­ბი­ო­ზის - GLSDB -ის სტარ­ტი "ჰა­ი­მარ­სი­დან"

საქ­მე ის არის, რომ "ჰა­ი­მარ­სი­დან" 45, 84,150 და 300კმ-ზე მფრე­ნი სხვა­დას­ხვა კა­ლიბ­რის მარ­თვა­დი რა­კე­ტე­ბის გაშ­ვე­ბა შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ თი­თო­ე­უ­ლი ასე­თი რა­კე­ტა ძა­ლი­ან ძვი­რად ფა­სობს, ამე­რი­კელ­მა და შვედ­მა ინ­ჟინ­რებ­მა კი სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­სა­ვალს მი­აგ­ნეს - მათ აი­ღეს "ჰა­ი­მარ­სის" 227 მმ კა­ლიბ­რის რა­კე­ტის სა­მარ­შო სა­რა­კე­ტო ძრა­ვა, მას­ზე და­ა­მაგ­რეს პლა­ნი­რე­ბა­დი სა­ა­ვი­ა­ციო ბომ­ბი GBU-39 და ასეთ სიმ­ბი­ოზს უწო­დეს GLSDB - ხმე­ლე­თი­დან გა­საშ­ვე­ბი მცი­რე დი­ა­მეტ­რის ბომ­ბი.

რა­კე­ტის ძრა­ვი­სა და სა­ა­ვი­ა­ციო ბომ­ბის "ნაჯ­ვა­რის" სტარ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა "ჰა­ი­მარ­სის" და­ნად­გა­რი­დან, გან­სა­ზღვრუ­ლი სი­მაღ­ლის მიღ­წე­ვის შემ­დეგ 130 კგ-იანი ბომ­ბი შორ­დე­ბა სა­რა­კე­ტო ძრა­ვას, ხსნის ორი­გი­ნა­ლუ­რი კონ­სტრუქ­ცი­ის ფრთებს და იწყებს პლა­ნი­რე­ბას უძ­რა­ვი მიზ­ნის­კენ, სა­ით­კე­ნაც გზას GPS-ის დახ­მა­რე­ბით იკ­ვლევს. არ­სე­ბობს ამ ბომ­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტე­ბიც, რომ­ლე­ბიც და­მა­ტე­ბით აღ­ჭურ­ვილ­ნი არი­ან ინფრა­წი­თე­ლი და აქ­ტი­უ­რი რა­დი­ო­ლო­კა­ცი­უ­რი და­მიზ­ნე­ბის სის­ტე­მე­ბი­თაც, რაც, უკვე მოძ­რა­ვი სა­მიზ­ნის დიდი სი­ზუს­ტით და­ზი­ა­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც იძ­ლე­ვა.

ჩვე­უ­ლებ­რივ ვა­რი­ან­ტში კი ეს პლა­ნი­რე­ბა­დი სა­ა­ვი­ა­ციო ბომ­ბი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბი­თაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი, მხო­ლოდ 40 ათას დო­ლა­რამ­დე ღირს, რაც ბევ­რად ია­ფია იმა­ვე 150 კმ-ზე მფრე­ნი "ჰა­ი­მარ­სის" ER GMLRS-ის ტი­პის თა­ნა­მედ­რო­ვე რა­კე­ტა­ზე. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კუკარაჩა
6

მართალი ხარ კაკო

Geo
1

მაინც ვიტოვებ იმედს რომ, ეს ჩიტები, აქ რო რუსის სასარგებლო კომენტებს აკეთებენ, არ არიან ქართველები. ღრუსი პროპაგანდონები არიან. აბა, ქართველი მტრის მხარეს როგორ დაიჭერს? 

ავტორი:

ომის მოგება უცნაური ბომბებით: რას სთავაზობს "ბოინგი" უკრაინას - "ამ არაორდინარულ შეიარაღებას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს"

ომის მოგება უცნაური ბომბებით: რას სთავაზობს "ბოინგი" უკრაინას - "ამ არაორდინარულ შეიარაღებას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს"

ბოლო ორი დღეა, დასავლური მასმედია გადავსებულია ინფორმაციებით იმის შესახებ, თუ რა გამოსავალი იპოვა საქვეყნოდ ცნობილმა "ბოინგის" კორპორაციამ იმისთვის, რომ პრეზიდენტ ბაიდენს არ დასჭირდეს უკრაინისთვის 300 კმ-მდე მფრენი ATACMS-ის რაკეტების გადაცემა (და, შესაბამისად, კრემლის უკიდურესობამდე გაღიზიანება), მაგრამ, ამასთანავე, უკრაინის არმიას გამოუჩნდეს შორი მოქმედების ზეზუსტი საბრძოლო საშუალება...

უკრაინის დამცველებს ჰაერივით სჭირდებათ ორ-სამ ასეულ კმ-მდე მფრენი მართვადი რაკეტები, რათა ოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეებს მისწვდნენ და ზუსტად დააზიანონ რუსი ოკუპანტების საშტაბო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა, რაც სერიოზულ პრობლემებს გაუჩენს რუსეთის არმიას უშუალოდ ფრონტის ხაზის სხვადასხვა უბანზეც.

მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს მიმდგარი უკრაინის არმია 300 კმ-მდე მფრენი ATACMS -ის რაკეტებით (რომელთა სტარტიც "ჰაიმარსის" დანადგარებიდან ხორციელდება) ბერისლავიდან (ნოვაია კახოვკასთან) ყირიმის ხიდამდეც მიიწევს და მთლიანად დაფარავს ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ნებისმიერ წერტილს, ხოლო კრამატორსკის მიდამოებიდან გაშვებისას კი - ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებსაც "გამოთოფავს"...

მიუხედავად არაერთი თხოვნისა (არა მარტო უკრაინის ხელისუფლების, არამედ - თავად ამერიკელი კონგრესმენების მხრიდანაც), პრეზიდენტი ბაიდენი, როგორც ჩანს, ბოლომდე შეიკავებს თავს 300 კმ-მდე მფრენი ბალისტიკური რაკეტების გადაცემისგან, იმ საფრთხის გათვალისწინებით, რომ უკრაინის ქალაქებზე მორიგი რუსული დაუნდობელი სარაკეტო დარტყმების გამო შურისსაძიებლად, უკრაინელმა სამხედროებმა საზღვრიდან 300 კმ-ში მდებარე რუსული ქალაქები - სმოლენსკი, ბრიანსკი, კალუგა, ორიოლი, კურსკი, ლიპეცკი, ვორონეჟი, ბელგოროდი ან დონის როსტოვი არ დაბომბონ ATACMS-ის ტონანახევრიანი ზეზუსტი ბალისტიკური რაკეტებით და კრემლის მხრიდან პასუხის პასუხად ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება არ იქცეს...

და ასეთ სიტუაციაში საქვეყნოდ ცნობილი ამერიკული ავიაკოსმოსური კონცერნი "ბოინგი" თეთრ სახლს ძალზე საინტერესო გამოსავალს სთავაზობს, რისი განხორციელება არც მწვადს დაწვავს და არც შამფურს, ანუ უკრაინელებს, მართალია, გაუჩნდებათ შორსმოქმედი ზუსტი იარაღი, მაგრამ ზემოჩამოთვლილ ბევრ რუსულ ქალაქს მაინც ვერ მისწვდებიან...

ეს შეთავაზება წარმოადგენს ამერიკული "ბოინგისა" და შვედური "სააბის" ერთობლივ, არაორდინარული შეიარაღების სახეობას, რომლის ანალოგები მსოფლიოში, მგონი, არც არსებობს.

თავად განსაჯეთ - წარმოიდგინეთ საავიაციო ბომბი, რომელსაც ბომბდამშენი თვითმფრინავი კი არ აგდებს, არამედ..."ჰაიმარსის" რაკეტა მიწიდან უშვებს და 130 კგ-იანი ეს ბომბი 150 კმ-მდე მიფრინავს (პლანირებს) და უძრავ მიზანს ერთი-ორი მეტრის სიზუსტით ხვდება...

რაკეტისა და ბომბის სიმბიოზის - GLSDB -ის სტარტი „ჰაიმარსიდან"
რაკეტისა და ბომბის სიმბიოზის - GLSDB -ის სტარტი "ჰაიმარსიდან"

საქმე ის არის, რომ "ჰაიმარსიდან" 45, 84,150 და 300კმ-ზე მფრენი სხვადასხვა კალიბრის მართვადი რაკეტების გაშვება შეიძლება, მაგრამ თითოეული ასეთი რაკეტა ძალიან ძვირად ფასობს, ამერიკელმა და შვედმა ინჟინრებმა კი საინტერესო გამოსავალს მიაგნეს - მათ აიღეს "ჰაიმარსის" 227 მმ კალიბრის რაკეტის სამარშო სარაკეტო ძრავა, მასზე დაამაგრეს პლანირებადი საავიაციო ბომბი GBU-39 და ასეთ სიმბიოზს უწოდეს GLSDB - ხმელეთიდან გასაშვები მცირე დიამეტრის ბომბი.

რაკეტის ძრავისა და საავიაციო ბომბის "ნაჯვარის" სტარტი ხორციელდება "ჰაიმარსის" დანადგარიდან, განსაზღვრული სიმაღლის მიღწევის შემდეგ 130 კგ-იანი ბომბი შორდება სარაკეტო ძრავას, ხსნის ორიგინალური კონსტრუქციის ფრთებს და იწყებს პლანირებას უძრავი მიზნისკენ, საითკენაც გზას GPS-ის დახმარებით იკვლევს. არსებობს ამ ბომბის გაუმჯობესებული ვარიანტებიც, რომლებიც დამატებით აღჭურვილნი არიან ინფრაწითელი და აქტიური რადიოლოკაციური დამიზნების სისტემებითაც, რაც, უკვე მოძრავი სამიზნის დიდი სიზუსტით დაზიანების საშუალებასაც იძლევა.

ჩვეულებრივ ვარიანტში კი ეს პლანირებადი საავიაციო ბომბი, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობითაა დამზადებული, მხოლოდ 40 ათას დოლარამდე ღირს, რაც ბევრად იაფია იმავე 150 კმ-ზე მფრენი "ჰაიმარსის" ER GMLRS-ის ტიპის თანამედროვე რაკეტაზე. განაგრძეთ კითხვა