სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბრძოლას ვაგრძელებთ, ამ აბსურდის თეატრს დავამთავრებთ და დავამთავრებთ ბიძინა ივანიშვილის სასამართლო სისტემის სრული კრახით" - მამუკა ხაზარაძე
"ბრძოლას ვაგრძელებთ, ამ აბსურდის თეატრს დავამთავრებთ და დავამთავრებთ ბიძინა ივანიშვილის სასამართლო სისტემის სრული კრახით" - მამუკა ხაზარაძე

"ლე­ლოს“ ლი­დე­რი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე ე.წ. ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის საქ­მე­ზე მას­სა და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ და­ვას "აბ­სურ­დის თე­ატრს“ უწო­დებს, რო­მელ­ზეც მი­სი­ვე თქმით, არა­ნა­ი­რი მომ­ჩი­ვა­ნი და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არ არ­სე­ბობს და არც და­ნა­შა­უ­ლი იკ­ვე­თე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ხა­ზა­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში დღე­ვან­დე­ლი პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

"კი­დევ ერთხელ მინ­და, ხმა­მაღ­ლა და ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ და­ვა­ფიქ­სი­რო, რომ ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა, პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მე ჩემ­სა და ბად­რის წი­ნა­აღ­მდეგ. პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ნა­თე­ლი იყო, რომ არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი და­ნა­შა­უ­ლი, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და მომ­ჩი­ვა­ნი. ჩვენ ბრძო­ლას ვაგ­რძე­ლებთ, ამ აბ­სურ­დის თე­ატრს და­ვამ­თავ­რებთ და და­ვამ­თავ­რებთ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის სრუ­ლი კრა­ხით და ამის ლუსტრა­ცი­ას გა­ვა­კე­თებთ. ასე რომ, ძა­ლი­ან წყნა­რად მივ­ყვე­ბით ამ პრო­ცესს. დიდი მად­ლო­ბა მე­დი­ას, რო­მე­ლიც სულ აშუ­ქებ­და ამ პრო­ცესს. თქვენ­თან ერ­თად ვნა­ხავთ იმ შე­დეგს, რომ ეს საქ­მე შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს სა­ე­ტა­პო საქ­მე, რომ­ლი­თაც კი­დევ ერთხელ და­დას­ტურ­დე­ბა, რო­გო­რი "კლა­ნი“ და სა­სა­მარ­თლო გვაქვს ქვე­ყა­ნა­ში. ამას ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ცვლით და ქვე­ყა­ნა­ში მარ­თლა შე­იქ­მნე­ბა ნამ­დვი­ლი სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ე.წ. ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი - მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე და ავ­თან­დილ წე­რე­თე­ლი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო. თუმ­ცა, მო­სა­მარ­თლემ სა­მი­ვე მათ­განს მუხ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია შე­უც­ვა­ლა და ისი­ნი ჯგუ­ფურ თაღ­ლი­თო­ბა­ში ცნო დამ­ნა­შა­ვედ და თი­თო­ე­ულ მათ­განს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­ე­ფარ­დათ 7 წლის ვა­დით, მაგ­რამ მუხ­ლის ხან­დაზ­მუ­ლო­ბის გამო, ისი­ნი და­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ.

ცნო­ბის­თვის, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნათ 2019 წლის 24 ივ­ლისს ჯგუ­ფუ­რად 16 664 000 ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რის უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე, რა­საც თან ახ­ლდა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა (და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 194 მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა“ და მე-3 ნა­წი­ლის "გ“ ქვე­პუნ­ქტით).

რაც შე­ხე­ბა ავ­თან­დილ წე­რე­თელს, პრო­კუ­რა­ტუ­რა ბიზ­ნეს­მენს ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის­თვის და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის­თვის უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზე­ბა­ში დახ­მა­რე­ბას ედა­ვე­ბო­და.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
10

რავა ტყუილად ბაქიბუქობ გაიგეთ რომ ბიძინამ იყიდა საქართველო მორჩა არაფერი აღარ გვეშველება

ხაზარაძე ჯაფარიძეს
4

თუ ეგეთი მიკერძოებულია სასამართლო რა უშლის მთელი ქონების კონფისკაცია რომ გაგიკეთონ და პლიუს 10-15 წელი ზემოდან დაგარჭონ, აი როგორც მიხეილა აკეთებდა.

ისე ეგ შენზე ალალი იქნება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ბრძოლას ვაგრძელებთ, ამ აბსურდის თეატრს დავამთავრებთ და დავამთავრებთ ბიძინა ივანიშვილის სასამართლო სისტემის სრული კრახით" - მამუკა ხაზარაძე

"ბრძოლას ვაგრძელებთ, ამ აბსურდის თეატრს დავამთავრებთ და დავამთავრებთ ბიძინა ივანიშვილის სასამართლო სისტემის სრული კრახით" - მამუკა ხაზარაძე

"ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მასსა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლებრივ დავას "აბსურდის თეატრს“ უწოდებს, რომელზეც მისივე თქმით, არანაირი მომჩივანი და დაზარალებული არ არსებობს და არც დანაშაული იკვეთება. აღნიშნულის შესახებ ხაზარაძემ ჟურნალისტებს სააპელაციო სასამართლოში დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"კიდევ ერთხელ მინდა, ხმამაღლა და ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირო, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური საქმე ჩემსა და ბადრის წინააღმდეგ. პირველივე დღიდან ნათელი იყო, რომ არ არსებობს არანაირი დანაშაული, დაზარალებული და მომჩივანი. ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ, ამ აბსურდის თეატრს დავამთავრებთ და დავამთავრებთ ბიძინა ივანიშვილის სასამართლო სისტემის სრული კრახით და ამის ლუსტრაციას გავაკეთებთ. ასე რომ, ძალიან წყნარად მივყვებით ამ პროცესს. დიდი მადლობა მედიას, რომელიც სულ აშუქებდა ამ პროცესს. თქვენთან ერთად ვნახავთ იმ შედეგს, რომ ეს საქმე შეიძლება გახდეს საეტაპო საქმე, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება, როგორი "კლანი“ და სასამართლო გვაქვს ქვეყანაში. ამას ჩვენ აუცილებლად შევცვლით და ქვეყანაში მართლა შეიქმნება ნამდვილი სამართლიანი სასამართლო“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის "ა“ და მე-3 ნაწილის "გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.