გორში ძიუდოს 2022 წლის ჩემპიონთა ლიგა დაიწყო. რამდენიმე წუთის წინ, +90 კგ-ში მოასპარეზე გურამ თუშიშვილმა 10-გზის მსოფლიოს, 5-გზის ევროპის და 2-ჯერ ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, ლეგენდარული ტედი რინერი ვაზარით დაამარცხა.
ამ გამარჯვებით გურამმა "მებრძოლი" "პარი სენ ჟერმენთან" 3:1 დააწინაურა.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას 3 ქართული კლუბი იღებს: "გოლდენ გორი", "მებრძოლი" და "არეა".
ქართველ ძიუდოისტებს წარმატებებს ვუსურვებთ.
გილოცავ... წარმატებები!!!
არისსსს!!! ასრულდა ჩემი ოცნება, გილოცავ გურამ, მეამაყები ლომო!!! ვულოცავ ჩემ ქვეყანას საფრანგეთიდან. 3 მოჭიდავეს ვზრდი და როგორც ჩემი შვილებით ვიამაყებდი, ისე ვამაყობ გურამითი. მახსოვს როგორ ვიტირე ტედი რინერთან რომ დამარცხდა რამოდენიმე წლის უკან გურამი, ქულა არ ჩაუთვალეს მაშინ მგონი და მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ტედის მიმართ, სულ ვოცნებობდი, რომ ისევ შეხვედროდნენ ერთმანეთს და თუშიშვილს გაემარჯვა, დაემსხვრია ის ,,სტერეოტიპი", რომ ტედი რინერი ყველაზე ძლიერია, რინერი ,,მეფეა" le roi de judo და კიდევ ერთხელ ეამაყა ჩემს ქვეყანას გურამის წარმატებით. დღეს მე ისეთი ამაყი ვარ, ვერ აღვწერ სიტყვებით. უფალს ვთხოვ ჩემი ბიჭები ასეთი წარმატებულები გახდნენ ძიუდოში, როგორიც გურამია და კიდევ ბევრი ქართველი მოჭიდავე(ყველა ვიცი სახელებს არ ჩამოვთვლი). გილოცავ გურამ, უფალმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს. სულ რომ ფეხი-ფეხზე გადაიდო და აღარ იჭიდავო, შენ შენი საქმე ათიანზე გააკეთე. ბედნიერი შენი მშობლები, ვულოცავ მათ და ვულოცავ ჩემს სამშობლოს! Vive la Géorgie !