ქართულმა დელეგაციამ ლისაბონში მსუბუქი ყოფაქცევის 80 ქალი დაიქირავა

ქართულმა დელეგაციამ ლისაბონში მსუბუქი ყოფაქცევის 80 ქალი დაიქირავა

ქართულმა დელეგაციამ, რომელიც ლისაბონში ნატო-ს სამიტში მონაწილეობდა, მსუბუქი ყოფაქცევის 80 ქალი დაიქირავა. ინფორმაციას ამის შესახებ პორტუგალიური ვებგვერდი "საბადო" გამოცემა "მორნინგ სტარზე" დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს ხელშეკრულება გაუფორმეს. "მორნინგ სტარის" ინფორმაციით, ქართულ დელეგაციას შეუერთდა რამდენიმე სომეხი დელეგატიც.

სასტუმროში ფრანგი დელეგატებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც ხმაურის გამო პოლიცია გამოიძახეს.

გამოცემის ინფორმაციით, პოლიციამ ერთ-ერთი მსუბუქი ყოფაქცევის ქალი იცნო. შემთხვევა სასტუმროშივე დასრულდა, თუმცა პოლიციის მიერ ინციდენტის სტატუსით ოფიციალურად დარეგისტრირდა.

გამოცემის თანახმად, ქართული დელეგაციის წევრებმა მსუბუქი ყოფაქცევის ქალები სასტუმროში მეუღლეების სტატუსით შეიყვანეს.

იხილეთ ბმული

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"