ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვლადიმირ მაკეი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ბელარუსული სახელმწიფო გამოცემა “ბელტა” ავრცელებს.
ამ მომენტისთვის, გარდაცვალების მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ვლადიმირ მაკეი 64 წლის იყო. ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციას 2012 წლის 20 აგვისტოდან იკავებდა. მიმდინარე კვირას ის ერევანს სტუმრობდა, სადაც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტი მიმდინარეობდა.