პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბედნიერი დედობა ვუსურვოთო და სუფრა გაიშალეს... ვერ იქნება ბედნიერი ბავშვი, რომელმაც იმშობიარა" - როგორ ეხმაურებიან 12 წლის მოზარდის მშობიარობას უფლებადამცველები?
"ბედნიერი დედობა ვუსურვოთო და სუფრა გაიშალეს... ვერ იქნება ბედნიერი ბავშვი, რომელმაც იმშობიარა" - როგორ ეხმაურებიან 12 წლის მოზარდის მშობიარობას უფლებადამცველები?

გუ­შინ, თბი­ლის­ში, 12 წლის მო­ზარ­დმა ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნა. გო­გო­ნა კა­ტას­ტრო­ფის ბრი­გა­დამ კლი­ნი­კა­ში რუს­თა­ვი­დან გა­და­იყ­ვა­ნა. მო­უმ­წი­ფე­ბე­ლი ორ­გა­ნიზ­მის გამო ექი­მე­ბი გარ­თუ­ლე­ბებს ელოდ­ნენ, სა­ბედ­ნი­ე­როს ამ­ჟა­მად დედა და შვი­ლი თავს კარ­გად გრძნო­ბენ.

  • 12 წლის მო­ზარ­დის ორ­სუ­ლობ­სი შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი ერთი კვი­რის წინ გახ­და. ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 12 წლის გო­გო­ნამ 16 წლის ვა­ჟის­გან გა­ა­ჩი­ნა.

პო­ლი­ცი­ამ ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მო­კი­თხეს მო­ზარ­დე­ბი. ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სქე­სობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით მიმ­დი­ნა­რე­ობს და საქ­მის ირ­გვლივ და­კი­თხვე­ბი გრძელ­დე­ბა.

მომ­ხდარ­ზე აღ­შფო­თე­ბუ­ლია სა­ზო­გა­ო­დე­ბა. უფ­ლე­დამ­ცვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სწო­რედ იმი­ტომ არის სქე­სობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბის შე­ტა­ნა სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ მო­მა­ვალ­ში მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ.

ფე­მი­ნის­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ფე­მი­ნას“ და­მა­არ­სე­ბე­ლი და ხელ­მძღვა­ნე­ლი ნინო ბა­ი­სო­ნაშ­ვი­ლი წერს:

- აქაც იყოს, სა­ჯა­რო იყოს! რა ჯან­და­ბა გვჭირს ასე­თი?! გული გა­მის­კდე­ბა გე­ფი­ცე­ბით, ბედ­ნი­ე­რი დე­დო­ბა ვუ­სურ­ვოთ რაღა დაგ­ვრჩე­ნი­აო, სუფ­რა გა­ი­შა­ლეს და სა­დღეგ­რძე­ლო­ებს ჰყვე­ბი­ან ფე­ის­ბუქ­ზე ნი­უ­სებ­ში. ვერა, ვერ იქ­ნე­ბა ბედ­ნი­ე­რი ვე­რას­დროს, რო­დის უნდა ვის­წავ­ლოთ რე­ა­ლო­ბის და­ნახ­ვა?! ვერ იქ­ნე­ბა ბედ­ნი­ე­რი ბავ­შვი, რო­მელ­მაც იმ­შო­ბი­ა­რა, ბავ­შვი, რო­მელ­მაც არც მა­შინ იცო­და რა სჭირ­და, როცა მას­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად ძა­ლა­დობ­დნენ და არც ახლა, როცა არც იცის, რომ ვი­ღა­ცა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა აი­ღოს მა­შინ, როცა თავ­ზეც ვერ აუ­ღია, ბავ­შვი, რო­მელ­საც სა­კე­ის­რო ხალ­ხის დახ­მა­რე­ბით გა­უ­კე­თეს.

ვე­რას­დროს იქ­ნე­ბა ბედ­ნი­ე­რი ბავ­შვი, რო­მელ­მაც იმ­შო­ბი­ა­რა, მი­თუ­მე­ტეს ბედ­ნი­ე­რი დედა ვერ იქ­ნე­ბა, ვე­რას­დროს, რად­გან მა­საც და მის ბავ­შვსაც ხში­რად მოს­წყურ­დე­ბათ და მო­შივ­დე­ბათ, კარ­გა ხანს ვერ გა­ი­გებს კი­დევ რა ხდე­ბა მის თავს, რა­ტომ უნდა უც­ვა­ლოს თო­ჯი­ნის მა­გი­ერ პამ­პერ­სე­ბი რე­ა­ლურ ბავ­შვს. ბავ­შვე­ბი, ბავ­შვი დე­დე­ბი, რომ­ლებ­საც ეს დამ­პა­ლი პატ­რი­არ­ქა­ტი ბავ­შვო­ბას არ­თმევთ, ვე­ღა­რას­დროს იქ­ნე­ბი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი! ეს ხმა­მაღ­ლა უნდა ვიყ­ვი­როთ!..

იდა ბახ­ტუ­რი­ძე, "ქა­ლე­ბი სა­ერ­თო მო­მავ­ლის­თვის” (WECF) სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სის გენ­დერუ­ლი პროგ­რა­მე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი:

- 12 წლის ბავ­შვმა ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნა და 14 წლის გოგო გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს, რო­მე­ლიც ამ ყვე­ლაფ­რის მერე მა­მა­მის­მა სას­ტი­კად სცე­მა. სქე­სობ­რივ გა­ნათ­ლე­ბას და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის კა­ნონს თუ რამე არ ვუშ­ვე­ლეთ, კა­ტას­ტრო­ფა ხდე­ბა გო­გო­ე­ბის და ქა­ლე­ბის თავს...

"პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, ანა არ­გა­ნაშ­ვი­ლი:

- 12 წლის და 16 წლის ბავ­შვებს რომ სცოდ­ნო­დათ, რა საფრ­თხე ახ­ლავს ად­რე­ულ ასაკ­ში სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბას და რო­გორ ხდე­ბა ორ­სუ­ლო­ბის­გან თავ­დაც­ვა - ეს შემ­თხვე­ვა არ მოხ­დე­ბო­და. სტა­ტის­ტი­კა აჩ­ვე­ნებს, რომ იქ სა­დაც ბავ­შვებს აქვთ სრულ­ფა­სო­ვა­ნი სქე­სობ­რი­ვი და რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, უფრო გვი­ან იწყე­ბენ სქე­სობ­რივ აქ­ტი­ვო­ბას.

ნა­ხეთ:

მკითხველის კომენტარები / 75 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
1

არასრულწლოვანზე პასუხისმგებელია მეურვე, შესაბამისად ,,თუ'' დაირღვა კანონი, უნდა აგოს მკაცრად პასუხი. სულ მცირე ისე ვერ ა\რზარდა ბავშვი, რომ სექსის ნაცვლად გართობა უნდოდეს

მარი
11

იქ, სადაც მორალი, სირცხვილი, ტრადიცია, ადამიანის უფლებები არ არსებობს, არ უნდა გაგიკვირდეს ქალის დაწვა, ცოლ- ქმარის მკვლელობა, სექსი ბავშვებში, პედოფილია, ნეკროფილია, 100 წლის მოხუცების გაუპატიურება, მანიაკები და ა.შ. 

ეს იმიტომ ხდება, რომ ნაცებმა ამოძირკვეს აზიელ ქართველრბში ტრადიცია, პასუხიმგებლობა, ქართული წესები, კულტურა, განათლება, მორალი და სირცხვილი, ადათ წესები! 

პასუხისმგებლები მხოლოდ პოლიციის წინაშე გახდა ადამიანი!

ავტორი:

"ბედნიერი დედობა ვუსურვოთო და სუფრა გაიშალეს... ვერ იქნება ბედნიერი ბავშვი, რომელმაც იმშობიარა" - როგორ ეხმაურებიან 12 წლის მოზარდის მშობიარობას უფლებადამცველები?

"ბედნიერი დედობა ვუსურვოთო და სუფრა გაიშალეს... ვერ იქნება ბედნიერი ბავშვი, რომელმაც იმშობიარა" - როგორ ეხმაურებიან 12 წლის მოზარდის მშობიარობას უფლებადამცველები?

გუშინ, თბილისში, 12 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა. გოგონა კატასტროფის ბრიგადამ კლინიკაში რუსთავიდან გადაიყვანა. მოუმწიფებელი ორგანიზმის გამო ექიმები გართულებებს ელოდნენ, საბედნიეროს ამჟამად დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ.

  • 12 წლის მოზარდის ორსულობსი შესახებ ცნობილი ერთი კვირის წინ გახდა. ამ დროისთვის არსებული არსებული ინფორმაციით, 12 წლის გოგონამ 16 წლის ვაჟისგან გააჩინა.

პოლიციამ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ გამოკითხეს მოზარდები. ფაქტზე გამოძიება სქესობრივი დანაშაულის კვალიფიკაციით მიმდინარეობს და საქმის ირგვლივ დაკითხვები გრძელდება.

მომხდარზე აღშფოთებულია საზოგაოდება. უფლედამცველები ამბობენ, რომ სწორედ იმიტომ არის სქესობრივი განათლების შეტანა სასწავლო პროგრამაში აუცილებელი, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევები თავიდან ავიცილოთ.

ფემინისტური ორგანიზაცია "ფემინას“ დამაარსებელი და ხელმძღვანელი ნინო ბაისონაშვილი წერს:

- აქაც იყოს, საჯარო იყოს! რა ჯანდაბა გვჭირს ასეთი?! გული გამისკდება გეფიცებით, ბედნიერი დედობა ვუსურვოთ რაღა დაგვრჩენიაო, სუფრა გაიშალეს და სადღეგრძელოებს ჰყვებიან ფეისბუქზე ნიუსებში. ვერა, ვერ იქნება ბედნიერი ვერასდროს, როდის უნდა ვისწავლოთ რეალობის დანახვა?! ვერ იქნება ბედნიერი ბავშვი, რომელმაც იმშობიარა, ბავშვი, რომელმაც არც მაშინ იცოდა რა სჭირდა, როცა მასზე სექსუალურად ძალადობდნენ და არც ახლა, როცა არც იცის, რომ ვიღაცაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მაშინ, როცა თავზეც ვერ აუღია, ბავშვი, რომელსაც საკეისრო ხალხის დახმარებით გაუკეთეს.

ვერასდროს იქნება ბედნიერი ბავშვი, რომელმაც იმშობიარა, მითუმეტეს ბედნიერი დედა ვერ იქნება, ვერასდროს, რადგან მასაც და მის ბავშვსაც ხშირად მოსწყურდებათ და მოშივდებათ, კარგა ხანს ვერ გაიგებს კიდევ რა ხდება მის თავს, რატომ უნდა უცვალოს თოჯინის მაგიერ პამპერსები რეალურ ბავშვს. ბავშვები, ბავშვი დედები, რომლებსაც ეს დამპალი პატრიარქატი ბავშვობას ართმევთ, ვეღარასდროს იქნებიან ბედნიერები! ეს ხმამაღლა უნდა ვიყვიროთ!..

იდა ბახტურიძე, "ქალები საერთო მომავლისთვის” (WECF) საქართველოს ოფისის გენდერული პროგრამების კოორდინატორი:

- 12 წლის ბავშვმა ბავშვი გააჩინა და 14 წლის გოგო გააუპატიურეს, რომელიც ამ ყველაფრის მერე მამამისმა სასტიკად სცემა. სქესობრივ განათლებას და გაუპატიურების კანონს თუ რამე არ ვუშველეთ, კატასტროფა ხდება გოგოების და ქალების თავს...

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" აღმასრულებელი დირექტორი, ანა არგანაშვილი:

- 12 წლის და 16 წლის ბავშვებს რომ სცოდნოდათ, რა საფრთხე ახლავს ადრეულ ასაკში სქესობრივი ცხოვრების დაწყებას და როგორ ხდება ორსულობისგან თავდაცვა - ეს შემთხვევა არ მოხდებოდა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ იქ სადაც ბავშვებს აქვთ სრულფასოვანი სქესობრივი და რეპროდუქციული განათლება, უფრო გვიან იწყებენ სქესობრივ აქტივობას.

ნახეთ: