საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ჩემი შვილებისგან მოშორებით, ჩემი მეუღლე კი - სამსახურში ცხოვრობს... ჩვენ უბრალო რაღაცები გვენატრება" - ოლენა ზელენსკა ოჯახზე, ომზე, უკრაინელთა გამძლეობაზე
"მე ჩემი შვილებისგან მოშორებით, ჩემი მეუღლე კი - სამსახურში ცხოვრობს... ჩვენ უბრალო რაღაცები გვენატრება" -  ოლენა ზელენსკა ოჯახზე, ომზე, უკრაინელთა გამძლეობაზე

ოლე­ნა ზე­ლენ­სკა - უშუ­ქო­ბა არ არის ყვე­ლა­ზე უა­რე­სი რამ, რაც ჩვენს თავს ხდე­ბა - ჩვენ მზად ვართ გა­ვუძ­ლოთ ამას

უკ­რა­ი­ნის პირ­ვე­ლი ლედი, ოლე­ნა ზე­ლენ­სკა აცხა­დებს, რომ უკ­რა­ი­ნა ზამ­თარს გა­უძ­ლებს რუ­სუ­ლი რა­კე­ტე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი უშუ­ქო­ბი­სა და სი­ცი­ვის მი­უ­ხე­და­ვად და გა­აგ­რძე­ლებს ბრძო­ლას, რად­გან გა­მარ­ჯვე­ბის გა­რე­შე მშვი­დო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

”მზად ვართ, გა­ვუძ­ლოთ ამას. იმ­დე­ნი სა­ში­ნე­ლი გა­მოწ­ვე­ვა გვქონ­და, იმ­დე­ნი მსხვერ­პლი, ნგრე­ვა ვნა­ხეთ, რომ უშუ­ქო­ბა არ არის ყვე­ლა­ზე უა­რე­სი რამ, რაც ჩვენს თავს ხდე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა უკ­რა­ი­ნის პირ­ველ­მა ლე­დიმ.

მან ისა­უბ­რა გა­მო­კი­თხვა, რომ­ლის შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის 90%-მა გა­ნა­ცხა­და, რომ მზად არის იცხოვ­როს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის დე­ფი­ცი­ტის პი­რო­ბებ­ში ორი-სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუ და­ი­ნა­ხა­ვენ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პერ­სპექ­ტი­ვას.

"იცით, ად­ვი­ლია მა­რა­თონ­ზე სირ­ბი­ლი, როცა იცი რამ­დე­ნი კი­ლო­მეტ­რია“, - აცხა­დებს ელე­ნა ზე­ლენ­სკა, თუმ­ცა, მისი თქმით, ამ შემ­თხვე­ვა­ში, უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა არ იცი­ან რა მან­ძი­ლი უნდა გა­ირ­ბი­ნონ. ”ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი იყოს, მაგ­რამ არის ახა­ლი ემო­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც გვეხ­მა­რე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა უკ­რა­ი­ნის პირ­ველ­მა ლე­დიმ.

  • ელე­ნა ზე­ლენ­სკამ სა­კუ­თარ ოჯახ­ზეც ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ხე­და­ვენ ერ­თმა­ნეთს.

"მე ჩემი შვი­ლე­ბის­გან მო­შო­რე­ბით ვცხოვ­რობ, ჩემი მე­უღ­ლე - სამ­სა­ხურ­ში ცხოვ­რობს. რო­დე­საც შეხ­ვედ­რის ძა­ლი­ან მოკ­ლე მო­მენ­ტე­ბი გვაქვს, ეს ბავ­შვე­ბის­თვის საკ­მა­რი­სი არ არის. ჩვენ ეს ალ­ბათ ყვე­ლა­ზე მე­ტად გვე­ნატ­რე­ბა. ჩვენ უბ­რა­ლო რა­ღა­ცე­ე­ბი გვე­ნატ­რე­ბა. გვე­ნატ­რე­ბა, რომ დავ­სხდეთ და ვი­სა­უბ­როთ იმ­დენ­ხანს, რამ­დენ­ხან­საც გვინ­და. ვი­სა­უბ­როთ ყვე­ლა­ფერ­ზე, უმ­ნიშ­ვნე­ლო­სა და მნიშ­ვნე­ლო­ვან­ზე, რაც ოჯახ­ში ხდე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკამ.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?????
1

რამდენის შვილი დარჩა უსახლკაროდ, ერთი მაგის სტატისტიკა თუ გაქვთ? საქართველოზე სალაპარაკოდ გცალიათ , თითქოს მეტი სადარდებელი არ ჰქონდეთ თქვენი სახელმწიფოს ლიდერებს. არ ჩაერთვებიან ჩვენები მაგ ომში, იცოდეთ

:)))))))))))
4

ეს ქალიც გახადეს მსოფლიოს პირველი ლედი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"მე ჩემი შვილებისგან მოშორებით, ჩემი მეუღლე კი - სამსახურში ცხოვრობს... ჩვენ უბრალო რაღაცები გვენატრება" - ოლენა ზელენსკა ოჯახზე, ომზე, უკრაინელთა გამძლეობაზე

"მე ჩემი შვილებისგან მოშორებით, ჩემი მეუღლე კი - სამსახურში ცხოვრობს... ჩვენ უბრალო რაღაცები გვენატრება" -  ოლენა ზელენსკა ოჯახზე, ომზე, უკრაინელთა გამძლეობაზე

ოლენა ზელენსკა - უშუქობა არ არის ყველაზე უარესი რამ, რაც ჩვენს თავს ხდება - ჩვენ მზად ვართ გავუძლოთ ამას

უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა აცხადებს, რომ უკრაინა ზამთარს გაუძლებს რუსული რაკეტებით გამოწვეული უშუქობისა და სიცივის მიუხედავად და გააგრძელებს ბრძოლას, რადგან გამარჯვების გარეშე მშვიდობა შეუძლებელია.

”მზად ვართ, გავუძლოთ ამას. იმდენი საშინელი გამოწვევა გვქონდა, იმდენი მსხვერპლი, ნგრევა ვნახეთ, რომ უშუქობა არ არის ყველაზე უარესი რამ, რაც ჩვენს თავს ხდება“, - აღნიშნა უკრაინის პირველმა ლედიმ.

მან ისაუბრა გამოკითხვა, რომლის შედეგების თანახმად, უკრაინელების 90%-მა განაცხადა, რომ მზად არის იცხოვროს ელექტროენერგიის დეფიციტის პირობებში ორი-სამი წლის განმავლობაში, თუ დაინახავენ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას.

"იცით, ადვილია მარათონზე სირბილი, როცა იცი რამდენი კილომეტრია“, - აცხადებს ელენა ზელენსკა, თუმცა, მისი თქმით, ამ შემთხვევაში, უკრაინელებმა არ იციან რა მანძილი უნდა გაირბინონ. ”ზოგჯერ შეიძლება ძალიან რთული იყოს, მაგრამ არის ახალი ემოციები, რომელიც გვეხმარება“, - აღნიშნა უკრაინის პირველმა ლედიმ.

  • ელენა ზელენსკამ საკუთარ ოჯახზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ძალიან იშვიათად ხედავენ ერთმანეთს.

"მე ჩემი შვილებისგან მოშორებით ვცხოვრობ, ჩემი მეუღლე - სამსახურში ცხოვრობს. როდესაც შეხვედრის ძალიან მოკლე მომენტები გვაქვს, ეს ბავშვებისთვის საკმარისი არ არის. ჩვენ ეს ალბათ ყველაზე მეტად გვენატრება. ჩვენ უბრალო რაღაცეები გვენატრება. გვენატრება, რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ იმდენხანს, რამდენხანსაც გვინდა. ვისაუბროთ ყველაფერზე, უმნიშვნელოსა და მნიშვნელოვანზე, რაც ოჯახში ხდება“, - აღნიშნა ზელენსკამ.