პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„პალიტრა L“ ოლენა კრავეცისა და ნინო ქათამაძის საქველმოქმედო საღამოს პარტნიორია
„პალიტრა L“ ოლენა კრავეცისა და ნინო ქათამაძის საქველმოქმედო საღამოს პარტნიორია

Welcome to Georgia! ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი და­ჯილ­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით, გიწ­ვევთ საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ღა­მო­ზე ოლე­ნა კრა­ვეც­თან ერ­თად! ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­დე­ბა 24 ნო­ემ­ბერს, 19:00 სა­ათ­ზე, სას­ტუმ­რო Golden Tulip Design Tbilisi-ში, სა­დაც თქვენ გე­ლით ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი და მუ­სი­კა­ლუ­რი სა­ღა­მო ნინო ქა­თა­მა­ძეს­თან და ოლე­ნა კრა­ვეც­თან ერ­თად.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­სულ სტუმ­რებს ოლე­ნა კრა­ვე­ცი უამ­ბობს ის­ტო­რი­ებს, რო­მელ­შიც ბევ­რი ჩვენ­გა­ნი და­ი­ნა­ხავს სა­კუ­თარ თავ­სა და თავ­გა­და­სავ­ლებს. მისი სოლო - "პრო­ზა და სა­კუ­თა­რი“ სა­ღა­მოს გა­მორ­ჩე­უ­ლი ნა­წი­ლი იქ­ნე­ბა.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მო­სულ სტუმ­რებს სა­ჩუქ­რად გა­და­ე­ცე­მათ გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ის“ წიგ­ნე­ბი: გუ­რამ ოდი­შა­რი­ას "დევ­ნილ­თა უღელ­ტე­ხი­ლი“ უკ­რა­ი­ნულ ენა­ზე და უკ­რა­ი­ნე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ე­ტე­ბის კრე­ბუ­ლი ქარ­თულ ენა­ზე.

ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი სტუმ­რებს ასე­ვე გა­უ­მას­პინ­ძლდე­ბი­ან Mtsvane Estate-ის გა­მორ­ჩე­უ­ლი ღვი­ნით,

სა­ღა­მოს კი და­აგ­ვირ­გვი­ნებს ნინო ქა­თა­მა­ძის სა­ო­ცა­რი ხმა რო­მე­ლიც ყვე­ლას ასე ძა­ლი­ან გვიყ­ვარს. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დას­წრე­ბის სა­ფა­სუ­რია 200 ლარი.თან­ხის გად­მო­რი­ცხვა შე­საძ­ლე­ბე­ლია შემ­დეგ ან­გა­რიშ­ზე :GE54BG0000000533933913შე­მო­სუ­ლი თან­ხა გა­და­ი­რი­ცხე­ბა ნინო ქა­თა­მა­ძის და ასე­ვე, თა­ვად ოლე­ნა კრა­ვე­ცის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდში.რე­გის­ტრა­ცი­ის ბმუ­ლი: bit.ly/3UQr2tF

შე­გახ­სე­ნებთ რომ გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ი“ კვალ­დაკ­ვალ მიჰ­ყვე­ბა მსოფ­ლი­ო­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს. უკ­რა­ი­ნი­სა და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი­სად­მი სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნად ომის და­წყე­ბი­დან ძა­ლი­ან მა­ლე­ვე გა­მოს­ცა თა­ნა­მედ­რო­ვე უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ე­ტე­ბის კრე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ქარ­თულ ენა­ზე მწე­რალ­მა, შოთა ია­თაშ­ვილ­მა მო­ამ­ზა­და, კრე­ბუ­ლის ყდა­ზე კი გა­მომ­ცემ­ლო­ბის უკ­რა­ი­ნელ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა, იუ­ლია კი­რა­კო­სო­ვამ იმუ­შა­ვა. ეს კრე­ბუ­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დოა და მისი გა­ყიდ­ვე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა სრუ­ლად უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის და­სახ­მა­რე­ბელ ფონდში ირი­ცხე­ბა.

იმა­ვე მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა ქარ­თვე­ლი მწერ­ლის, გუ­რამ ოდი­შა­რი­ას მო­თხრო­ბის",დევ­ნილ­თა უღელ­ტე­ხი­ლის“ უკ­რა­ი­ნულ ენა­ზე გა­მო­ცე­მაც. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 1993 წლის 27 სექ­ტემ­ბერს სო­ხუ­მი და­ე­ცა... ამ დღის ტრა­გე­დი­ამ კი ტალ­ღა­სა­ვით გა­და­უ­ა­რა ქა­ლაქს, სო­ფელს, ადა­მი­ანს... უღელ­ტე­ხილ­საც კი. სწო­რედ ამა­ზეა ეს მო­თხრო­ბა და: „შე­იძ­ლე­ბა გა­ურ­ბო­დე სიკ­ვდილს, მაგ­რამ ფე­ხე­ბი უკან გრჩე­ბო­დეს; მი­უყ­ვე­ბო­დე ჯო­ჯო­ხე­თურ გზას დაა გუ­ლის სიღ­რმე­ში არც გინ­დო­დეს მისი დას­რუ­ლე­ბა, რად­გან... რად­გან უკან გრჩე­ბა სამ­შობ­ლოს ნა­წი­ლი, სახ­ლი, ბავ­შვო­ბა, მო­გო­ნე­ბე­ბი... მხო­ლოდ უკან? – ზო­გი­ერ­თე­ბი სუ­ლაც იქვე დარ­ჩნენ – „ზე­ცი­უ­რი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრამ­დე ისე­დაც თა­ვი­ან­თი ფე­ხით ამო­სუ­ლე­ბი“...

ამ­დე­ნად, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის ნაც­ნო­ბია ის ტკი­ვი­ლი, რო­მელ­საც ახლა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი გა­ნიც­დი­ან, ქარ­თველს გა­მოვ­ლი­ლი აქვს ის მძი­მე გზა, რო­მელ­საც ახლა ჩვე­ნი მოძ­მე ერი შეს­დგო­მია. სწო­რედ ამი­ტომ "დევ­ნილ­თა უღელ­ტე­ხი­ლის“ უკ­რა­ი­ნულ ენა­ზე თარ­გმნა და მისი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ გა­და­ცე­მა, ჩვე­ნი სა­ერ­თო სუ­ლის­კვე­თე­ბი­სა და სო­ლი­და­რო­ბის ერ­თგვა­რი მა­გა­ლი­თია.

ავტორი:

„პალიტრა L“ ოლენა კრავეცისა და ნინო ქათამაძის საქველმოქმედო საღამოს პარტნიორია

„პალიტრა L“ ოლენა კრავეცისა და ნინო ქათამაძის საქველმოქმედო საღამოს პარტნიორია

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ორგანიზებით, გიწვევთ საქველმოქმედო საღამოზე ოლენა კრავეცთან ერთად! ღონისძიება ჩატარდება 24 ნოემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi-ში, სადაც თქვენ გელით ლიტერატურული და მუსიკალური საღამო ნინო ქათამაძესთან და ოლენა კრავეცთან ერთად.

ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ოლენა კრავეცი უამბობს ისტორიებს, რომელშიც ბევრი ჩვენგანი დაინახავს საკუთარ თავსა და თავგადასავლებს. მისი სოლო - "პროზა და საკუთარი“ საღამოს გამორჩეული ნაწილი იქნება.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცემათ გამომცემლობა ,,პალიტრა L-ის“ წიგნები: გურამ ოდიშარიას ,,დევნილთა უღელტეხილი“ უკრაინულ ენაზე და უკრაინელი თანამედროვე პოეტების კრებული ქართულ ენაზე.

ორგანიზატორები სტუმრებს ასევე გაუმასპინძლდებიან Mtsvane Estate-ის გამორჩეული ღვინით,

საღამოს კი დააგვირგვინებს ნინო ქათამაძის საოცარი ხმა რომელიც ყველას ასე ძალიან გვიყვარს. ღონისძიებაზე დასწრების საფასურია 200 ლარი.თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია შემდეგ ანგარიშზე :GE54BG0000000533933913შემოსული თანხა გადაირიცხება ნინო ქათამაძის და ასევე, თავად ოლენა კრავეცის საქველმოქმედო ფონდში.რეგისტრაციის ბმული: bit.ly/3UQr2tF

შეგახსენებთ რომ გამომცემლობა ,,პალიტრა L-ი“ კვალდაკვალ მიჰყვება მსოფლიოსა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. უკრაინისა და უკრაინელებისადმი სოლიდარობის ნიშნად ომის დაწყებიდან ძალიან მალევე გამოსცა თანამედროვე უკრაინელი პოეტების კრებული, რომელიც ქართულ ენაზე მწერალმა, შოთა იათაშვილმა მოამზადა, კრებულის ყდაზე კი გამომცემლობის უკრაინელმა დიზაინერმა, იულია კირაკოსოვამ იმუშავა. ეს კრებული საქველმოქმედოა და მისი გაყიდვებიდან შემოსული თანხა სრულად უკრაინელი ხალხის დასახმარებელ ფონდში ირიცხება.

იმავე მიზანს ემსახურება ქართველი მწერლის, გურამ ოდიშარიას მოთხრობის, ,,დევნილთა უღელტეხილის“ უკრაინულ ენაზე გამოცემაც. მოგეხსენებათ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა... ამ დღის ტრაგედიამ კი ტალღასავით გადაუარა ქალაქს, სოფელს, ადამიანს... უღელტეხილსაც კი. სწორედ ამაზეა ეს მოთხრობა და: „შეიძლება გაურბოდე სიკვდილს, მაგრამ ფეხები უკან გრჩებოდეს; მიუყვებოდე ჯოჯოხეთურ გზას დაა გულის სიღრმეში არც გინდოდეს მისი დასრულება, რადგან... რადგან უკან გრჩება სამშობლოს ნაწილი, სახლი, ბავშვობა, მოგონებები... მხოლოდ უკან? – ზოგიერთები სულაც იქვე დარჩნენ – „ზეციური საქართველოს საზღვრამდე ისედაც თავიანთი ფეხით ამოსულები“...

ამდენად, ქართველი ხალხისთვის ნაცნობია ის ტკივილი, რომელსაც ახლა უკრაინელები განიცდიან, ქართველს გამოვლილი აქვს ის მძიმე გზა, რომელსაც ახლა ჩვენი მოძმე ერი შესდგომია. სწორედ ამიტომ ,,დევნილთა უღელტეხილის“ უკრაინულ ენაზე თარგმნა და მისი უკრაინელებისთვის სრულიად უსასყიდლოდ გადაცემა, ჩვენი საერთო სულისკვეთებისა და სოლიდარობის ერთგვარი მაგალითია.