მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალადობის მსხვერპლი მეც ვიყავი, 9-10 წლის ვიქნებოდი... ამ კაცმა მოტყუებით, შოკოლადებით, შემიყვანა ბინაში... მითხრა, მოდი, კალთაში ჩამიჯექიო" - რა გაიხსენა ნინია კაკაბაძემ
"ძალადობის მსხვერპლი მეც ვიყავი, 9-10 წლის ვიქნებოდი... ამ კაცმა მოტყუებით, შოკოლადებით, შემიყვანა ბინაში... მითხრა, მოდი, კალთაში ჩამიჯექიო" - რა გაიხსენა ნინია კაკაბაძემ

ორი დღის წინ, 14 წლის გო­გო­ნა­ზე ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით მამა და­ა­კა­ვეს. შემ­თხვე­ვა ცნო­ბის­თვის, ბა­თუმ­ში, ე.წ. ოც­ნე­ბის ქა­ლაქ­ში მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მამა შვილს ფი­ზი­კუ­რად მას შემ­დეგ გა­უს­წორ­და, რაც შე­ი­ტყო, რომ მას 25 წლამ­დე მა­მა­კაც­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი ჰქონ­და... რამ­დე­ნი­მე დღის წინ პო­ლი­ცი­ამ 28 წლის ბიძა და­ა­კა­ვა, რო­მელ­საც ბრა­ლად ედე­ბა 8 წლის ძმის შვილ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა...

სტა­ტის­ტი­კუ­რად, ყვე­ლა­ზე ხში­რად მცი­რე­წლოვ­ნებ­ზე სექ­სუ­ალ­რუ­ად ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი და მე­ზობ­ლე­ბი ძა­ლა­დო­ბენ, თუმ­ცა ბავ­შვე­ბის დიდი ნა­წი­ლი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მა­ლავს მომ­ხდარს. მი­ზე­ზი რამ­დე­ნი­მე შე­იძ­ლე­ბა იყოს, მათ არ აქვთ მშობ­ლის­გან მხარ­და­ჭე­რის იმე­დი და ასე­ვე ხში­რად ხდე­ბა, რომ მო­ძა­ლა­დე აში­ნებს და ოჯა­ხის წევ­რე­ბის მოკ­ვლით ემუქ­რე­ბა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ბავ­შვებ­მა, თუ ისი­ნი არი­ან ძა­ლა­დო­ბის მსხევრპლი, ამის თა­ო­ბა­ზე ხმა­მაღ­ლა ილა­პა­რა­კონ.

ჟურ­ნა­ლის­ტმა ნი­ნია კა­კა­ბა­ძე,"ფორ­მუ­ლას" ეთერ­ში თა­ვი­სი ის­ტო­რია გა­იხ­სე­ნა და სწო­რედ იმა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა, რამ­დნე­ად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბავ­შვებ­მა იცოდ­ნენ არა მხო­ლოდ ის, რო­გორ და­იც­ვან თავი, არა­მედ ისიც, რომ ამა­ზე უშიშ­რად ილა­პა­რა­კონ. გა­და­ცე­მა­ში "მე-17 სარ­თუ­ლი“ ბავ­შვო­ბა­ში თავს გა­დახ­დე­ნი­ლი ამ­ბა­ვი ამ რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­იხ­სე­ნა.

ნი­ნია კა­კა­ბა­ძე:

"ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი მეც ვი­ყა­ვი, 9-10 წლის ვიქ­ნე­ბო­დი. სო­ლო­ლაკ­ში ძველ ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ­დით, ორი ბინა გვქონ­და, ერთს ვა­ქი­რა­ვებ­დით ხოლ­მე, სა­დაც ცხოვ­რობ­დნენ შუ­ახ­ნის წყვი­ლი, პარტნი­ო­რე­ბი იყ­ვნენ თუ ცოლ-ქმა­რი, არ მახ­სოვს. ეს კაცი იყო მა­შინ­დე­ლი შამ­პან­კომ­ბი­ნა­ტის დი­რექ­ტო­რი, შეძ­ლე­ბუ­ლი, რო­მელ­თა­ნაც საკ­მა­ოდ მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. მისი მე­უღ­ლე იყო ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რი ქალი, დედა მე­გობ­რობ­და...

ერთხელ ამ კაც­მა მო­ტყუ­ე­ბით, შო­კო­ლა­დე­ბით, შე­მიყ­ვა­ნა ჩვენს ბი­ნა­ში, სა­დაც ისი­ნი ცხოვ­რობ­დნენ. 9-10 წლის ასაკ­ში არა­ნა­ი­რი ცოდ­ნა არ მქონ­და, მაგ­რამ მახ­სოვს, მა­ნამ­დე დე­დას­თან შე­ვე­დი და ვუ­თხა­რი, რომ რუ­დი­კო მე­ძა­ხის და გთხოვ, ცოტა ხან­ში და­მი­ძა­ხე, რომ გა­მო­ვი­დე-მეთ­ქი, რა­ღაც არ მო­მე­წო­ნა. შე­ვე­დი და რუ­დი­კომ ჯერ შო­კო­ლა­დი შე­მომ­თა­ვა­ზა. მერე მი­თხრა, მოდი, კალ­თა­ში ჩა­მი­ჯე­ქიო. ხომ იცით, ასეთ დროს ვერ ეუბ­ნე­ბი, არა არ ჩა­გიჯ­დე­ბი. მახ­სოვს კალ­თა­ში ჩა­ვუ­ჯე­ქი, ჯერ ზურ­გზე მო­მის­ვა ხელი. უკვე რომ არ მე­სი­ა­მოვ­ნა და ვდგე­ბო­დი, მი­თხრა, მოდი, ტუ­ჩებ­ში მა­კოც­ნი­ნეო, რაც ვერ მო­ა­ხერ­ხა. წა­მოვ­ხტი და მი­ვე­დი კარ­თან. მო­ვარ­და კარ­თან და გა­და­რა­ზა. შე­ში­ნე­ბუ­ლი ვი­დე­ქი კარ­თან ვხვდე­ბო­დი, რომ რა­ღაც ცუდი მე­მუქ­რე­ბო­და... ამ დროს მო­მი­კა­კუ­ნა დე­დამ, - ნი­ნია, - და­მი­ძა­ხა, რუ­დი­კომ კარი გა­მი­ღო და გა­მო­მიშ­ვა.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, შე­ვე­დი თუ არა დე­დას ვუ­თხა­რი ყვე­ლა­ფე­რი. ძა­ლი­ან ცუდი ბედი ეწია რუ­დო­კოს, დედა იმ წამ­სვე შე­უ­ვარ­და და თა­ვი­სი ნივ­თე­ბი­ა­ნად ქუ­ჩა­ში გა­ყა­რა. მე არ მქონ­და ის პრობ­ლე­მა, რომ არ მეთ­ქვა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მისი ხმა - ტუ­ჩებ­ში მა­კოც­ნი­ნე, დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­მეს­მო­და... ამის­გან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ, ბავ­შვებ­მა, თუ მსგავ­სი რამ შე­ემ­თხვათ, უნდა ხმა­მაღ­ლა თქვან, მშობ­ლებს კი სწო­რი რე­აქ­ცია უნდა ჰქონ­დეთ... ამას­თა­ნა­ვე, უფ­რო­სებ­მა თუ მსგავ­სი რამ მოხ­და ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, უნდა მოვ­ყვეთ და ყვე­ლა მო­ძა­ლა­დემ უნდა იცო­დეს, რომ ადრე თუ გვი­ან მათ ამ­ხე­ლენ..."

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოკ
0

ეს კაი აზრია!

ვ100კო
4

ოე, ვისაც გიკვირთ შამპანურის ქარხნის დირექტორს ბინის ქირაობა რაში დაჭირდაო, ცოტა ტვინიც რო გაანძიოთ არა? დღესაც აქვს ყველა ფულიანს ცალკე ბინა ნაქირავები, სადაც "ნაშასთან" ერთად გულაობენ... რა გიკვირთ, პირველად გაიგეთ? მთვარიდან ჩამოხვედით? 

ამ თემას აგდებულად ნუ უყურებთ, აზრი გამოიტანეთ, ბავშვებს დაელაპარაკეთ და მიხედეთ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ძალადობის მსხვერპლი მეც ვიყავი, 9-10 წლის ვიქნებოდი... ამ კაცმა მოტყუებით, შოკოლადებით, შემიყვანა ბინაში... მითხრა, მოდი, კალთაში ჩამიჯექიო" - რა გაიხსენა ნინია კაკაბაძემ

"ძალადობის მსხვერპლი მეც ვიყავი, 9-10 წლის ვიქნებოდი... ამ კაცმა მოტყუებით, შოკოლადებით, შემიყვანა ბინაში... მითხრა, მოდი, კალთაში ჩამიჯექიო" - რა გაიხსენა ნინია კაკაბაძემ

ორი დღის წინ, 14 წლის გოგონაზე ძალადობის ბრალდებით მამა დააკავეს. შემთხვევა ცნობისთვის, ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამა შვილს ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდა, რაც შეიტყო, რომ მას 25 წლამდე მამაკაცთან სექსუალური კავშირი ჰქონდა... რამდენიმე დღის წინ პოლიციამ 28 წლის ბიძა დააკავა, რომელსაც ბრალად ედება 8 წლის ძმის შვილზე სექსუალური ძალადობა...

სტატისტიკურად, ყველაზე ხშირად მცირეწლოვნებზე სექსუალრუად ოჯახის ახლობლები, ნათესავები და მეზობლები ძალადობენ, თუმცა ბავშვების დიდი ნაწილი მთელი ცხოვრება მალავს მომხდარს. მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს, მათ არ აქვთ მშობლისგან მხარდაჭერის იმედი და ასევე ხშირად ხდება, რომ მოძალადე აშინებს და ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრება.

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა, თუ ისინი არიან ძალადობის მსხევრპლი, ამის თაობაზე ხმამაღლა ილაპარაკონ.

ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძე,"ფორმულას" ეთერში თავისი ისტორია გაიხსენა და სწორედ იმაზე გაამახვილა ყურადღება, რამდნეად მნიშვნელოვანია ბავშვებმა იცოდნენ არა მხოლოდ ის, როგორ დაიცვან თავი, არამედ ისიც, რომ ამაზე უშიშრად ილაპარაკონ. გადაცემაში "მე-17 სართული“ ბავშვობაში თავს გადახდენილი ამბავი ამ რამდენიმე თვის წინ გაიხსენა.

ნინია კაკაბაძე:

"ძალადობის მსხვერპლი მეც ვიყავი, 9-10 წლის ვიქნებოდი. სოლოლაკში ძველ ბინაში ვცხოვრობდით, ორი ბინა გვქონდა, ერთს ვაქირავებდით ხოლმე, სადაც ცხოვრობდნენ შუახნის წყვილი, პარტნიორები იყვნენ თუ ცოლ-ქმარი, არ მახსოვს. ეს კაცი იყო მაშინდელი შამპანკომბინატის დირექტორი, შეძლებული, რომელთანაც საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. მისი მეუღლე იყო ძალიან სიმპათიური ქალი, დედა მეგობრობდა...

ერთხელ ამ კაცმა მოტყუებით, შოკოლადებით, შემიყვანა ჩვენს ბინაში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. 9-10 წლის ასაკში არანაირი ცოდნა არ მქონდა, მაგრამ მახსოვს, მანამდე დედასთან შევედი და ვუთხარი, რომ რუდიკო მეძახის და გთხოვ, ცოტა ხანში დამიძახე, რომ გამოვიდე-მეთქი, რაღაც არ მომეწონა. შევედი და რუდიკომ ჯერ შოკოლადი შემომთავაზა. მერე მითხრა, მოდი, კალთაში ჩამიჯექიო. ხომ იცით, ასეთ დროს ვერ ეუბნები, არა არ ჩაგიჯდები. მახსოვს კალთაში ჩავუჯექი, ჯერ ზურგზე მომისვა ხელი. უკვე რომ არ მესიამოვნა და ვდგებოდი, მითხრა, მოდი, ტუჩებში მაკოცნინეო, რაც ვერ მოახერხა. წამოვხტი და მივედი კართან. მოვარდა კართან და გადარაზა. შეშინებული ვიდექი კართან ვხვდებოდი, რომ რაღაც ცუდი მემუქრებოდა... ამ დროს მომიკაკუნა დედამ, - ნინია, - დამიძახა, რუდიკომ კარი გამიღო და გამომიშვა.

საბედნიეროდ, შევედი თუ არა დედას ვუთხარი ყველაფერი. ძალიან ცუდი ბედი ეწია რუდოკოს, დედა იმ წამსვე შეუვარდა და თავისი ნივთებიანად ქუჩაში გაყარა. მე არ მქონდა ის პრობლემა, რომ არ მეთქვა, მიუხედავად ამისა, მისი ხმა - ტუჩებში მაკოცნინე, დიდი ხნის განმავლობაში ჩამესმოდა... ამისგან გასათავისუფლებლად უნდა ვილაპარაკოთ, ბავშვებმა, თუ მსგავსი რამ შეემთხვათ, უნდა ხმამაღლა თქვან, მშობლებს კი სწორი რეაქცია უნდა ჰქონდეთ... ამასთანავე, უფროსებმა თუ მსგავსი რამ მოხდა ჩვენს ცხოვრებაში, უნდა მოვყვეთ და ყველა მოძალადემ უნდა იცოდეს, რომ ადრე თუ გვიან მათ ამხელენ..."