93 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე. ამის შესახებ ინფორმაციას "მარჯანიშვილის თეატრი" ავრცელებს.
თამარ სხირტლაძე იყო ქართული სათეატრო ხელოვნების ღვაწლმოსილი არტისტი. მან 70 წელი გაატარა სცენაზე და ამ დროის განმავლობაში მონაწილეობა მიღებული აქვს ისეთ ცნობილ სპექტალებსა და ფილმებში როგორებიცაა: "კაცია-ადამიანი?!“, "მოძღვარი“, "მეფე ლირი“, "ადამიანთა სევდა“, "ფესვები“, "ლუკას სახარება“ და "ნუცას სკოლა“.
2010 წელს "მარჯანიშვილის სახელობის თეატრის" წინ თამარ სხირტლაძის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა. 2016 წელს მიენიჭა საპატიო თბილისელის წოდება. 2019 წელს კი "წლის პერსონის“ ტიტული ჯაზ-მომღერალ გიული ჩოხელთან ერთად. ასევე დაჯილდოებულია საქართველოს თეატრალური საზოგადოებისგან "ლიზა ჩერქეზიშვილის სახელობის ჯილდოთი“.