უმძიმესი დანაშაული მოხდა დღეს ხაშურის მუნიციპალიტეტში. დედათა მონასტერში, ორი პირი შეიჭრა. უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
სასტიკად არის ნაცემი 70 წლის მონაზონი. როგორც ადგილობრივები ჰყვებია, ის ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. უმძიმეს მდომარეობაში მყოფი მონაზონი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში ცოტა ხნის წინ გადმოიყვანა.
"როგორც ვიცი ერთი ბრალდებული, 27 წლის ბიჭი ხარაგაულიდან სტუმრად იყო ჩამოსული. მონაზონი ძალიან მძიმედ არის. როგორც ვიცი, ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ" - ჰყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე წარსულში ნასამართლევი პირები დააკავა.
"მათ ბრალად 1952 წელს დაბადებული პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და გაუპატიურება ედებათ. დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერაციულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
როგორც ცნობილია, დაკავებული 39 წლის მამაკაცი ადგილობრივია და სავარაუდოდ მას მონაზონი პირადად იცნობდა, ხოლო მეორე დაკავებული, 27 წლის ბიჭი ხარაგაულიდან არის. ირკვევა, რომ ის 39 წლის კაცთან სტუმრად იმყოფებოდა.
ადგილობრივები დაკავებულს ძალიან ნეგატიურად ახასიათებენ და ამბობენ, რომ მისგან ჩადენილი დანაშაული არც გაკვირვებიათ. როგორც ისინი "ტვ პირველს" უყვებიან ვ.გ წლებია მათი სოფლიდან წასულიყო იყო და იქ მხოლოდ მისი მამა ცხოვრობს.
"არაფერი არ ვიცით, წლებია წავიდა აქედან, არ ცხოვრობს, არ ვიცნობთ. 15 წელიწადია წასულია. დაჭერილი იყო, ნასამართლევია" - ამბობენ მეზობლები.