დუბაიში ცათამბჯენი შენდება, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მაღალი საცხოვრებელი შენობა იქნება და გინესის რეკორდს დაამყარებს.
შენობას თავზე უზარმაზარი ბრჭყვიალა შუბი ექნება. ეს კოშკი სიმაღლით მანჰეტენის 57-ე ქუჩაზე მდებარე ცენტრალური პარკის თაუერს გადაუსწრებს.
Burj Binghatti Jacob & Co. Residences-ის შენობას 100-სართულიან კოშკზე უფრო მეტი სიმაღლე ექნება.
იდეის ავტორების მიზანია, რომ მან "დაამყაროს რეკორდი და გახდეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი საცხოვრებელი კონსტრუქცია."
ცნობილია, რომ შენობაში ორი და სამოთახიანი მდიდრულად მოწყობილი ბინები განთავსდება. შენობას ეყოლება კონსიერჟების გუნდი, რომელიც მაცხოვრებლებს დღის განმავლობაში ძიძას, დაცვას, პირად მძღოლსა და მზარეულს შესთავაზებს. აქვე იქნება დიდი აუზი და ლაუნჯი.
კოშკის გახსნის თარიღი ჯერჯერობით უცნობი რჩება. მედიაში ამ შენობას უკვე სახელიც შეურჩია - "აკოცე ცას."
წყარო: nypost
მოამზადა: ანა სიბოშვილმა