პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დე ბრუინსა და კურტუას შორის ღალატის გამო დაწყებული მტრობა და ბელგიის ნაკრების გასაჭირი: "ჩვენ დავბერდით"
დე ბრუინსა და კურტუას შორის ღალატის გამო დაწყებული მტრობა და ბელგიის ნაკრების გასაჭირი: "ჩვენ დავბერდით"

ბელ­გი­ის ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში ვი­თა­რე­ბა საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლია. ამ­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ ფეხ­ბურ­თე­ლებს ურ­თი­ერ­თო­ბა გა­უ­უ­ა­რეს­დათ, ჯერ კი­დევ მა­რო­კოს­თან მატ­ჩამ­დე გახ­და ცნო­ბი­ლი. კე­ვინ დე ბრუ­ინ­მა გა­ნა­ცხა­და, - არ მჯე­რა, რომ 2022 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატს ბელ­გია მო­ი­გებ­სო.

“არა­ნა­ი­რი შან­სი არ არის, ჩვენ ძა­ლი­ან დავ­ბერ­დით. ვფიქ­რობ, შან­სი 2018 წელს გვქონ­და, კარ­გი გუნ­დი გვყავს, მაგ­რამ დღეს ის ბერ­დე­ბა. ბევ­რი კარ­გი, ახა­ლი ფეხ­ბურ­თე­ლიც მო­დის, მაგ­რამ ისი­ნი იმ დო­ნე­ზე არ არი­ან, რო­გორც გუნ­დის წევ­რე­ბი 2018 წელს იყ­ვნენ. თავს, რო­გორც აუთ­სა­ი­დერს, ისე ვუ­ყუ­რებ", - გა­ნა­ცხა­და მან.

რა თქმა, უნდა, რო­დე­საც გუნ­დის ლი­დე­რი მსგავს გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს, მას არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვე­ბა. თა­ნაც, ამ ამ­ბის შემ­დეგ, მა­რო­კომ ბელ­გია და­ა­მარ­ცხა და შან­სია, რომ ევ­რო­პე­ლე­ბი ჯგუ­ფი­დან ვერ გა­ვიდ­ნენ...

RTL-ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ცნო­ბით, მატ­ჩის შემ­დეგ იან ვერ­ტონ­გენს, ედენ აზარ­სა და კე­ვინ დე ბრუ­ინს შო­რის სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­ფლიქ­ტი მოხ­და. სი­ტუ­ა­ცია იმ­დე­ნად და­ი­ძა­ბა, რომ გაშ­ვე­ლე­ბა გუნ­დე­ლებს, მათ შო­რის, რო­მელ ლუ­კა­კოს მო­უ­წია.

მა­ლე­ვე, RTL-ის ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა კი­დევ ერთი მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­ახ­ლე გა­ავ­რცე­ლეს - დე ბრუ­ინ­სა და კურ­ტუ­ას შო­რის არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი ჯერ კი­დევ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი წლე­ბია მო­ედ­ნის მიღ­მა ერ­თმა­ნეთს არ ელა­პა­რა­კე­ბი­ან.

  • რა მოხ­და დე ბრუ­ინ­სა და კურ­ტუ­ას შო­რის?

ბელ­გი­ის ნაკ­რე­ბის თა­მაშს თუ ნა­ხავ­დით, გან­სა­კუთ­რე­ბით 3-4 წლის წინ, იფიქ­რებ­დით, რომ გუნ­დე­ლე­ბი ისე არი­ან შე­თა­მა­შე­ბუ­ლე­ბი, ერ­თმა­ნეთს ფი­ზი­კუ­რად გრძნო­ბენ, მათ შო­რის იდე­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა და თან­ხმო­ბა სუ­ფევ­სო.

თუმ­ცა კარ­გა ხა­ნია დე ბრუ­ინ­სა და კურ­ტუ­ას შო­რის დიდი კონ­ფლიქ­ტია. ეს ამ­ბა­ვი"სი­ტის“ ნა­ხე­ვარმცველ­მა წიგნ “Keep it Simple-ში“ ახ­სე­ნა. კე­ვი­ნი მოყ­ვა, რომ მისი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა კა­რო­ლი­ნა, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, მად­რიდ­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც რო­მა­ნი გა­ა­ჩა­ღა ტიბო კურ­ტუ­ას­თან, რო­მე­ლიც მა­შინ მად­რი­დის "ატ­ლე­ტი­კო­ში“ თა­მა­შობ­და.

ღა­ლა­ტის შე­სა­ხებ კე­ვინ­მა სა­ერ­თო მე­გობ­რის­გან გა­ი­გო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კა­რო­ლი­ნამ ჟურ­ნა­ლის­ტებს ამის მი­ზე­ზებ­ზე ესა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მა­ნამ­დე დე ბრუ­ინ­მაც უღა­ლა­ტა, თუმ­ცა გო­გო­ნამ აპა­ტია.

ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ვარ­ჯიშ­ზე ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი არა­ერ­თხელ წა­ე­კიდ­ნენ ერ­თმა­ნეთს. მა­შინ­დელ­მა მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა მარკ ვილ­მოსტმა კე­ვი­ნი და­ი­ბა­რა და უთხრა:

"ჩემს გუნდში შენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი ხარ, მეს­მის, რომ შენ და კურ­ტუა ერ­თად ვერ ითა­მა­შებთ. შენ თუ გინ­და, მას ნაკ­რე­ბი­დან გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლებ“.

თუმ­ცა კე­ვინ­მა ამა­ზე უარი უთხრა.

"რა მი­ზე­ზე­ბიც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მე არ მქონ­და უფ­ლე­ბა, რომ კურ­ტუ­ას ბედი გა­და­მე­წყვი­ტა. ის კარ­გი მე­კა­რეა და ნაკ­რებ­ში თა­მა­ში და­იმ­სა­ხუ­რა“, - წერს ბელ­გი­ე­ლი ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში.

მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ დე ბრუ­ინ­მა კურ­ტუ­ას აპა­ტია. ღა­ლა­ტის ის­ტო­რი­ის შემ­დეგ, ორი­ვე ფეხ­ბურ­თელ­მა ცო­ლე­ბი მო­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მტრო­ბა გაგ­რძელ­და. როცა კე­ვინს ჰკი­თხეს, რას ფიქ­რობ­და ტი­ბოს "რე­ალ­ში“ გა­დას­ვლა­ზე, მან მაქ­სი­მა­ლუ­რად ხის­ტად უპა­სუ­ხა:

"მი­ხა­რია, რომ "ჩელ­სი“ და­ტო­ვა, რად­გან ინ­გლის­ში მხო­ლოდ სა­უ­კე­თე­სო­ებ­მა უნდა ითა­მა­შონ“.

ძა­ლი­ან რთუ­ლია მსგავ­სი და­ძა­ბუ­ლო­ბის ფონ­ზე გუნ­დმა გა­მარ­თუ­ლად და ერ­თსუ­ლოვ­ნად ითა­მა­შოს. ახლა კი ორ­მა­გად რთუ­ლად აქვთ საქ­მე. და­პი­რის­პი­რე­ბის გარ­და, ბელ­გია F ჯგუფ­ში სამი ქუ­ლით მე­სა­მე ად­გილ­ზეა. შემ­დეგ მატჩს 1-ლ დე­კემ­ბერს ლი­დერ ხორ­ვა­ტი­ას­თან გა­მარ­თავს და სწო­რედ მა­შინ გა­ირ­კვე­ვა, დარ­ჩე­ბი­ან კა­ტარ­ში თუ გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან მშობ­ლი­ურ ბელ­გი­ა­ში.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
0

ავტორი კი არაა ანრი კურტანიძე, მთარგმნელია. ეს ყველაფერი გუშინწინ რუსულ საიტზე ეწერა. კიდევ კარგი, გამართული ქართულით უთარგმნია, სხვები ამასაც ვერ ახერხებენ.

llcl
56

რავი კევინ, კი, ინგლისში საუკეთესოები თამაშობენ, ჯერ ის რად ღირს, 14-ჯერ აქვს სიტი-ს ლიგა მოგებული რეალ კი ჯერ არ მოუგია))))))))))) იმიტომაც მოხნეს შენი კაროლინა))))))))))))))))))))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

დე ბრუინსა და კურტუას შორის ღალატის გამო დაწყებული მტრობა და ბელგიის ნაკრების გასაჭირი: "ჩვენ დავბერდით"

დე ბრუინსა და კურტუას შორის ღალატის გამო დაწყებული მტრობა და ბელგიის ნაკრების გასაჭირი: "ჩვენ დავბერდით"

ბელგიის ეროვნულ ნაკრებში ვითარება საკმაოდ დაძაბულია. ამბები იმის შესახებ, რომ ფეხბურთელებს ურთიერთობა გაუუარესდათ, ჯერ კიდევ მაროკოსთან მატჩამდე გახდა ცნობილი. კევინ დე ბრუინმა განაცხადა, - არ მჯერა, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ბელგია მოიგებსო.

“არანაირი შანსი არ არის, ჩვენ ძალიან დავბერდით. ვფიქრობ, შანსი 2018 წელს გვქონდა, კარგი გუნდი გვყავს, მაგრამ დღეს ის ბერდება. ბევრი კარგი, ახალი ფეხბურთელიც მოდის, მაგრამ ისინი იმ დონეზე არ არიან, როგორც გუნდის წევრები 2018 წელს იყვნენ. თავს, როგორც აუთსაიდერს, ისე ვუყურებ", - განაცხადა მან.

რა თქმა, უნდა, როდესაც გუნდის ლიდერი მსგავს განცხადებას აკეთებს, მას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვება. თანაც, ამ ამბის შემდეგ, მაროკომ ბელგია დაამარცხა და შანსია, რომ ევროპელები ჯგუფიდან ვერ გავიდნენ...

RTL-ის ჟურნალისტების ცნობით, მატჩის შემდეგ იან ვერტონგენს, ედენ აზარსა და კევინ დე ბრუინს შორის სერიოზული კონფლიქტი მოხდა. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ გაშველება გუნდელებს, მათ შორის, რომელ ლუკაკოს მოუწია.

მალევე, RTL-ის ჟურნალისტებმა კიდევ ერთი მოულოდნელი სიახლე გაავრცელეს - დე ბრუინსა და კურტუას შორის არსებული კონფლიქტი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ფეხბურთელები წლებია მოედნის მიღმა ერთმანეთს არ ელაპარაკებიან.

  • რა მოხდა დე ბრუინსა და კურტუას შორის?

ბელგიის ნაკრების თამაშს თუ ნახავდით, განსაკუთრებით 3-4 წლის წინ, იფიქრებდით, რომ გუნდელები ისე არიან შეთამაშებულები, ერთმანეთს ფიზიკურად გრძნობენ, მათ შორის იდეალური ურთიერთობა და თანხმობა სუფევსო.

თუმცა კარგა ხანია დე ბრუინსა და კურტუას შორის დიდი კონფლიქტია. ეს ამბავი"სიტის“ ნახევარმცველმა წიგნ “Keep it Simple-ში“ ახსენა. კევინი მოყვა, რომ მისი მეგობარი გოგონა კაროლინა, მეგობრებთან ერთად, მადრიდში გაემგზავრა, სადაც რომანი გააჩაღა ტიბო კურტუასთან, რომელიც მაშინ მადრიდის "ატლეტიკოში“ თამაშობდა.

ღალატის შესახებ კევინმა საერთო მეგობრისგან გაიგო. მოგვიანებით, კაროლინამ ჟურნალისტებს ამის მიზეზებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ მანამდე დე ბრუინმაც უღალატა, თუმცა გოგონამ აპატია.

ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე ფეხბურთელები არაერთხელ წაეკიდნენ ერთმანეთს. მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა მარკ ვილმოსტმა კევინი დაიბარა და უთხრა:

"ჩემს გუნდში შენ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხარ, მესმის, რომ შენ და კურტუა ერთად ვერ ითამაშებთ. შენ თუ გინდა, მას ნაკრებიდან გავათავისუფლებ“.

თუმცა კევინმა ამაზე უარი უთხრა.

"რა მიზეზებიც არ უნდა ყოფილიყო, მე არ მქონდა უფლება, რომ კურტუას ბედი გადამეწყვიტა. ის კარგი მეკარეა და ნაკრებში თამაში დაიმსახურა“, - წერს ბელგიელი ავტობიოგრაფიაში.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დე ბრუინმა კურტუას აპატია. ღალატის ისტორიის შემდეგ, ორივე ფეხბურთელმა ცოლები მოიყვანეს, თუმცა მტრობა გაგრძელდა. როცა კევინს ჰკითხეს, რას ფიქრობდა ტიბოს "რეალში“ გადასვლაზე, მან მაქსიმალურად ხისტად უპასუხა:

"მიხარია, რომ "ჩელსი“ დატოვა, რადგან ინგლისში მხოლოდ საუკეთესოებმა უნდა ითამაშონ“.

ძალიან რთულია მსგავსი დაძაბულობის ფონზე გუნდმა გამართულად და ერთსულოვნად ითამაშოს. ახლა კი ორმაგად რთულად აქვთ საქმე. დაპირისპირების გარდა, ბელგია F ჯგუფში სამი ქულით მესამე ადგილზეა. შემდეგ მატჩს 1-ლ დეკემბერს ლიდერ ხორვატიასთან გამართავს და სწორედ მაშინ გაირკვევა, დარჩებიან კატარში თუ გაემგზავრებიან მშობლიურ ბელგიაში.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე