სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოპულისტ პრემიერს "უტყდება" ქალების დაცვა, შს მინისტრს დანიშვნის დღიდან ამ თემაზე ხმა არ ამოუღია" - რას წერს ნათია მეზვრიშვილი?
"პოპულისტ პრემიერს "უტყდება" ქალების დაცვა, შს მინისტრს დანიშვნის დღიდან ამ თემაზე ხმა არ ამოუღია" - რას წერს ნათია მეზვრიშვილი?

პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ერთ-ერთი ლი­დე­რი ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლი ბოლო პე­რი­ოდ­ში გახ­ში­რე­ბუ­ლი ფე­მი­ცი­დის ფაქ­ტებს ეხ­მა­უ­რე­ბა და სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებს უმოქ­მე­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

მისი თქმით, "რა უბე­დუ­რე­ბაც ახლა გვჭირს, იმა­ში უპირ­ვე­ლე­სი დამ­ნა­შა­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა".

"70 წლის მო­ნა­ზო­ნი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს (აქამ­დე ვე­რა­ფე­რი ვთქვი, გო­ნე­ბამ­დე ვერ მი­ვუშ­ვი). ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ მო­ზო­მი­ლი ვიყო ასეთ მძი­მე ფაქ­ტებ­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კრი­ტი­კი­სას და პო­ლი­ტი­კუ­რი ხა­სი­ა­თი არ შევ­ძი­ნო, მაგ­რამ ეს აღა­რაა პო­ლი­ტი­კა.

მი­ნი­მუმ ბოლო სამი დღეა ტრა­გე­დი­ებს (ქმარ­მა ცოლი დაწ­ვა - ცე­ცხლი წა­უ­კი­და. 12 წლის ბავ­შვმა ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნა) ვით­ვლით და დიახ, ამა­ზე უპირ­ვე­ლე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზეა, რომ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გუ­შინ (და ალ­ბათ, დღე­საც) ფე­ის­ბუქ­ზე მოთ­ქმა-გო­დე­ბით და კეკ­ლუ­ცით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. რე­ა­ლუ­რად, მათ ხელ­შია და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის ქმე­დი­თი ბერ­კე­ტე­ბი. მინ­და გი­თხრათ, რომ პოს­ტე­ბით ვერ გაძ­ვრე­ბით. რომ მივ­ხვდი, პო­ზი­ტი­ურ დღის წეს­რიგს ვე­ღარ ვქმნი­დი და თვის ბო­ლოს მხო­ლოდ ხელ­ფასს ვი­ღებ­დი, გა­დავ­დე­ქი. ხოდა ან იმოქ­მე­დეთ, ან სინ­დის­მა შე­გა­წუ­ხოთ და წა­დით სახ­ლებ­ში (ბოლო-ბოლო ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე­ზეა სა­უ­ბა­რი, რო­მელ­საც ვერ და არ შვე­ლით).

არა­ვის ეგო­ნოს, რომ ეს მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრობ­ლე­მაა და ერთ დღეს გავ­ვე­ლურ­დით. ეს უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­ე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმოქ­მე­დო­ბის, მოშ­ლი­ლი სა­ხელ­მწი­ფო აპა­რა­ტის, გულ­გრი­ლო­ბის, და­უს­ჯე­ლო­ბის, ძა­ლა­დო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბის შე­დე­გია. ორი დღის წინ ვთქვი, და­ნა­შა­უ­ლის სტა­ტის­ტი­კა იმა­ლე­ბა­თქო და ოც­ნე­ბამ უკად­რე­ბე­ლი იკად­რა. უმ­ძი­მე­სი ფაქ­ტე­ბი სა­ხე­ზეა.

მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ ხდე­ბა შემ­დე­გი:

ფსევ­დო­პატ­რი­ოტ, პო­პუ­ლისტ პრე­მი­ერს „უტყდე­ბა“ ქა­ლე­ბის დაც­ვა და დუმს. ის კი არა, თა­ვი­სი მრჩე­ვე­ლი რომ და­ნიშ­ნა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში, ტი­ტულს გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა მო­ა­შო­რა.

შს მი­ნისტრს და­ნიშ­ვნის დღი­დან ამ თე­მა­ზე ხმა არ ამო­უ­ღია. შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე დი­ნე­ბას მიყ­ვე­ბა.

მუ­შა­ო­ბენ რი­გი­თე­ბი, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ტი­კას ფი­ზი­კუ­რად ვერ შექ­მნი­ან. აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­სა­გე­ბია, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი რი­გი­თე­ბის გუ­ლის­ტკი­ვი­ლი, რომ მათი შრო­მა არ ჩანს. არ გა­მოჩ­ნდე­ბა და ამის მი­ზე­ზე­ბი პო­ლი­ტი­კურ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში უნდა ეძე­ბონ და თა­ვად ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა გა­აგ­რძე­ლონ (ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს აზრი).

არც ერთი სა­მი­ნის­ტრო (მათ შო­რის გა­ნათ­ლე­ბა, ჯან­დაც­ვა) არ თვლის, რომ ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­აა მისი ფუნ­ქცი­აა. ბრალ­დე­ბულს და­ა­კა­ვე­ბენ და ეს ჰგო­ნი­ათ ქმე­დი­თი რე­ა­გი­რე­ბა. აქამ­დე რომ მათი უმოქ­მე­დო­ბით მი­ვი­და საქ­მე, იმას არ და ვერ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ.

უწყე­ბებს შო­რის კო­ორ­დი­ნა­ცია ნულს უდ­რის. პრო­კუ­რა­ტუ­რას ჰგო­ნია ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის კამ­პა­ნი­ას თუ ჩა­ა­ტა­რებს (რაც კარ­გია, მაგ­რამ არც საკ­მა­რი­სი და არც პრო­კუ­რა­ტუ­რის საქ­მე), მოხ­სნი­ლი აქვს და­ნარ­ჩე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. შსს-ს ჰგო­ნია, პრე­ზენ­ტა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბაა საქ­მე. გა­ნათ­ლე­ბა და ჯან­დაც­ვა სა­ერ­თოდ ჩირ­გვებ­შია და­მა­ლუ­ლი.

უწყე­ბე­ბი მუდ­მი­ვად თა­ვის მარ­თლე­ბი­სა და ერ­თმა­ნეთ­ზე გა­დაბ­რა­ლე­ბის რე­ჟიმ­ში არი­ან. არა­ნა­ი­რი ერ­თო­ბის გან­ცდა და სა­ერ­თო მიზ­ნის­თვის ბრძო­ლა. ქალს მოკ­ლა­ვენ და პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­სა­მარ­თლოს აბ­რა­ლებს, შსს პრო­კუ­რა­ტუ­რას. კო­ორ­დი­ნა­ცი­ის ჯაჭ­ვი რომ მორღვე­უ­ლია, ამა­ზე სა­კუ­თარ წილ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ გრძნო­ბენ. იცით რა­ტომ?

მოშ­ლილ სა­ხელ­მწი­ფო­ში, სა­დაც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნის (და არა ხალ­ხის) წი­ნა­შე არ­სე­ბობს, რო­მელ­საც აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი აქვს, არა­ვის უნდა გამ­წე­ვი ძა­ლის როლ­ში ყოფ­ნა და ლი­დერ­ში­პის აღე­ბა. რის­თვი­საც ფას­დე­ბი­ან (მაგ.: პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის დევ­ნის­თვის, უკა­ნო­ნო მოს­მე­ნის­თვის, თვალ­თვა­ლის­თვის, ნე­პო­ტიზ­მის­თვის, კო­რუფ­ცი­ის­თვის და ა.შ.), პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი იმით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი.

ხა­რის­ხის გაზ­რდა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბი გა­ა­ჩე­რეს, სტა­ტის­ტი­კის დევ­ნა და და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვა და­აბ­რუ­ნეს, ძა­ლა­დო­ბას მა­ღა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ტრი­ბუ­ნი­დან ახა­ლი­სე­ბენ და ამარ­თლე­ბენ. რა­ზეა სა­უ­ბა­რი სა­ერ­თოდ?

ამ სრუ­ლი უმოქ­მე­დო­ბის ფონ­ზე, ყვე­ლა ჯერ­ზე, რო­გორც კი მძი­მე შე­დე­გე­ბი დგე­ბა, იწყე­ბენ აქ­ცენ­ტე­ბის სა­კა­ნონ­მდებ­ლო და პრო­ცე­დუ­რულ ცვლი­ლე­ბებ­ზე გა­და­ტა­ნას. რე­ა­ლუ­რად კი პრობ­ლე­მა უმოქ­მე­დო­ბა­ში და არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მშია. ამი­სი ერთ-ერთი მა­გა­ლი­თია გუ­შინ არა­ერ­თხელ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რე­ბის და შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბის არა­ე­ფექ­ტი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ.

რე­ა­ლუ­რად ერ­თიც მუ­შა­ობს და მე­ო­რეც, ერ­თსაც და მე­ო­რე­საც არა­ერ­თი ქალი უხ­სნია სიკ­ვდი­ლის­გან. როცა ვი­გებთ, რომ მკვლე­ლის მი­მართ წარ­სულ­ში შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი იყო გა­მო­ცე­მუ­ლი ან ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რის ტა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ იყო და­კის­რე­ბუ­ლი, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი შე­სა­ბა­მის უწყე­ბა­ში უნდა ვე­ძე­ბოთ, ვი­ნა­ი­დან რის­კე­ბის სა­თა­ნა­დოდ შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის გა­მო­ცე­მა, გა­მო­ცე­მის შემ­დეგ მისი მო­ნი­ტო­რინ­გი, ელექ­ტორ­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბა და მო­ძა­ლა­დის ქცე­ვის მო­ნი­ტო­რინ­გი პო­ლი­ცი­ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა. შსს-ს ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა ამ მხრივ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის სა­თა­ნა­დო გა­დამ­ზა­დე­ბა და კვა­ლი­ფი­კა­ცია უზ­რუნ­ველ­ყოს. 2 წე­ლია ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რი ამოქ­მედ­და და ახლა დად­გინ­და, რომ პრობ­ლე­მა ყო­ფი­ლა?

მოკ­ლედ, რა უბე­დუ­რე­ბაც ახლა გვჭირს, იმა­ში უპირ­ვე­ლე­სი დამ­ნა­შა­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა. სა­ხელ­მწი­ფო თვით­დი­ნე­ბა­ზეა მიშ­ვე­ბუ­ლი და უმ­ძი­მე­სი შე­დე­გე­ბი სა­ხე­ზეა. ქვე­ყა­ნას პატ­რო­ნი არ ჰყავს" - წერს ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
1

ქოცებო, რა უნდოდა ამ ქალს თქვენს გვერდით,ენით ზურგს მოიფხანს,ოღონდ თავი გამოიჩინოს!...ვის პოპულისტი აზე ლაპარაკობს ეს მართლა პოპულისტი და თვითკმაყოფილი რეგვენი! იმედია არ დაბლოკავთ და წაიკითხოს ხალხის აზრი!

მიმა
2

რა ‘ჟარგონით’მეტყველებ რაც გახარიაა ის შენ ხარ ,შენი გადმოფრქველი აზრები რა კატეგორიისთვისაც არის გათვლილი გასაგებიაა ,მაგრამ საღად მოაზროვნე ადამიანებიც ვკითხულობთ და შენი ბოდვა სასაცილოა ,სატირალი რომ არიყოს.უსამშობლო ქალო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"პოპულისტ პრემიერს "უტყდება" ქალების დაცვა, შს მინისტრს დანიშვნის დღიდან ამ თემაზე ხმა არ ამოუღია" - რას წერს ნათია მეზვრიშვილი?

"პოპულისტ პრემიერს "უტყდება" ქალების დაცვა, შს მინისტრს დანიშვნის დღიდან ამ თემაზე ხმა არ ამოუღია" - რას წერს ნათია მეზვრიშვილი?

პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი ბოლო პერიოდში გახშირებული ფემიციდის ფაქტებს ეხმაურება და სახელმწიფო სტრუქტურებს უმოქმედობაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, "რა უბედურებაც ახლა გვჭირს, იმაში უპირველესი დამნაშავე ხელისუფლებაა".

"70 წლის მონაზონი გააუპატიურეს (აქამდე ვერაფერი ვთქვი, გონებამდე ვერ მივუშვი). ყოველთვის ვცდილობ მოზომილი ვიყო ასეთ მძიმე ფაქტებზე ხელისუფლების კრიტიკისას და პოლიტიკური ხასიათი არ შევძინო, მაგრამ ეს აღარაა პოლიტიკა.

მინიმუმ ბოლო სამი დღეა ტრაგედიებს (ქმარმა ცოლი დაწვა - ცეცხლი წაუკიდა. 12 წლის ბავშვმა ბავშვი გააჩინა) ვითვლით და დიახ, ამაზე უპირველესი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა, რომლის წარმომადგენლები გუშინ (და ალბათ, დღესაც) ფეისბუქზე მოთქმა-გოდებით და კეკლუცით იყვნენ დაკავებულები. რეალურად, მათ ხელშია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ქმედითი ბერკეტები. მინდა გითხრათ, რომ პოსტებით ვერ გაძვრებით. რომ მივხვდი, პოზიტიურ დღის წესრიგს ვეღარ ვქმნიდი და თვის ბოლოს მხოლოდ ხელფასს ვიღებდი, გადავდექი. ხოდა ან იმოქმედეთ, ან სინდისმა შეგაწუხოთ და წადით სახლებში (ბოლო-ბოლო ადამიანების სიცოცხლეზეა საუბარი, რომელსაც ვერ და არ შველით).

არავის ეგონოს, რომ ეს მხოლოდ საზოგადოების პრობლემაა და ერთ დღეს გავველურდით. ეს უმძიმესი ტრაგედიები ხელისუფლების უმოქმედობის, მოშლილი სახელმწიფო აპარატის, გულგრილობის, დაუსჯელობის, ძალადობის წახალისების შედეგია. ორი დღის წინ ვთქვი, დანაშაულის სტატისტიკა იმალებათქო და ოცნებამ უკადრებელი იკადრა. უმძიმესი ფაქტები სახეზეა.

მარტივად რომ ვთქვათ ხდება შემდეგი:

ფსევდოპატრიოტ, პოპულისტ პრემიერს „უტყდება“ ქალების დაცვა და დუმს. ის კი არა, თავისი მრჩეველი რომ დანიშნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ტიტულს გენდერული თანასწორობა მოაშორა.

შს მინისტრს დანიშვნის დღიდან ამ თემაზე ხმა არ ამოუღია. შს მინისტრის მოადგილე დინებას მიყვება.

მუშაობენ რიგითები, რომლებიც პოლიტიკას ფიზიკურად ვერ შექმნიან. აბსოლუტურად გასაგებია, პროფესიონალი რიგითების გულისტკივილი, რომ მათი შრომა არ ჩანს. არ გამოჩნდება და ამის მიზეზები პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში უნდა ეძებონ და თავად ადამიანის უფლებების დაცვა გააგრძელონ (ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი).

არც ერთი სამინისტრო (მათ შორის განათლება, ჯანდაცვა) არ თვლის, რომ ძალადობის პრევენციაა მისი ფუნქციაა. ბრალდებულს დააკავებენ და ეს ჰგონიათ ქმედითი რეაგირება. აქამდე რომ მათი უმოქმედობით მივიდა საქმე, იმას არ და ვერ აცნობიერებენ.

უწყებებს შორის კოორდინაცია ნულს უდრის. პროკურატურას ჰგონია ცნობიერების ამაღლების კამპანიას თუ ჩაატარებს (რაც კარგია, მაგრამ არც საკმარისი და არც პროკურატურის საქმე), მოხსნილი აქვს დანარჩენი პასუხისმგებლობა. შსს-ს ჰგონია, პრეზენტაციის ჩატარებაა საქმე. განათლება და ჯანდაცვა საერთოდ ჩირგვებშია დამალული.

უწყებები მუდმივად თავის მართლებისა და ერთმანეთზე გადაბრალების რეჟიმში არიან. არანაირი ერთობის განცდა და საერთო მიზნისთვის ბრძოლა. ქალს მოკლავენ და პროკურატურა სასამართლოს აბრალებს, შსს პროკურატურას. კოორდინაციის ჯაჭვი რომ მორღვეულია, ამაზე საკუთარ წილ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ. იცით რატომ?

მოშლილ სახელმწიფოში, სადაც პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთი ადამიანის (და არა ხალხის) წინაშე არსებობს, რომელსაც აბსოლუტურად სხვა პრიორიტეტები აქვს, არავის უნდა გამწევი ძალის როლში ყოფნა და ლიდერშიპის აღება. რისთვისაც ფასდებიან (მაგ.: პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის, უკანონო მოსმენისთვის, თვალთვალისთვის, ნეპოტიზმისთვის, კორუფციისთვის და ა.შ.), პოლიტიკური თანამდებობის პირები იმით არიან დაკავებულები.

ხარისხის გაზრდაზე ორიენტირებული რეფორმები გააჩერეს, სტატისტიკის დევნა და დანაშაულის დაფარვა დააბრუნეს, ძალადობას მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან ახალისებენ და ამართლებენ. რაზეა საუბარი საერთოდ?

ამ სრული უმოქმედობის ფონზე, ყველა ჯერზე, როგორც კი მძიმე შედეგები დგება, იწყებენ აქცენტების საკანონმდებლო და პროცედურულ ცვლილებებზე გადატანას. რეალურად კი პრობლემა უმოქმედობაში და არაპროფესიონალიზმშია. ამისი ერთ-ერთი მაგალითია გუშინ არაერთხელ გაჟღერებული მოსაზრება ელექტრონული სამაჯურების და შემაკავებელი ორდერების არაეფექტიანობის შესახებ.

რეალურად ერთიც მუშაობს და მეორეც, ერთსაც და მეორესაც არაერთი ქალი უხსნია სიკვდილისგან. როცა ვიგებთ, რომ მკვლელის მიმართ წარსულში შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული ან ელექტრონული სამაჯურის ტარების ვალდებულება არ იყო დაკისრებული, პასუხისმგებელი პირი შესაბამის უწყებაში უნდა ვეძებოთ, ვინაიდან რისკების სათანადოდ შეფასების საფუძველზე, შემაკავებელი ორდერის გამოცემა, გამოცემის შემდეგ მისი მონიტორინგი, ელექტორნული სამაჯურის გამოყენება და მოძალადის ქცევის მონიტორინგი პოლიციის ვალდებულებაა. შსს-ს ვალდებულებაა ამ მხრივ პოლიციელების სათანადო გადამზადება და კვალიფიკაცია უზრუნველყოს. 2 წელია ელექტრონული სამაჯური ამოქმედდა და ახლა დადგინდა, რომ პრობლემა ყოფილა?

მოკლედ, რა უბედურებაც ახლა გვჭირს, იმაში უპირველესი დამნაშავე ხელისუფლებაა. სახელმწიფო თვითდინებაზეა მიშვებული და უმძიმესი შედეგები სახეზეა. ქვეყანას პატრონი არ ჰყავს" - წერს ნათია მეზვრიშვილი.