არ შეგვიძლია ვენდოთ რეჟიმს, რომელიც სიბნელეში და სიცივეში გვტოვებს, - ასე ეხმაურება მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად მოლდოვაში ელექტროენერგიის გათიშვას.
“რუსეთმა მოლდოვა სიბნელეში დატოვა. უკრაინაში რუსეთის ომი ხალხს კლავს, რაკეტებით ანადგურებს საცხოვრებელ სახლებს და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. უკრაინაში თავდასხმები გრძელდება. როგორი რთულიც არ უნდა იყოს ახლა, ჩვენი ერთადერთი გზა, მოლდოვის რესპუბლიკის სამომავლო გზა, თავისუფალ სამყაროსკენ უნდა რჩებოდეს”, - წერს სანდუ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მოლდოვა ტექნიკურ პრობლემებს მოაგვარებს და ელექტრომომარაგებას აღადგენს. სანდუს თქმით, ყველა სახელმწიფო უწყება ამ მიმართულებით მუშაობს.
მოლდოვა ერთდროულად არის ევროკავშირის კანდიდატი და დსთ- წევრი.
რას არ გაიგონებ.რამოდენიმე თვის წინ კი კომუნისტური პარტია მართავდა ქვეყანას.უკრაინა და მოლდოვა კორუმპირებული ქვეყვების ჩამონათვალში ჩვენზე გაცილებით წინ არიან.... და კიდევ მრავალი "უბედურებით" გვისწრებენ.
ქართველებს გვსჯიან რადგან ჭკუა ვისწავლეთ და ცეცხლში პირველები არ შევრბივართ.გვეყოფა რაც იცანცარეს წინა მთავრობებმა.
დსთ-ს მოქმედი წევრები : აზერბეიჯანი ,სომხეთი,ბელორუსია,ყაზახეთი,ყრგიზეთი,რუსეთი,ტაჯიკეთი,უზბეკეთი, და ....მოლდოვა 1994-დან. ეგ ამბავი აქამდე ყელზე არ გადგებოდათ "თავისუფლებისმოყვარე" მოლდოველებო? კანდიდატის სტატუსთან როგორ მოდის კომბინაციაში, პრინციპში ზოგს ორ ხვრელში ერთდროულად შეძრომაც გამოსდის , მთავარია სარგებელი ჩანდეს. ხო დამავიწყდა "სლავა უკრინე"აბა ამის გარეშე როგორ?