პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღმერთმა არ ქნას, სადმე გადავეყარო!" - რატომ ემუქრება მექსიკელი მოკრივე ლიონელ მესის
"ღმერთმა არ ქნას, სადმე გადავეყარო!" - რატომ ემუქრება მექსიკელი მოკრივე ლიონელ მესის

თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მოკ­რი­ვე, მექ­სი­კე­ლი, საულ "კა­ნე­ლო“ ალ­ვა­რე­სი ლი­ო­ნელ მე­სის საქ­ცი­ე­ლით აღ­შფო­თე­ბუ­ლია.

მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­ო­რე ტუ­რის შემ­დეგ, რო­დე­საც არ­გენ­ტი­ნი­სა და მექ­სი­კის ნაკ­რე­ბე­ბის შეხ­ვედ­რა დას­რულ­და, არ­გენ­ტი­ნის გა­მო­საც­ვლე­ლი­დან სკან­და­ლუ­რი ვი­დეო გავ­რცელ­და. კად­რებ­ზე ჩანს, რომ მე­სის­თან მექ­სი­კის ნაკ­რე­ბის მა­ი­სუ­რი გდია, რო­მელ­საც ზე­ი­მის დროს, ფორ­ვარ­დმა ფეხი და­არ­ტყა და მო­ის­რო­ლა.

თავ­დამ­სხმე­ლის საქ­ცი­ე­ლით სუ­პერ­სა­შუ­ა­ლო წო­ნის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ჩემ­პი­ო­ნი საულ ალ­ვა­რე­სი აღ­შფოთ­და.

"თქვენ ნა­ხეთ, რო­გორ წმენ­დდა მესი ია­ტაკს ჩვე­ნი მა­ი­სუ­რი­თა და დრო­შით? ღმერ­თმა არ ქნას, სად­მე გა­და­ვე­ყა­რო!

ზუს­ტად ისე, რო­გორც არ­გენ­ტი­ნამ უნდა სცეს პა­ტი­ვი მექ­სი­კას, ასე­ვე, ჩვენც უნდა ვცეთ პა­ტი­ვი არ­გენ­ტი­ნას! ზო­გა­დად არ­გენ­ტი­ნე­ლებ­ზე არ ვამ­ბობ, ამ შემ­თხვე­ვა­ში მე­სი­ზე და მის გუ­ლი­სამ­რევ საქ­ცი­ელ­ზეა ლა­პა­რა­კი“, - და­წე­რა კა­ნე­ლომ "ტვი­ტერ­ზე".

ცნო­ბის­თვის, არ­გენ­ტი­ნი­სა და მექ­სი­კის ნაკ­რე­ბე­ბი 26 ნო­ემ­ბერს და­უ­პი­რის­პირ­დნენ ერ­თმა­ნეთს. მატჩში მე­სის გუნ­დმა მისი გო­ლი­თა და სა­გო­ლე პა­სით ან­გა­რი­შით: 2:0 გა­ი­მარ­ჯვა.

მო­ამ­ზა­და ანრი კურ­ტა­ნი­ძემ

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემიდა
1

ჯერ ადამიანობა,შემდეგ დანარჩენი ყველაფერი..რაც ჩვენმა 21წლის ბიჭმა (კვარაზე ვამბობ)ალბათ დაბადებიდან იცის ,თქვენმა ცხოველის გამომეტყველების მქონე მესიმ დაბერდა და ვერ შეიგნო..

 

 

 

 

 

 

ნიანია ბაკურიანი
3

სულ კვარას არ გვანან?კვარამ ლივერპულის გერბს,რომელიც გასასვლელში,იატაკზე იყო დახატული,კლუბის პატივისცემის ნიშნად,ფეხი არ დააბიჯა და გვერდი აუარა,თქვენ ორივეს კვარას დონის შეგნებამდე მისასვლელად დიდი დრო დაგჭირდებათ,კვარა ამაშიც ჩემპიონია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

"ღმერთმა არ ქნას, სადმე გადავეყარო!" - რატომ ემუქრება მექსიკელი მოკრივე ლიონელ მესის

"ღმერთმა არ ქნას, სადმე გადავეყარო!" - რატომ ემუქრება მექსიკელი მოკრივე ლიონელ მესის

თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე, მექსიკელი, საულ "კანელო“ ალვარესი ლიონელ მესის საქციელით აღშფოთებულია.

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურის შემდეგ, როდესაც არგენტინისა და მექსიკის ნაკრებების შეხვედრა დასრულდა, არგენტინის გამოსაცვლელიდან სკანდალური ვიდეო გავრცელდა. კადრებზე ჩანს, რომ მესისთან მექსიკის ნაკრების მაისური გდია, რომელსაც ზეიმის დროს, ფორვარდმა ფეხი დაარტყა და მოისროლა.

თავდამსხმელის საქციელით სუპერსაშუალო წონის აბსოლუტური ჩემპიონი საულ ალვარესი აღშფოთდა.

"თქვენ ნახეთ, როგორ წმენდდა მესი იატაკს ჩვენი მაისურითა და დროშით? ღმერთმა არ ქნას, სადმე გადავეყარო!

ზუსტად ისე, როგორც არგენტინამ უნდა სცეს პატივი მექსიკას, ასევე, ჩვენც უნდა ვცეთ პატივი არგენტინას! ზოგადად არგენტინელებზე არ ვამბობ, ამ შემთხვევაში მესიზე და მის გულისამრევ საქციელზეა ლაპარაკი“, - დაწერა კანელომ "ტვიტერზე".

ცნობისთვის, არგენტინისა და მექსიკის ნაკრებები 26 ნოემბერს დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მატჩში მესის გუნდმა მისი გოლითა და საგოლე პასით ანგარიშით: 2:0 გაიმარჯვა.

მოამზადა ანრი კურტანიძემ