ავტორი:

ახალი კამპანიის გამო, Balenciaga ბოდიშს იხდის - რატომ აკრიტიკებს ბრენდს საზოგადოება

ახალი კამპანიის გამო, Balenciaga ბოდიშს იხდის - რატომ აკრიტიკებს ბრენდს საზოგადოება

ფრანგული ბრენდი Balenciaga სკანდალში გაეხვა. საქმე ისაა, რომ ბრენდმა სადღესასწაულო კამპანიის ფარგლებში, ახალი ჩანთები წარადგინა, რომელსაც დათვის ფორმა ჰქონდა, ხოლო სარეკლამო ვიდეორგოლში ბავშვები გადაიღო.

კადრებში ჩანდა სხვადასხვა აქსესუარები, ბადეებიანი სამოსი, თმის აქსესუარები, ყელსაბამები, ე.წ ჩოკერები და ა.შ.

აღნიშნული კამპანიის გამო Balenciaga კრიტიკის ობიექტი გახდა. ზოგიერთის აზრით, ეს იყო ბავშვთა სექსუალობის წარმოჩენა ყველაფერი ისე იყო გაკეთებული, რომ ბავშვები სექსუალურად გამოეჩინათ. სხვებმა კი ყოველივეს "ბავშვთა პორნოგრაფია უწოდეს."

სოციალურ ქსელებში დიდი განხილვა მოჰყვა გავრცელებულ კადრებს, რის შემდეგაც ბრენდს სარეკლამო კონტენტის წაშლა მოუწია და ბოდიში მოიხადა.

"ჩვენ გულწრფელად ვიხდით ბოდიშს თუ ვინმესთვის შეურაცხმყოფელი იყო ჩვენი სადღესასწაულო კამპანია. ჩვენი დათვის ჩანთები არ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი ამ კამპანიაში ბავშვებთან ერთად.

დაუყოვნებლივ ვშლით ყველა პლატფორმიდან ამ კამპანიისთვის მომზადებუ კონტენტს“, - ნათქვამია Balenciaga-ს განცხადებაში.