მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პალიტრა L-ის“ ახალი პროექტის ფარგლებში პირველი მიხეილ ჯავახიშვილის ხუთტომეული გამოიცემა
"პალიტრა L-ის“ ახალი პროექტის ფარგლებში პირველი მიხეილ ჯავახიშვილის ხუთტომეული გამოიცემა

„XXI სა­უ­კუ­ნის ოჯახს ახა­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა სჭირ­დე­ბა“ - ამ სლო­გა­ნით გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ ახა­ლი პრო­ექ­ტი და­ი­წყო. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში 28 ნო­ემ­ბრი­დან მკი­თხველს წიგ­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი­თა და გან­სა­კუთ­რე­ბულ ფა­სად შე­ძე­ნა შე­ეძ­ლე­ბა. წიგ­ნე­ბი ახლა უკვე პრე­სის გა­რე­შე გა­ი­ყი­დე­ბა.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში პირ­ვე­ლი მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ხუ­თტო­მე­უ­ლი გა­მო­ი­ცე­მა. 28 ნო­ემ­ბრი­დან პირ­ვე­ლი ტო­მის, „კვა­ჭი კვა­ჭან­ტი­რა­ძის“ შე­ძე­ნა ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად, 14 ლა­რად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ახა­ლი ტო­მე­ბი თვე­ში ერთხელ გა­მო­ვა. სე­რი­ის ფარ­გლებ­ში ასე­ვე გა­მო­ი­ცე­მა:

  • მე­ო­რე ტომი -„არ­სე­ნა მა­რაბ­დე­ლი“,
  • მე­სა­მე ტომი - „ჯა­ყოს ხიზ­ნე­ბი“, „გივი შა­დუ­რი“,
  • მე­ო­თხე ტომი - მო­თხრო­ბე­ბი, წე­რი­ლე­ბი
  • მე­ხუ­თე ტომი „თეთ­რი სა­ყე­ლო“

„XXI სა­უ­კუ­ნის ოჯახს ახა­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა სჭირ­დე­ბა“ - ამ იდე­ით შექ­მნი­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­მო­სა­ცემ წიგ­ნებს თა­ვად მკი­თხვე­ლი არ­ჩევს. ავ­ტო­რის შერ­ჩე­ვამ­დე გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით ადრე და­ი­წყო სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­მო­კი­თხვა, თუ ვისი წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნას ისურ­ვებ­დნენ. მათი რჩე­უ­ლი კი ამ ეტაპ­ზე მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი გახ­და. მე­ო­რე ავ­ტო­რი, რო­მე­ლიც ახა­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­ცე­მა, ჟიულ ვერ­ნია.

მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის წიგ­ნე­ბი დღემ­დე არ კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბას და სწო­რედ ამი­სი დას­ტუ­რია ის ფაქ­ტიც, რომ ქარ­თველ­მა მკი­თხველ­მა ახა­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის პირ­ველ ავ­ტო­რად სწო­რედ ის აირ­ჩია. მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც რუ­სულ რეპ­რე­სი­ებს შე­ე­წი­რა, თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბით მუდ­მი­ვად ქარ­თვე­ლი ერის დაც­ვა­სა და გა­მო­ფხიზ­ლე­ბას ცდი­ლობ­და. მწე­რა­ლი 1937 წლის 14 აგ­ვის­ტოს და­ა­პა­ტიმ­რეს და ბე­რი­ას თან­დას­წრე­ბით, "აღი­ა­რე­ბა­ზე" წა­მე­ბის ქვეშ ხელი მო­ა­წე­რი­ნეს. სას­ჯე­ლი აღ­სას­რულ­ში მო­იყ­ვა­ნეს დახ­ვრე­ტით, იმა­ვე წლის 30 სექ­ტემ­ბერს. მწერ­ლის არ­ქი­ვი გა­ნად­გურ­და, ხოლო მის ქო­ნე­ბას კონ­ფის­კა­ცია გა­უ­კეთ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი ძმაც დახ­ვრი­ტეს, მე­უღ­ლე კი გა­და­ა­სახ­ლეს. მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ზე ცენ­ზუ­რა 1950-იანი წლე­ბის ბო­ლოს მო­იხ­სნა. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შემ­დეგ მისი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის კვლავ გა­მო­ცე­მა და­ი­წყო. მწე­რა­ლი კარ­გად გა­იც­ნო ქარ­თველ­მა მკი­თხველ­მა, და­ა­ფა­სა და შე­იყ­ვა­რა. მას შემ­დეგ მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მა ქარ­თვე­ლე­ბის წიგ­ნე­ბის თა­რო­ზე გან­სა­კუთ­რე­ბულ, სა­პა­ტიო ად­გილს იკა­ვებს.

ათწლე­უ­ლე­ბის შემ­დეგ, დღეს, რო­დე­საც რუ­სუ­ლი აგ­რე­სია კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა, ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი კვლავ მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვილს ირ­ჩევს და კი­თხუ­ლობს. ის ახა­ლი ოჯა­ხე­ბის ახა­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის პირ­ვე­ლი წიგ­ნი იქ­ნე­ბა.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის მა­რი­ამ გი­ორ­გა­ძის გან­მარ­ტე­ბით, კლა­სი­კო­სი ავ­ტო­რე­ბი და გან­სა­კუთ­რე­ბით ქარ­თვე­ლი კლა­სი­კო­სე­ბი ყო­ველ­თვის მო­თხოვ­ნა­დია.

„მათი შე­მოქ­მე­დე­ბა, დრო­ის მი­უ­ხე­და­ვად, არ კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბას. მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ის ავ­ტო­რია, რომ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბაც ზუს­ტად და სწო­რად ასა­ხავს რო­გორც გარ­და­სულ, ისე თა­ნად­რო­ულ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ თუ სო­ცი­ა­ლურ მოვ­ლე­ნებს და იმავდრო­უ­ლად, ეხ­მი­ა­ნე­ბა მო­მა­ვალ­საც. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე მკი­თხვე­ლი უამ­რავ „დღე­ვან­დე­ლო­ბას“ ამო­ი­კი­თხავს და სა­ინ­ტე­რე­სო პა­რა­ლე­ლებ­საც აღ­მო­ა­ჩენს. ამ სე­რი­ის პირ­ვე­ლი წიგ­ნი იქ­ნე­ბა „კვა­ჭი კვა­ჭან­ტი­რა­ძე და მისი თავ­გა­და­სა­ვა­ლი“. კვა­ჭი – ეს არის პერ­სო­ნა­ჟი, რო­მე­ლიც მუ­დამ არ­სე­ბობ­და და არ­სე­ბობს. ის დღე­საც ჩვენ შო­რი­საა, თუმ­ცა შე­საძ­ლოა მისი ფე­ნო­მე­ნის­თვის სა­ხე­ლი ჯე­რაც ვერ და­ურ­ქმე­ვია ახალ­გაზ­რდა მკი­თხველს,“ - აღ­ნიშ­ნავს მა­რი­ამ გი­ორ­გა­ძე.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მო­მა­ვა­ლი ავ­ტო­რე­ბი­სა და ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის შერ­ჩე­ვა კვლავ მკი­თხვე­ლის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით მოხ­დე­ბა.

„გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L~ მუდ­მი­ვად სთა­ვა­ზობს მკი­თხველს ახალ პრო­ექ­ტებს, რომ­ლე­ბიც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ გა­მომ­ცემ­ლო­ბი­სა და მკი­თხვე­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობთ ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის მო­თხოვ­ნე­ბის, სურ­ვი­ლე­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას. ახა­ლი პრო­ექ­ტი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია მთა­ვა­რი იდე­ის – XXI სა­უ­კუ­ნის ოჯახს ახა­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა სჭირ­დე­ბა – გარ­შე­მო.ეს ბიბ­ლი­ო­თე­კა ერ­თად უნდა შევ­ქმნათ. ერ­თად გა­დავ­წყვი­ტოთ, რო­მე­ლი ავ­ტო­რე­ბი და რა ჟან­რის ლი­ტე­რა­ტუ­რა უნდა იყოს ამ პრო­ექ­ტში. და­ვი­წყეთ გა­მო­კი­თხვე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით, სხვა­დას­ხვა არ­ხით. მკი­თხველ­მა იდე­ის მი­მართ საკ­მა­ოდ დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­ი­ჩი­ნა – ყო­ველ­დღი­უ­რად გვიგ­ზავ­ნი­ან შევ­სე­ბულ კი­თხვა­რებს. გვი­ხა­რია, რომ პრო­ექტს ასე­თი ინ­ტე­რე­სი და გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. რაც მთა­ვა­რია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა უკვე ელო­დე­ბა ამ პრო­ექ­ტის წიგ­ნებს. აქვე და­ვა­მა­ტებ: ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია რჩე­ულ ავ­ტორ­სა თუ ნა­წარ­მო­ებ­ზე ტე­ლე­ფო­ნით გვაც­ნო­ბოს. და­რე­კეთ ნო­მერ­ზე: 032 2 47 00 45. XXI სა­უ­კუ­ნის ოჯახს ახა­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა სჭირ­დე­ბა - ეს პრო­ექ­ტი თა­ნა­მედ­რო­ვე მო­თხოვ­ნებ­სა და მო­ლო­დი­ნებს სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა. მკი­თხვე­ლის ჩარ­თუ­ლო­ბი­თა და მათი სურ­ვი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ვქმნით ამ სე­რი­ებს, შე­სა­ბა­მი­სად, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ პრო­ექ­ტის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე მკი­თხვე­ლიც დიდი მო­ლო­დი­ნით და­ე­ლო­დე­ბა ახალ გა­მო­ცე­მებს და შე­ავ­სებს/გა­ნა­ახ­ლებს ან/და შექ­მნის სრუ­ლი­ად ახალ ბიბ­ლი­ო­თე­კას – XXI სა­უ­კუ­ნის ბიბ­ლი­ო­თე­კას. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ მსურ­ვე­ლი წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნას სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად შეძ­ლებს,“ - და­ა­მა­ტა მა­რი­ამ გი­ორ­გა­ძემ.

ახა­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნა მკი­თხველს ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ ფა­სად შე­ეძ­ლე­ბა. წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლებს შე­უძ­ლი­ათ გახ­დნენ გა­მომ­წე­რე­ბი და მათ­თვის მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი ფორ­მი­თა და პე­რი­ო­დუ­ლო­ბით მი­ი­ღონ სა­კუ­თარ ინ­ტე­რეს­ზე მორ­გე­ბუ­ლი წიგ­ნი თუ წიგ­ნე­ბის სე­რი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ პრო­ექ­ტის­თვის გა­მო­ი­ცე­მა. პრე­სის გა­რე­შე წიგ­ნის გან­სა­კუთ­რე­ბულ ფა­სად შე­ძე­ნა რამ­დე­ნი­მე გზი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

1. სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნის შე­ძე­ნა შე­გიძ­ლი­ათ პრე­სის ჯი­ხუ­რებ­სა და „ბიბ­ლუ­სის“ ქსელ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. წიგნს გა­მოს­ვლი­დან ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სპე­ცი­ა­ლურ, და­უ­ჯე­რე­ბელ ფა­სად შე­ი­ძენთ.

ან გახ­დით გა­მომ­წე­რი:

2. და­ა­ფიქ­სი­რეთ თქვე­ნი ინ­ტე­რე­სი ამა თუ იმ გა­მო­ცე­მის, ტო­მე­უ­ლი­სა თუ პრო­ექ­ტის მი­მართ გა­მომ­ცემ­ლო­ბის სა­ტე­ლე­ფო­ნო ცენ­ტრში, დათ­ქმულ დრო­სა და ად­გილ­ზე წიგ­ნე­ბის სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად მი­ი­ღებთ. ტელ.: 322 47 00 45

3. გა­მო­ი­წე­რეთ სპე­ცი­ა­ლუ­რად თქვენ­თვის შექ­მნი­ლი ტო­მე­უ­ლი ონ­ლა­ინ, გან­სა­კუთ­რე­ბულ

ფა­სად სა­ი­ტი­დან. თან­ხის ერ­თი­ა­ნად გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში მი­ი­ღეთ

და­მა­ტე­ბი­თი 10%-იანი ფას­დაკ­ლე­ბა ან გა­და­ი­ხა­დეთ ყო­ველ­თვი­უ­რად თქვენ მიერ შერ­ჩე­ულ

რი­ცხვში, შე­ძე­ნილ წიგ­ნებს კი სა­სურ­ველ მი­სა­მარ­თზე მი­ი­ღებთ.

სა­ტე­ლე­ფო­ნო და ონ­ლა­ინ გა­მო­წე­რის შემ­თხვე­ვა­ში, სა­კუ­რი­ე­რო მომ­სა­ხუ­რე­ბის ფასი მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით მხო­ლოდ 2 ლა­რია.

R

ავტორი:

"პალიტრა L-ის“ ახალი პროექტის ფარგლებში პირველი მიხეილ ჯავახიშვილის ხუთტომეული გამოიცემა

"პალიტრა L-ის“ ახალი პროექტის ფარგლებში პირველი მიხეილ ჯავახიშვილის ხუთტომეული გამოიცემა

„XXI საუკუნის ოჯახს ახალი ბიბლიოთეკა სჭირდება“ - ამ სლოგანით გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ ახალი პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში 28 ნოემბრიდან მკითხველს წიგნების განსაკუთრებული პირობებითა და განსაკუთრებულ ფასად შეძენა შეეძლება. წიგნები ახლა უკვე პრესის გარეშე გაიყიდება.

პროექტის ფარგლებში პირველი მიხეილ ჯავახიშვილის ხუთტომეული გამოიცემა. 28 ნოემბრიდან პირველი ტომის, „კვაჭი კვაჭანტირაძის“ შეძენა ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურ ფასად, 14 ლარად იქნება შესაძლებელი. ახალი ტომები თვეში ერთხელ გამოვა. სერიის ფარგლებში ასევე გამოიცემა:

  • მეორე ტომი -„არსენა მარაბდელი“,
  • მესამე ტომი - „ჯაყოს ხიზნები“, „გივი შადური“,
  • მეოთხე ტომი - მოთხრობები, წერილები
  • მეხუთე ტომი „თეთრი საყელო“

„XXI საუკუნის ოჯახს ახალი ბიბლიოთეკა სჭირდება“ - ამ იდეით შექმნილი პროექტის ფარგლებში გამოსაცემ წიგნებს თავად მკითხველი არჩევს. ავტორის შერჩევამდე გარკვეული პერიოდით ადრე დაიწყო სპეციალური გამოკითხვა, თუ ვისი წიგნების შეძენას ისურვებდნენ. მათი რჩეული კი ამ ეტაპზე მიხეილ ჯავახიშვილი გახდა. მეორე ავტორი, რომელიც ახალი პროექტის ფარგლებში გამოიცემა, ჟიულ ვერნია.

მიხეილ ჯავახიშვილის წიგნები დღემდე არ კარგავს აქტუალობას და სწორედ ამისი დასტურია ის ფაქტიც, რომ ქართველმა მკითხველმა ახალი ბიბლიოთეკის პირველ ავტორად სწორედ ის აირჩია. მწერალი, რომელიც რუსულ რეპრესიებს შეეწირა, თავისი შემოქმედებით მუდმივად ქართველი ერის დაცვასა და გამოფხიზლებას ცდილობდა. მწერალი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს და ბერიას თანდასწრებით, "აღიარებაზე" წამების ქვეშ ხელი მოაწერინეს. სასჯელი აღსასრულში მოიყვანეს დახვრეტით, იმავე წლის 30 სექტემბერს. მწერლის არქივი განადგურდა, ხოლო მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთდა. მოგვიანებით მისი ძმაც დახვრიტეს, მეუღლე კი გადაასახლეს. მიხეილ ჯავახიშვილზე ცენზურა 1950-იანი წლების ბოლოს მოიხსნა. რეაბილიტაციის შემდეგ მისი ნაწარმოებების კვლავ გამოცემა დაიწყო. მწერალი კარგად გაიცნო ქართველმა მკითხველმა, დააფასა და შეიყვარა. მას შემდეგ მიხეილ ჯავახიშვილის სხვადასხვა გამოცემა ქართველების წიგნების თაროზე განსაკუთრებულ, საპატიო ადგილს იკავებს.

ათწლეულების შემდეგ, დღეს, როდესაც რუსული აგრესია კვლავ აქტუალური პრობლემაა, ქართველი მკითხველი კვლავ მიხეილ ჯავახიშვილს ირჩევს და კითხულობს. ის ახალი ოჯახების ახალი ბიბლიოთეკის პირველი წიგნი იქნება.

გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მარიამ გიორგაძის განმარტებით, კლასიკოსი ავტორები და განსაკუთრებით ქართველი კლასიკოსები ყოველთვის მოთხოვნადია.

„მათი შემოქმედება, დროის მიუხედავად, არ კარგავს აქტუალურობას. მიხეილ ჯავახიშვილი ის ავტორია, რომლის შემოქმედებაც ზუსტად და სწორად ასახავს როგორც გარდასულ, ისე თანადროულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თუ სოციალურ მოვლენებს და იმავდროულად, ეხმიანება მომავალსაც. ჯავახიშვილის ნაწარმოებებში თანამედროვე მკითხველი უამრავ „დღევანდელობას“ ამოიკითხავს და საინტერესო პარალელებსაც აღმოაჩენს. ამ სერიის პირველი წიგნი იქნება „კვაჭი კვაჭანტირაძე და მისი თავგადასავალი“. კვაჭი – ეს არის პერსონაჟი, რომელიც მუდამ არსებობდა და არსებობს. ის დღესაც ჩვენ შორისაა, თუმცა შესაძლოა მისი ფენომენისთვის სახელი ჯერაც ვერ დაურქმევია ახალგაზრდა მკითხველს,“ - აღნიშნავს მარიამ გიორგაძე.

პროექტის ფარგლებში მომავალი ავტორებისა და ნაწარმოებების შერჩევა კვლავ მკითხველის აქტიური ჩართულობით მოხდება.

„გამომცემლობა „პალიტრა L~ მუდმივად სთავაზობს მკითხველს ახალ პროექტებს, რომლებიც, შეიძლება ითქვას, რომ გამომცემლობისა და მკითხველის თანამონაწილეობით ხორციელდება. ყოველთვის ვცდილობთ ჩვენი მკითხველის მოთხოვნების, სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინებას. ახალი პროექტი გაერთიანებულია მთავარი იდეის – XXI საუკუნის ოჯახს ახალი ბიბლიოთეკა სჭირდება – გარშემო.ეს ბიბლიოთეკა ერთად უნდა შევქმნათ. ერთად გადავწყვიტოთ, რომელი ავტორები და რა ჟანრის ლიტერატურა უნდა იყოს ამ პროექტში. დავიწყეთ გამოკითხვები სოციალური ქსელით, სხვადასხვა არხით. მკითხველმა იდეის მიმართ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიჩინა – ყოველდღიურად გვიგზავნიან შევსებულ კითხვარებს. გვიხარია, რომ პროექტს ასეთი ინტერესი და გამოხმაურება მოჰყვა. რაც მთავარია, საზოგადოება უკვე ელოდება ამ პროექტის წიგნებს. აქვე დავამატებ: ნებისმიერ მსურველს შეუძლია რჩეულ ავტორსა თუ ნაწარმოებზე ტელეფონით გვაცნობოს. დარეკეთ ნომერზე: 032 2 47 00 45. XXI საუკუნის ოჯახს ახალი ბიბლიოთეკა სჭირდება - ეს პროექტი თანამედროვე მოთხოვნებსა და მოლოდინებს სრულად შეესაბამება. მკითხველის ჩართულობითა და მათი სურვილების გათვალისწინებით ვქმნით ამ სერიებს, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ პროექტის თანამონაწილე მკითხველიც დიდი მოლოდინით დაელოდება ახალ გამოცემებს და შეავსებს/განაახლებს ან/და შექმნის სრულიად ახალ ბიბლიოთეკას – XXI საუკუნის ბიბლიოთეკას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მსურველი წიგნების შეძენას სპეციალურ ფასად შეძლებს,“ - დაამატა მარიამ გიორგაძემ.

ახალი პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნების შეძენა მკითხველს ერთი კვირის განმავლობაში განსაკუთრებულ ფასად შეეძლება. წიგნის მოყვარულებს შეუძლიათ გახდნენ გამომწერები და მათთვის მოსახერხებელი ფორმითა და პერიოდულობით მიიღონ საკუთარ ინტერესზე მორგებული წიგნი თუ წიგნების სერიები, რომლებიც სპეციალურად ამ პროექტისთვის გამოიცემა. პრესის გარეშე წიგნის განსაკუთრებულ ფასად შეძენა რამდენიმე გზითაა შესაძლებელი.

1. სასურველი წიგნის შეძენა შეგიძლიათ პრესის ჯიხურებსა და „ბიბლუსის“ ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით. წიგნს გამოსვლიდან ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურ, დაუჯერებელ ფასად შეიძენთ.

ან გახდით გამომწერი:

2. დააფიქსირეთ თქვენი ინტერესი ამა თუ იმ გამოცემის, ტომეულისა თუ პროექტის მიმართ გამომცემლობის სატელეფონო ცენტრში, დათქმულ დროსა და ადგილზე წიგნების სპეციალურ ფასად მიიღებთ. ტელ.: 322 47 00 45

3. გამოიწერეთ სპეციალურად თქვენთვის შექმნილი ტომეული ონლაინ, განსაკუთრებულ

ფასად საიტიდან. თანხის ერთიანად გადახდის შემთხვევაში მიიღეთ

დამატებითი 10%-იანი ფასდაკლება ან გადაიხადეთ ყოველთვიურად თქვენ მიერ შერჩეულ

რიცხვში, შეძენილ წიგნებს კი სასურველ მისამართზე მიიღებთ.

სატელეფონო და ონლაინ გამოწერის შემთხვევაში, საკურიერო მომსახურების ფასი მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 2 ლარია.

R