ავტორი:

ყირიმში ირანელი ინსტრუქტორები მოკლეს - "ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსკოვის მხარდასაჭერად მყოფი ნებისმიერი ირანელი სამიზნე იქნება"

ყირიმში ირანელი ინსტრუქტორები მოკლეს - "ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსკოვის მხარდასაჭერად მყოფი ნებისმიერი ირანელი სამიზნე იქნება"

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა დაადასტურა, რომ ყირიმში ირანელი სამხედრო ინსტრუქტორები მოკლეს და ხაზი გაუსვა, რომ "ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსკოვის მხარდასაჭერად მყოფი ნებისმიერი ირანელი სამიზნე იქნება".

მისი თქმით, ირანელები ყირიმში იმისთვის იმყოფებოდნენ, რომ დახმარება გაეწიათ რუსი პილოტებისთვის თეირანის მიერ მიწოდებული Shahed-136 დრონების გამოყენებაში.

"არ უნდა იყო იქ, სადაც არ უნდა იყო. ისინი ჩვენ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ჩვენ ისინი აქ არ მოგვიწვევია და თუ ტერორისტებთან თანამშრომლობენ და ჩვენი ერის განადგურებაში მონაწილეობენ, უნდა მოვკლათ“, - აღნიშნა დანილოვმა.

ოქტომბერში, ისრაელის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის სამხედრო დარტყმების გამო 10 ირანელი ინსტრუქტორი დაიღუპა.