მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იქცა კოვიდ-რეგულაციების საწინააღმდეგო აქციები ანტისამთავრობო პროტესტად? - ჩინეთში ასეთი მასშტაბური საპროტესტო ტალღა ათწლეულებია არ ყოფილა
როგორ იქცა კოვიდ-რეგულაციების საწინააღმდეგო აქციები ანტისამთავრობო პროტესტად? - ჩინეთში ასეთი მასშტაბური საპროტესტო ტალღა ათწლეულებია არ ყოფილა

ჩი­ნეთ­ში მკაც­რი კო­ვიდ-რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამო საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. საქ­მე ისაა, რომ ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს ისევ და ისევ მძი­მე რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით და­ა­მარ­ცხოს კო­ვი­დის გავ­რცე­ლე­ბა.

ჩი­ნე­თის ლი­დე­რის სი ძინ­პი­ნის ბრძა­ნე­ბით, რამ­დე­ნი­მე ქა­ლა­ქი თით­ქმის აგ­ვის­ტოს ბო­ლო­დან ჩა­კე­ტი­ლია, რა­მაც ეკო­ნო­მი­კუ­რი ვარ­დნაც გა­მო­იწ­ვია. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ერთი და ორი გა­მოვ­ლე­ნი­ლი ფაქ­ტის გა­მოც კი მთელ ქა­ლა­ქებს ლო­ქ­და­უნ­ში აცხოვ­რე­ბენ - ადა­მი­ა­ნებს ბი­ნე­ბი­დან გა­რეთ არ უშ­ვე­ბენ, მოძ­რა­ო­ბა და თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა სას­ტი­კად შე­ზღუ­დუ­ლია.

სი ძინ­პი­ნის ამ პო­ლი­ტი­კას ხალ­ხში მას­შტა­ბუ­რი პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა ქვეყ­ნის რამ­დე­ნი­მე დიდ ქა­ლაქ­ში, მათ შო­რის შან­ხა­ი­ში.

საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა სინ­ძი­ან-უი­ღუ­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რა­ი­ო­ნის დე­და­ქა­ლაქ ურუმ­ჩი­ში აგორ­და, რო­მე­ლიც ლო­ქ­და­უნ­ში აგ­ვის­ტოს და­სა­წყი­სი­დან იმ­ყო­ფე­ბა და სა­დაც ქა­ლა­ქის მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექსში ხან­ძრი­სას, მო­სახ­ლე­ო­ბას ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლა აუკ­რძა­ლეს. მათ მა­ინც მო­ა­ხერ­ხეს კორ­პუ­სე­ბი­დან გა­მოს­ვლა და მი­ტინ­გი სტი­ქი­უ­რად მო­ა­წყეს, მათ ხან­ძრის დროს ადა­მი­ა­ნე­ბის და­ღუპ­ვა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და მისი ან­ტი­კო­ვი­დუ­რი პო­ლი­ტი­კა და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს.

მო­მი­ტინ­გე­ე­ბი აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ რე­გუ­ლა­ცი­ებს, მაგ­რამ პო­ლი­ცი­ა­სა და ხალ­ხს შო­რის ფი­ზი­კურ­მა და­პი­რის­პი­რე­ბამ, აქ­ცი­ე­ბი ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო გა­ხა­და. გაჩ­ნდა მო­წო­დე­ბე­ბი: "სი ძინ­პინ, გა­და­დე­ქი!“, "კომ­პარ­ტია წადი!“

სი ძინ­პი­ნი აცხა­დებს, რომ ასე­თი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი სა­ჭი­როა, რად­გან ბოლო პე­რი­ოდ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და. მისი თქმით, ინ­ფი­ცი­რე­ბის დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უკვე 40 000 ათას­ზე მე­ტია. მო­სახ­ლე­ო­ბა აცხა­დებს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მათ თა­ვი­სუფ­ლე­ბა წა­არ­თვა და სახ­ლებ­ში ჩა­კე­ტა, ამი­ტომ მან და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა უნდა და­ტო­ვოს.

მო­მი­ტინ­გე­ებ­მა და­არ­ბი­ეს პუნ­ქტე­ბი, სა­დაც ინ­ფექ­ცი­ა­ზე ტეს­ტი­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. აქ­ცი­ა­ზე ცა­რი­ე­ლი თეთ­რი ფურ­ცლე­ბით მო­მი­ტინ­გე­ე­ბი სკან­დი­რებ­დნენ:

"არ გვსურს PCR ტეს­ტე­ბი! ჩვენ გვსურს თა­ვი­სუფ­ლე­ბა!“

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ასე­ვე სა­უბ­რო­ბენ პო­ლი­ცი­ის მხრი­დან ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბა­ზეც. მათი თქმით, პო­ლი­ცია მათ და­კა­ვე­ბი­სას ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ით­ქვას, რომ პო­ლი­ცი­ამ ასე­ვე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და BBC-ის ჟურ­ნა­ლისტზეც. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ასე­თი მას­შტა­ბუ­რი ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო აქ­ცი­ე­ბი ჩი­ნეთ­ში რამ­დე­ნი­მე ათწლე­უ­ლია არ ყო­ფი­ლა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, სი ძინ­პი­ნი უნდა გა­დად­გეს, მაგ­რამ ეს თით­ქმის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რად­გან ჩი­ნე­თის ელი­ტუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი პრე­ზი­დენ­ტის მხა­რეს არი­ან. ვიდ­რე ასე გაგ­რძელ­დე­ბა, სი და­კა­ვე­ბულ თა­ნამ­დე­ბო­ბას არ და­ტო­ვებს. მით უფრო, რომ მან ახ­ლა­ხან მე­სა­მედ მი­ი­ღო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის მან­და­ტი.

მო­ამ­ზა­და ლუკა ცხვე­დი­ან­მა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათი
3

მომაბეზრებელია ეს ვითომ რეგულაციები,უფრო ზრდის გავრცელებისშანსს, ჩვენთანაც ასე იყო,გამყრელიძეს პასუხი უნდა მოეთხოვოს

სკი
0

კი მაშტაბურია ძალიან დაახლოებით 700-კაცამდე არის გამოსული,ეს ნაცები საერთოდ არა ადეკვატურები არიან..მიცუილომ ასწავლა და პროფესიონალებად აქცია პირის განსაკუთრებულად გამოყენებაში და ომიდან გაქცევაში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

როგორ იქცა კოვიდ-რეგულაციების საწინააღმდეგო აქციები ანტისამთავრობო პროტესტად? - ჩინეთში ასეთი მასშტაბური საპროტესტო ტალღა ათწლეულებია არ ყოფილა

როგორ იქცა კოვიდ-რეგულაციების საწინააღმდეგო აქციები ანტისამთავრობო პროტესტად? - ჩინეთში ასეთი მასშტაბური საპროტესტო ტალღა ათწლეულებია არ ყოფილა

ჩინეთში მკაცრი კოვიდ-რეგულაციების გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საქმე ისაა, რომ ჩინეთის ხელისუფლება ცდილობს ისევ და ისევ მძიმე რეგულაციებით დაამარცხოს კოვიდის გავრცელება.

ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის ბრძანებით, რამდენიმე ქალაქი თითქმის აგვისტოს ბოლოდან ჩაკეტილია, რამაც ეკონომიკური ვარდნაც გამოიწვია. შეიძლება ითქვას, რომ ერთი და ორი გამოვლენილი ფაქტის გამოც კი მთელ ქალაქებს ლოქდაუნში აცხოვრებენ - ადამიანებს ბინებიდან გარეთ არ უშვებენ, მოძრაობა და თავისუფლად გადაადგილება სასტიკად შეზღუდულია.

სი ძინპინის ამ პოლიტიკას ხალხში მასშტაბური პროტესტი მოჰყვა ქვეყნის რამდენიმე დიდ ქალაქში, მათ შორის შანხაიში.

საპროტესტო ტალღა სინძიან-უიღურის ავტონომიური რაიონის დედაქალაქ ურუმჩიში აგორდა, რომელიც ლოქდაუნში აგვისტოს დასაწყისიდან იმყოფება და სადაც ქალაქის მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში ხანძრისას, მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლა აუკრძალეს. მათ მაინც მოახერხეს კორპუსებიდან გამოსვლა და მიტინგი სტიქიურად მოაწყეს, მათ ხანძრის დროს ადამიანების დაღუპვაში ხელისუფლება და მისი ანტიკოვიდური პოლიტიკა დაადანაშაულეს.

მომიტინგეები აპროტესტებდნენ რეგულაციებს, მაგრამ პოლიციასა და ხალხს შორის ფიზიკურმა დაპირისპირებამ, აქციები ანტისამთავრობო გახადა. გაჩნდა მოწოდებები: "სი ძინპინ, გადადექი!“, "კომპარტია წადი!“

სი ძინპინი აცხადებს, რომ ასეთი რეგულაციები საჭიროა, რადგან ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. მისი თქმით, ინფიცირების დღიური მაჩვენებელი უკვე 40 000 ათასზე მეტია. მოსახლეობა აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მათ თავისუფლება წაართვა და სახლებში ჩაკეტა, ამიტომ მან დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს.

მომიტინგეებმა დაარბიეს პუნქტები, სადაც ინფექციაზე ტესტირება მიმდინარეობდა. აქციაზე ცარიელი თეთრი ფურცლებით მომიტინგეები სკანდირებდნენ:

"არ გვსურს PCR ტესტები! ჩვენ გვსურს თავისუფლება!“

აქციის მონაწილეები ასევე საუბრობენ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზეც. მათი თქმით, პოლიცია მათ დაკავებისას ფიზიკურად უსწორდება. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ პოლიციამ ასევე ფიზიკურად იძალადა BBC-ის ჟურნალისტზეც. აღსანიშნავია, რომ ასეთი მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები ჩინეთში რამდენიმე ათწლეულია არ ყოფილა. აქციის მონაწილეები ამბობენ, სი ძინპინი უნდა გადადგეს, მაგრამ ეს თითქმის წარმოუდგენელია, რადგან ჩინეთის ელიტური საზოგადოება და ქვეყნის თავდაცვის ძალები პრეზიდენტის მხარეს არიან. ვიდრე ასე გაგრძელდება, სი დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს. მით უფრო, რომ მან ახლახან მესამედ მიიღო თანამდებობაზე ყოფნის მანდატი.

მოამზადა ლუკა ცხვედიანმა