საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხორვატიამ კანადა 4:1 დაამარცხა
ხორვატიამ კანადა 4:1 დაამარცხა

მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­ო­რე ტურ­ში, F ჯგუფ­ში ხორ­ვა­ტი­ამ კა­ნა­და 4:1 და­ა­მარ­ცხა.

კა­ნა­დელ­თა მწვრთნელ­მა ჰერდმან­მა მატ­ჩის წინ თა­ვის ფეხ­ბურ­თე­ლებს უთხრა, რომ მე­ტო­ქეს გა­ა­უ­პა­ტი­უ­რებ­დნენ, რა­მაც ხორ­ვა­ტი­ა­ში დიდი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. გა­ზეთ­მა 24sata-მ ჰერდმა­ნის შიშ­ვე­ლი სუ­რა­თი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და მი­ა­ნიშ­ნა, რომ მე­ტო­ქე გუნ­დის თავ­კაცს ეს საფრ­თხე თა­ვად ემუქ­რე­ბო­და.

კა­ნა­და დე­ბი­უ­ტში დე­ვის­მა თა­ვუ­რით და­ა­წი­ნა­უ­რა (ეს მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ზე ჩრდი­ლო­ე­თა­მე­რი­კელ­თა პირ­ვე­ლი გო­ლია), რის შემ­დე­გაც ხორ­ვა­ტებ­მა შე­უ­ტი­ეს, ჯერ კრა­მა­რი­ჩის გოლი თა­მა­შ­გა­რეს გამო არ ჩა­ით­ვა­ლა, თუმ­ცა მან მალე მა­ინც გა­ა­თა­ნაბ­რა ან­გა­რი­ში. ზედ შეს­ვე­ნე­ბა­ზე გას­ვლის წინ კი ლი­ვა­ი­ამ სლა­ვე­ბი წინ გა­იყ­ვა­ნა.

შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ კა­ნა­და თა­მა­შის შე­მოტ­რი­ა­ლე­ბას ამა­ოდ ეცა­და, იქით მი­ი­ღო კრა­მა­რი­ჩის­გან და მა­ი­ე­რის­გან გო­ლე­ბი და მარ­ცხი იწ­ვნია.

ამ ჯგუფს 4-4 ქუ­ლით ხორ­ვა­ტია და მა­რო­კო ლი­დე­რო­ბენ, 3 ქუ­ლით მე­სა­მე ად­გილ­ზე ბელ­გი­აა, კა­ნა­და კი უქუ­ლო­დაა და მერ­ვე­დფი­ნალ­ში გას­ვლის შან­სი და­კარ­გა.

ჯგუფ­ში ბოლო ტური 1-ელ დე­კემ­ბერს ჩა­ტარ­დე­ბა: ხორ­ვა­ტია ბელ­გი­ას, ხოლო კა­ნა­და მა­რო­კოს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

ალ რა­ი­ა­ნი. "ხა­ლი­ფა ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი". 44 374 მა­ყუ­რე­ბე­ლი­ხორ­ვა­ტია - კა­ნა­და 4:1გო­ლე­ბი: 0:1 დე­ვი­სი (2), 1:1 კრა­მა­რი­ჩი (36), 2:1 ლი­ვა­ია (2:1), 3:1 კრა­მა­რი­ჩი (70), 4:1 მა­ი­ე­რი (90+1)

sportall.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

ხორვატიამ კანადა 4:1 დაამარცხა

ხორვატიამ კანადა 4:1 დაამარცხა

მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში ხორვატიამ კანადა 4:1 დაამარცხა.

კანადელთა მწვრთნელმა ჰერდმანმა მატჩის წინ თავის ფეხბურთელებს უთხრა, რომ მეტოქეს გააუპატიურებდნენ, რამაც ხორვატიაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. გაზეთმა 24sata-მ ჰერდმანის შიშველი სურათი გამოაქვეყნა და მიანიშნა, რომ მეტოქე გუნდის თავკაცს ეს საფრთხე თავად ემუქრებოდა.

კანადა დებიუტში დევისმა თავურით დააწინაურა (ეს მსოფლიოს ჩემპიონატებზე ჩრდილოეთამერიკელთა პირველი გოლია), რის შემდეგაც ხორვატებმა შეუტიეს, ჯერ კრამარიჩის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, თუმცა მან მალე მაინც გაათანაბრა ანგარიში. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი ლივაიამ სლავები წინ გაიყვანა.

შესვენების შემდეგ კანადა თამაშის შემოტრიალებას ამაოდ ეცადა, იქით მიიღო კრამარიჩისგან და მაიერისგან გოლები და მარცხი იწვნია.

ამ ჯგუფს 4-4 ქულით ხორვატია და მაროკო ლიდერობენ, 3 ქულით მესამე ადგილზე ბელგიაა, კანადა კი უქულოდაა და მერვედფინალში გასვლის შანსი დაკარგა.

ჯგუფში ბოლო ტური 1-ელ დეკემბერს ჩატარდება: ხორვატია ბელგიას, ხოლო კანადა მაროკოს დაუპირისპირდება.

ალ რაიანი. "ხალიფა ინტერნაციონალი". 44 374 მაყურებელიხორვატია - კანადა 4:1გოლები: 0:1 დევისი (2), 1:1 კრამარიჩი (36), 2:1 ლივაია (2:1), 3:1 კრამარიჩი (70), 4:1 მაიერი (90+1)

sportall.ge