Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადამიანი არის არაადეკვატურობა, მეტი არაფერი" - ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე
"ადამიანი არის არაადეკვატურობა, მეტი არაფერი" - ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე

ბოლო დროს ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე ისეთ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს, მცდე­ლო­ბა აქვს, რომ "ნა­ცე­ბის“ ნა­რა­ტივ­ში ჩაჯ­დეს - ადა­მი­ა­ნი არის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რო­ბა, მეტი არა­ფე­რი,- ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რო­დე­საც უპა­სუ­ხა კი­თხვას, უნდა შე­ი­წყა­ლოს თუ არა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და ნიკა გვა­რა­მია.

ზარ­ქუა პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­ტიმ­რე­ბის შე­წყა­ლე­ბას არ გა­მო­რი­ცხავს, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ ყვე­ლა ადა­მი­ან­მა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სტა­ტუ­სის მი­უ­ხე­და­ვად სას­ჯე­ლი უნდა მო­ი­ხა­დოს.

"ჩვე­ნი პო­ზი­ცია მარ­ტი­ვია, რომ არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ამა თუ იმ პი­როვ­ნე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რა სტა­ტუ­სი აქვს. რო­დე­საც და­ნა­შა­უ­ლი აქვს ჩა­დე­ნი­ლი, მიდ­გო­მაა, რომ მან უნდა მო­ი­ხა­დოს სას­ჯე­ლი. სა­უ­ბა­რი მაქვს პა­ტი­მარ სა­ა­კაშ­ვილ­ზე, ისე­ვე რო­გორც პა­ტი­მარ გვა­რა­მი­ა­ზე. კონ­კრე­ტულ ბრალ­დე­ბებ­ზე აქვთ მის­ჯი­ლი კონ­კრე­ტუ­ლი ვა­დით პა­ტიმ­რო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენტ ზუ­რა­ბიშ­ვილს - რა გი­თხრათ, ბოლო დროს ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე ისეთ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს, მცდე­ლო­ბა აქვს, რომ "ნა­ცე­ბის“ ნა­რა­ტივ­ში ჩაჯ­დეს. იმ დღეს ვუს­მენ­დი და გა­ვოგნ­დი - თქვა, რუ­სე­ბი ვა­გო­ნე­ბით ჩა­მო­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­შიო - ვა­გო­ნი სად ნახა? ადა­მი­ა­ნი არის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რო­ბა, მეტი არა­ფე­რი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თქვა, "არა და არას­დრო­სო“, არ გა­მოვ­რი­ცხავ [შე­წყა­ლე­ბას], ბოლო დროს ისეთ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს. მისი პრე­რო­გა­ტი­ვაა და ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, მაგ­რამ ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქალ­ბა­ტონ პრე­ზი­დენტს არა­ლე­გი­ტი­მუ­რი, სა­მარ­ცხვი­ნო, მი­უ­ღე­ბე­ლი ეძა­ხეს. ეს არის ინ­სტი­ტუ­ცია, რო­მელ­საც მოგ­ვწონს თუ არ მოგ­ვწონს, უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ და და­ვიც­ვათ. ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მეს მარ­თებს, რომ ინ­სტი­ტუ­ცია და­იც­ვას. ასე შე­უ­რა­ცხყოფ­დნენ და ამის შემ­დეგ იმ გუნ­დის ბე­ლა­დის შე­წყა­ლე­ბა, ვის­გა­ნაც ასე­თი ნი­აღ­ვა­რი მო­დი­ო­და, მე არ ვიცი.

რაც ჩანს ისაა, რომ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­გან, მათ შო­რის რა­ღაც ჯგუ­ფის მხრი­დან და­სავ­ლე­თი­და­ნაც, პირ­და­პირ დარ­ტყმაა, რომ აი­ძუ­ლონ და შე­ი­წყა­ლოს, მაგ­რამ შე­წყა­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს - კონ­კრე­ტუ­ლი და­ნა­შა­უ­ლია ჩა­დე­ნი­ლი და სას­ჯე­ლი ყვე­ლამ უნდა მო­ი­ხა­დოს.

ყვე­ლას ჯან­მრთე­ლო­ბას ვუ­სურ­ვებ, მაგ­რამ თქვან კონ­კრე­ტუ­ლი დას­კვნა - მე­რამ­დე­ნე თვეა, ხან ერთ, ხან მე­ო­რე და­ა­ვა­დე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ. და­წე­რონ ამ და­ლოც­ვი­ლებ­მა, რა სჭირს და შემ­დეგ ვკი­თხავთ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურს, შე­უძ­ლია თუ არა მკურ­ნა­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რავი,
1

თამარ მეფეს და რაღას არ ადარებდით და ახლა გახდა არაადექვატური?

ლიტა
0

ე.ი. ჯინ შაჰინი და სალომე ზურაბიშვილი თუ შეხვდება ერთმანეთს და ზარქუას კომენტარს თხოვენ უპასუხებს: დღეს ჩათლახი და არაადექვატური შეხვდნენ ერთმანეთსო.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ადამიანი არის არაადეკვატურობა, მეტი არაფერი" - ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე

"ადამიანი არის არაადეკვატურობა, მეტი არაფერი" - ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე

ბოლო დროს ქალბატონი სალომე ისეთ განცხადებებს აკეთებს, მცდელობა აქვს, რომ "ნაცების“ ნარატივში ჩაჯდეს - ადამიანი არის არაადეკვატურობა, მეტი არაფერი,- ამის შესახებ "ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია.

ზარქუა პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნული პატიმრების შეწყალებას არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ ყველა ადამიანმა, საზოგადოებაში არსებული სტატუსის მიუხედავად სასჯელი უნდა მოიხადოს.

"ჩვენი პოზიცია მარტივია, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ამა თუ იმ პიროვნებას საზოგადოებაში რა სტატუსი აქვს. როდესაც დანაშაული აქვს ჩადენილი, მიდგომაა, რომ მან უნდა მოიხადოს სასჯელი. საუბარი მაქვს პატიმარ სააკაშვილზე, ისევე როგორც პატიმარ გვარამიაზე. კონკრეტულ ბრალდებებზე აქვთ მისჯილი კონკრეტული ვადით პატიმრობა.

რაც შეეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილს - რა გითხრათ, ბოლო დროს ქალბატონი სალომე ისეთ განცხადებებს აკეთებს, მცდელობა აქვს, რომ "ნაცების“ ნარატივში ჩაჯდეს. იმ დღეს ვუსმენდი და გავოგნდი - თქვა, რუსები ვაგონებით ჩამოვიდნენ საქართველოშიო - ვაგონი სად ნახა? ადამიანი არის არაადეკვატურობა, მეტი არაფერი. მიუხედავად იმისა, რომ თქვა, "არა და არასდროსო“, არ გამოვრიცხავ [შეწყალებას], ბოლო დროს ისეთ განცხადებებს აკეთებს. მისი პრეროგატივაა და ამის შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში, ქალბატონ პრეზიდენტს არალეგიტიმური, სამარცხვინო, მიუღებელი ეძახეს. ეს არის ინსტიტუცია, რომელსაც მოგვწონს თუ არ მოგვწონს, უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ. ქალბატონ სალომეს მართებს, რომ ინსტიტუცია დაიცვას. ასე შეურაცხყოფდნენ და ამის შემდეგ იმ გუნდის ბელადის შეწყალება, ვისგანაც ასეთი ნიაღვარი მოდიოდა, მე არ ვიცი.

რაც ჩანს ისაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, მათ შორის რაღაც ჯგუფის მხრიდან დასავლეთიდანაც, პირდაპირ დარტყმაა, რომ აიძულონ და შეიწყალოს, მაგრამ შეწყალების საფუძველი არ არსებობს - კონკრეტული დანაშაულია ჩადენილი და სასჯელი ყველამ უნდა მოიხადოს.

ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ, მაგრამ თქვან კონკრეტული დასკვნა - მერამდენე თვეა, ხან ერთ, ხან მეორე დაავადებაზე საუბრობენ. დაწერონ ამ დალოცვილებმა, რა სჭირს და შემდეგ ვკითხავთ პენიტენციურ სამსახურს, შეუძლია თუ არა მკურნალობა“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.