ავტორი:

როგორ ვიმუშაოთ პროდუქტიულად და ორგანიზებულად საქმიანი დღიურის დახმარებით - 5 წესი

როგორ ვიმუშაოთ პროდუქტიულად და ორგანიზებულად საქმიანი დღიურის დახმარებით - 5 წესი

ადამიანები, რომლებიც საქმიან დღიურს აწარმოებენ, კარგად აცნობიერებენ მის დიდ სარგებელს, მაგრამ იშვიათად უზიარებენ ამ სასარგებლო ჩვევას სხვებს. დღიური ღირებული ინსტრუმენტია მიზნების დასასახად, ყოველდღიური საქმეების ორგანიზებულად და თანმიმდევრულად დასაგეგმად და იმ ყველაფრის შეხსენებისთვის, რაც შესაძლოა დაგავიწყდეთ, ან რაც შთაგაგონებთ. საქმიანი დღიური ასევე კარგი გზაა თვალყური ადევნოთ თქვენს პროფესიულ განვითარებას: აღნიშნოთ წარმატებები და თვალი ადევნოთ იმ ამოცანებს, რომელთა შესრულებაც ჯერ არ დაგისრულებიათ.

სამსახურის საქმიანობების გარდა, დღიურში შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენი დაკვირვებები, გამოხატოთ მისწრაფებები, ჩაიწეროთ თქვენი რეაქციები მოვლენებზე და, საბოლოოდ, აწარმოოთ პიროვნული ზრდის ქრონიკა. პირადი პროდუქტიულობისთვის დღიურის დაწერის სარგებელი უდავოა. რეალურად, ეს არის სტრატეგიულად დაგეგმვისა და აზროვნების მუდმივი ტრენინგი, აზრების გამოხატვისა და ინტროსპექციის უნარში.

სტატიაში გასწავლით რამდენიმე გზას თქვენი ეფექტურობის გასაუმჯობესებლად, რისთვისაც საქმიანი დღიური დაგეხმარებათ.

#1. მიზნების თვალყურის დევნება

მიზნების მიღწევა ბევრად უფრო ადვილი იქნება, თუ მათ ჩამოწერთ. დომინიკის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ სტუდენტები, რომლებიც აფიქსირებენ თავიანთ მიზნებს, უფრო სწრაფად აღწევენ მათ, ვიდრე ისინი, ვინც ამას არ აკეთებენ. თავად ჩაწერის პროცესი გაიძულებს იფიქრო იმაზე, თუ რა მიზნები უნდა დაისახო. გარდა ამისა, ქაღალდზე დაწერილი სამუშაოების სია შეიძლება ჩაითვალოს, როგორც საკუთარი თავის მიმართ ოფიციალური ვალდებულება. და ბოლოს, საქმიანი დღიურის ჩანაწერები შეგახსენებენ საკუთარ თავს ყოველ ჯერზე, როცა რაიმე ახლის დაწერას დააპირებთ.

#2. სამუშაოების სიების წარმოება

საქმიან დღიურში ასევე მოსახერხებელია გადაუდებელი დავალებების და ამოცანების ჩაწერა. შეარჩიეთ ისეთი საქმიანი დღიური, რომელსაც გვერდები დათარიღებული აქვს. ამგვარად, მარტივად იპოვით რომელიმე კონკრეტული დღის ჩანაწერს. შესაძლოა გსურს ბლოგინგის დაწყება და გაინტერესებს, რა გჭირდება დასაწყებად. საქმიან დღიურში ჩაწერა დაგეხმარებათ თვითორგანიზებაში, რათა ყველაფერი კარგად დაგეგმოთ.

#3. თვითანალიზი

დღიურში შეგიძლიათ ჩაწეროთ აზრები საკუთარი პროდუქტიულობის შესახებ. დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი კითხვები:

  1. რა ამოცანები დავასრულე უკვე?
  2. რამდენი ხანი დასჭირდა?
  3. კიდევ რა რჩება გასაკეთებელი?
  4. რა მანელებს?
  5. რა აჩქარებს მუშაობას?
  6. დღის რომელ მონაკვეთში ვარ ყველაზე პროდუქტიული?
  7. საკმარისად მძინავს?
  8. კარგად ვიკვებები?
  9. სტრესის გავლენის ქვეშ ვარ? რა არის ამ სტრესის მიზეზი?
  10. როგორ შემიძლია მოვაწყო სამუშაო ადგილი, რათა უფრო სწრაფად ვიმუშაო და თავი უკეთ ვიგრძნო?

#4. "ორთქლის გამოშვება"

ყველას გვაქვს ცუდი დღეები, როდესაც უსიამოვნო ფიქრები ართულებს სამუშაოზე ფოკუსირებას და პროდუქტიულობას. ზოგჯერ ნეგატიურ ემოციებთან გამკლავების ერთადერთი გზა მათი ჩაწერაა. თუ იმედგაცრუებული ან გაღიზიანებული ხართ საკუთარი საქმის გამო, შეისვენეთ და „ამოაფრქვიეთ“ ნეგატიური ფიქრები დღიურში - ამას შეიძლება სამკურნალო ეფექტი ჰქონდეს. თქვენი გრძნობების აღწერით აღმოაჩენთ, რომ ბევრად უფრო ადვილია მათი წარსულში დატოვება და მშვიდად გააგრძელებთ მუშაობას. შეარჩიეთ ისეთი საქმიანი დღიური, რომელსაც აქვს რელაქსაციისთვის განკუთვნილი გვერდებიც, მაგალითად - გასაფერადებლები.

#5. შთაგონების წყარო

ყველას სჭირდება შთაგონება. გამოყავით განსაკუთრებული ადგილი თქვენს დღიურში ფრაზებისა და ტექსტებისთვის, რომლებითაც მოტივირებული ხართ ან შეარჩიეთ ისეთი საქმიანი დღიური, რომელიც უკვე შეიცავს ამგვარ სამოტივაციო ჩანართებს. საქმიან დღიურს აქვს პოტენციალი შეგიქმნათ მთელი დღის განწყობა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გირჩევთ ყურადღებით შეარჩიოთ საქმიანი დღიური. გადახედეთ გვერდებს, ჩანართებს. იმისთვის, რომ მთელი წელი ერთგულად მოგემსახუროთ, უპირატესობა მიანიჭეთ მაგარყდიან დღიურს და აიღეთ ის ფერი, რომელიც კარგ განწყობას გიქმნით.

ნაყოფიერ და წარმატებულ წელს გისურვებთ!

R