ავარია მოხდა გორის მუნიციპალიტეტში. ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და სატვირთო შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ტელეკომპანია "ტვ მონიტორინგი" ავრცელებს.
მათივე ცნობით, შემთხვევა სოფელ მეჯვრისხევის გზაზე მოხდა. შედეგად მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.