საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მატჩის გმირი ისევ ლეო მესია - არგენტინელთა მძიმე ბრძოლა და გამარჯვება მარცხის შემდეგ
მატჩის გმირი ისევ ლეო მესია - არგენტინელთა მძიმე ბრძოლა და გამარჯვება მარცხის შემდეგ

26 ნო­ემ­ბერს, მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­ო­რე ტურ­ში, C ჯგუფ­ში არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რებ­მა მექ­სი­კას 2:0 ურ­თუ­ლეს მატჩში სძლია და სა­უ­დის არა­ბეთ­თან სენ­სა­ცი­უ­რი მარ­ცხის შემ­დეგ, გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა თვალ­ში ნა­წი­ლობ­რი­ვი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მო­ახ­დი­ნა. მექ­სი­კა არას­დროს არა­ვის­თვის არის მარ­ტი­ვი მე­ტო­ქე, თუმ­ცა რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, დღე­ვან­დე­ლი გუნ­დი მის წი­ნა­მორ­ბე­დებ­თან შე­და­რე­ბით აშ­კა­რად სუს­ტია.

მექ­სი­კე­ლებს არა­თუ ვერ გა­აქვთ გოლი, თით­ქმის ვერ ქმნი­ან შან­სებს, ამის გა­რე­შე კი გო­ლე­ბი და გა­მარ­ჯვე­ბა არ მო­დის. ჯგუ­ფის დას­კვნით მატჩში მექ­სი­კას სა­უ­დის არა­ბეთ­თან მო­უ­წევს ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კვე­ვა და გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შან­სი გა­უჩ­ნდე­ბა პლეი-ოფში გა­სას­ვლე­ლად, თუმ­ცა აქ სხვა­დას­ხვა სცე­ნა­რე­ბია და მექ­სი­კას უბ­რა­ლოდ გა­მარ­ჯვე­ბა შე­იძ­ლე­ბა არც ეყოს...

რაც შე­ე­ხე­ბა არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რებს, ლი­ო­ნელ სკა­ლო­ნის გუნ­დმა მხო­ლოდ მე­ო­რე ტა­იმ­ში გა­მო­ას­წო­რა თა­მა­ში. ვერ ვი­ტყვით, რომ "ალ­ბი­სე­ლეს­ტემ" და­უ­ვი­წყა­რი სპექ­ტაკ­ლი დად­გა, მაგ­რამ ლი­ო­ნელ მე­სის ოს­ტა­ტო­ბით გუნ­დმა გა­მარ­ჯვე­ბის მო­პო­ვე­ბა შეძ­ლო. მე­ო­რე ტა­ი­მი ლეოს მო­პო­ვე­ბუ­ლი და მის მი­ერ­ვე არა­ზუს­ტად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­ჯა­რი­მო­თი და­ი­წყო. შემ­დეგ არ­გენ­ტი­ნე­ლებ­მა მო­ა­ხერ­ხეს ბურ­თის და­ჭე­რა და მე­სიმ ოჩო­ას კარი და­ლაშ­ქრა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აგებ­და, მექ­სი­კა ზურ­გის მო­შიშ­ვლე­ბის ში­შით დიდი ძა­ლე­ბით წინ წას­ვლას ერი­დე­ბო­და. 87-ე წუთ­ზე მე­სიმ სა­გო­ლე პასი მის­ცა ენცო ფერ­ნან­დესს, რო­მელ­მაც ულა­მა­ზე გოლი შე­აგ­დო.

ამ ჯგუფ­ში 4 ქუ­ლით ლი­დე­რი პო­ლო­ნე­თია, 3-3 ქულა არ­გენ­ტი­ნას და სა­უ­დის არა­ბეთს აქვთ, ხოლო მექ­სი­კა 1 ქუ­ლით აუტ­სა­ი­დე­რია.

ჯგუფ­ში ბოლო ტური 30 ნო­ემ­ბერს ჩა­ტარ­დე­ბა: არ­გენ­ტი­ნა პო­ლო­ნეთს, მექ­სი­კა კი სა­უ­დის არა­ბეთს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

გუ­შინ მე­ო­რე ტუ­რის კი­დევ 3 მატ­ჩი გა­ი­მარ­თა.

C ჯგუფ­ში­ვე, პირ­ველ ტურ­ში არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რებ­თან ხმა­უ­რი­ა­ნი გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, სა­უ­დის არა­ბე­თის ნაკ­რე­ბი პო­ლო­ნეთს შეხ­ვდა და 0:2 და­მარ­ცხდა.

D ჯგუფ­ში ერ­თმა­ნეთს საფ­რან­გე­თი და და­ნია და­უ­პი­რის­პირ­დნენ. მოქ­მედ­მა მსოფ­ლიო ჩე­მო­პი­ო­ნებ­მა კი­ლი­ან მბა­პეს დუბ­ლით და­ნი­ას ან­გა­რი­შით 2:1 სძლი­ეს და ჯგუფ­ში ლი­დე­რის პო­ზი­ცია და­ი­კა­ვეს.

ამა­ვე ჯგუფ­ში ავ­სტრა­ლი­ის ნაკ­რე­ბი ტუ­ნისს შეხ­ვდა და 1:0 მო­უ­გო. პირ­ველ წრე­ში ავ­სტრა­ლი­ე­ლე­ბი დიდი ან­გა­რი­შით და­მარ­ცხდნენ საფ­რან­გეთ­თან, ტუ­ნის­მა კი და­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მატჩში ქუ­ლის მო­პო­ვე­ბა მო­ა­ხერ­ხა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

მატჩის გმირი ისევ ლეო მესია - არგენტინელთა მძიმე ბრძოლა და გამარჯვება მარცხის შემდეგ

მატჩის გმირი ისევ ლეო მესია - არგენტინელთა მძიმე ბრძოლა და გამარჯვება მარცხის შემდეგ

26 ნოემბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში, C ჯგუფში არგენტინის ნაკრებმა მექსიკას 2:0 ურთულეს მატჩში სძლია და საუდის არაბეთთან სენსაციური მარცხის შემდეგ, გულშემატკივართა თვალში ნაწილობრივი რეაბილიტაცია მოახდინა. მექსიკა არასდროს არავისთვის არის მარტივი მეტოქე, თუმცა როგორც სპეციალისტები ამბობენ, დღევანდელი გუნდი მის წინამორბედებთან შედარებით აშკარად სუსტია.

მექსიკელებს არათუ ვერ გააქვთ გოლი, თითქმის ვერ ქმნიან შანსებს, ამის გარეშე კი გოლები და გამარჯვება არ მოდის. ჯგუფის დასკვნით მატჩში მექსიკას საუდის არაბეთთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა და გამარჯვების შემთხვევაში, შანსი გაუჩნდება პლეი-ოფში გასასვლელად, თუმცა აქ სხვადასხვა სცენარებია და მექსიკას უბრალოდ გამარჯვება შეიძლება არც ეყოს...

რაც შეეხება არგენტინის ნაკრებს, ლიონელ სკალონის გუნდმა მხოლოდ მეორე ტაიმში გამოასწორა თამაში. ვერ ვიტყვით, რომ "ალბისელესტემ" დაუვიწყარი სპექტაკლი დადგა, მაგრამ ლიონელ მესის ოსტატობით გუნდმა გამარჯვების მოპოვება შეძლო. მეორე ტაიმი ლეოს მოპოვებული და მის მიერვე არაზუსტად შესრულებული საჯარიმოთი დაიწყო. შემდეგ არგენტინელებმა მოახერხეს ბურთის დაჭერა და მესიმ ოჩოას კარი დალაშქრა. მიუხედავად იმისა, რომ აგებდა, მექსიკა ზურგის მოშიშვლების შიშით დიდი ძალებით წინ წასვლას ერიდებოდა. 87-ე წუთზე მესიმ საგოლე პასი მისცა ენცო ფერნანდესს, რომელმაც ულამაზე გოლი შეაგდო.

ამ ჯგუფში 4 ქულით ლიდერი პოლონეთია, 3-3 ქულა არგენტინას და საუდის არაბეთს აქვთ, ხოლო მექსიკა 1 ქულით აუტსაიდერია.

ჯგუფში ბოლო ტური 30 ნოემბერს ჩატარდება: არგენტინა პოლონეთს, მექსიკა კი საუდის არაბეთს დაუპირისპირდება.

გუშინ მეორე ტურის კიდევ 3 მატჩი გაიმართა.

C ჯგუფშივე, პირველ ტურში არგენტინის ნაკრებთან ხმაურიანი გამარჯვების შემდეგ, საუდის არაბეთის ნაკრები პოლონეთს შეხვდა და 0:2 დამარცხდა.

D ჯგუფში ერთმანეთს საფრანგეთი და დანია დაუპირისპირდნენ. მოქმედმა მსოფლიო ჩემოპიონებმა კილიან მბაპეს დუბლით დანიას ანგარიშით 2:1 სძლიეს და ჯგუფში ლიდერის პოზიცია დაიკავეს.

ამავე ჯგუფში ავსტრალიის ნაკრები ტუნისს შეხვდა და 1:0 მოუგო. პირველ წრეში ავსტრალიელები დიდი ანგარიშით დამარცხდნენ საფრანგეთთან, ტუნისმა კი დანიის წინააღმდეგ მატჩში ქულის მოპოვება მოახერხა.