კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
BTU-ში ჰაკათონი Doggo 1.0 დასრულდა – გამარჯვებული სტუდენტები პროექტის განხორციელებაზე მუშაობას იწყებენ
BTU-ში ჰაკათონი Doggo 1.0 დასრულდა – გამარჯვებული სტუდენტები პროექტის განხორციელებაზე მუშაობას იწყებენ

ჰა­კა­თო­ნი Doggo 1.0–ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა ცნო­ბი­ლია. ჰა­კა­თო­ნი, რო­მე­ლიც BTU-სა და Neutrino Georgia-ს პარტნი­ო­რო­ბით გა­ი­მარ­თა, 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში BTU-ს სტუ­დენ­ტე­ბი­თა და მოს­წავ­ლე­ე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი გუნ­დე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. სა­ბო­ლოო და­ვა­ლე­ბის წარ­დგე­ნა ექ­ვსმა გუნ­და შეძ­ლო.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს გა­და­ე­ცათ ფუ­ლა­დი პრი­ზე­ბი. ამავდრო­უ­ლად ისი­ნი პრო­ექ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მი­ი­ღე­ბენ მხარ­და­ჭე­რას. ფუ­ლა­დი პრი­ზე­ბი გახ­ლდათ:

● I ად­გი­ლი, გუნ­დი LogN − 5 000 ლარი

● II ად­გი­ლი, გუნ­დი Obelix Team − 3 000 ლარი

● III ად­გი­ლი, Cyber Doge − 2 000 ლარი

ჰა­კა­თო­ნის მი­ზა­ნი იყო, კი­ბერ­ნა­გა­ზი DOGGO − ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ძაღ­ლის შექ­მნა, რო­მე­ლიც ბავ­შვებს ინ­ტერ­ნეტ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ხი­ფა­თო და არა­რე­ლე­ვან­ტუ­რი სა­ი­ტე­ბის­გან და­ი­ცავს. ვი­ზუ­ა­ლუ­რი და გრა­ფი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, სის­ტე­მა რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო ძაღ­ლის (ნა­გა­ზის) სა­ხით. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი ძაღ­ლი დარ­ბის ეკ­რან­ზე და ვებგ­ვერ­დე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბი­სას, მათი ში­ნა­არ­სობ­რი­ვი კა­ტე­გო­რი­ე­ბი­დან და რე­პუ­ტა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სხვა­დას­ხვა ქმე­დე­ბას ას­რუ­ლებს.

„მე და ჩემი გუნ­დის წევ­რებ­მა გი­ორ­გი სა­ნო­ძემ და ბად­რი ონი­ან­მა ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შევ­ქმე­ნით AI-სა და Blockchain-ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სის­ტე­მა, რომ­ლი­თაც ბავ­შვებს უსაფრ­თხო ბრა­უ­ზინ­გი და ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა შე­ეძ­ლე­ბათ. ქრო­მის ვებ იქსთენ­შე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი ვებგ­ვერ­დის ტექ­სტუ­რი, აუ­დიო და ვი­დეო კონ­ტენ­ტის რე­ა­ლურ დრო­ში ანა­ლი­ზი შვი­დი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კომ­პო­ნენ­ტის მი­ხედ­ვით: პი­როვ­ნუ­ლი შე­უ­რა­ცხყო­ფა, ბუ­ლინ­გი, უხამ­სო­ბა, მძი­მე ტოქ­სი­კუ­რო­ბა, სექ­სუ­ა­ლუ­რი კონ­ტენ­ტი, ზო­გა­დი საფრ­თხე და ტოქ­სი­კუ­რო­ბა. ამ პრო­ცესს სის­ტე­მა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნუ­რი სწავ­ლე­ბის მო­დე­ლი უზ­რუნ­ველ­ყოფს მი­ნი­მუმ 90%-იანი სი­ზუს­ტით. აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­დე­ლე­ბი ქარ­თულ და ინ­გლი­სურ მო­ნა­ცე­მებ­ზეა დატ­რე­ნინ­გე­ბუ­ლი. ნე­გა­ტი­უ­რი ტი­პის კონ­ტენ­ტის აღ­მო­ჩე­ნი­სა და რე­პორ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბას იქსთენ­შე­ნი იძ­ლე­ვა. გე­ი­მი­ფი­კა­ცი­ის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტის გა­საზ­რდე­ლად შევ­ქმე­ნით მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია, სა­დაც მომ­ხმა­რებ­ლებს თა­ვი­ან­თი ავა­ტა­რე­ბი ჰყავთ, რომ­ლებ­საც რე­პორ­ტე­ბით და­რი­ცხუ­ლი ქუ­ლე­ბით აუმ­ჯო­ბე­სე­ბენ. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში­ვე ჩა­ვუშ­ვით ბლო­კჩე­ინ ქსე­ლი, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რებ­ლებ­ზეა დის­ტრი­ბუ­ცი­უ­ლი. ქსე­ლი სის­ტე­მის მეტ გამჭვირ­ვა­ლო­ბა­სა და თე­მის გაძ­ლი­ე­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. იმის­თვის, რომ ბავ­შვებ­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და კვლე­ვი­თი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი წაგ­ვე­ხა­ლი­სე­ბი­ნა, შევ­ქმე­ნით ვე­ბპ­ლატ­ფომ­რა ბლო­გე­ბის­თვის. პლატ­ფორ­მა­ზე ბავ­შვე­ბი მათი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კონ­ტენ­ტით და­მა­ტე­ბით ქუ­ლებს გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ მა­თი­ვე ავა­ტა­რე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. სის­ტე­მა სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, რომ ბავ­შვებ­მა მარ­ტი­ვად შექ­მნან NFT მა­თი­ვე ავა­ტა­რე­ბით და OpenSea-ზე ჩა­უშ­ვან გა­სა­ყი­დად,“ – აცხა­დებს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დის წევ­რი დე­ვიდ შა­ი­ნი­ძე.

ჯგუფ­მა Cyber_Doge (ჯგუ­ფის წევ­რე­ბი: თა­მა­რაშ­ვი­ლი გი­ორ­გი, გო­ცი­რი­ძე საბა, ჯა­ჯა­ნი­ძე ივე­რი, ჩხე­ი­ძე ლიზი) წარ­მო­ად­გი­ნა Web-extension-ის მუშა პრო­ტო­ტი­პი, რო­მელ­საც ჰქონ­და რო­გორც უსაფრ­თხო­ე­ბის, ისე თა­მა­შის ფუნ­ქცი­ო­ნა­ლი, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად მიმ­ზიდ­ვე­ლი ყო­ფი­ლი­ყო ბავ­შვე­ბი­სათ­ვის. აღ­ნიშ­ნულ Web-Extension-ს შე­უძ­ლია ვებგ­ვერ­დე­ბის სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბის წა­კი­თხვა და იმის დად­გე­ნა, იყე­ნებს თუ არა კონ­კრე­ტუ­ლი ვებგ­ვერ­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ცე­მი­სათ­ვის და­შიფ­რულ არ­ხებს. ზე­მო­თჩა­მოთ­ვლი­ლი კონ­ტრო­ლე­ბის შე­დე­გად, თუ აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ ვებგ­ვერ­დი არ არის და­ცუ­ლი, extension-ი მომ­ხმა­რე­ბელს აძ­ლევს გაფრ­თხი­ლე­ბას. ასე­ვე, პროგ­რა­მის მოხ­მა­რე­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ავ­ტო­რი­ზა­ცია, თუმ­ცა მომ­ხმა­რე­ბე­ლი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას გა­დის მეტ­სა­ხე­ლით და არ იყე­ნებს პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მებს, რაც კი­ბერ-ბუ­ლინ­გის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნი­თაა ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი. ამას­თან ერ­თად, პროგ­რა­მას აქვს ე.წ. „სა­ი­დუმ­ლო ღი­ლა­კი“, რო­მე­ლიც მხო­ლოდ მა­უ­სის მარ­ჯვე­ნა ღი­ლაკ­ზე და­ჭე­რით აქ­ტი­ურ­დე­ბა და მომ­ხმა­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, და­ა­რე­პორ­ტოს ვებგ­ვერ­დი, რო­მელ­ზეც ძა­ლა­დობ­რი­ვი ან სხვა მხრივ მი­უ­ღე­ბე­ლი კონ­ტენ­ტია.

Obelix Team–მა მო­ტი­ვა­ცი­ის­თვის შექ­მნა ქრომ ექსთენ­შე­ნი, რო­მელ­შიც ბავ­შვს ჰყავს ცხო­ვე­ლი. ამ ცხო­ველს კი აქვს თა­ვი­სი მო­ნა­ცე­მე­ბი, გა­ნათ­ლე­ბის დონე, ბედ­ნი­ე­რე­ბის დონე და ა.შ მას­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ბავ­შვი. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ბავ­შვი შე­დის სა­იტ­ზე, რო­მელ­ზეც პროგ­რა­მის ექსთენ­შენ­მა და­ა­ფიქ­სი­რა ძა­ლა­დობ­რი­ვი კონ­ტენ­ტი ცხო­ვე­ლის პო­პა­პი გა­მოჩ­ნდე­ბა და ეუბ­ნე­ბა ბავ­შვს, რომ თუ ის ამ ვებგ­ვერ­დზე შევა ცხო­ვე­ლი და­ის­ტრე­სე­ბა და ბავ­შვის სა­შუ­ა­ლო ქულა და­ი­წევს. ასე­ვე ამ ცხო­ველს აქვს სხვა მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა: ჭამა, ჩაც­მა და ა.შ. აღ­ნიშ­ნულ­ზეც ბავ­შვმა უნდა იზ­რუ­ნოს. სა­იტ­ზე ბავ­შვის­თვის შე­უ­სა­ბა­მო კონ­ტენ­ტის აღ­მო­ჩე­ნის­თვის პროგ­რა­მა იყე­ნებს google cloud vision api-ის nude.js-ს და web risk api-ს და სიჩ­ქა­რის გა­საზ­რდე­ლად მო­ნა­ცემ­თა ბა­ზას.

მო­ნა­წი­ლე გუნ­დე­ბის მენ­ტო­რი, კომ­პა­ნია 2.0–ის ინო­ვა­ცი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლე­ვან ხო­მე­რი­კი აღ­ნიშ­ნავს, რომ მო­ნა­წი­ლე­ებ­მა სა­ინ­ტე­რე­სო და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ექ­ტე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს.

„საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი შე­დე­გე­ბი მი­ვი­ღეთ. შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი, რო­გორც მენ­ტო­რი და ახალ­გაზ­რდებ­თან მუ­შა­ო­ბა ჩემ­თვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა. მო­აზ­როვ­ნე ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა შე­იკ­რი­ბა, რო­მელ­თან სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზეც უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­უ­ბა­რი. ჰა­კა­თო­ნი 9 მო­ნა­წი­ლე გუნ­დით გა­იხ­სნა, თუმ­ცა მხო­ლოდ 6 მათ­გან­მა შეძ­ლო ბო­ლომ­დე მის­ვლა. წარ­მოდ­გე­ნი­ლი ექ­ვსი­ვე პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან ორი­გი­ნა­ლუ­რი და კრე­ა­ტი­უ­ლი იყო, თუმ­ცა პირ­ველ ად­გილ­ზე გა­სულს სხვე­ბის­გან ის გა­მო­არ­ჩევ­და, რომ მან კონ­ცეფ­ცია სრუ­ლი­ად ახ­ლე­ბუ­რად და­ი­ნა­ხა და წარ­მო­ად­გი­ნა, მან­ქა­ნუ­რი სწავ­ლე­ბა და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი ჩარ­თო პრო­ცეს­ში. ეს ნიშ­ნავს, რომ მათ არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის ადეკ­ვა­ტუ­რი გა­და­წყვე­ტა შექ­მნეს და თან ის ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ა­ჭკვი­ა­ნეს. რაც შე­ე­ხე­ბა ზო­გა­დად ჰა­კა­თონს, ის სა­უ­კე­თე­სო გზაა ახალ­გაზ­რდა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­თვის, რომ ცოდ­ნა გა­მო­ავ­ლი­ნონ და ამავდრო­უ­ლად, ეს სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაა. სტრე­სულ გა­რე­მო­ში მუ­შა­ო­ბა, გუნ­დუ­რო­ბა, პრე­ზენ­ტა­ცი­ის უნა­რი – ამ და კი­დევ სხვა არა­ერთ უნარს ივი­თა­რე­ბენ ჰა­კა­თონ­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბი,“ – გან­მარ­ტავს გი­ორ­გი ხო­მე­რი­კი.

ჰა­კა­თო­ნი 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

BTU-ში ჰაკათონი Doggo 1.0 დასრულდა – გამარჯვებული სტუდენტები პროექტის განხორციელებაზე მუშაობას იწყებენ

BTU-ში ჰაკათონი Doggo 1.0 დასრულდა – გამარჯვებული სტუდენტები პროექტის განხორციელებაზე მუშაობას იწყებენ

ჰაკათონი Doggo 1.0–ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. ჰაკათონი, რომელიც BTU-სა და Neutrino Georgia-ს პარტნიორობით გაიმართა, 48 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ღონისძიებაში BTU-ს სტუდენტებითა და მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. საბოლოო დავალების წარდგენა ექვსმა გუნდა შეძლო.

გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი პრიზები. ამავდროულად ისინი პროექტების განვითარებაში მიიღებენ მხარდაჭერას. ფულადი პრიზები გახლდათ:

● I ადგილი, გუნდი LogN − 5 000 ლარი

● II ადგილი, გუნდი Obelix Team − 3 000 ლარი

● III ადგილი, Cyber Doge − 2 000 ლარი

ჰაკათონის მიზანი იყო, კიბერნაგაზი DOGGO − ვირტუალური ძაღლის შექმნა, რომელიც ბავშვებს ინტერნეტში არსებული სახიფათო და არარელევანტური საიტებისგან დაიცავს. ვიზუალური და გრაფიკული თვალსაზრისით, სისტემა რეალიზებული უნდა ყოფილიყო ძაღლის (ნაგაზის) სახით. პროექტის ფარგლებში სპეციალურად შექმნილი ძაღლი დარბის ეკრანზე და ვებგვერდების გამოძახებისას, მათი შინაარსობრივი კატეგორიებიდან და რეპუტაციიდან გამომდინარე სხვადასხვა ქმედებას ასრულებს.

„მე და ჩემი გუნდის წევრებმა გიორგი სანოძემ და ბადრი ონიანმა ორი დღის განმავლობაში შევქმენით AI-სა და Blockchain-ზე დაფუძნებული სისტემა, რომლითაც ბავშვებს უსაფრთხო ბრაუზინგი და ფულის გამომუშავება შეეძლებათ. ქრომის ვებ იქსთენშენის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერი ვებგვერდის ტექსტური, აუდიო და ვიდეო კონტენტის რეალურ დროში ანალიზი შვიდი განსხვავებული კომპონენტის მიხედვით: პიროვნული შეურაცხყოფა, ბულინგი, უხამსობა, მძიმე ტოქსიკურობა, სექსუალური კონტენტი, ზოგადი საფრთხე და ტოქსიკურობა. ამ პროცესს სისტემაში ინტეგრირებული რამდენიმე მანქანური სწავლების მოდელი უზრუნველყოფს მინიმუმ 90%-იანი სიზუსტით. აღნიშნული მოდელები ქართულ და ინგლისურ მონაცემებზეა დატრენინგებული. ნეგატიური ტიპის კონტენტის აღმოჩენისა და რეპორტის საშუალებას იქსთენშენი იძლევა. გეიმიფიკაციის კოეფიციენტის გასაზრდელად შევქმენით მობილური აპლიკაცია, სადაც მომხმარებლებს თავიანთი ავატარები ჰყავთ, რომლებსაც რეპორტებით დარიცხული ქულებით აუმჯობესებენ. პროექტის ფარგლებშივე ჩავუშვით ბლოკჩეინ ქსელი, რომელიც მომხმარებლებზეა დისტრიბუციული. ქსელი სისტემის მეტ გამჭვირვალობასა და თემის გაძლიერებას უზრუნველყოფს. იმისთვის, რომ ბავშვებში საგანმანათლებლო და კვლევითი მიმართულებები წაგვეხალისებინა, შევქმენით ვებპლატფომრა ბლოგებისთვის. პლატფორმაზე ბავშვები მათი საგანმანათლებლო კონტენტით დამატებით ქულებს გამოიმუშავებენ მათივე ავატარების გასაუმჯობესებლად. სისტემა საშუალებას იძლევა, რომ ბავშვებმა მარტივად შექმნან NFT მათივე ავატარებით და OpenSea-ზე ჩაუშვან გასაყიდად,“ – აცხადებს გამარჯვებული გუნდის წევრი დევიდ შაინიძე.

ჯგუფმა Cyber_Doge (ჯგუფის წევრები: თამარაშვილი გიორგი, გოცირიძე საბა, ჯაჯანიძე ივერი, ჩხეიძე ლიზი) წარმოადგინა Web-extension-ის მუშა პროტოტიპი, რომელსაც ჰქონდა როგორც უსაფრთხოების, ისე თამაშის ფუნქციონალი, რათა მაქსიმალურად მიმზიდველი ყოფილიყო ბავშვებისათვის. აღნიშნულ Web-Extension-ს შეუძლია ვებგვერდების სერტიფიკატების წაკითხვა და იმის დადგენა, იყენებს თუ არა კონკრეტული ვებგვერდი ინფორმაციის გადაცემისათვის დაშიფრულ არხებს. ზემოთჩამოთვლილი კონტროლების შედეგად, თუ აღმოჩნდება, რომ ვებგვერდი არ არის დაცული, extension-ი მომხმარებელს აძლევს გაფრთხილებას. ასევე, პროგრამის მოხმარებისათვის აუცილებელია ავტორიზაცია, თუმცა მომხმარებელი ავტორიზაციას გადის მეტსახელით და არ იყენებს პერსონალური მონაცემებს, რაც კიბერ-ბულინგის პრევენციის მიზნითაა ჩაფიქრებული. ამასთან ერთად, პროგრამას აქვს ე.წ. „საიდუმლო ღილაკი“, რომელიც მხოლოდ მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაჭერით აქტიურდება და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დაარეპორტოს ვებგვერდი, რომელზეც ძალადობრივი ან სხვა მხრივ მიუღებელი კონტენტია.

Obelix Team–მა მოტივაციისთვის შექმნა ქრომ ექსთენშენი, რომელშიც ბავშვს ჰყავს ცხოველი. ამ ცხოველს კი აქვს თავისი მონაცემები, განათლების დონე, ბედნიერების დონე და ა.შ მასზე პასუხისმგებელია ბავშვი. მაგალითად, როდესაც ბავშვი შედის საიტზე, რომელზეც პროგრამის ექსთენშენმა დააფიქსირა ძალადობრივი კონტენტი ცხოველის პოპაპი გამოჩნდება და ეუბნება ბავშვს, რომ თუ ის ამ ვებგვერდზე შევა ცხოველი დაისტრესება და ბავშვის საშუალო ქულა დაიწევს. ასევე ამ ცხოველს აქვს სხვა მოთხოვნილებები, როგორიცაა: ჭამა, ჩაცმა და ა.შ. აღნიშნულზეც ბავშვმა უნდა იზრუნოს. საიტზე ბავშვისთვის შეუსაბამო კონტენტის აღმოჩენისთვის პროგრამა იყენებს google cloud vision api-ის nude.js-ს და web risk api-ს და სიჩქარის გასაზრდელად მონაცემთა ბაზას.

მონაწილე გუნდების მენტორი, კომპანია 2.0–ის ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი ლევან ხომერიკი აღნიშნავს, რომ მონაწილეებმა საინტერესო და შემოქმედებითი პროექტები წარმოადგინეს.

„საკმაოდ მრავალფეროვანი შედეგები მივიღეთ. შემიძლია გითხრათ, რომ მოლოდინს გადააჭარბა. პროცესში ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული, როგორც მენტორი და ახალგაზრდებთან მუშაობა ჩემთვისაც საინტერესო აღმოჩნდა. მოაზროვნე ახალგაზრდა თაობა შეიკრიბა, რომელთან სამომავლო თანამშრომლობაზეც უკვე მიმდინარეობს საუბარი. ჰაკათონი 9 მონაწილე გუნდით გაიხსნა, თუმცა მხოლოდ 6 მათგანმა შეძლო ბოლომდე მისვლა. წარმოდგენილი ექვსივე პროექტი ძალიან ორიგინალური და კრეატიული იყო, თუმცა პირველ ადგილზე გასულს სხვებისგან ის გამოარჩევდა, რომ მან კონცეფცია სრულიად ახლებურად დაინახა და წარმოადგინა, მანქანური სწავლება და ხელოვნური ინტელექტი ჩართო პროცესში. ეს ნიშნავს, რომ მათ არსებული გამოწვევის ადეკვატური გადაწყვეტა შექმნეს და თან ის ხელოვნური ინტელექტის საშუალებით დააჭკვიანეს. რაც შეეხება ზოგადად ჰაკათონს, ის საუკეთესო გზაა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, რომ ცოდნა გამოავლინონ და ამავდროულად, ეს საინტერესო ცხოვრებისეული გამოცდილებაა. სტრესულ გარემოში მუშაობა, გუნდურობა, პრეზენტაციის უნარი – ამ და კიდევ სხვა არაერთ უნარს ივითარებენ ჰაკათონში მონაწილეები,“ – განმარტავს გიორგი ხომერიკი.

ჰაკათონი 48 საათის განმავლობაში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მიმდინარეობდა.