პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უზარმაზარ ორგანიზაციას პატრონი არ ჰყავს - სერიოზულად რომ შეხედონ ამ საქმეს, წარვდგებოდი გეგმით, რითაც "ნაცმოძრაობა“ იქნებოდა ბევრად ეფექტური" - მეგრელიშვილი
"უზარმაზარ ორგანიზაციას პატრონი არ ჰყავს - სერიოზულად რომ შეხედონ ამ საქმეს, წარვდგებოდი გეგმით, რითაც "ნაცმოძრაობა“ იქნებოდა ბევრად ეფექტური" - მეგრელიშვილი

პო­ლი­ტი­კურ ჯგუფ "გირ­ჩის“ დე­პუ­ტატ­მა, ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, აპი­რებს, თუ არა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის პოსტზე სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რა შეს­თა­ვა­ზოს.

რო­გორც მან "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და, ამის სურ­ვი­ლი აქვს და კონ­კრე­ტუ­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მაც გა­აჩ­ნია, თუ რა არის ამ ეტაპ­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის“ სა­ჭი­რო.

"ვამ­ბობ, მეც მინ­და, მარ­თლა მინ­და. შე­იძ­ლე­ბა ჩემი წი­ნა­და­დე­ბა უც­ნა­უ­რად ჟღერს, მაგ­რამ მე ხომ ვა­სა­ბუ­თებ, რის­თვის მინ­და ამის გა­კე­თე­ბა. ვამ­ბობ სი­ნამ­დვი­ლე­ში რა არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი, გეგ­მაც კი მაქვს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ოპო­ზი­ცი­უ­რი ერ­თო­ბა შედ­გეს ან იყოს ფა­ბუ­ლა, რო­მელ­ზეც დის­კუ­სი­ის და­წყე­ბა შე­იძ­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე გახ­დე­ბა, სა­უ­ბარს და­ი­წყებს, მათ შო­რის ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე.

"გა­სა­გე­ბი უნდა იყოს, ვინ არის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვს. ახლა ხომ გა­უ­გე­ბა­რია. ახლა ხომ სა­ა­კაშ­ვი­ლია რე­ა­ლუ­რად ყვე­ლა­ფე­რი. ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს ხომ თა­მაშს ჰგავს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი მარ­თლა ან ცუ­დად არის ან რე­ა­ლუ­რად, უნდა ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცი­დან გას­ვლა, ამ უზარ­მა­ზარ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, თა­ვი­სი უზარ­მა­ზა­რი მხარ­და­ჭე­რით, უბ­რა­ლოდ, პატ­რო­ნი არ ჰყავს, ანუ უპატ­რო­ნოდ დარ­ჩე­ბა. ხომ ეს პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს რომ შე­ხე­დოთ?!“, - გა­ნა­ცხა­და მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ყვე­ლა ხვდე­ბა, რომ ეს პრო­ცე­სი გარ­კვე­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით ჩიხ­შია. მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი ფიქ­რობს, რომ სხვა წე­სე­ბის მი­ხედ­ვით უნდა და­ი­წყოს თა­მა­ში, რომ კო­ორ­დი­ნა­ცი­ის და წარ­მა­ტე­ბის ელე­მე­ნატ­რუ­ლი შან­სი გაჩ­ნდეს 2024 წლის არ­ჩევ­ნებ­ზე.

"ელე­მენ­ტა­რუ­ლი შან­სი რომ მქონ­დეს ამ დის­კუ­სი­ა­ში ჩარ­თვის, მათ რომ სე­რი­ო­ზუ­ლად შე­ხე­დონ ამ საქ­მეს, მე მარ­თლა წარვდგე­ბო­დი გეგ­მით, რა გეგ­მი­თაც ჩემი აზ­რით, ეს პარ­ტია იქ­ნე­ბო­და ბევ­რად უფრო ეფექ­ტუ­რი, ძლი­ე­რი და ა.შ. რისი სჯე­რათ, ამა­ზეც ხომ უნდა და­ი­წყოს სა­უ­ბა­რი. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პო­ლი­ტი­კა რო­დეს­ღაც ერთი იყო, რი­ტო­რი­კა მე­ო­რე, ახლა სა­ერ­თოდ გა­უ­გე­ბა­რია დღეს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ მყოფ ხალ­ხს სა­ერ­თოდ რისი სჯე­რა“, - გა­ნა­ცხა­და მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიშა
0

სად ჩითავთ ბატონა ვახტანგ ასეთ სერიოზულ მოსაწევს, უეჭველი გალის კანალზე ზიხართ.

თამარი
0

იხუმრა ადამიანმა.

ავტორი:

"უზარმაზარ ორგანიზაციას პატრონი არ ჰყავს - სერიოზულად რომ შეხედონ ამ საქმეს, წარვდგებოდი გეგმით, რითაც "ნაცმოძრაობა“ იქნებოდა ბევრად ეფექტური" - მეგრელიშვილი

"უზარმაზარ ორგანიზაციას პატრონი არ ჰყავს - სერიოზულად რომ შეხედონ ამ საქმეს, წარვდგებოდი გეგმით, რითაც "ნაცმოძრაობა“ იქნებოდა ბევრად ეფექტური" - მეგრელიშვილი

პოლიტიკურ ჯგუფ "გირჩის“ დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განმარტა, აპირებს, თუ არა "ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის თავმჯდომარეობის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა შესთავაზოს.

როგორც მან "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა, ამის სურვილი აქვს და კონკრეტული სამოქმედო გეგმაც გააჩნია, თუ რა არის ამ ეტაპზე "ნაციონალური მოძრაობისთვის“ საჭირო.

"ვამბობ, მეც მინდა, მართლა მინდა. შეიძლება ჩემი წინადადება უცნაურად ჟღერს, მაგრამ მე ხომ ვასაბუთებ, რისთვის მინდა ამის გაკეთება. ვამბობ სინამდვილეში რა არის გასაკეთებელი, გეგმაც კი მაქვს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ოპოზიციური ერთობა შედგეს ან იყოს ფაბულა, რომელზეც დისკუსიის დაწყება შეიძლება“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდება, საუბარს დაიწყებს, მათ შორის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე.

"გასაგები უნდა იყოს, ვინ არის "ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. ახლა ხომ გაუგებარია. ახლა ხომ სააკაშვილია რეალურად ყველაფერი. ფაქტობრივად, ეს ხომ თამაშს ჰგავს, რომ სააკაშვილი მართლა ან ცუდად არის ან რეალურად, უნდა ქართული პოლიტიკური სივრციდან გასვლა, ამ უზარმაზარ ორგანიზაციას, თავისი უზარმაზარი მხარდაჭერით, უბრალოდ, პატრონი არ ჰყავს, ანუ უპატრონოდ დარჩება. ხომ ეს პროცესი მიმდინარეობს რომ შეხედოთ?!“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისი თქმით, ყველა ხვდება, რომ ეს პროცესი გარკვეული თვალსაზრისით ჩიხშია. მეგრელიშვილი ფიქრობს, რომ სხვა წესების მიხედვით უნდა დაიწყოს თამაში, რომ კოორდინაციის და წარმატების ელემენატრული შანსი გაჩნდეს 2024 წლის არჩევნებზე.

"ელემენტარული შანსი რომ მქონდეს ამ დისკუსიაში ჩართვის, მათ რომ სერიოზულად შეხედონ ამ საქმეს, მე მართლა წარვდგებოდი გეგმით, რა გეგმითაც ჩემი აზრით, ეს პარტია იქნებოდა ბევრად უფრო ეფექტური, ძლიერი და ა.შ. რისი სჯერათ, ამაზეც ხომ უნდა დაიწყოს საუბარი. "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა როდესღაც ერთი იყო, რიტორიკა მეორე, ახლა საერთოდ გაუგებარია დღეს "ნაციონალურ მოძრაობაში“ მყოფ ხალხს საერთოდ რისი სჯერა“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.