სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავსტრალიაში 5 წლის ბიჭუნას 3-მეტრიანი პითონი დაესხა თავს, უკბინა და საცურაო აუზში ჩაითრია - როგორ მოახერხეს მისი გადარჩენა მამამ და პაპამ?
ავსტრალიაში 5 წლის ბიჭუნას 3-მეტრიანი პითონი დაესხა თავს, უკბინა და საცურაო აუზში ჩაითრია - როგორ მოახერხეს მისი გადარჩენა მამამ და პაპამ?

5 წლის ავ­სტრა­ლი­ელ ბი­ჭუ­ნას მას­ზე 3-ჯერ დიდი ზო­მის პი­თო­ნი და­ეს­ხა თავს, უკბი­ნა და სა­ცუ­რაო აუზ­ში ჩა­ით­რია. ბიუ ბლე­ი­კი სა­კუ­თა­რი სახ­ლის აუზ­თან თა­მა­შობ­და, როცა მას 3 მეტ­რის სიგ­რძის რეპ­ტი­ლია შე­მო­ეხ­ვია. ამ­ბავს ად­გი­ლობ­რივ რა­დი­ოს ბი­ჭუ­ნას მამა - ბენი უყ­ვე­ბა.

ბიუ და პი­თო­ნი ჯერ კი­დევ ერ­თმა­ნეთ­ში იყ­ვნენ გა­დახ­ლარ­თუ­ლე­ბი, როცა ბი­ჭუ­ნას პა­პამ ისი­ნი აუ­ზი­დან ამო­ათ­რია, შემ­დეგ კი ბენ­მა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა შვი­ლი რეპ­ტი­ლი­ას­გან. მა­მის თქმით, ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად ბიუ მა­ინც კარგ ხა­სი­ათ­ზეა და მცი­რე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით და­უძ­ვრა პი­თონს.

"როცა სის­ხლი მოვ­წმინ­დეთ და ვუ­თხა­რით, რომ არ მოკ­ვდე­ბო­და, რად­გან ეს შხა­მი­ა­ნი გვე­ლი არ იყო, დამ­შვიდ­და. ის ნამ­დვი­ლი ჯა­რის­კა­ცი­ვი­თაა", - უყ­ვე­ბა ბიუს მამა მელ­ბურ­ნის რა­დი­ოს.

"ბიუ უბ­რა­ლოდ აუ­ზის გარ­შე­მო სე­ირ­ნობ­და. რო­გორც მივ­ხვდი, პი­თო­ნიც აქვე იყო და მსხვერ­პლის მოს­ვლას ელო­დე­ბო­და... ეს ბიუ აღ­მოჩ­ნდა.. უცებ დიდი შავი ჩრდი­ლი და­ვი­ნა­ხე, რო­მე­ლიც ბუჩ­ქი­დან გა­მო­ვი­და და სა­ნამ ორი­ვე მათ­გა­ნი ფსკერ­ზე მოხ­ვდე­ბო­და, პი­თო­ნი ბიუს ფეხ­ზე მთლი­ა­ნად იყო შე­მოხ­ვე­უ­ლი", - იხ­სე­ნებს ბენი.

ბიუს გა­ბე­დუ­ლი 76 წლის პაპა, ალა­ნი, და­უ­ფიქ­რებ­ლად გა­და­ეშ­ვა სა­ცუ­რაო აუზ­ში, შემ­დეგ კი ერ­თმა­ნეთ­ში გა­დახ­ლარ­თუ­ლი ბიჭი და გვე­ლი ბენს მი­ა­წო­და. "ფი­ზი­კურ ძა­ლას არ ვუ­ჩი­ვი, ამი­ტომ მხო­ლოდ 15-20 წამი დამ­ჭირ­და მათ გა­სა­ცალ­კე­ვებ­ლად",- თქვა ბენ­მა.

ამის შემ­დეგ ბი­ჭუ­ნას მა­მას პი­თო­ნი და­ახ­ლო­ე­ბით 10 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ეჭი­რა და მისი შვი­ლე­ბის და მა­მის და­წყნა­რე­ბას ცდი­ლობ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გვე­ლი ისევ ბუ­ნე­ბა­ში გა­უშ­ვა. ბე­ნის თქმით, პი­თო­ნე­ბის ნახ­ვა აქ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა: "ეს ავ­სტრა­ლი­აა", - ამ­ბობს გა­ბე­დუ­ლი მამა.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოკა
0

უნდა მოეკლათ პითონი, სანამ სხვა ადამიანს იმსხვერპლის

zura.swani.....
0

არა.ბაბუასენ.ავქსენტასი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ავსტრალიაში 5 წლის ბიჭუნას 3-მეტრიანი პითონი დაესხა თავს, უკბინა და საცურაო აუზში ჩაითრია - როგორ მოახერხეს მისი გადარჩენა მამამ და პაპამ?

ავსტრალიაში 5 წლის ბიჭუნას 3-მეტრიანი პითონი დაესხა თავს, უკბინა და საცურაო აუზში ჩაითრია - როგორ მოახერხეს მისი გადარჩენა მამამ და პაპამ?

5 წლის ავსტრალიელ ბიჭუნას მასზე 3-ჯერ დიდი ზომის პითონი დაესხა თავს, უკბინა და საცურაო აუზში ჩაითრია. ბიუ ბლეიკი საკუთარი სახლის აუზთან თამაშობდა, როცა მას 3 მეტრის სიგრძის რეპტილია შემოეხვია. ამბავს ადგილობრივ რადიოს ბიჭუნას მამა - ბენი უყვება.

ბიუ და პითონი ჯერ კიდევ ერთმანეთში იყვნენ გადახლართულები, როცა ბიჭუნას პაპამ ისინი აუზიდან ამოათრია, შემდეგ კი ბენმა გაათავისუფლა შვილი რეპტილიასგან. მამის თქმით, ყველაფრის მიუხედავად ბიუ მაინც კარგ ხასიათზეა და მცირე დაზიანებებით დაუძვრა პითონს.

"როცა სისხლი მოვწმინდეთ და ვუთხარით, რომ არ მოკვდებოდა, რადგან ეს შხამიანი გველი არ იყო, დამშვიდდა. ის ნამდვილი ჯარისკაცივითაა", - უყვება ბიუს მამა მელბურნის რადიოს.

"ბიუ უბრალოდ აუზის გარშემო სეირნობდა. როგორც მივხვდი, პითონიც აქვე იყო და მსხვერპლის მოსვლას ელოდებოდა... ეს ბიუ აღმოჩნდა.. უცებ დიდი შავი ჩრდილი დავინახე, რომელიც ბუჩქიდან გამოვიდა და სანამ ორივე მათგანი ფსკერზე მოხვდებოდა, პითონი ბიუს ფეხზე მთლიანად იყო შემოხვეული", - იხსენებს ბენი.

ბიუს გაბედული 76 წლის პაპა, ალანი, დაუფიქრებლად გადაეშვა საცურაო აუზში, შემდეგ კი ერთმანეთში გადახლართული ბიჭი და გველი ბენს მიაწოდა. "ფიზიკურ ძალას არ ვუჩივი, ამიტომ მხოლოდ 15-20 წამი დამჭირდა მათ გასაცალკევებლად",- თქვა ბენმა.

ამის შემდეგ ბიჭუნას მამას პითონი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ეჭირა და მისი შვილების და მამის დაწყნარებას ცდილობდა.

მოგვიანებით, გველი ისევ ბუნებაში გაუშვა. ბენის თქმით, პითონების ნახვა აქ ჩვეულებრივი მოვლენაა: "ეს ავსტრალიაა", - ამბობს გაბედული მამა.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა